ქუთაისი აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №560
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
ქუთაისი‑აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისა და 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის – ქუთაისი‑აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბაღდათისა და ზესტაფონი-ხარაგაულის სატყეო უბნებში 2101,2 კვ.მ მიწის ფართობებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 49 წლამდე ვადით მიენიჭოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (შემდგომში – ტყითმოსარგებლე).
2. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს ქუთაისი‑აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილ სამშენებლო დერეფანში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეები.
3. ტყითმოსარგებლე ვალდებულია ქუთაისი‑აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილ სამშენებლო დერეფანში მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული მერქნული რესურსის სოციალური მიზნებისათვის განაწილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური