საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №371 |
|
2018 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
ა) უფლებამოსილი პირ(ებ)ის განსაზღვრა, რომლებიც, „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანების შესაბამისად, მოამზადებენ სამინისტროს ექვსი თვის ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენენ კომისიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სახაზინო სამსახურისთვის წარსადგენად;
ბ) სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სხვადასხვა უწყებაში გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინირებული განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღება;
გ) სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის (შემდგომში – უფლებამონაცვლეები) გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა, განკარგვა და უფლებამონაცვლეებისთვის გადაცემა;
დ) სამინისტროს სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ე) სხვა საკითხების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობას ან/და სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილების ან გადაცემის საკითხს;
ვ) კომისიის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წარდგენა, ხოლო კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისია სხდომაზე განსაზღვრავს კომისიის სხდომის მდივანს.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამონაცვლეთა შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ დუნდუა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კაკაურიძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ივანე ბიბილაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
ნოე ქინქლაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
ივანე გოლიაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი
მარინა აბრამიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
ბესარიონ ბუჩუკური
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
კახაბერ ძიმისტარიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
ზვიად ლათიბაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
ნოდარ ყოჩიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
ნანი ალანია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
გურამ გიორგობიანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
მანანა გორდულაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი
ეკატერინე გუნცაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
გიორგი ფიცხელაური
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
თია მელაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი
ალექსანდრე კუტიბაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი
ბადრი ჩერქეზიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი
დავით მეტრეველი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი
ჯუანშერ ბურჭულაძე
სსიპ –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი
ნინო ნოზაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
|
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე