წიაღით სარგებლობის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1248
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
წიაღით სარგებლობის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისათვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 69-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 272 მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტების შესაბამისად:
1. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“ მიერ წიაღით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების (საბურღი მოედნების მოწყობა, მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია და სხვა) განხორციელებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეოში და მის მიმდებარედ არსებულ, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული კვარტალების, ლიტერებისა და ფართობების მიხედვით) 554111,08 კვ.მ მიწის ფართობზე, მათ შორის, 30 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 2041 წლის 13 ოქტომბრამდე მიენიჭოს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 404908775).
2. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) განახორციელოს სპეციალური ჭრები ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფართობზე არსებულ 30 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე;
ბ) გარემოდან ამოიღოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფართობზე არსებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მერქნიანი მცენარეები.
3. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ უზრუნველყოს საქართველოს ტყის კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული, სპეციალური გამოკვლევის მასალებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება.
4. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“:
ა) ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ, სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა;
გ) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების (მთლიანად ან ნაწილობრივ) სანაცვლოდ განახორციელოს სხვა სახის ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
|
| დანართი
|
| |||
|
ბოლნისის სატყეო უბანში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა თვის გათვალისწინებული ფართობების ნუსხა
|
| ||||
| სატყეო უბანი | სატყეო | კვარტალი # | ლიტერი # | ფართობი კვ.მ |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 31 | 29622 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 31 | 11511 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 26 | 16792 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 27 | 7965 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 5 | 72237 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 4954 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 5262 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 17247 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 10739 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 6946 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 5 | 445 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 2414 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 20 | 49006 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 3 | 12080 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 8 | 38283 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 16126 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 3 | 31 | 1979 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 1 | 63078 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 4427 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 7287 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 5778 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 8 | 534 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 11544 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 2 | 18022 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 34939 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 1299 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 20 | 5817 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 13 | 3635 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 17178 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 1265 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 8075 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 965 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 1320 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 475 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 14 | 420 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 15 | 248 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 1266 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 1820 |
|
| ბოლნისი | დარბაზი | 6 | 16 | 1562 |
|
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 20554 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 10464 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 1940 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 3158 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 0.04 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 1952 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 7396 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 6328 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 2466 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 290 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 855 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 4146 |
| ||
| ბოლნისი | ყოფ. საკოლმეურნეო ტყე | 0.04 |
| ||
| სულ: | 554111.08 |
| |||