შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1407
2013 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ ‑ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა,რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 ოქტომბრის № 13/441 ბრძანებით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) მოპოვების №1000226 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და სალიცენზიო ფართობზე არსებულ საბადოებზე (№13/441 ბრძანების პირველი მუხლის „ა-ვ“ ქვეპუნქტები) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 48 (ორმოცდარვა) თვე.
პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი