შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016592
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №258

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

     1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპრო­გ­რამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან უზ­რუნველყოს:

    ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპა­ნიის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 57 100 000 (ორ­მოც­და­ჩვიდმეტი მილიონ ასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადა­რიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის და წყალსა­ცავების მშენებლობის, საწარმოო ტექნიკური ბაზების მოწყობის, სამელი­ორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილო­ბების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის, წვეთო­ვანი, დაწვიმებითი და მორწყვის სხვა თანამედროვე სისტემების გამოყე­ნებით სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის მიზნით;

      ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტრის მიმდინარე ტექნიკური ექსპ­ლუ­ატაციისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით კომპანიის ან­გარიშზე 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა.

       2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახ­ლე­­ობის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად კომპანიას მიეცეს უფლე­ბა, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რი­გის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდა სამეურნეო ქსელების, ასევე, სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირ­ვე­ლი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდა­სამეურნეო არ­ხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტა­ციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.

 

პრემიერ‑მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი