შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1211
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1211

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სატუმბი სადგურების სამშენებლო (ხანდაკი-მეტეხი და სასირეთის მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის, სატუმბო სადგურისა და სადაწნეო მილსადენის მოწყობა) და სარეაბილიტაციო (კავთისხევის მექანიკური სარწყავი სისტემის №3 სატუმბი სადგური, მაგისტრალური არხი და I რიგის გამანაწილებლები) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი