შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№719
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №719

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:

1. წიაღის შესწავლა/მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია, საბურღი მოედნების მოწყობა და სხვ.) განსახორციელებლად, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებში 2839044 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე.

2. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ ვალდებულია ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის  შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №719. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017005.
სად არის „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №719, 23.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017005 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2338896/