„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №253

2013 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის № 2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მიეცეს უფლება:

ა) ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში და ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს;

ბ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1990 და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2056 განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებითი თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე‑5 პუნქტები:

„4. ამ განკარგულების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გადარიცხული თანხებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1990 და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2056 განკარგულებების საფუძველზე მიღებული თანხების ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე აღნიშნული საწარმოს მიერ გადახდილი თანხის დამატებით, ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე შემდეგი მოცულობის თანხების გაცემა:

ა) ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ პირველ 6 000 (ექვსი ათასი) ტონა არასტანდარტულ ციტრუსზე 0,08 ლარი;

ბ) 6000 (ექვსი ათასი) დან 7000 (შვიდი ათასი)ტონამდე ჩაბარებულ არასტანდარტულ ციტრუსზე 0,10 ლარი;

გ) 7 000 (შვიდი ათასი) ტონაზე ზემოთ ჩაბარებულ არასტანდარტულ ციტრუსზე 0,12 ლარი.

5. აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა ამ განკარგულებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1990 და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2056 განკარგულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, ამავე განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომია დააბრუნონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“ .

პრემიერ‑მინისტრი                                  ბ. ივანიშვილი