შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2040
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2040

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“კაპიტალის გაზრდის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალი­სწი­ნე­ბული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ქვე­პროგრამით (პროგრამული კოდი 37 01 04) გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 600 000 ( სამი მილიონ ექვსსასი ათასი) ლარი გადარიცხოს სახელმწიფოს 100%- იანი წი­ლო­ბრი­ვი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამე­ლი­ორაციო სისტემების კომპანიის“კაპიტალის გასაზრდელად, სამელიო­რა­ციო დანიშნულების ტექნიკის შეძენის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი   ბ. ივანიშვილი