შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1560
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1560

2016 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებიდან,  უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 42 000 000  (ორმოცდაორი მილიონი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა, წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემის ზონაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;

ბ) სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურების და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებებისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების  ნაწილობრივ  სუბსიდირების  მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე  11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა;

გ)  10 000 000 (ათი მილიონი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაზე − „ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 15),  შემდგომში ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ  სს „აკურას“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, სს „აკურას“ მიერ 2016 წელს ყურძნის შესყიდვის/გადამუშავებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

 

პრემიერ-მინისტრი                             გიორგი კვირიკაშვილი