„სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1544
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების (ხელშეკრულების) გაფორმება, რომლითაც კომპანია იკისრებს შემძენის საკუთრებაში არსებულ და „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არა უგვიანეს 2017 წლის 1 ივლისამდე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულებას და აღნიშნული შეთანხმებით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების გაფორმებამდე, არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენას.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ?
- „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ მიღებულია 08.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1544. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017685.
- სად არის „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ, №1544, 08.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017685 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2510119/