შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №297

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 62 პუნქტის, 41 მუხლის, 61 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტებისა და 71 მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 ოქტომბრის №13/441 ბრძანებით შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების №1004035 ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:

ა) „ბნელიხევის“ ოქრო-პოლიმეტალურ საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს: ოქრო – 1 635,07 (ერთი ათას ექვსას ოცდათხუთმეტი მთელი შვიდი მეასედი) კილოგრამის, ვერცხლი – 8 503,79 (რვა ათას ხუთას სამი მთელი სამოცდაცხრამეტი მეასედი) კილოგრამის ოდენობით;

ბ) დაუწესოს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბადოზე მიწისა და სამთო მინაკუთვნი დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი