სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1975
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო ს, გაზსადენისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობა/ექსპლუატაციის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს შემდეგნაირად:
ა) წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის სატყეოს ტყის ფონდში (საერთო ფართობი - 8400 კვ.მ):
ა.ა) 4327 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 7 წელი;
ა.ბ) 4073 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 49 წელი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერაქვის სატყეოს ტყის ფონდში, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (საერთო ფართობი - 4527 კვ.მ):
ბ.ა) 799 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 7 წელი;
ბ.ბ) 3728 კვ.მ ფართობზე - არა უმეტეს 49 წელი.
2. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო ს მიეცეს უფლება, წერაქვის სატყეოს ტყის ფონდში (მარნეულის მუნიციპალიტეტი ), კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიან მცენარეთა სახეობები.
3. სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო ვალდებულია:
ა)მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების სა კომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ‑მინისტრი ი. ღარიბაშვილი