არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№685
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №685

2013 წლის 1 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“  უძრავი ქონების უსას ყიდ ლო უზ უ ფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს  – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს (ინვალიდთა ასოციაცია)  (ს/კ 201950433) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით გადასცეს  ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქ. N2‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა  №1‑2‑ის ცოკოლის სართულზე არსებული 231,93 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.010.018.02.523).

უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური სერვისები. 

ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2013.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 01.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №685. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №685, 01.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2221645/