ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №953
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის შეუფერხებელი მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 52-ე მუხლის, 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის , 69-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების , „საქართველოს „წითელი ნუსხისა“და „წითელი წიგნის“შე სა ხ ებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნ ქ ტ ი სა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკი ცე ბ ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 და დ გენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხ ლის პირველი პუნქტის ა და 272მუხლის პირველი და მ ე‑2 პუნ ქ ტ ე ბ ის შესაბამისად:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ზესტაფონი-ხარაგაულის სატყეო უბნის კვალითის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 4864,11 კვ.მ, 853,82 კვ.მ და 7,38 კვ.მ (სულ – 5725,31 კვ.მ) მიწის ფართობებზე (მათ შორის, ამ ფართობებზე არსებულ 30 გრადუსი და მეტი დაქანების ფერდობებზე) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირების, მაგრამ არა უმეტეს 49 წლამდე ვადით, მიენიჭოს შპს „ენერგოტრანსს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204991786).
2.შპს „ენერგოტრანსი“უფლებამოსილ ი ა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფართობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების ტოტების მოჭრა მიწის პირიდან 2-3 მეტრის სიმაღლეზე.
3 . შპს „ენერგოტრანსი“ ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური