იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1973
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 5 800 (ხუთი ათას რვაასი) ლარი , ელექტრო მომარაგების ტექნიკური პირობების შესაბამისად,ქ. რუსთავში, მე-12 მ/რ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტამდეძალოვანი კაბელის (140 გრძ.მ 4*50მმ) მიყვანის სამუშაოების დაფინანსებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი