შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 122
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
შპს„საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდის ა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული„სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 370105) გამოყოფილი ასიგნებებიდან:
ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს„საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კო მ პანიის” (შემდგომში - კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად უზრუნველყოს 53 300 000 (ორმოცდაცამეტი მილიონ სამასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად და სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის შ ეძენის მიზნით;
ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯების და კომპანიის სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, უზრუნველყოს კომპანიის ანგარიშზე 8 100 000 (რვა მილიონ ასი ათასი) ლარის გადარიცხვა.
2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველ სა ყოფად კომპანიას მიეცეს უფლება, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდა სამეურნეო ქსელების, ასევე სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.
3. ამ განკარგულებით კომპანიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის101 მუხლის მე-3 პუნქტის„დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებ ებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვა კომპანიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი