შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1974
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ქალაქ ლაგოდეხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში (ლაგოდეხის სატყეოს 49-ე კვარტლის მე-8 სატაქსაციო უბანი), 523 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში, გაცემულ იქნეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ 10 წლის ვადით.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ვალდებულია:
ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი ყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“?
- „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“ მიღებულია 17.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1974. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016337.
- სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“, №1974, 17.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2155865/