საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ზოგიერთი არაფინანსური აქტივის განკარგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1414
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1414

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ზოგიერთი არაფინანსური აქტივის განკარგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს,„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს № 151 დადგენილების საფუძველზე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად სამინისტროს ბალანსზე დარჩენილი არაფინანსური აქტივების, აუდიტორული კომპანიის მიერ 2006 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დადგენილი ღირებულებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“კაპიტალში შეტანა, სამინისტროს ბალანსის არაფინანსური აქტივების ანგარიშებიდან ამოღება და ფინანსური აქტივების ( სახელმწიფოს წილი ‑ აქციების და სხვა კაპიტალის სახით) შესაბამის ანგარიშებზე ასახვა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ერთი წლის ვადაში უზრუნველყოს კაპიტალში შეტანილი აქტივების ინვენტარიზაცია და მიღებული შედეგების მიხედვით სათანადო ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივან იშვილი