შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1228
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1228

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ „შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში, არაუმეტეს 1 276 550 (მილიონ ორას სამოცდათექვსმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკისა და მანქანა-მექანიზმების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი