„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2014 ძალადაკარგული 02.09.2020
ნომერი
№429
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №429

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე


მუხლი 1

2.  ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციით, 2015 წლის 1 იანვრიდან იხელმძღვანელონ  სახელმწიფო  ბიუჯეტის  დაფინანსებაზე  მყოფმა  ორგანიზაციებმა,  ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა.

3.  მაკონტროლებელმა ერთეულებმა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული 2015 და შემდგომი წლების წლიური ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სანსახურს მომდევნო წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12 დანართი ფორმების სახით - იმავე წლის 1 აგვისტომდე, ხოლო კონტროლირებულმა ერთეულებმა  - ზემდგომ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური