„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 15

2013 წლის 11იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეცეს უფლება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში და ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს.“.

პრემიერ -მინისტრი            ბ . ივანიშვილი