შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1640
2017 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ (შემდგომში– კომპანია), ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ომალოს მიმდებარედ არსებულ სტიქიურად განთავსებული ნარჩენების ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება უზრუნველყოს კომპანიისთვის 2017 წელს გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი