„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/10 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არალის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1546
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/10 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არალის“ საქმიანობისხელშესაწყობად რიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
ა) დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/10განკარგულების (შემდგომში – პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულებისპირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე კაფეს მშენებლობა და მისი, კანონით დადგენილი წესით, ექსპლუატაციაში მიღება;
ბ) პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები გაუქმებულ იქნეს.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შპს „არალი“ (ს/კ 222725807) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „არალის“ შორის 2012 წლის 21 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათ ვ ალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი