ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1151
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს კახეთის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით გაცემულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერქნული რესურსიდან მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის 23,7 მ3 სათბობი შეშის გადაცემა.
2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური