შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №433
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი ს თვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის № 302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
1. წიაღის შესწავლა-მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია, საბურღი მოედნების მოწყობა და სხვ.) განსახორციელებლად, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოში, 1509840 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2016 წლის 10 აგვისტომდე.
2. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ ვალდებულია:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №433. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016790.
- სად არის „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №433, 13.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016790 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2282589/