საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1169
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1169

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგა­დო­ებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალ­გაზრ­დობის საქმეთა სა­მი­­ნისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამი­სი საგზატკეცილო ველო­სი­პედის, აგრეთვე საგზატკეცილო ველოსპორ­ტი­სათვის საჭირო ეკიპირებისა და ინვენტარის სახელ­მწიფო შესყიდვები გა­ნა­­ხორ­ციელოს გამარტივებული შეს­ყიდ­ვის საშუალებით, „საქარ­თვე­ლოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით მის­თვის გან­საზღვ­რული ასიგნებებიდან.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრ­დობის საქ­მეთა სა­მი­­ნისტროს მიეცეს თანხმობა, რომ განკარგულების პირ­ველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული მოძრავი ნივთები არსებობის ვა­დით, თხოვების ფორ­მით (უსასყიდლოდ) გადასცეს საქართველოს ველო­სპორტის ეროვნულ ფე­დერაციას.

 

    პრემიერ-მინისტრი                               ნიკა გილაური