შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1118
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №2145 განკარგულების შესაბამისად გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 57 800 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარი მიმართოს ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული 17 ოჯახის განსახლების ახალ ადგილებში, მათსავე საჭიროებებზე მორგებული შემოსავლის გამომუშავების/სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების პოტენციალზე გათვლილი სასტარტო საარსებო დახმარების მიზნით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა გაიცეს ოჯახებიდან უფლებამოსილ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ნოტარიალური თანხმობების წარდგენის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური