არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2496
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირს“ (ს/კ N204874911) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, კ. გამსახურდიას ქუჩა №63-ში (ნაკვ.№2) მდებარე 3839 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.05.25.386).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ბუნებრივი საფარის მქონე სპორტული მოედნის (ფართით არანაკლებ 3500 კვ.მ) შექმნა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;
ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, სპორტული მოედნის ღობისა და განათების მოწყობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დახარჯვა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2496. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018396.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2496, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018396 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2677230/