„ა(ა)იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1462
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის შესაბამისად, „ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204430106) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 30 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ .თბილისში , ჩიქვანაიას ქ . №21-ში მდებარე 9202 კვ.მ . არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობა №1, საერთო ფართობით - 700.21 კვ.მ . (მათ შორის, სარდაფი 122.71 კვ.მ , I სართული - 206.37 კვ.მ . II სართული - 217.88 კვ.მ , სხვენი - 153.25 კვ.მ ), №2, საერთო ფართობით - 243.23 კვ.მ, №3, საერთო ფართობით - 10.32 კვ.მ, №4, საერთო ფართობით - 122.02 კვ.მ, №5, საერთო ფართობით - 161.74 კვ.მ, №6, საერთო ფართობით - 56.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკა დას ტრო კოდი №01.11.04.005.041) .
2. უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა)ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ, 2013 წლის 1 ნოემბრამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ მთელ ქონებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფა;
ბ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ დამოუკიდებლად ან/და მესამე პირის მეშვეობით, დღის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობ( ებ)ის შექმნის მიზნით, არანაკლებ 380 000 ( სამას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ხარჯვის განხორციელება;
გ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღის ცენტრისათვის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისათვის სარგებლობის მიზნის შენარჩუნება ქონებით სარგებლობის მანძილზე;
დ) ა(ა) იპ - სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღის ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის უსასყიდლოდ სწავლების უზრუნველყოფა.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ -მინისტრი ბიძინა ივანიშვილი