ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 3
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრს − კავკასიურ სახლს (ს/კ: №203834912) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართ №1-ში მითითებული უძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საგამომცემლო, სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოყენება, მათ შორის, მხატვართა, შემოქმედთა, ფოტოჟურნალისტთა და ა.შ. ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის მიზნით;
ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული საერთო სარგებლობის ფართით უსასყიდლოდ ასარგებლოს მესაკუთრე;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, ამ განკარგულების დანართ №2-ში მითითებული საერთო სარგებლობის ფართით სასყიდლით ან უსასყიდლოდ ასარგებლოს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ი, მესაკუთრის მიერ განსაზღვრული პირობებით.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 08.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020674.
- სად არის „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის − კავკასიური სახლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №3, 08.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020674 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3167298/