ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №357
2014 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს გაციფრების ლიცენზიის შეთანხმების პროექტი ბრიტანეთის საბიბლიოთეკო საბჭოს, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მოქმედებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმების პროექტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, კონსტანტინე სურგულაძემ.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული გაციფრების მომსახურების შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №357. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016718.
- სად არის „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების გაციფრებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №357, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016718 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2275211/