შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №173
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 47 500 000 (ორმოცდაშვიდი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, წყალსაცავების მშენებლობის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით;
ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისთვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებების ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა.
2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად, კომპანიას მიეცეს უფლება, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდა სამეურნეო ქსელების, ასევე, სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.
3. ამ განკარგულებით კომპანიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა კომპანიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი