უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (19)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასაფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებებთან მიმართებით გაითვალისწინონ შემდეგი:
ა) ხელშეკრულების პროექტის ტექსტში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების მიზნით;
ბ) ხელშეკრულების მოშლის განზრახვისას მის მოშლამდე უნდა არსებობდეს იურიდიული დასკვნა ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების თაობაზე;
გ) ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების თაობაზე იურიდიული დასკვნა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას, მისი შემდგომი შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 11.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №139. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 19 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.12.2025-დან.
- სად არის „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №139, 11.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93976/