„შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№647
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016958
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №647

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 26 ივლისის №835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის  26  ივლისის  №835 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.  საქართველოს მთავრობასა და კომპანია ,,Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს სამთო‑სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე სამშენებლო მაგისტრალური გზის საპროექტო, საექსპერტო, საზედამხედველო,  სამშენებლო და მასთან დაკავშირებული  საქონლისა და მომსახურების, ასევე, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განსახორციელებლად, სამშენებლო-სამონტაჟო სამუ­შაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო  შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                     ი . ღარიბაშვილი