დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუცოს ელექტრიფიცირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1483
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017587
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1483

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუცოს ელექტრიფიცირების შესახებ

 1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუცოს ელექტრიფიცირებისმიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

 2. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1019 განკარგულების შესაბამისად, დუშეთის მუნიცილეტიტეტის სოფელ მუცოში 2014 – 2016 წლებში დაგეგმილი ეროვნული მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლის – სოფელ მუცოს საცხოვრებელი და საფორტიფიკაციო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის და ტურისტული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის და ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების  ფარგლებში, უზრუნველყოს სოფელ მუცოში, მდინარე მახკოლურაზე 100 კვტ სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის და სოფელ მუცოს შიდა გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

 3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ღონისძიებები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 4. ეთხოვოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სათანადო ქმედებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი