შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1077
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 16/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1077

2013 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად და აღნიშნული საქმიანობისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია, საბურღი მოედნების მოწყობა და სხვ.) უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეოში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, 1037682 კვ.მ მიწის ფართობი, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში, გაცემულ იქნეს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“, 2016 წლის 12 აგვისტომდე.

პრემიერ-მინისტრი                                                          ბ. ივანიშვილი