შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1575
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021962
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1575

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიურ კლინიკას“(ს/კ: №206340645), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში არსებული 1227,04 კვ.მ ფართი (მ.შ. II სართული – 583,13 კვ.მ; III სართული – 643,91 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.20.015.017).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამავე ქონების სამედიცინო პროფილით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი კვირიკაშვილი