სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2188
2011 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) განახორციელოს კახეთის რეგიონში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერქნული რესურსიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის – 260 მ3 მერქნული რესურსისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის – 150 მ3 მერქნული რესურსის გადაცემა.
2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყონ ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 10.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2188. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №2188, 10.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2338499/