„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №79 |
|
2016 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანების (ვებგვერდი, 31/12/2014წ., 190040000.22.033.016713) პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქცია („საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“) დანართებთან ერთად ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ბრძანებით იხელმძღვანელონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, თუ ისინი არიან სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები. 3. კონტროლირებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება (ფორმა №1, №2, №3, №4, №5) და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12) წარუდგინონ შესაბამის მაკონტროლებელ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.
3. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება (ფორმა №1, №2, №3, №4, №5) ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციასთან (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12) ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარუდგინონ მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო 1 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია (დანართი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12) იმავე წლის 1 აგვისტომდე.“ .
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
📎 დანართები (1)
bugaltr-1.doc DOC ⬇
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ
თავი I
შესავალი
მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი
1. ეს ინსტრუქცია მომზადებულია „ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემდგომში - „ორგანიზაციების“) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების (შემდგომში „აღრიცხვა-ანგარიშგება“) მეთოდოლოგიურ საფუძვლებს.
2. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო სახსრების სწორი და გამჭვირვალე აღრიცხვა- ანგარიშგების უზრუნველსაყოფად ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშთა გეგმის და ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის ერთიანი წესების, პირობების და ფორმების განსაზღვრა,
3. დარიცხვის მეთოდის შესაბამისი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულ დანერგვამდე, ოპერაციების და სხვა მოვლენების განმარტება, აღიარება, შეფასება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციით.
4. აღნიშნული ინსტრუქცია უზრუნველყოფს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების თავსებადობას სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ეკვივალენტურ ანგარიშგებებთან.
5. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიასთან (GFSM 2001) შეუსაბამობის შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) განსაზღვრებებს, კლასიფიკაციებს და მითითებებს ენიჭება უპირატესი მნიშვნელობა.
მუხლი 2. მოქმედების სფერო
1. წინამდებარე ინსტრუქციით უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციებმა როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.
2. ნებადართულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, ხოლო ფინანსური ანგარიშგება (საანგარიშგებო ვალუტაში) აწარმოონ და წარადგინონ ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. სახელმწიფო სექტორის ცალკეული კატეგორიების დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ანგარიშები – სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში და ერთიანი სავალუტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშები კომერციულ ბანკებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არაკომერციული (არამომგებიანი) ერთეულების ანგარიშები კომერციულ ბანკებში;
ბ) არაგაცვლითი ოპერაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ერთეული ან იღებს ღირებულებას მეორე ერთეულისგან მიახლოებითი ღირებულების უშუალოდ გაცემის გარეშე, ან გადასცემს სხვა მხარეს ღირებულებას, უშუალოდ მისგან მიახლოებითი ღირებულების მიღების გარეშე;
გ) აქტივი – წარსული ეკონომიკური მოვლენის შედეგად ერთეულის მიერ მიღებული კონტროლირებადი რესურსი, რის საფუძველზეც მოსალოდნელია ორგანიზაციაში მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა;
დ) ბარტერული ოპერაცია – ორ ერთეულს შორის თანაბარი ღირებულების არაფულადი აქტივების ან მომსახურების გაცვლა;
ე) განსაკუთრებული მუხლები – ისეთი მოვლენებისა და გარიგებების შედეგად წარმოქმნილი შემოსულობები და გადასახდელები, რომლებიც აშკარად განსხვავდება ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობისგან, რომელთა გამეორებას არ ექნება ხშირი და რეგულარული ხასიათი და რომლებიც ორგანიზაციის კონტროლის ან ზეგავლენის მიღმა რჩება;
ვ) გაცვლითი ოპერაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ერთი ერთეული მეორე ერთეულისთვის უზრუნველყოფს აქტივს/მომსახურებას ან ფარავს ვალდებულებას და სანაცვლოდ მეორე მხარეს უშუალოდ გადასცემს მიახლოებით იმავე ღირებულებას (ძირითადად, საქონლის, მომსახურების ან აქტივის გამოყენების შესაძლებლობის სახით);
ზ) გრძელვადიანი აქტივი/ვალდებულება – ყველა სხვა აქტივი/ვალდებულება, რომელიც არ არის მოკლევადიანი;
თ) დარიცხვის მეთოდი – ეკონომიკური მოვლენების აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გადახდილი/მიღებული ფულადი სახსრები, ან მოხდება თუ არა მომავალში გადახდა/მიღება;
ი) დაფინანსება – საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის გზით, ორგანიზაციის უზრუნველყოფა აუცილებელი ფინანსური რესურსებით.
კ) დეპოზიტები – ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ორგანიზაციის ანგარიშებზე დროებით განთავსებული ფულადი შენატანები;
ლ) ეკონომიკური ერთეული – სახელმწიფო ერთეულების (შემდგომში – ერთეულები) ჯგუფი, რომელიც შედგება ერთი მაკონტროლებელი და ერთი ან ერთზე მეტი კონტროლირებული ერთეულისაგან;
მ) ეკონომიკური მოვლენა – ოპერაცია და სხვა მოვლენა, რომელიც ასახავს ღირებულების შექმნას, გარდაქმნას, გაცვლას, გადაცემას ან ანულირებას;
ნ) ვადაგადაცილებული დავალიანებები – წინა წლებში წარმოქმნილი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება, გარდა გრძელვადიანი ვალდებულებებისა;
ო) ვალდებულება - წარსული ეკონომიკური მოვლენის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება, რომლის დაფარვა გამოიწვევს ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალში განივთებული რესურსების გადინებას ერთეულიდან;
პ) კაპიტალი – აქტივებისა და ვალდებულებების მთლიან თანხებს შორის სხვაობა.
ჟ) მესამე პირის გადახდები – უცხოური კრედიტებითა და გრანტებით განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ფარგლებში, დონორების მიერ ხაზინის ანგარიშების გაუვლელად პროექტის განმახორციელებლებზე თანხების გადარიცხვა;
რ) მოკლევადიანი აქტივი/ვალდებულება – საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული აქტივი/ვალდებულება, რომელთა გამოყენება(მოხმარება)/დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს) მცირეფასიანი აქტივი – 500 ლარზე ნაკლები ღირებულების და ერთ წელზე მეტი ვადით, მრავალჯერადი გამოყენების ტექნიკა, ინვენტარი და მოწყობილობა;
ტ) ნაერთი (კრებსითი) დოკუმენტი – პირველადი დოკუმენტების ნაერთი, რომელიც ასახავს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის დამადასტურებელ მაგროვებელ ინფორმაციებს (მაგროვებელი და საანგარიშსწორებო უწყისები და სხვ.);
უ) ნეტო (წმინდა) სარეალიზაციო ღირებულება – ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში შეფასებით დადგენილი გასაყიდი ფასი, პროდუქციის დასრულებისათვის, გაყიდვის, გაცვლის და განაწილებისათვის შეფასებით დადგენილი საჭირო დანახარჯების გამოკლებით;
ფ) პირვანდელი ღირებულება – თანხა, რომლითაც აქტივი აისახება თავდაპირველად, მიღების და მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე გაწეული დანახარჯებით;
ქ) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი - ცალკეული ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ღ) საბალანსო ღირებულება – თანხა, რომლითაც აქტივი/ვალდებულება ასახულია ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში პირვანდელი/შეძენის ღირებულების შემდგომი კორექტირებების (ცვეთის, გადაფასების და ა. შ) გათვალისწინებით;
ყ) საკასო მეთოდი – ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, როცა ეკონომიკური მოვლენა აისახება მხოლოდ მაშინ, როცა ხდება ფულადი სახსრების მიღება ან გადახდა;
შ) საკუთარი კაპიტალი – არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული აქტივების ღირებულებასა და არასაბიუჯეტო საქმიანობით წარმოქმნილ ვალდებულებების ღირებულებას შორის სხვაობა.
ჩ) საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა – არაფინანსური აქტივების წარმოება საკუთარი მოხმარებისათვის;
ც) ფინანსური ინსტრუმენტი – ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს როგორც ერთი ერთეულის ფინანსურ აქტივს, ასევე მეორე ერთეულის ფინანსურ ვალდებულებას, ან წილობრივ ინსტრუმენტს (ორგანიზაცის აქტივებში ყველა მისი ვალდებულების გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი წილის საკუთრების უფლება);
ძ) ძირითადი ეკონომიკური გარემო – გარემო, რომელშიც ერთეული ფუნქციონირებს, წარმოქმნის და ხარჯავს ფულად სახსრებს;
წ) წილობრივი ინსტრუმენტი – ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს ერთეულის აქტივებში ყველა მისი ვალდებულების გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი წილის საკუთრების უფლებას;
ჭ) წმინდა ღირებულება – არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული აქტივების გარდა, ყველა აქტივის მთლიან ღირებულებასა და არასაბიუჯეტო საქმიანობით წარმოქმნილი ვალდებულებების გარდა, ყველა ვალდებულების მთლიან ღირებულებას შორის სხვაობა.
2. საბიუჯეტო და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები გამოიყენება იმავე მნიშვნელობით რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ ინსტრუციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თავი II
ზოგადი დებულებები
მუხლი 4. აღრიცხვის და ანგარიშგების ორგანიზება
1. ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ქაღალდზე ან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მეთოდოლოგიის, ანგარიშთა გეგმისა და ანგარიშგების ფორმების მიხედვით.
2. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ სისტემაში შექმნილ დოკუმენტს/განხორციელებულ ქმედებას, მისთვის გადაცემული სააუთენტიფიკაციო მონაცემების საშუალებით, აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს/მატერიალურ დოკუმენტზე განხორციელებულ ქმედებას.
3. ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენებულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების მონაცემებს.
4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით, ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოამზადონ რეკომენდაციები მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად და წარადგინონ ფინანსთა სამინისტროში დასამტკიცებლად.
5. ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ხელს აწერენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი (უფლებამოსილი პირი) და ბუღალტერი, ან მათი შემცვლელი პირები. ბანკის ჩეკებს, სალაროს გასავლის ორდერებსა და შრომის ანაზღაურების საანგარიშსწორებო-საგადამხდელო უწყისებს ხელს აწერენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და მოლარე ან მათი შემცვლელი პირები (საბანკო დაწესებულებებში გახსნილ მომუშავეთა სახელფასო პირად ანგარიშებზე გადარიცხვისას – ორგანიზაციის ხელძღვანელი და ბუღალტერი), ხოლო სალაროს შემოსავლის ორდერებს – ბუღალტერი და მოლარე.
6. სალაროს ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის საფუძველზე.
7. ორგანიზაციაში საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ორგანიზაციის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგების შედგენა განხორციელდეს დაქირავებული ბუღალტრის შრომის გამოყენებით ან სხვა კომპეტენტური პირის მომსახურებით, ხოლო საბუღალტრო დოკუმენტებზე ხელმოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირების მიერ.
8. პირს, რომელზეც დაკისრებულია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ან პირს, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე (შეთანხმება უფლებამოსილების გადაცემაზე) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების თაობაზე, არ ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა პირების მიერ შედგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სამეურნეო მოვლენის ფაქტთან შესაბამისობაზე.
9. ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
10. ორგანიზაციაში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო სამსახური (ბუღალტერია).
11. ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე პასუხმისგებლობა ეკისრება საბუღალტრო სამსახურს, ხოლო დამტკიცებაზე და დანიშნულებით წარდგენაზე – ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
12. საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) ხელმძღვანელი (შედგომში – ბუღალტერი) განსაზღვრავს საბუღალტრო სამსახურის მომუშავეთა ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას და ხელმძღვანელობს ორგანიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას.
13. მთავარი ბუღალტრის მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების გადაცემა უნდა მოხდეს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშნული პირისათვის, ხოლო ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში – თანამშრომელზე, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, მიღება/ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მუხლი 5. საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) ფუნქციები
1. საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) ფუნქციებია:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;
გ) კონტროლი ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროულ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებაზე;
დ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;
ე) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;
ვ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
ზ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
თ) დამტკიცებული ფორმით ფინანსური ნგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. საბუღალტრო სამსახურის (ბუღალტერიის) მოთხოვნა დადგენილი ფორმით და წესით დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფორმის) და ცნობების ბუღალტერიაში წარდგენაზე, სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა სტრუქტურისა და მომუშავისათვის.
მუხლი 6. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა
1. ორგანიზაციები სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას აწარმოებენ ქაღალდის ფორმით ან ელექტრონულად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.
2. დოკუმენტები, შემოწმების და მიღების შემდეგ, სისტემატიზირდება და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აისახება იმ პერიოდის ბუღალტრულ რეესტრებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც თარიღით მიეკუთვნება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.
3. მემორიალურ ორდერში ანგარიშთა კორესპონდენცია ჩაიწერება ეკონომიკური მოვლენის შინაარსის მიხედვით, მარტივი ან რთული გატარების სახით.
4. მემორიალურ ორდერებს ხელს აწერენ ბუღალტერი (ან მისი შემცვლელი პირი) და შემსრულებელი.
5. თვის გასვლის შემდეგ ყველა მემორიალური ორდერი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად დალაგდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და აიკინძება. ყდაზე დაეწერება: ორგანიზაციის სრული დასახელება, საანგარიშგებო პერიოდი (წელი და თვე), მემორიალური ორდერების საწყისი და საბოლოო ნომრები, ხოლო ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული საინფორმაციო სისტემები, აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით აისახება და ინახება საინფორმაციო ბაზაში.
6. მემორიალური ორდერის ჩანაწერები თავს იყრის მაგროვებელ უწყისებში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
7. იმ ორგანიზაციებში, სადაც ეკონომიკური მოვლენების მოცულობა მცირეა ან ბუღალტრული აღრიცხვა ორგანიზებულია სხვა ფორმით, დასაშვებია ორგანიზაციის მიერ არ იქნეს გამოყენებული მაგროვებელი უწყისები.
8. მაგროვებელი უწყისებიდან მონაცემები გადაიტანება სინთეზური აღრიცხვის ძირითად რეგისტრში – „მთავარ წიგნში“, ანგარიშთა გეგმის შესაბამისად.
9. „მთავარი წიგნი“ იხსნება ყოველი წლის დასაწყისში გასული წლის საბოლოო ნაშთების – საწყისი ნაშთების სახით გადმოტანით.
10. ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ელექტრონულ ან ქაღალდის რეგისტრებში (ჟურნალები, ბარათები და სხვ.).
11. ქაღალდის ფორმით აღრიცხვის წარმოებისას, ჩანაწერის გაკეთებამდე ინომრება ყველა გვერდი (ფურცელი). ყოველ ჟურნალს დაეწერება ორგანიზაციის დასახელება და წელი, რომლისთვისაც გახსნილია ჟურნალი.
12. ბარათები ინახება კარტოთეკებში, რომლებშიც ისინი ლაგდება ანგარიშებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით (თუ სააღრიცხვო პოლიტიკით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
13. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან დადგენილი წესით იდება წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
14. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის ჩანაწერების სისწორის კონტროლის მიზნით, ყოველთვიურად დგება ბრუნვათა უწყისები ანალიზური ანგარიშების ყოველი ჯგუფისათვის და ბრუნვათა უწყისების ანალიზურ ანგარიშებზე ბრუნვები და ნაშთები უდარდება „მთავარი წიგნის“ შესაბამისი ანგარიშების ნაშთებს.
მუხლი 7. არქივი
1. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები ორგანიზაციის არქივს ბარდება დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები არქივში გადაცემამდე უნდა ინახებოდეს საბუღალტრო სამსახურში (ბუღალტერიაში) კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის ქვეშ, თუ ორგანიზაციაში არ მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, ხოლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის არსებობის შემთხვევაში – ორგანიზაციაში დადგენილი წესის შესაბამისად.
3. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების (ან სხვა ბუღალტრული დოკუმენტების) დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე იქმნება დაკარგვის ან განადგურების მიზეზების შემსწავლელი კომისია. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების მოწვევა. კომისიის მუშაობის შედეგები ფორმდება აქტით, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
4. ორგანიზაციის არქივში ბუღალტრული დოკუმენტების შენახვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დოკუმენტები ბარდება საქართველოს ეროვნულ არქივს.
თავი III
სტრუქტურული საფუძვლები
მუხლი 8. ანგარიშთა გეგმა
1. ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა მომზადებულია საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად და დაჯგუფებულია აქტივების/ვალდებულებების ვადიანობის (მოკლევადიანის/გრძელვადიანის) მიხედვით და ლიკვიდობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად.
2. ინსტრუქცია განმარტავს თითოეულ ბუღალტრულ ანგარიშს, მის დანიშნულებას და განაზოგადებს ანგარიშზე აღრიცხული მოვლენის ეკონომიკურ შინაარსს.
3. ორგანიზაციებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში უფლება აქვთ ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის საფუძველზე შეიმუშაონ და დაამტკიცონ სამუშაო ანგარიშთა გეგმები. ამასთან, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, კონტროლირებულმა ერთეულმა დასაშვებია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შემუშავებული სამუშაო ანგარიშთა გეგმა.
მუხლი 9. სააღრიცხვო სისტემა
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სააღრიცხვო სისტემაში, ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვისათვის გამოიყენება ორმაგი ჩაწერის მეთოდი.
2. ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ხდება როგორც დარიცხვის, ასევე საკასო მეთოდის გამოყენებით.
3. ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე და შედეგებზე, კლასიფიცირდება ოპერაციებად და სხვა მოვლენებად.
4. ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერების შეტანის საფუძველს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტს.
5. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ეკონომიკური მოვლენების მოხდენის მომენტში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, უშუალოდ მისი დამთავრებისთანავე და აღრიცხვაში ასახვის მიზნით, ბუღალტერიას უნდა გადაეცეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ ორგანიზაციის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკით სხვა ვადა (პირველადი ან ნაერთი (კრებსითი) დოკუმენტების ჩაბარების) არ არის დადგენილი.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციაში მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, ბუღალტრული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით მიღების და გასვლის დრო განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დოკუმენტი ელექტრონული ფორმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
8. პირველად დოკუმენტებში აღინიშნება შემდეგი რეკვიზიტები: დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენის თარიღი, ეკონომიკური მოვლენის შინაარსი, ზომის ერთეული (თუ გააჩნია გაზომვის ფიზიკური ერთეული, რომელთანაც შესაძლებელია ფასების დაკავშირება), რაოდენობა, ფასი, თანხა, ეკონომიკური მოვლენის განმახორციელებელი ან/და დოკუმენტების სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა ხელმოწერები, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც გამომდინარეობს მოვლენის შინაარსიდან და მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიის თავისებურებებიდან.
9. ბუღალტერიაში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებას როგორც ფორმისა (დოკუმენტის სისრულე და გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების შევსება) და შინაარსის მიხედვით (სამეურნეო ოპერაციის კანონიერება, საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე).
10. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე პირველადი დოკუმენტების თავისდროული და ხარისხიანი შედგენისათვის, პასუხს აგებენ ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელის მომწერი პირები.
11. ოპერაციები და სხვა მოვლენები ბუღალტრულ ჩანაწერებში აღირიცხება პირველად დოკუმენტებში მითითებული ეკონომიკური მოვლენის მოხდენის თარიღით, ხოლო მიეკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებას, როდესაც მას ჰქონდა ადგილი.
12. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული კომუნალური მომსახურების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უწყვეტი მომსახურების შესყიდვისას დასაშვებია ოპერაციების და სხვა მოვლენების ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების ორგანიზაციაში წარდგენის თარიღით და მიკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებისათვის, რომელ პერიოდშიც მოხდა მისი წარდგენა.
13. ოპერაცია წარმოადგენს როგორც ურთიერთშეთანხმების (ერთეულებს შორის ურთიერთშეთანხმების პირობების წინასწარ გაცნობისა და თანხმობის) საფუძველზე ორ ერთეულს შორის ურთიერთმოქმედებას, ასევე მოქმედებას ცალკეული ერთეულის შიგნით.
14. ურთიერთშეთანხმება არ ითვალისწინებს ორივე ერთეულის ოპერაციაში ნებაყოფლობითი მონაწილეობის აუცილებლობას. სავალდებულო ხასიათის ქმედებები, რომლებიც აუცილებელია (სასამართლო ან ადმინისტრაციული) გადაწყვეტილებების შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნებაყოფლობითი, წარმოადგენს ოპერაციას.
15. ქმედება, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე ერთეული მოქმედებს ორ განსხვავებულ ასპექტში, განიხილება შიდა ოპერაციად.
16. ოპერაციები კლასიფიცირდება გაცვლით და არაგაცვლით ოპერაციებად.
17. ოპერაციები იყოფა ფულად და არაფულად ოპერაციებად.
18. ფულადია ოპერაცია, რომლის შედეგად ორგანიზაციაში მოსალოდნელია ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება.
19. ფულადი ოპერაციების გარდა, ყველა დანარჩენი ოპერაცია წარმოადგენს არაფულადს.
20. არაფულადი ოპერაციები სააღრიცხვო სისტემაში აისახება ღირებულებითი მაჩვენებლით.
21. არაფულადი ფორმით გადახდებია ვალდებულების დაფარვის მიზნით, გადახდის განხორციელება საქონლის, მომსახურების ან აქტივების (გარდა ფულადი სახსრებისა) მიწოდებით.
22. იმ შემთხვევაში, როცა ოპერაცია აღრიცხვაში არ აისახება ისე, როგორც ხორციელდება, აღრიცხვის მიზნებისთვის გამოიყენება მოდიფიცირების სახეები: პირობითი გადამისამართება, დანაწევრება და გადანაწილება.
23. პირობითი გადამისამართება ხდება მაშინ, როდესაც ერთეული, რომელიც წარმოადგენს ოპერაციის ერთ-ერთ მხარეს, ადმინისტრაციული მექანიზმების გამო არ ფიგურირებს ფაქტობრივ სააღრიცხვო ჩანაწერებში.
24. დანაწევრება წარმოადგენს მოცემულ სააღრიცხვო სისტემაში ასახვის მიზნით ოპერაციის დაშლას ორ ან მეტ ოპერაციად, რომელიც ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიერ განიხილება როგორც ერთი ოპერაცია.
25. გადანაწილება ხდება იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ერთეული გამოდის მეორე ერთეულის აგენტის როლში. შემოსულობების ამკრეფი ერთეულის მიერ ნაწილი თანხის დაკავების შემთხვევაში დაკავებული თანხა აისახება, როგორც შემოსულობების ამკრეფი ერთეულის მიერ მომსახურების გაყიდვა.
მუხლი 10. აღრიცხვის და ანგარიშგების ზოგადი პრინციპები
1. ფინანსური ანგარიშგების თარიღისთვის, ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის და საქმიანობის შედეგების შესახებ სრული და უტყუარი ინფორმაციის მომზადებას ანგარიშგების წარდგენის მიზნით უზრუნველყოფს ძირითადი დაშვებების, ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლების და ამ წესით განსაზღვრული სააღრიცხვო პრინციპების გამოყენება.
2. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებია:
ა) ორმხრივობის – აქტივები ტოლია ვალდებულებების და კაპიტალის ჯამის.
ბ) ფულადი ღირებულებებით შეფასების – ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშები ასახავენ მხოლოდ იმ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება ფულადი სახით აღირიცხოს;
გ) აქტივების შეფასების – სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, აქტივის თანხა განისაზღვრება მისი რეალური ღირებულებით. სხვა შემთხვევაში შეფასება ემყარება მის თვითღირებულებას;
დ) ფუნქციონირებადობის (უწყვეტობის) – ბუღალტრული აღრიცხვის დაშვება, რომ ორგანიზაცია განაგრძობს თავის საქმიანობას წლიდან წლამდე განუსაზღვრელი ვადით, თუ არარსებობს საპირისპიროს მტკიცების საფუძველი.
3. იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაცია არ არის ფუნქციონირებადი (თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს ერთეულის საქმიანობის შეჩერება, მოსალოდნელია ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია), ერთეულმა ეს ფაქტი უნდა გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში, ასევე, განიხილოს მიზეზები, თუ რატომ არ გამოიყენება ეს მიდგომა.
4. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლებია:
ა) აღქმადობა – გულისხმობს ფინანსურ შედეგებზე ინფორმაციის წარდგენას ისეთი ფორმით, რომ სახელმწიფო ერთეულების მიერ საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების და მიზნობრიობის დაცულობის შეფასებისას მომხმარებლისთვის იყოს ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი.
ბ) შესაბამისობა – ითვალისწინებს ინფორმაციის სარგებლიანობას, რომ ის ახდენს გავლენას ინფორმაციის მომხმარებელზე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მას ეხმარება შეაფასოს ორგანიზაციის წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობა, ან დაადასტუროს ან შეასწოროს ადრინდელი შეფასებები. შესაბამისობას განსაზღვრავს:
ბ.ა) არსებითობა – გულისხმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის გამოტოვებამ ან დამახინჯებამ ფინანსურ ანგარიშგებაში შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომხმარებლის ფართო წრეების გადაწყვეტილებებზე. არსებითობა დამოკიდებულია ანგარიშგების მუხლის ან იმ შეცდომის სიდიდეზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის გამოტოვებამ ან დამახინჯებამ. ამასთან, ყველა არსებითი მუხლი ანგარიშგებებში წარმოდგენილ უნდა იყოს განცალკევებით. საკითხები, რომლებიც არსებითია ზომით, მაგრამ ანალოგიურია შინაარსის მიხედვით, შესაძლებელია აგრეგირებულ იქნენ. არაარსებითი თანხების გაერთიანება უნდა მოხდეს ფუნქციების ან შინაარსის ერთგვაროვნების მიხედვით. მუხლი, რომელიც არ არის საკმარისად არსებითი იმისათვის, რომ ცალკე იქნეს წარდგენილი ანგარიშგებაში, შესაძლებელია საკმარისად არსებითი იყოს იმისათვის, რომ ცალკე აისახოს განმარტებით შენიშვნებში;
გ) საიმედოობა – ითვალისწინებს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიით გათვალისწინებული განსაზღვრებების და კრიტერიუმების შესაბამისად აქტივებზე, ვალდებულებებზე, შემოსავლებზე და ხარჯებზე, ასევე, ოპერაციების და სხვა მოვლენების კაპიტალზე გავლენის ზუსტი შეფასების წარმოდგენას ანგარიშგებაში და არ შეიცავს არსებით შეცდომებს. საიმედობა მიიღწევა შემდეგის გათვალისწინებით:
გ.ა) წინდახედულობა – გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში გაურკვეველი მოვლენების შეფასებისას სიფრთხილის გამოჩენას ისე, რომ აქტივები და შემოსავლები შეფასებული არ იყოს გადაჭარბებულად, ხოლო ხარჯები და ვალდებულებები - შემცირებულად;
გ.ბ) ნეიტრალურობა – ნიშნავს, რომ არ ასახავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც წინასწარგანზრახულ შედეგს განაპირობებს;
გ.გ) სამართლიანი წარდგენა – გულისხმობს ოპერაციების და სხვა მოვლენების შესახებ ინფორმაციის სამართლიანად ასახვას;
გ.დ) შინაარსის ფორმასთან უპირატესობა – ნიშნავს, რომ ოპერაციები და სხვა მოვლენები ასახულია ეკონომიკური შინაარსით (საბიუჯეტო კლასიფიკაციის გათვალისწინებით) და არა მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმით. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საქმიანობის შინაარსი და არა მისი იურიდიული ფორმა. ეს პრინციპი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოიყენება და მნიშვნელოვანია და აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისას;
გ.ე) სისრულე – ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს გამოტოვებული არსებითი ინფორმაცია და უნდა იყოს სრული, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგების საიმედოობის და შესაბამისობის მაღალ ხარისხს;
დ) შესადარისობა – ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებზე ანგარიშგების წარდგენას საანგარიშო პერიოდის საწყის და საბოლოო თარიღებისთვის, საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების შედარებისა და შეფასების მიზნით.
5. შინაარსის ფორმასთან უპირატესობის პრინციპის გამოყენებით, ანგარიშგების მიზნებისთვის არსებითი არ არის ორგანიზაცია მოგებაზე მომუშავე ორგანიზაციაა, სსიპ-ია ეკონომიკური საქმიანობის უფლებით, თუ სხვა სახელმწიფო ერთეული. ყველა შემთხვევაში, კონტროლირებული ორგანიზაციის განმარტება და მიდგომა ერთიანია.
6. შესადარისობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ანგარიშგების მუხლების კლასიფიკაცია და წარდგენის ფორმა უნდა შენარჩუნდეს ყოველ მომდევნო სააანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ არ მოხდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის არსებითი ცვლილება. საბიუჯეტო კლასიფიკაციის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, ანგარიშგების მუხლები უნდა შეიცვალოს კლასიფიკაციასთან თავსებადობის პრინციპით და ეს ცვლილება გაცხადდეს ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
7. საიმედოობის და შესადარისობის უზრუნველსაყოფად და მისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ინფორმაცია უნდა იყოს დროული, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში მომზადებული და წარდგენილი.
თავი IV
სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები
მუხლი 11. განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) ანგარიშგების თარიღის შემდგომი არამაკორექტირებელი მოვლენები – მოვლენები, რომლებიც მიგვანიშნებს იმ პირობებზე, რომლებიც წარმოიშვა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში;
ბ) ანგარიშგების თარიღის შემდგომი მაკორექტირებელი მოვლენები – მოვლენები, რომლებიც იძლევა მტკიცებულებებს ანგარიშგების თარიღისათვის არსებულ პირობებზე;
გ) ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები - მოვლენები, რომლებიც ხდება ანგარიშგების თარიღის შემდეგ და იმ თარიღამდე, როდესაც ხდება ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება;
დ) არსებითი შეცდომები – მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში გამოვლენილი ისეთი შეცდომები (გამოტოვება, დამახინჯება), რომ მიმდინარე ან გასული პერიოდის/პერიოდების ფინანსური ანგარიშგებები ვეღარ ჩაითვლება საიმედოდ ანგარიშგების შედგენის თარიღისათვის;
ე) რეტროსპექტული გადაანგარიშება – ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარების, შეფასებისა და განმარტებითი შენიშვნების იმგვარად შესწორება, თითქოს წინა პერიოდის შეცდომები არც დაშვებულა;
ვ) რეტროსპექტული გამოყენება – ოპერაციების, სხვა მოვლენებისა და პირობების მიმართ ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის იმგვარი გამოყენება, თითქოს ეს პოლიტიკა ყოველთვის გამოიყენებოდა;
ზ) სააღრიცხვო პოლიტიკა – ერთეულის მიერ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის დროს გამოყენებული გარკვეული პრინციპების, საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და პრაქტიკული მეთოდების ერთობლიობა.
მუხლი 12. სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა
1. სააღრიცხო პოლიტიკა შეიცავს შესაბამისსა და საიმედო ინფორმაციას იმ ოპერაციების, სხვა მოვლენების ან მდგომარეობის შესახებ, რომლებისთვისაც იგი გამოიყენება. ეს პოლიტიკა არ უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც მისი გამოყენების შედეგები არაარსებითია.
2. ერთეულმა უნდა აირჩიოს სააღრიცხვო პოლიტიკა და უცვლელად გამოიყენოს მსგავსი ოპერაციების, სხვა მოვლენების ან მდგომარეობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინსტრუქცია სპეციალურად მოითხოვს ან ნებას რთავს ელემენტების (კლასიფიკაციის, მოვლენების, ნაშთების და ა.შ.) კატეგორიზაციას, რომელთა მიმართაც შეიძლება მისაღები იყოს სხვადასხვა პოლიტიკის გამოყენება. თუ ინსტრუქცია სპეციალურად მოითხოვს ან ნებას რთავს ელემენტების ამგვარ კატეგორიზაციას, ყოველი კატეგორიისათვის უნდა შეირჩეს და საანგარიშგებო პერიოდში უცვლელად უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა.
3. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ისე უნდა შეარჩიოს და განახორციელოს სააღრიცხვო პოლიტიკა, რომ ფინანსური ანგარიშგება შესაბამისობაში იყოს აღრიცხვის წარმოების და ფინანსური ანგარიშგების მომზადების წინამდებარე ინსტრუქციის ყველა მოთხოვნასთან.
4. ხელმძღვანელობამ უნდა იმსჯელოს, შეიმუშაოს და გამოიყენოს ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომლის საფუძველზე მიიღება ინფორმაცია, რომელიც:
ა) მნიშვნელოვანია მომხმარებელთათვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
ბ) საიმედოა შემდეგი თვალსაზრისით:
ბ.ა) კეთილსინდისიერადაა წარმოდგენილი ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა და ფინანსური საქმიანობის შედეგები;
ბ.ბ) ასახულია ოპერაციების და სხვა მოვლენების ეკონომიკური არსი და არა მხოლოდ მათი სამართლებრივი ფორმა;
ბ.გ) არის ნეიტრალური და თავისუფალია ყოველგვარი ტენდენციურობისაგან;
ბ.დ) არის წინდახედული; და
ბ.ე) სრულყოფილია ყველა არსებით საკითხში.
გ) ანგარიშგების ყველა მონაცემი შესაბამისობაშია ანგარიშგების ფორმებთან.
5. ორგანიზაციებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშაონ აღრიცხვის და ანგარიშგების მეთოდური მითითებები, შიდა აღრიცხვის წესები, პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების და რეგისტრების ფორმები, უნიფიცირებული ფორმით ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ან არსებული უნიფიცირებული ფორმის მოდიფიკაცია, რომლებსაც ამტკიცებენ ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ამასთან, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, კონტროლირებულმა ერთეულმა დასაშვებია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შემუშავებული სააღრიცხვო პოლიტიკა.
6. კანონმდებლობის შესაბამისად სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში შიდა მეთოდური მითითებების და წესების შემუშავების დროს, ხელმძღვანელობას შეუძლია გაითვალისწინოს: (ა) მიღებული პრაქტიკა ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით; (ბ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება - იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნებს.
7. სააღრიცხვო პოლიტიკა აქტივების და ვალდებულებების კონკრეტული მუხლების მიმართ განისაზღვრება აქტივებისა და ვალდებულებების შესაბამისი თავების მიხედვით.
მუხლი 13. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილება და ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებაში
1. ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ცვლილება, აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ფარგლებში აქტივებისა და ვალდებულებების აღიარების, შეფასების ან ოპერაციის და სხვა მოვლენების შეფასების ცვლილება სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებად განიხილება.
2. ერთეულს სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ცვლილებას:
ა) მოითხოვს ინსტრუქცია; ან
ბ) შედეგად მოჰყვება ისეთი ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც უფრო საიმედო და შესაბამისი ინფორმაცია იქნება წარდგენილი ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე, ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების ნაკადებზე ზეგავლენის მქონე ოპერაციების, სხვა მოვლენების ან პირობების შესახებ.
3. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებას არ წარმოადგენს:
ა) ახალი ფინანსური პოლიტიკის გამოყენება ოპერაციების, სხვა მოვლენების ან მდგომარეობისათვის, რომელთა ეკონომიკური შინაარსი განსხვავებულია მანამდე არსებულისაგან;
ბ) ახალი ფინანსური პოლიტიკის გამოყენება არარსებული ან არაარსებითი ოპერაციების, სხვა მოვლენების ან მდგომარეობისათვის.
4. თუ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, კონკრეტულ პერიოდზე მისაკუთვნებელი სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების შედეგი თუ რა გავლენას ახდენს წარდგენილ წინა ერთი ან რამდენიმე პერიოდის შესადარის ინფორმაციაზე, ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა ერთეულმა უნდა გამოიყენოს საანგარიშგებო პერიოდებიდან ყველაზე ადრე წარდგენილი (რაც შეიძლება მიმდინარე პერიოდიც იყოს) ანგარიშგებაში ასახული აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებისათვის, როცა ცვლილების გაკეთება რეტროსპექტულად შესაძლებელია. ამასთან, შესაბამისი შესწორებები უნდა განხორციელდეს მოცემული პერიოდისათვის ზეგავლენას დაქვემდებარებული კაპიტალის ყველა კომპონენტის საწყის ნაშთში.
5. როდესაც მიმდინარე პერიოდის დასაწყისში შეუძლებელია განისაზღვროს ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენების აგრეგირებული ეფექტი ყველა წინა პერიოდზე, ერთეულმა უნდა შეცვალოს შესადარისი ინფორმაცია წარდგენილ საანგარიშგებო პერიოდთაგან შესაძლო ყველაზე ადრინდელიდან მოყოლებული. შესაბამისად, ერთეული მოახდენს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის გარკვეული ნაწილის ცვლილების აგრეგირებული ეფექტის იგნორირებას მოცემულ თარიღამდე.
6. სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა ნებადართულია მაშინაც კი, თუ შეუძლებელია პოლიტიკის პერსპექტიულად გამოყენება ნებისმიერი წინა პერიოდისათვის.
7. ერთეულის მიერ ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტულად გამოყენება უნდა მოხდეს შესადარისი ინფორმაციის მიმართ, წარსულში წარდგენილ საანგარიშგებო პერიოდთაგან შესაძლო ყველაზე ადრინდელიდან მოყოლებული. ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტული გამოყენება გასული პერიოდისათვის მაშინ არის შეუძლებელი, თუ შეუძლებელია ამ პერიოდის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების საწყის და საბოლოო ნაშთებზე სააღრიცხვო პოლიტიკის აგრეგირებული ეფექტის განსაზღვრა. ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილ პერიოდებამდე არსებულ პერიოდებთან დაკავშირებული შესწორების თანხით კორექტირდება გავლენას დაქვემდებარებული კაპიტალის ყველა კომპონენტის წარდგენილ საანგარიშგებო პერიოდთაგან ყველაზე ადრინდელის საწყისი ნაშთი. კორექტირება შეეხება დაგროვილ ნამეტსა და დეფიციტს. ამავე დროს, კორექტირება შეიძლება შეეხოს კაპიტალის სხვა კომპონენტსაც. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია წინა პერიოდების შესახებ (მ.შ. ფინანსური მონაცემების შედეგები) უნდა შეიცვალოს, შეძლებისდაგვარად, ადრინდელი პერიოდიდან იმგვარად, თითქოს მოცემული სააღრიცხვო პოლიტიკა ყოველთვის გამოიყენებოდა.
8. მომსახურების მიწოდების, ეკონომიკური და სხვა საქმიანობისათვის დამახასიათებელი გარკვეული განუსაზღვრელობისა და ცვალებადობის გამო, თუ შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლის ზუსტი გაანგარიშება, შესაძლებელია განხორციელდეს მიახლოებითი შეფასება. შეფასების პროცესი გულისხმობს უახლოეს ხელმისაწვდომ და საიმედო ინფორმაციაზე დაფუძნებულ მსჯელობას. შეფასებები შესაძლოა საჭირო იყოს:
ა) გადასახდელი გადასახდელების;
ბ) უიმედო ვალების;
გ) მოძველებული მატერიალური ფასეულობების;
დ) ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულების;
ე) ცვეთად აქტივებზე გაწეული დანახარჯების, სასარგებლო მომსახურების ვადის, შესაძლო ეკონომიკური სარგებლის, მომსახურების პოტენციალის მიღების სქემის, ან საგზაო მშენებლობის შესრულებული ნაწილის პროცენტული მაჩვენებლის; და
ვ) საგარანტიო ვალდებულებების და სხვ.
9. რაციონალური სააღრიცხვო შეფასების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია და მის სანდოობას არ ამცირებს.
10. სააღრიცხვო შეფასებების გადახედვა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შეფასება, ან თავს იჩენს ახალი ინფორმაცია, ან გაიზრდება გამოცდილება.
11. სააღრიცხვო შეფასების ცვლილებას წარმოადგენს აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების ან აქტივის პერიოდული გამოყენების თანხის შესწორებები, რომლებიც გამომდინარეობს აქტივების ან ვალდებულებების მიმდინარე სტატუსიდან, ან მათთან დაკავშირებული მომავალი ეკონომიკური სარგებლისა და ვალდებულებების შეფასებიდან.
12. გამოყენებული შეფასების საფუძვლის შეცვლა წარმოადგენს სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებას და არ განიხილება სააღრიცხვო შეფასების ცვლილებად. როდესაც შეუძლებელია სააღრიცხვო პოლიტიკასა და სააღრიცხვო შეფასებაში მომხდარი ცვლილების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ცვლილება განიხილება, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება.
13. სააღრიცხვო შეფასების ცვლილება აღიარდება შესაბამისი აქტივის, ვალდებულების ან კაპიტალის მუხლის საბალანსო ღირებულების იმ ოდენობით კორექტირებით, რა ოდენობითაც იგი ცვლილებას იწვევს აქტივებსა და ვალდებულებებში, ან გავლენას ახდენს კაპიტალის მუხლზე იმ პერიოდში, როდესაც ცვლილება მოხდა.
14. სააღრიცხვო შეფასებაში მომხდარი ცვლილების შედეგი, გარდა წინა პუნქტით განსაზღვრული ცვლილებისა, პერსპექტიულად აისახება ნამეტში ან დეფიციტში:
ა) იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც მოხდა ცვლილება, თუ ეს ცვლილება ზემოქმედებს მხოლოდ აღნიშნულ საანგარიშგებო პერიოდზე; ან
ბ) იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მოხდა ცვლილება და შემდგომ პერიოდებში, თუ ეს ცვლილება მომავალ პერიოდებზეც ახდენს გავლენას.
15. სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების პერსპექტიული აღიარება ნიშნავს, რომ ცვლილება ეხება შეფასების ცვლილების თარიღის და შემდგომი პერიოდის ოპერაციებს, სხვა მოვლენებსა და მდგომარეობას. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების პერსპექტიული გამოყენება არის:
ა) ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენება, სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლის თარიღის შემდეგ განხორციელებული ოპერაციების, მომხდარი სხვა მოვლენებისა და მდგომარეობის მიმართ; და
ბ) სააღრიცხვო შეფასების ცვლილების შედეგის აღიარება მიმდინარე და მომავალ პერიოდებში, რომლებსაც ამ ცვლილების შედეგები შეეხება.
16. როდესაც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება გავლენას ახდენს როგორც მიმდინარე, ისე მომავალი საანგარიშგებო პერიოდების ნამეტსა და დეფიციტზე, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგები აღიარდება როგორც მიმდინარე პერიოდის შემოსავლები ან ხარჯები, ხოლო მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე გავლენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღიარდება მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში.
მუხლი 14. შეცდომების გასწორება
1. წინა პერიოდის შეცდომები არის ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებებში დაშვებული გამოტოვებები ან უზუსტობები, წარმოქმნილი ერთი ან რამდენიმე პერიოდის წინ, იმის გამო, რომ ვერ იქნა ან არასწორად იქნა გამოყენებული საიმედო ინფორმაცია, რომელიც:
ა) ხელმისაწვდომი იყო შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგებების საჯარო დამტკიცების დაშვების მომენტში; და
ბ) მართლზომიერად მოსალოდნელი იყო, რომ მოძიებული და გათვალისწინებული იქნებოდა ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის დროს.
2. შეცდომებად არ ჩაითვლება:
ა) შეფასების გადახედვა, იმ გარემოებების ცვლილებების გამო, რომელთა საფუძველზე მოხდა შეფასება ან ახალი ინფორმაციის ან მიღებული გამოცდილების შედეგად;
ბ) სააღრიცხვო შეფასების ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ახალი ინფორმაციით ან ახალი მოვლენებით.
3. შეცდომები შეიძლება იყოს გამოწვეული ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა ელემენტების აღიარებისგან, გამოანგარიშებებისგან, წარდგენისგან ან გამჟღავნებისგან.
4. წინა პერიოდის შეცდომები მოიცავს მათემატიკური შეცდომების შედეგებს, სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებაში დაშვებულ შეცდომებს, ფაქტების გამორჩენის, დუბლირების ან არასწორი ინტერპრეტაციისა და თაღლითობის შემთხვევებს.
5. აღრიცხვის ელემენტების გამოტოვება ან დაშვებული უზუსტობები არსებითია, თუ ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლიობაში გავლენას ახდენენ მომხმარებლის მიერ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არსებითობა დამოკიდებულია გამოტოვებული აღრიცხვის ელემენტების ან უზუსტობის სიდიდესა და ბუნებაზე, გარემო პირობების გათვალისწინებით. არსებითობის განმსაზღვრელი ფაქტორი შესაძლოა იყოს ელემენტის სიდიდე ან ბუნება, ან ორივე ერთად.
6. ორგანიზაციამ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნოს შეცდომის ფაქტი და ხასიათი და მიზეზები ცვლილებების შეტანის.
7. ფინანსური ანგარიშგების წარდგენისას, მისი ცალკეული ელემენტის აღიარების, შეფასების ან განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის თანდართვის დროს დაშვებული არსებითი შეცდომების ან ერთეულის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების ან ფულადი სახსრების ნაკადების გარკვეული სახით წარმოჩენის მიზნით განზრახ დაშვებული არაარსებითი შეცდომების შემთხვევაში, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის შესაძლო შეცდომები უნდა გასწორდეს ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე.
8. იმ შემთხვევაში, როცა არსებითი შეცდომები მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში გამოვლინდება, მათი გასწორება უნდა განხორციელდეს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების შესადარის ინფორმაციაში.
9. წინა პერიოდისათვის შეუძლებელია სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების რეტროსპექტული გამოყენება ან შეცდომის გასასწორებლად რეტროსპექტული გადაანგარიშება, თუ:
ა) რეტროსპექტული გამოყენების ან რეტროსპექტული გადაანგარიშების შედეგები ვერ განისაზღვრება;
ბ) რეტროსპექტული გამოყენება ან რეტროსპექტული გადაანგარიშება საჭიროებს იმის დაშვებას, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა ამ პერიოდში ხელმძღვანელობას; ან
გ) რეტროსპექტული გამოყენება ან რეტროსპექტული გადაანგარიშება საჭიროებს თანხების ძირეულ შეფასებებს და შეუძლებელია აღნიშნული შეფასებების შესახებ არსებული სხვა ინფორმაციიდან ობიექტურად განვსაზღვროთ ის ინფორმაცია, რომელიც:
გ.ა) იძლევა იმ გარემოებათა შესახებ მტკიცებულებას, რომლებიც არსებობდა იმ თარიღ(ებ)ისათვის, როცა უნდა მომხდარიყო ამ თანხების აღიარება, შეფასება ან განმარტებით შენიშვნებში ასახვა; და
გ.ბ) ხელმისაწვდომი იქნებოდა წინა პერიოდის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებისას.
10. წინა საანგარიშგებო პერიოდის არსებითი შეცდომები ერთეულმა რეტროსპექტულად უნდა გაასწოროს, დასამტკიცებლად მომზადებულ პირველივე ფინანსურ ანგარიშგებებში შეცდომების გამოვლინებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია კონკრეტულ პერიოდზე მისაკუთვნებელი გავლენის განსაზღვრა ან შეცდომის აგრეგირებული გავლენის დადგენა, შემდეგი გზით:
ა) იმ წარდგენილი საანგარიშგებო პერიოდ(ებ)ის შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშებით, რომელშიც დაშვებულ იქნა შეცდომა; ან
ბ) შეცდომის დაშვების შემდგომ ადრეული საანგარიშგებო პერიოდისათვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის საწყისი ნაშთების გადაანგარიშებით.
11. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია რეტროსპექტული გადაანგარიშება კონკრეტულ პერიოდში დაშვებული შეცდომის გავლენის განუსაზღვრელობის გამო, აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის საწყისი ნაშთები გადაიანგარიშება ყველაზე ადრეული საანგარიშგებო პერიოდისათვის (რაც შესაძლებელია იყოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდიც), რომლის მიმართაც შესაძლებელი იქნება რეტროსპექტული გადაანგარიშების გამოყენება.
12. როდესაც მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში შეუძლებელია შეცდომის აგრეგირებული გავლენის განსაზღვრა ყველა წინა საანგარიშგებო პერიოდზე, ერთეულმა უნდა გადაიანგარიშოს შესადარისი ინფორმაცია, რათა პერსპექტიულად გაასწოროს შეცდომა, პრაქტიკულად შესაძლებელი პირველივე თარიღიდან.
13. წინა საანგარიშგებო პერიოდის შეცდომის შესწორების თანხა არ აისახება იმ პერიოდის ნამეტში ან დეფიციტში, როდესაც აღმოჩენილ იქნა შეცდომა. წინა საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის წარსული ფინანსური მონაცემების შეჯამება, უნდა შეიცვალოს წარდგენილი, ყველაზე ადრეული შესაძლებელი პერიოდისათვის.
14. როდესაც ყველა წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის შეუძლებელია შეცდომის მოცულობის განსაზღვრა (მ.შ სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებაში დაშვებული შეცდომის) ერთეულმა შესადარისი ინფორმაცია უნდა გადაიანგარიშოს პერსპექტიულად, პრაქტიკულად შესაძლებელი პირველივე თარიღიდან. შესაბამისად, არ უნდა გაითვალისწინოს ამ თარიღამდე აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აგრეგირებული გადაანგარიშების წილი.
15. სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებისას, გასულ და მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებულმა შეფასებებმა უნდა ასახოს გარემოებები, რომლებიც არსებობდა ოპერაციის, სხვა მოვლენის ან მდგომარეობის დროს. შესაბამისად, სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტული გამოყენებისას, ან წინა საანგარიშგებო პერიოდის შეცდომის რეტროსპექტული შესწორებისას საჭიროა სხვა ინფრომაციისაგან განვასხვაოთ ინფორმაცია, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს მტკიცებულებებს იმ გარემოებებზე, რომლებიც არსებობდა ოპერაციის, სხვა მოვლენის ან მდგომარეობის დროს, პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სახით; და
ბ) ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო შესაბამისი წინა საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების გამოსაცემად დამტკიცების დროს.
16. როდესაც რეტროსპექტული გამოყენება ან გადაანგარიშება მოითხოვს რეალური ღირებულების შეფასების გაკეთებას ბაზარზე დაკვირვებადი ფასების ან დანახარჯების საფუძველზე და შეუძლებელია ამ ინფორმაციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, არ არის მიზანშეწონილი ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტული გამოყენება, ან წინა საანგარიშგებო პერიოდის შეცდომის რეტროსპექტული გასწორება.
17. წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა ან თანხების შესწორება არ უნდა იქნეს რეტროსპექტულად გამოყენებული იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ხედვა ჰქონდა ხელმძღვანელობას გასულ საანგარიშგებო პერიოდში, ან გასულ საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული, შეფასებული თუ განმარტებით შენიშვნებში ასახული თანხების შეფასებისას.
18. წინა საანგარიშგებო პერიოდში აქტივის/ვალდებულების კლასიფიკაციაში დაშვებული შეცდომის ფინანსურ ანგარიშგებაში გასწორებისას, ერთეული არ ცვლის კლასიფიკაციის საფუძველს ამ საანგარიშგებო პერიოდისათვის, თუ ხელმძღვანელობას გააჩნია განზრახვა არ შეცვალოს აქტივის/ვალდებულების დანიშნულება.
19. შეცდომის გასწორება წარმოებს აღრიცხვაში დამატებითი ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობით, შესაბამისი ბუღალტრული ცნობის შედგენით, სადაც მითითებული უნდა იყოს ბუღალტრული ჩანაწერის საფუძველი და სხვა საჭირო ინფორმაცია.
20. კორექტირების თანხა ზემოქმედებას ახდენს ფინანსური ანგარიშგების თითოეულ მუხლზე, რეტროსპექტულად ან პერსპექტიულად, მიმდინარე ან წინა პერიოდ(ებ)ში.
21. მიმდინარე პერიოდის შეცდომების გასწორება წარმოებს შემდეგი წესით:
ა) შეცდომა, რომელიც არ მოითხოვს მემორიალური ორდერის მონაცემების შეცვლას, სწორდება არასწორი თანხისა და ტექსტის წვრილი ხაზით გადახაზვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს გადახაზულის წაკითხვა. გადახაზულის ზემოდან დაიწერება შესწორებული ტექსტი და თანხა. ამავდროულად, შესაბამისი სტრიქონის მინდორზე კეთდება წარწერა „შესწორებულია“;
ბ) შეცდომა, რომელიც გამოწვეულია მემორიალურ ორდერში არასწორი ჩანაწერით, შეცდომის ხასიათის მიხედვით სწორდება დამატებითი მემორიალური ორდერის შედგენით ან „წითელი სტორნოს“ წესით და მიეკუთვნება იმ პერიოდს, როცა მოხდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე ბუღალტრულ რეგისტრებში ჩანაწერის შეტანა.
22. გასული პერიოდების შეცდომების გასწორება წარმოებს აღრიცხვასა და ანგარიშგებაში დამატებითი ბუღალტრული ჩანაწერების მეშვეობით, შესაბამისი ბუღალტრული ცნობის შედგენით, სადაც მითითებული უნდა იყოს ბუღალტრული ჩანაწერის საფუძველი და სხვა საჭირო ინფორმაცია.
23. ორგანიზაციებში, სადაც მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, შეცდომის შესწორება ხდება პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისად, წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
თავი V
ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
მუხლი. 15 განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) ანგარიშგების თარიღი – საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო თარიღი, რომელთანაც დაკავშირებულია ანგარიშგება;
ბ) დანახარჯ-მეთოდი – ინვესტიციის აღრიცხვის მეთოდი, როდესაც ინვესტიციის აღიარება ხდება თვითღირებულებით;
გ) ერთობლივი კონტროლი – ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის უფლების განაწილება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით;
დ) ერთობლივი საქმიანობა – ორი ან მეტი მონაწილე მხარის ვალდებულება, წარმართოს ერთობლივად კონტროლირებული საქმიანობა, სავალდებულო შეთანხმების საფუძველზე;
ე) ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება – ფინანსური ანგარიშგება, წარდგენილი კონტროლებული ერთეულის მიერ;
ვ) კაპიტალ-მეთოდი – ისეთი სააღრიცხვო მეთოდი, რომელიც გულისხმობს ინვესტიციის თავდაპირველ აღრიცხვას თვითღირებულებით, ხოლო შემდეგ მის კორექტირებას ინვესტირებული ერთეულის კაპიტალში არსებული ინვესტორის წილის შეძენის შემდგომი ცვლილების შესაბამისად;
ზ) კონტროლირებული ერთეული – ერთეული რომელიც იმყოფება სხვა ერთეულის (მაკონტროლებელი ერთეულის) კონტროლის ქვეშ ან/და ანგარიშვალდებულია მის მიმართ;
თ) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – ეკონომიკური ერთეულის ანგარიშგება, რომელიც წარდგენილია როგორც ერთი ერთეულის ანგარიშგება;
ი) კონტროლი – უფლებამოსილება მართოს სხვა ერთეულების ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკა, ფულადი ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით;
კ) მაკონტროლებელი ერთეული – ერთეული, რომელიც აკონტროლებს ერთ ან მეტ კონტროლირებულ ერთეულს;
ლ) მეკავშირე ერთეული – ერთეული, ამხანაგობის ტიპის არაკორპორაციული ერთეულის ჩათვლით, რომელზეც ინვესტორს გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა (ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება) და ამავე დროს იგი არც კონტროლირებული ერთეულია და არც წილი გააჩნია ერთობლივ საქმიანობაში;
მ) მნიშვნელოვანი გავლენა – ინვესტორის მიერ ინვესტირებული ერთეულის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც არ გულისხმობს ინვესტორის მიერ ამ პოლიტიკაზე კონტროლის ან ერთობლივი კონტროლის უფლებას;
ნ) პროპორციული კონსოლიდაცია – ისეთი სააღრიცხვო მეთოდი, რომლის თანახმად სრულუფლებიანი მონაწილის წილი ერთობლივად კონტროლირებული ერთეულის აქტივებში, ვალდებულებებში, შემოსავალსა და ხარჯებში გაერთიანებულია სრულუფლებიანი მონაწილის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მსგავს მუხლში ან წარდგენილია ცალკე მუხლად - სრულუფლებიანი მონაწილის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში;
ო) საანგარიშგებო პერიოდი – პერიოდი, რომლისთვისაც მზადდება ანგარიშგება;
პ) საოპერაციო საქმიანობა – ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად საქმიანობასთან;
ჟ) საინვესტიციო საქმიანობა – გრძელვადიანი აქტივებისა და სხვა ინვესტიციების შეძენა და რეალიზაცია, რომლებიც არ მოიცავს ფულადი სახსრების ეკვივალენტებს;
რ) საფინანსო საქმიანობა – ფინანსურ აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობა, რომლის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება ერთეულის კაპიტალი და ნასესხები საშუალებები;
ს)სრულუფლებიანი მონაწილე – ერთობლივი საქმიანობის მონაწილე მხარე, რომელსაც აქვს ერთობლივი კონტროლის უფლება ერთობლივ საქმიანობაზე;
ტ) უმცირესობის წილი – კონტროლირებული ერთეულის ნამეტისა და დეფიციტის და კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კონტროლირებული ერთეულის კაპიტალის წილს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ ეკუთვნის მაკონტროლებელ ერთეულს;
უ) ფინანსური ანგარიშგება – ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების სტრუქტურირებული ასახვა დროის განსაზღვრული მომენტისათვის;
ფ) ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი) – ფინანსური ანგარიშგების ნაწილი, რომელიც მოიცავს ფინანსური აქტივების, არაფინანსური აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის მონაცემებს ანგარიშგების თარიღისათვის;
ქ) ფულადი სახსრების ნაკადები - ფულადი სახსრების შემოდინება/გადინება;
ღ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშება – ფინანსური ანგარიშგების ნაწილი, საანგარიშგებო პერიოდში ფულადი სახსრების წყაროების და გამოყენების შესახებ;
ყ) ფულადი სახსრები – ნაღდი ფული, ანგარიშებზე არსებული ნაშთები და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, ასევე, ფულადი ეკვივალენტების სახით არსებული მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომლებიც დაუბრკოლებლად გადაიცვლება ფულადი სახსრების წინასწარ ცნობილ ოდენობაზე და რომელთა ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა;
შ) ფულად სახსრებზე კონტროლი – ორგანიზაციის უფლება გამოიყენოს ფულადი სახსრები დამატებითი შემოსულობების მიღების მიზნით ან საკუთარი მიზნებისთვის, სხვა ფორმით მიიღოს მისგან ეკონომიკური სარგებელი და შესაძლებლობა არ დაუშვას ან არეგულიროს სხვა ერთეულების წვდომა ფულად სახსრებზე;
ჩ) ფულადი სახსრების ნაშთის წმინდა ცვლილება – ფულადი სახსრების პროფიციტს/დეფიციტს დამატებული დაფინანსებით მიღებული ფულადი სახსრები;
ც) ფულადი სახსრების პროფიციტი/დეფიციტი – წმინდა ფულად სახსრებს საოპერაციო საქმიანობიდან დამატებული წმინდა ფულადი სახსრები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან (დადებითი ნიშნით “პროფიციტი”, უარყოფითი ნიშნით „დეფიციტი”);
ძ) შედარების მეთოდი გულისხმობს ფაქტობრივი თანხებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის წარმოდგენას ერთი და იმავე ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდით, კლასიფიკაციის საფუძველზე, სუბიექტებისათვის და პერიოდისათვის;
წ) წმინდა ფინანსური აქტივები, გარდა ფულადი სახსრებისა – ფინანსური აქტივების გასვლით (გარდა ფულადი სახსრებისა) წარმოქმნილ შემოსულობებსა და ფინანსური აქტივების მიღებით (გარდა ფულადი სახსრებისა) წარმოქმნილ გასავლებს შორის სხვაობა;
ჭ) წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან – საოპერაციო საქმიანობის შედეგად ფულადი სახსრების შემოსავლებიდან, ამავე საქმიანობისათვის ფულადი სახსრების ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა - საოპერაციო სალდო;
ხ) წმინდა ფულადი სახსრები არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან – არაფინანსური აქტივების (გარდა სხვა მატერიალური მარაგებისა) რეალიზაციით მიღებულ ფულადი სახსრების შემოსულობებსა და არაფინანსური აქტივების (გარდა სხვა მატერიალური მარაგების) შეძენაზე გადახდილ ფულადი სახსრების გასავლებს შორის სხვაობა;
ჯ) წმინდა ფულადი სახსრები ფინანსური საქმიანობიდან – ფინანსური აქტივების წმინდა მიღებით ფულადი სახსრების შემოსულობებსა და წმინდა ვალდებულების წარმოქმნით მიღებული ფულადი სახსრების შემოსულობების ჯამი;
ჰ) წმინდა ვალდებულების წარმოქმნა – ვალდებულების წარმოქმნით მიღებულ ფულად სახსრებს მინუს ვალდებულების დაფარვით გამოწვეული გასავლები.
მუხლი 16. ფინანსური ანგარიშგების არსი
1. ფინანსური ანგარიშგების მიზანია ერთეულის ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების ისეთი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელსაც გამოიყენებენ მომხმარებელთა ფართო წრეები რესურსების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაფასებლად.
2. ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი ყველა ეკონომიკური მოვლენის ფინანსური შედეგი, რომლებიც დაჯგუფებულია მათი ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით.
3. ფინანსური ანგარიშგების შესაბამის მუხლებში აისახება მხოლოდ ის აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ საბიუჯეტო კლასიფიკაციით და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
4. ყველა არსებითი მუხლის წარმოდგენა ხდება განცალკევებით. არაარსებითი მუხლები აგრეგირდება ეკონომიკური შინაარსის ერთგვაროვნების, წყაროების და ფუნქციების მიხედვით.
5. იმის განსაზღვრა, ინფორმაცია არსებითია თუ არა და შეიძლება თუ არა, რომ ინფორმაციის გამოტოვებამ ან უზუსტობამ გავლენა მოახდინოს ინფორმაციის მომხმარებელთა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და შეფასებაზე, მოითხოვს ინფორმაციის ამ მომხმარებლების მახასიათებლების გათვალისწინებას.
6. ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების არსებითი მუხლების განცალკევებით წარმოდგენის საფუძვლად გამოიყენება საბიუჯეტო კლასიფიკაცია და დამტკიცებული ბუღალტრული ანგარიშთა გეგმა.
7. აქტივების და ვალდებულებების, ასევე, შემოსავლებისა და ხარჯების ურთიერთგადაფარვა დაუშვებელია, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევებისა.
8. ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება უზრუნველყოფს ინფორმაციას იმის შესახებ:
ა) იყო თუ არა რესურსები მოპოვებული და გამოყენებული დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
ბ) იყო თუ არა რესურსები მოპოვებული და გამოყენებული სამართლებრივი და სახელშეკრულებო მოთხოვნების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული ფინანსური შეზღუდვების მიხედვით;
გ) შეუძლია თუ არა ორგანიზაციას გააგრძელოს მოცემული დონით საქონლისა და მომსახურების მიწოდება, აგრეთვე, განისაზღვროს რესურსების ის მოცულობა, რომელიც უნდა მიეწოდოს ორგანიზაციას მომავალში ისე, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
9. ფინანსურ ანგარიშგებაში საწყის ნაშთებად მიეთითება წინა წლის საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო ნაშთები. ამასთან, საწყისი ნაშთების ცვლილება დაუშვებელია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა რეორგანიზაციის, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევისა.
10. ფინანსური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ დეტალურ ინფორმაციას:
ა) ერთეულის სახელს და ცვლილებებს წინა პერიოდთან მიმართებაში;
ბ) ინფორმაციას ან ცალკეული ინდივიდუალური ერთეულის ან ეკონომიკური ორგანიზაციის (ან ერთეულების გაერთიანებული ჯგუფის) შესახებ;
გ) თარიღს და პერიოდს, რომელსაც მოიცავს ანგარიშგება;
დ) საანგარიშგებო ვალუტას;
ე) ციფრების დამრგვალების დონეს.
11. საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საქმიანობის სრული, ყოვლისმომცველი ანგარიშგების ანალიზის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ფინანსური ანგარიშგებების პარალელურად შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც დეტალური მონაცემები სამეურნეო საქმიანობის შესახებ, ასევე დამატებითი ინფორმაცია არაფინანსური ანგარიშგებების ჩათვლით.
მუხლი 17. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები
1. სრული ფინანსური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი);
ბ) ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგება;
გ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;
დ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგება;
ე) ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება;
ვ) შენიშვნები, რომელიც შეიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ განმარტებებს და ფინანსურ ანგარიშგებაზე სხვა ახსნა-განმარტებით შენიშვნებს.
2. ფინანსური ანგარიშგება წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების და ინფორმაციების გარდა, დასაშვებია მოიცავდეს ფორმებს და ინფორმაციებს, რომელთა წარმოდგენაც ხდება ცალკე დამოუკიდებლად ან არის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შემადგენელი ნაწილი.
3. ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით დაჯგუფებული თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების ელემენტს, რომელიც ბუღალტრულ ბალანსში წარმოდგენილია აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის სახით, ხოლო ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში – შემოსავლებისა და ხარჯების სახით.
მუხლი 18. კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება
1. წინამდებარე მუხლი ადგენს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, აგრეთვე კონტროლირებული ერთეულების, ერთობლივად კონტროლირებული ერთეულებისა და მეკავშირე ერთეულების მაკონტროლებელი ერთეულის, სრულუფლებიანი მონაწილისა და ინვესტორის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მოთხოვნებს.
2. ეს მუხლი ვრცელდება საჯარო სექტორის ისეთ ერთეულებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო კომერციულ საწარმოებს და გააჩნიათ ერთი ან მეტი კონტროლირებული, ერთობლივად კონტროლირებული და მეკავშირე ერთეულები, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ სახელმწიფო კომერციულ საწარმოებს. სახელმწიფო კომერციული საწარმოების შესახებ ინფორმაციის ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში სავალდებულოა მაკონტროლებელი ერთეულის, სრულუფლებიანი მონაწილის და ინვესტორის მიერ დაბანდებული ინვესტიციების შესახებ მონაცემების წარსადგენად.
3. მაკონტროლებელი ერთეულები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოს მნიშვნელოვან და ძირითად სექტორებს/საქმიანობებს, მიუხედავად იმისა, სრულ მფლობელობაში იმყოფებიან თუ არასრულ მფლობელობაში, არ თავისუფლდებიან კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისაგან.
4. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს მაკონტროლებელი ერთეულის ყველა კონტროლირებულ ერთეულს.
5. ეკონომიკური ერთეულის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა უნდა განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).
6. მეკავშირე ერთეულში ინვესტორის ან ერთობლივად კონტროლირებულ ერთეულში სრულუფლებიანი მონაწილის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება ისეთი ანგარიშგებაა, რომელიც მომზადებულია და წარდგენილია კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად. სავალდებულო არ არის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების თანდართვა კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე.
7. იმ ერთეულის ფინანსური ანგარიშგება, რომელსაც არ გააჩნია კონტროლირებული ერთეული, მეკავშირე ერთეული, ან სრულუფლებიანი მონაწილის წილი ერთობლივად კონტროლირებულ ერთეულში, არ წარმოადგენს ამ ერთეულის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას.
8. მაკონტროლებელ ერთეულს, რომელიც გათავისუფლებულია კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენისგან, შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება, როგორც მისი ერთადერთი ფინანსური ანგარიშგება.
9. მაკონტროლებელი ერთეული კონსოლიდირებულ ანგარიშგებას არ წარადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ:
ა) მაკონტროლებელი ერთეული არის: სრულ მფლობელობაში მყოფი კონტროლირებული ერთეული და ნაკლებად სავარაუდოა ასეთი ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების არსებობა, ან ასეთი მომხმარებლების საინფორმაციო მოთხოვნილებები მაკონტროლებელი ერთეულის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებითაა დაკმაყოფილებული; ან სხვა ერთეულის არასრულ მფლობელობაში მყოფი კონტროლირებული ერთეულია და მისი სხვა მესაკუთრეები, იმ მესაკუთრეების ჩათვლით, რომელთაც არა აქვთ ხმის უფლება ინფორმირებულნი იყვნენ და წინააღმდეგნი არ ყოფილან იმისა, რომ მაკონტროლებელი ერთეული არ წარადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;
ბ) მაკონტროლებელი ერთეულის ძირითადი ან რომელიმე შუალედური მაკონტროლებელი ერთეული ადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
10. კონტროლირებული ერთეული კონსოლიდირებისას არ გამოირიცხება იმის გამო, რომ მისი საქმიანობები განსხვავდება ეკონომიკურ ერთეულში შემავალი სხვა ერთეულთა საქმიანობისაგან. ასეთი კონტროლირებული ერთეულების კონსოლიდირება და კონტროლირებული ერთეულების განსხვავებული საქმიანობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას ემსახურება.
11. კონტროლირებული ერთეული არ გამოირიცხება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან, მიუხედავად იმისა, კონტროლი არის თუ არა დროებითი.
12. დროებითია კონტროლი:
ა) როდესაც კონტროლირებული ერთეული შეძენილია მხოლოდ და მხოლოდ შეძენიდან, მისი 12 თვის განმავლობაში გაყიდვის მიზნით, შეძენილი ეკონომიკური ერთეულის და მასში შემავალი ერთეულების საქმიანობების შემძენი ერთეულის საქმიანობისგან განსხვავებულობის გამო;
ბ) როდესაც ერთეულს განზრახული აქვს კონტროლირებულ ერთეულზე კონტროლი დაუთმოს სხვა ერთეულს;
გ) ორგანიზაციის მიერ დროებით განკარგული სახაზინო კოდები.
13. დროებით კონტროლირებული ერთეულის ანგარიშგების თარიღის შემდგომ გასხვისების შემთხვევაში, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ხელახლა უნდა იქნეს წარმოდგენილი, დაზუსტებული სახით.
14. ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, კონტროლი განისაზღვრება შემდეგი ორი ელემენტის მიხედვით:
ა) უფლებამოსილების ელემენტი – უფლებამოსილება მართოს სხვა ერთეულის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკა;
ბ) სარგებლის ელემენტი – მაკონტროლებელი ერთეულის შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი სხვა ელემენტის საოპერაციო საქმიანობიდან.
15. კონტროლის მიზნებისთვის, სხვა ერთეულის საქმიანობიდან სარგებლის მიღება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სხვა ერთეულის საქმიანობიდან ნამეტის განაწილებების სახით (მ.შ დივიდენდების);
ბ) ზარალის მიღების პოტენციური რისკის წარმოშობით.
16. ერთეულმა შესაძლოა ვერ მიიღოს რაიმე ფინანსური სარგებელი სხვა ერთეულისგან, მაგრამ მიიღოს სარგებელი საკუთარი შესაძლებლობისგან, წარმართოს სხვა ერთეულის საქმიანობა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ასევე, ერთეულმა შესაძლოა მიიღოს როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური სარგებელი სხვა ერთეულის საქმიანობისგან.
17. კონტროლი ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის წარმოიშობა ერთეულის უფლებამოსილების საფუძველზე, მართოს სხვა ერთეულის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკა და ამისთვის ერთეულს არ მოეთხოვება, რომ ფლობდეს უმრავლესობის წილს ან სააქციო წილს სხვა ერთეულში.
18. კონტროლის უფლებამოსილება ამჟამად გამოყენებადია, თუ ერთეულს უკვე მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება კანონმდებლობით ან იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით; კონტროლის უფლება ამჟამად გამოყენებადი არ არის, თუ ამ უფლების ძალაში შესვლა მოითხოვს კანონმდებლობის შეცვლას ან შეთანხმების გადახედვას.
19. კონტროლის არსებობა არ ავალდებულებს ერთეულს აიღოს პასუხისმგებლობა კონტროლირებული ერთეულის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე (ან მონაწილეობა მიიღოს მასში). ერთეულს მხოლოდ მაშინ შეუძლია სხვა ერთეულზე კონტროლის უფლების გამოყენება, როდესაც ადგილი აქვს კონტროლირებულ ერთეულსა და მაკონტროლებელ ერთეულს შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევას ან გაუქმებას.
20. როდესაც განისაზღვრება გააჩნია თუ არა მოცემულ ერთეულს მეორე ერთეულის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, მხედველობაში მიიღება ამჟამად გამოყენებადი ან კონვერტირებადი პოტენციური ხმის უფლების არსებობა და მისი შედეგი, მათ შორის, სხვა ერთეულის განკარგულებაში მყოფი პოტენციური ხმის უფლებები. პოტენციური ხმის უფლება არ არის ამჟამად გამოყენებადი ან კონვერტირებადი, თუ მათი გამოყენება ან კონვერტირება დამოკიდებულია რომელიღაც მომავალ თარიღზე ან მოვლენაზე.
21. იმისათვის, რომ განსაზღვროს, პოტენციური ხმის უფლებები რამდენად უწყობს ხელს კონტროლს, ერთეული განიხილავს ყველა მოვლენასა და გარემოებას (მათ შორის პოტენციური ხმის მიცემის უფლების გამოყენების პირობებსა და სხვა სახელშეკრულებო შეთანხმებებს, ცალ-ცალკე ან ერთობლივად), რომელიც ზემოქმედებს პოტენციური ხმის უფლებებზე, გარდა ხელმძღვანელობის განზრახვისა და ამ უფლების გამოყენების ან კონვერტირების ფინანსური შესაძლებლობისა.
22. ერთეულის უფლებამოსილება, მართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი სხვა ერთეულის ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან მიმართებით, არ არის საკმარისი საფუძველი კონტროლის უზრუნველსაყოფად. მაკონტროლებელი ერთეული უფლებამოსილია კონტროლირებული ერთეულის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისე წარმართოს, რომ შეძლოს სარგებლის მიღება მისი საქმიანობებიდან. ლიკვიდატორისა და ლიკვიდირებული ერთეულის ურთიერთობა, და ასევე გამსესხებლისა და მსესხებლის ურთიერთობაც არ განიხილება კონტროლის უზრუნველყოფად. ანალოგიურად, ნდობით აღჭურვილი პირის მინდობილ ფონდთან ურთიერთობა, რომელიც არ სცდება მინდობილი პირის პასუხისმგებლობას, არ ჩაითვლება მინდობილი ფონდის კონტროლად.
23. სახელისუფლებო ორგანოების და მათი სააგენტოების სუვერენული და საკანონმდებლო უფლებამოსილება რეგულირებასა და შესყიდვასთან დაკავშირებით, არ განიხილება როგორც კონტროლი ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის.
24. კონტროლის მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის არ ვრცელდება შემდეგზე:
ა) საკანონმდებლო ორგანოების უფლებამოსილებაზე შეიმუშავონ ნორმატიულ- სამართლებრივი ბაზა, რომლის ფარგლებშიც ერთეულებმა უნდა განახორციელონ საქმიანობები, ან გარკვეული პირობების წამოყენება და/ან სანქციების შეფარდება მათ საქმიანობებზე. ასეთი უფლებამოსილება არ ნიშნავს საჯარო სექტორის ერთეულის მხრიდან ზემოთ მითითებული ერთეულების მფლობელობაში არსებულ აქტივებზე კონტროლს; ან
ბ) ერთეულებზე, რომლებიც ეკონომიკურად დამოკიდებულები არიან საჯარო სექტორის ერთეულებზე (შემთხვევა, როდესაც ერთეულს შენარჩუნებული აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს საჯარო სექტორის ერთეულისგან დაფინანსების მიღების ან არმიღების და მასთან საქმიანობის წარმოების საკითხი) ასეთ ერთეულს გააჩნია გადამწყვეტი უფლებამოსილება, მართოს საკუთარი ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკა, და, შესაბამისად, არ ექვემდებარება საჯარო სექტორის ერთეულის კონტროლს.
25. ორ ერთეულს შორის არსებული ურთიერთობების განხილვისას, კონტროლის არსებობა ითვლება დადასტურებულად, თუ, სულ ცოტა, ერთი ქვემოთ მოყვანილი უფლებამოსილებისა და ერთი სარგებლის პირობა მაინც არსებობს, თუ აშკარად გამოხატული არ არის, რომ კონტროლს ახორციელებს სხვა ერთეული:
ა) უფლებამოსილების პირობები:
ა.ა) ერთეული პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებული ერთეულების მეშვეობით ფლობს სხვა ერთეულის ხმის უფლებების ნახევარზე მეტს;
ა.ბ) ერთეულს გააჩნია არსებული კანონმდებლობით მინიჭებული, ან მის ფარგლებში განხორციელებადი უფლებამოსილება, დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორთა საბჭოს ან სხვა ანალოგიური მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობა, და ეს საბჭო ან ორგანო აკონტროლებს სხვა ერთეულს;
ა.გ) ერთეული ფლობს ხმის უფლებების ნახევარზე მეტს, ან შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს ხმების ნახევარზე მეტი სხვა ერთეულის საერთო კრებებზე;
ა.დ) ერთეულს შეუძლია ზემოქმედება ხმის უმრავლესობაზე დირექტორთა საბჭოს ან სხვა ანალოგიური მმართველობითი ორგანოს სხდომებზე და ეს საბჭო ან ორგანო აკონტროლებს სხვა ერთეულს.
ბ) სარგებელის პირობები
ბ.ა) ერთეულს გააჩნია სხვა ერთეულის საქმიანობის შეწყვეტის უფლებამოსილება და მიიღოს ნარჩენი ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვანი წილი ან აიღოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები. სარგებლის პირობები სრულდება, თუ ერთეულს პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული სხვა ერთეულის ნარჩენ ვალდებულებებზე.
ბ.ბ) ერთეულს უფლება აქვს მიიღოს განაწილებები სხვა ერთეულის აქტივებიდან, და შეიძლება პასუხისმგებელი იყოს სხვა ერთეულის რიგ ვალდებულებებზე.
26. წინა პუნქტში მითითებული ერთი ან მეტი გარემოების არარსებობის შემთხვევაში შემდეგი ფაქტორები ცალკე ან ჯგუფურად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონტროლის არსებობის ინდიკატორად:
ა) უფლებამოსილების ინდიკატორები:
ა.ა) ერთეულს შეუძლია ვეტო დაადოს სხვა ერთეულის საოპერაციო და კაპიტალურ ბიუჯეტს;
ა.ბ) ერთეულს შეუძლია ვეტო დაადოს, გააუქმოს ან შეცვალოს სხვა ერთეულის მმართველობითი ორგანოს გადაწყვეტილება;
ა.გ) ერთეულს შეუძლია დაამტკიცოს/მოიწონოს სხვა ერთეულის პერსონალის ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციებზე აყვანის, ხელახალი დანიშვნის, ან განთავისუფლების გადაწყვეტილებები;
ა.დ) სხვა ერთეულის უფლებები განსაზღვრულია და შეზღუდულია კანონმდებლობით;
ა.ე) ერთეული ფლობს ოქროს წილს (ან მის ეკვივალენტს) სხვა ერთეულში, რომლითაც მას მინიჭებული აქვს სხვა ერთეულის ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლება.
ბ) სარგებლის ინდიკატორები
ბ.ა) ერთეული ფლობს პირდაპირ ან არაპირდაპირ უფლებას სხვა ერთეულის კაპიტალზე, მათზე წვდომის მუდმივმოქმედი უფლებით;
ბ.ბ) ერთეულს გააჩნია უფლებები სხვა ერთეულის კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილზე ლიკვიდაციის შემთხვევაში, ან სხვა სახის განაწილებების დროს;
ბ.გ) ერთეულს შესაძლებლობა აქვს სხვა ერთეულს მისცეს მითითება ითანამშრომლოს მასთან, მისი მიზნების მისაღწევად;
ბ.დ) ერთეული პასუხს აგებს სხვა ერთეულის ნარჩენ ვალდებულებებზე.
27. მაკონტროლებელი ერთეული კარგავს კონტროლს, როდესაც ის კარგავს კონტროლირებული ერთეულის ფინანსური და საოპერაციო პოლიტიკის მართვის უფლებას, რომელსაც ის ახორციელებს ერთეულის საქმიანობიდან სარგებელის მიღების მიზნით. კონტროლის დაკარგვა შეიძლება მოხდეს აბსოლუტური ან შეფარდებითი საკუთრების დონეების ცვლილების შედეგად ან მის გარეშე.
28. მაკონტროლებელმა ერთეულმა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, კონტროლირებული ერთეულების ფინანსური ანგარიშგებები უნდა გააერთიანოს მუხლობრივად, აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების მსგავსი მუხლების დაჯამებით. იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ისე წარმოაჩენდეს ეკონომიკური ერთეულის ფინანსურ ინფორმაციას, როგორც ერთი ერთეულისას, აუცილებელია შემდეგი პროცედურების დაცვა:
ა) უნდა გამოირიცხოს მაკონტროლებელი ერთეულის მიერ თითოეულ კონტროლირებულ ერთეულში დაბანდებული ინვესტიციების საბალანსო ღირებულება და თითოეულ კონტროლირებული ერთეულის კაპიტალში მაკონტროლებელი ერთეულის წილი;
ბ) უნდა განისაზღვროს უმცირესობის წილი კონსოლიდირებული კონტროლირებული ერთეულის საანგარიშგებო პერიოდის ნამეტში ან დეფიციტში;
გ) მაკონტროლებელი ერთეულის კაპიტალისაგან განცალკევებით უნდა განისაზღვროს უმცირესობის წილი კონსოლიდირებული კონტროლირებული ერთეულის კაპიტალში. კაპიტალში არსებული უმცირესობის წილი მოიცავს:
გ.ა) უმცირესობის წილის ოდენობას თავდაპირველი გაერთიანების ოპერაციის თარიღისთვის, და
გ.ბ) გაერთიანების თარიღის შემდეგ ერთეულის კაპიტალში მომხდარ ცვლილებებში უმცირესობის წილს.
29. კონსოლიდაციის დროს ეკონომიკურ ერთეულში შემავალი ერთეულების ნაშთები და მათ შორის განხორციელებული ოპერაციები ა) გაყიდვებიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლების, ბ) ასიგნებების ან სხვა საბიუჯეტო უფლებამოსილების შედეგად აღიარებული შემოსავლების, გ) ხარჯების და დ) დივიდენდების ან განაწილების მსგავსი ფორმების ჩათვლით მთლიანად გამოირიცხება. ასევე ეკონომიკური ერთეულის შიგნით განხორციელებული ოპერაციების შედეგად აქტივებში (მატერიალურ მარაგებში და ძირითად აქტივებში) აღიარებული კაპიტალის ზრდა/კლება მთლიანად გამოირიცხება და ანგარიშგება მზადდება ისე, თითქოს ეს ოპერაციები საანგარიშგებო პერიოდში არ განხორციელებულა. გამონაკლის შემთხვევაში, მაკონტროლებელმა ერთეულმა, რომელიც აკონტროლებს ისეთ ერთეულებს, რომლებიც ერთმანეთს შორის მრავალრიცხოვან ოპერაციებს ახორციელებენ, ოპერაციებისა და ნაშთების განსაზღვრის სირთულის გამო, შეუძლია არ გამორიცხოს ასეთი ოპერაციები და ნაშთები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენისას და ეს ფაქტი უნდა მიუთითოს განმარტებით შენიშვნებში.
30. მაკონტროლებელ ერთეულზე მიკუთვნებული წილისა და უმცირესობის წილების თანაფარდობა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს და ინვესტორზე მისაკუთვნებული წილის დადგენა, რომელიც თავის ინვესტიციას კაპიტალ-მეთოდით ასახავს, უშუალოდ საკუთრების წილის მიხედვით განისაზღვრება. ამ თანაფარდობის განსაზღვრისას გაითვალისწინება პოტენციური ხმის მიცემის უფლებების საბოლოო გამოყენება და სხვა წარმოებული ინსტრუმენტები, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომს ხდის საკუთრების წილთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სარგებელს.
31. მაკონტროლებელი ერთეულის და მის მიერ კონტროლირებული ერთეულების ფინანსური ანგარიშგება, რომელიც გამოიყენება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, შედგენილი უნდა იყოს ერთსა და იმავე საანგარიშგებო თარიღისთვის.
32. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებით, ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების მიმართ.
33. თუ კონტროლირებული ერთეული ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენებისათვის იყენებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დადგენილი სააღრიცხვო პოლიტიკისაგან განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მაკონტროლებელმა ერთეულმა უნდა გააკეთოს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი კორექტირება.
34. კონტროლირებული ერთეულის შემოსავალი და ხარჯები კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩაირთვება მათი შეძენის თარიღიდან იმ თარიღამდე, სანამ მაკონტროლებელი ერთეული დაკარგავს კონტროლირებულ ერთეულზე კონტროლს. კონტროლირებული ერთეულის გაყიდვის შედეგად მიღებულ ამონაგებსა და გასვლის თარიღისთვის მის საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა კონტროლირებულ ერთეულთან მიმართებაში დაგროვილი საკურსო სხვაობის ჩათვლით, აღიარებულია კაპიტალში, რომელიც ფინანსური შედეგების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აღიარდება, როგორც კონტროლირებული ერთეულის გასხვისების შედეგად მიღებული ნამეტი ან დეფიციტი.
35. იმ თარიღიდან, როდესაც ერთეული აღარ არის კონტროლირებული ერთეული, იმ პირობით თუ იგი არ ხდება ა) მეკავშირე ერთეული ან ბ) ერთობლივად კონტროლირებული ერთეული, ინვესტიცია ამ ერთეულში უნდა აღიარდეს, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი.
36. კონტროლირებული ერთეულის სტატუსის დაკარგვის თარიღისთვის ინვესტიციის საბალანსო ღირებულება მიჩნეული უნდა იქნეს ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველად შეფასებულ თვითღირებულებად.
37. ფინანსური მდგომარეობის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში უმცირესობის წილების ასახვა უნდა მოხდეს კაპიტალის დანაყოფში მაკონტროლებელი ერთეულის კაპიტალისაგან განცალკევებით. ეკონომიკური ერთეულის ნამეტში ან დეფიციტში ასახული უმცირესობის წილებიც განცალკევებით უნდა იქნას წარდგენილი.
38. ნამეტი და დეფიციტი განეკუთვნება მაკონტროლებელ ერთეულს და უმცირესობის წილებს, იმდენად, რამდენადაც ორივე წარმოადგენს კაპიტალს. უმცირესობის წილებზე მიკუთვნებული თანხა არც შემოსავალია და არც ხარჯი.
39. თუ კონტროლირებულ ერთეულს გააჩნია გასანაღდებელი პრივილეგირებული აქციები ბრუნვაში, რომლებიც უმცირესობის წილების მფლობელობაშია და კლასიფიცირებულია როგორც კაპიტალი, მაკონტროლებელმა ერთეულმა უნდა გამოითვალოს ნამეტისა და დეფიციტის საკუთარი წილი ასეთ აქციებზე დივიდენდების კორექტირების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, ეს დივიდენდები დეკლარირებულია თუ არა.
40. ერთეულმა ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, კონტროლირებულ, ერთობლივად კონტროლირებულ და მეკავშირე ერთეულებში დაბანდებული ინვესტიციები უნდა ასახოს:
ა) კაპიტალ-მეთოდის გამოყენებით; ან
ბ) დანახარჯ-მეთოდით; ან
გ) როგორც ფინანსური ინსტრუმენტი.
41. ერთეულმა ერთი და იგივე სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს თითოეული კატეგორიის ინვესტიციისთვის.
42. კონტროლირებული, ერთობლივად კონტროლირებული და მეკავშირე ერთეულები, რომლებიც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია როგორც ფინანსური ინსტრუმენტები, ანალოგიურად უნდა აღირიცხოს ინვესტორის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში.
მუხლი 19. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი)
1. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა ხდება ვერტიკალური ფორმატით და მასში აისახება:
ა) ფინანსური აქტივები;
ბ) არაფინანსური აქტივები;
გ) ფინანსური ვალდებულებები;
დ) კაპიტალი (მ.შ. წმინდა ღირებულება).
2. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში (ბალანსში) აქტივები აისახება ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლების შესაბამისი თანხებით:
ა) ფულადი სახსრები;
ბ) სხვა ფინანსური აქტივები;
გ) მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები;
დ) ძირითადი აქტივები;
ე) მატერიალური მარაგები;
ვ) ფასეულობები;
ზ) არაწარმოებული აქტივები.
3. აქტივები და ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში გამიჯნულია გრძელვადიან და მოკლევადიან მუხლებად და სტრუქტურა შედგენილია ლიკვიდობის კლებადობის მიხედვით.
4. მოკლევადიანი აქტივებია:
ა) საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მატერიალური მარაგები, გარდა სტრატეგიული მარაგებისა;
ბ) აქტივები, რომლებიც განკუთვნილია სავაჭრო მიზნებისათვის;
გ) არაფინანსური აქტივები, რომელთა რეალიზაცია/მოხმარება მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში;
დ) ფინანსური აქტივები/მოთხოვნები, რომელთა მიღება/დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში;
ე) აქტივები, რომლებიც წარმოადგენს ფულად სახსრებს (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტებს), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გაცვლა ან ვალდებულების დასაფარად გამოყენება შეზღუდულია საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ, სულ მცირე, 12 თვით მაინც.
5. ყველა სხვა დანარჩენი აქტივები, რომლებიც არ მიეკუთვნება მოკლევადიან აქტივებს, გრძელვადიანი აქტივებია.
6. ვალდებულებები ითვლება მოკლევადიანად, თუ იგი აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
ა) მისი დაფარვა მოსალოდნელია საოპერაციო საქმიანობის ციკლის (საბიუჯეტო წლის) განმავლობაში;
ბ) ძირითადად გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით;
გ) დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან 1 წლის განმავლობაში და ერთეულს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება, ანგარიშგების თარიღიდან, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში.
7. ყველა სხვა ვალდებულებები, რომლებიც არ მიეკუთვნება მოკლევადიან ვალდებულებებს, გრძელვადიანი ვალდებულებებია.
8. საბალანსო მუხლში ნაზარდი ჯამით აღრიცხული ვალდებულებებიდან საანგარიშო წლის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში განიმარტება როგორც „ვადაგადაცილებული დავალიანებები” და ინფორმაცია ამ სახის ვალდებულებების მოცულობაზე აისახება საცნობარო მუხლში.
9. ფულადი სახსრების ნაშთებზე ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში (ბალანსში) აისახება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მონაცემებიდან, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების ერთ-ერთ კომპონენტს.
10. ბალანსში ასახულ ფულად სახსრებზე (აგრეგირებული მაჩვენებლების მითითების შემთხვევაში) თან დაერთვის დამატებითი ინფორმაცია ნაღდი ფულის ნაშთების შესახებ, ასევე, ხაზინის ანგარიშებზე და კომერციული ბანკის ანგარიშებზე რიცხულ ფულად სახსრებზე ეროვნული და უცხოურ ვალუტის მიხედვით.
11. მოთხოვნები წარმოქმნილი არაფულადი ოპერაციებით, ფინანსურ ანგარიშგებაში აღირიცხება ცალკე მუხლებად, ფულადი ოპერაციებით წარმოქმნილი მოთხოვნებიდან გამოცალკავებით.
12. ფინანსურ ანგარიშგებას თან დაერთვის ინფორმაცია ანგარიშგების თარიღისთვის არსებული პირობითი აქტივების და ვალდებულებების შესახებ, მოვლენის ხასიათის და მოხდენის შესაძლებლობის მითითებით, როგორც გარკვეული რისკის შემცველის, ვინაიდან შესაძლებელია მოხდეს მათი აქტივებად ან ვალდებულებებად აღიარება.
მუხლი 20. ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგება
1. ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებით გაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა.
2. ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში აისახება ინფორმაცია როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული/გაწეული შემოსავლების და ხარჯების შესახებ.
3. სახელმწიფო ერთეულის ფინანსური შედეგების განსაზღვრა ხდება ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით, ბიუჯეტის შესახებ კანონით გაწეული ხარჯები, არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით და ამ შემოსავლების ფარგლებში გაწეული ხარჯებით.
4. ერთეულმა ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში შემოსავლები და ხარჯები უნდა წარადგინოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
5. როდესაც შემოსავლის ან ხარჯის მუხლი არსებითია, ერთეულმა მათი შინაარსი და თანხა განცალკევებულად უნდა განმარტოს.
6. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში შეიძლება დამატებითი ქვემუხლების წარდგენა, როდესაც ამგვარი წარდგენით უკეთ აღიქმება ერთეულის საქმიანობის ფინანსური შედეგები. ამ დროს ერთეულმა უნდა გაითვალისწინოს არსებითობის ფაქტორი, შემოსავლებისა და ხარჯების მუხლების შინაარსი და ფუნქციები.
მუხლი 21. ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება
1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მიზანია ანგარიშგების თარიღისათვის ფულადი სახსრების წყაროების და გამოყენების შესახებ, ასევე, ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ სააღრიცხვო მონაცემებზე ინფორმაციის მიწოდება საანგარიშგებო პერიოდში საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადების სახით.
2. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება განსაზღვრავს ა) ფულადი სახსრების შემოდინების წყაროებს, ბ) მუხლებს, რომლებზეც მოხდა ფულადი სახსრების ხარჯვა საანგარიშგებო პერიოდში გ) ფულადი სახსრების ნაშთს ანგარიშგების თარიღისათვის.
3. აგრეგირებული ფულადი თანხა, გადახდილი ან მიღებული შეძენის ან გაყიდვის ანაზღაურების სახით, აისახება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში, როგორც მიღებული და გასხვისებული ნეტო ფულადი სახსრები.
4. ერთეულის მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში წარდგენილი ფულადი სახსრების ელემენტების შესახებ მონაცემები უნდა ედრებოდეს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში წარდგენილ ეკვივალენტურ მუხლებს.
5. ინფორმაციის წარდგენა საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობების მიხედვით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეაფასონ ამ საქმიანობების ზეგავლენა ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე და ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) მოცულობაზე, ასევე, საქმიანობის ამ სახეებს შორის არსებულ კავშირებზე.
6. ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადების შესახებ ინფორმაცია სასარგებლოა ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთათვის, როგორც ანგარიშგების, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, რათა დაეხმაროს ინფორმაციის მომხმარებლებს, მოახდინონ შემდეგი სახის შეფასება: ა) ერთეულისათვის მომავალში საჭირო ფულადი სახსრების, ბ) მისი შესაძლებლობის მომავალში გამოიმუშავოს ფულადი სახსრები, გ) მისი შესაძლებლობის დააფინანსოს ერთეულის საქმიანობის სფეროში და სახეობაში მომხდარი ცვლილებები, დ) ერთეულის კანონმდებლობასთან და საკანომდებლო აქტებთან, ასევე, დამტკიცებულ ბიუჯეტებთან შესაბამისობის.
7. ფულადი სახსრების ნაკადებთან დაკავშირებით წარსული მონაცემები გამოიყენება თანხის, დროის და ფულადი სახსრების მომავალი ნაკადების განსაზღვრულობის და ფულადი სახსრების მომავალი ნაკადების პროგნოზირების საფუძვლად.
8. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგების სხვა კომპონენტებთან ერთად, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეაფასონ ერთეულის კაპიტალში განხორციელებული ცვლილებები, მისი ფინანსური სტრუქტურა (ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის ჩათვლით), ასევე, შეაფასონ ფულადი სახსრების ნაკადების მოცულობაზე და დროში გადანაწილებაზე ერთეულის გავლენის უნარი, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ცვალებადი გარემოებებისა და შესაძლებლობების წარმოქმნისას.
9. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომხმარებლების მიერ ასევე ერთეულის აქტივობებს ან პროგრამებს და საბუჯეტო სახსრებზე ინფორმაციას შორის არსებული კავშირების გასაგებად.
10. ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაკადების შესახებ საშუალებას იძლევა დადგინდეს თუ როგორ გამოიმუშავა საჯარო სექტორის ერთეულმა მისი საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო ფულადი სახსრები და როგორ მოხდა ამ სახსრების გამოყენება. რესურსების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა და ერთეულის საქმიანობის საიმედოობის თვალსაზრისით შეფასებისათვის, გამოიყენება ასევე ფულადი სახსრების ნაკადების გამოყენების დროულობის და საიმედოობის შეფასება.
11. ორგანიზაცია ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას ამზადებს არაპირდაპირი მეთოდის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ფულადი სახსსრების შესახებ ინფორმაციის მომზადებას ფინანსური შედეგიდან მისი აუცილებელი კორექტირებით იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ასახავენ შესაბამის ანგარიშებზე ფულადი სახსრების რეალურ მოძრაობას.
12. საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წმინდა ფულადი სახსრების ნაკადები განისაზღვრება ნამეტის და დეფიციტის კორექტირებით შემდეგ მუხლებზე დაყრდნობით:
ა) საანგარიშო პერიოდში მატერიალურ მარაგებში, გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებში, საოპერაციო მოთხოვნებსა და ვალდებულებებში მომხდარი ცვლილებები;
ბ) არაფულადი მუხლები, როგორიცაა ცვეთა, ანარიცხები, გადავადებული გადახდები, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციებიდან მიღებული მოგება ან ზარალი, მეკავშირე ერთეულების გაუნაწილებელი მოგება და უმცირესობის ინტერესი; და
გ) ყველა სხვა მუხლი, რომლებიც გვიჩვენებს საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულადი სახსრების ნაკადებს.
13. ფულადი სახსრების ნაკადებს არ მიეკუთვნება ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) მოძრაობა სხვადასხვა მუხლს შორის, ვინაიდან ისინი არსებითად წარმოადგენენ ერთეულის ფულადი სახსრების მართვის ინსტრუმენტებს და არა მისი საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის ნაწილს.
14. ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებით წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადები წარმოადგენენ ფულადი სახსრების მართვის ნაწილს და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში არ აისახება:
ა) ფულადი სახსრების ნაკადები ჭარბი ფულადი სახსრების ინვესტირებით ფულადი სახსრების ეკვივალენტებში და პირიქით;
ბ) ფულადი სახსრების ნაკადები საკურსო სხვაობის შედეგად;
გ) საბანკო ოვერდრაფტები, რომლებიც ექვემდებარება განაღდებას მოთხოვნისთანავე;
დ) ფულადი სახსრების ნაკადები საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობების მუხლებს შორის.
15. ფულადი სახსრების ეკვივალენტების დანიშნულებაა მოკლევადიანი ფულადი ვალდებულებების გასტუმრება საინვესტიციო ან სხვა მიზნებისგან განსხვავებით. იმისათვის, რომ ინვესტიცია კლასიფიცირდეს როგორც ფულადი სახსრების ეკვივალენტი, იგი ადვილად გაცვლადი უნდა იყოს წინასწარ ცნობილი ფულადი სახსრების მოცულობაზე და მისი ღირებულების შეცვლის რისკი იყოს უმნიშვნელო. შესაბამისად, ინვესტიცია კვალიფიცირდება როგორც ფულადი სახსრების ეკვივალენტი, თუ მას დაფარვის მოკლე ვადა გააჩნია. ინვესტიციები საკუთარ კაპიტალში არ მიეკუთვნება ფულადი სახსრების ეკვივალენტებს, თუ ისინი თავიანთი არსით არ არიან ფულადი სახსრების ეკვივალენტები.
16. ფულადი სახსსრების მოძრაობის ანგარიშგებაში არ აისახება ისეთი საინვესტიციო და საფინანსო ოპერაციები, რომლებიც არ საჭიროებს ფულად სახსრებს (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტებს). ეს ოპერაციები ფინანსური ანგარიშგების სხვა ფორმებში ისეთი ფორმით უნდა აისახოს, რომ იძლეოდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას ამ საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობების შესახებ.
17. არაფულად ოპერაციებად განიხილება ისეთი საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობა, რომლებიც პირდაპირ გავლენას არ ახდენს მიმდინარე ფულადი სახსრების ნაკადებზე, მაგრამ მოქმედებს ერთეულის კაპიტალზე და აქტივების სტრუქტურაზე.
18. არაფულადი ოპერაციების ამოღება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებიდან შეესაბამება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მიზანს, რადგან ამგვარი მუხლები არ გულისხმობს მიმდინარე პერიოდის ფულადი სახსრების ნაკადებს. არაფულადი ოპერაციებია:
ა) აქტივების შეძენა შესაბამისი ვალდებულებების უშუალო აღებით ან ფინანსური იჯარით;
ბ) სასეხო ვალდებულებების საკუთარ კაპიტალად კონვერტირება და სხვ.
19. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების საფუძველია ორგანიზაციის საბუღალტრო წიგნები, ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების სახაზინო რეგისტრები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ხაზინის ანგარიშებზე და კომერციულ ბანკებში ორგანიზაციის ანგარიშებზე საბანკო ამონაწერები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მონაცემები.
20. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება მოიცავს ორგანიზაციის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) ორგანიზაციის აქტივების და ვალდებულებების მოცულობისა და სტრუქტურის შესახებ;
ბ) ოპერაციების და სხვა მოვლენების შედეგების და მათი გავლენის შესახებ ორგანიზაციის აქტივების ფინანსურ შედეგებზე;
გ) საანგარიშგებო პერიოდში ორგანიზაციის დაფინანსების, შემოსულობების და გადასახდელების მოცულობის და მათ შორის თანაფარდობის, მათი სტრუქტურისა და წყაროების შესახებ;
დ) ფულადი სახსრების ნაკადების შემოდინების და გადინების, ასევე, ორგანიზაციის ლიკვიდობასთან დაკავშირებით სხვა მონაცემების შესახებ.
21. შემოსულობების მიღება უკავშირდება ფულადი სახსრების შემოდინებას, ხოლო გადასახდელების გადახდა – ფულადი სახსრების გადინებას.
22. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება მზადდება იმ ფულადი სახსრებისათვის, რომელსაც აკონტროლებს ანგარიშმგები ორგანიზაცია (მათ შორის, დაგროვილი, ასიგნებით მიღებული ან სხვა პირის მიერ მოწოდებული ფულადი სახსრებისათვის, რომლებიც განკუთვნილია ერთეულის საოპერაციო, საფინანსო ან საინვესტიციო საქმიანობისთვის, ასევე, რომელთა განკარგვა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება მესამე პირების მეშვეობით.
23. კომერციულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, კონტროლდება ორგანიზაციის მიერ. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ერთეული ფულად სახსრებს იღებს მთავრობის (ან სხვა ერთეულის) სახელით, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვამდე ან მთავრობის სახელით მესამე პირზე გადაცემამდე განათავსებს თავის საბანკო ანგარიშზე, ფულად სახსრებს აკონტროლებს მხოლოდ იმ პერიოდში, როცა ის განთავსებულია მის საბანკო ანგარიშზე.
24. ცალკე აღებული ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სახის ფულადი სახსრების ნაკადებს, რომლებიც შესაბამისი საქმიანობების მიხედვით უნდა იქნეს განხილული.
25. უცხოური კონტროლირებული ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადები უნდა დაკონვერტირდეს სამუშაო ვალუტაში, ფულადი ნაკადების წარმოქმნის თარიღების მიხედვით არსებული გაცვლითი კურსით.
26. უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული მოგება და ზარალი არ წარმოადგენს ფულადი სახსრების ნაკადებს. გაცვლითი კურსის ცვლილების ზეგავლენა ხელმისაწვდომ ან მოსალოდნელ ფულად სახსრებზე (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტებზე) უცხოურ ვალუტაში აისახება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში იმისათვის, რომ მოხდეს ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) შეჯერება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და მის ბოლოს. მოცემული თანხა უნდა იყოს განცალკავებული საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო ფულადი სახსრების ნაკადებისაგან და მოიცავდეს კურსთაშორის სხვაობის შედეგს.
27. გაცვლითი კურსის ცვლილების ზემოქმედება უცხოურ ვალუტაში არსებულ ან გადასახდელ ფულად სახსრებზე აისახება ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში, რათა მიღწეულ იქნეს შესაბამისობა საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსათვის არსებულ ფულად სახსრებს შორის. ეს სახსრები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე, ფულადი სახსრების ნაკადებთან დაკავშირებული საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობისგან დამოუკიდებლად და შეიცავდეს საკურსო სხვაობებს, თუკი ასეთს აქვს ადგილი და თუ ეს ფულადი სახსრების ნაკადები ანგარიშგებაში წარმოდგენილია ანგარიშგების პერიოდის დასასრულისათვის არსებული კურსის მიხედვით.
28. საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი სახსრების ნაკადების ძირითადი კატეგორიების ანგარიშგებაში წარმოდგენა ხდება მთლიან საფუძველზე.
29. საოპერაციო საქმიანობის შედეგად ფულადი სახსრების ნაკადების წარმოქმნა უკავშირდება საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული შემოსავლების და ხარჯების შემდეგ მუხლებს:
ა) შემოსავლები:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები.
ბ) ხარჯები:
ბ.ა) მომუშავეთა ანაზღაურება;
ბ.ბ) საქონელი და მომსახურება;
ბ.გ) ძირითადი კაპიტალის მოხმარება
ბ.დ) პროცენტი;
ბ.ე) გრანტი;
ბ.ვ) სუბსიდიები;
ბ.ზ) სოციალური უზრუნველყოფა
ბ.თ) სხვა ხარჯები.
30. საოპერაციო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადები უკავშირდება ერთეულის ძირითადი საქმიანობიდან მიღებულ ფულად სახსრებს. საოპერაციო საქმიანობის შედეგად წამოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადებია:
ა) ფულადი შემოსავლები გადასახადებიდან, მოსაკრებლებიდან და ჯარიმებიდან;
ბ) ფულადი შემოსავლები ერთეულის მიერ საქონლის რეალიზაციიდან და მომსახურების გაწევიდან;
გ) ფულადი შემოსავლები გრანტებიდან ან ტრანსფერებიდან და სხვა ასიგნებებიდან ან საბიუჯეტო უფლებამოსილებებიდან, რომლებიც ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების ან საჯარო სექტორის სხვა ერთეულების მიერ;
დ) ფულადი შემოსავლები როიალტიდან, ჰონორარებიდან, საკომისიო და სხვა სახის შემოსავლებიდან;
ე) ფულადი ხარჯები საჯარო სექტორის სხვა ერთეულების მიმართ მათი ოპერაციების დაფინანსებისთვის (სესხების გარდა);
ვ) ფულადი ხარჯები საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთათვის;
ზ) თანამშრომლებისათვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები;
თ) ფულადი შემოსავლები და ხარჯები სადაზღვევო ერთეულის მიერ სადაზღვევო პრემიების და მოთხოვნების მიმართ, ანუიტეტები და სხვა სადაზღვევო სარგებელი;
ი) ქონების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის შედეგად წარმოქმნილი ფულადი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საოპერაციო საქმიანობასთან;
კ) ფულადი შემოსავლები და ხარჯები წარმოქმნილი ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დადებულია სადილერო ან სავაჭრო მიზნებით;
ლ) ფულადი შემოსავლები ან ხარჯები დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტასთან; და
მ) ფულადი შემოსავლები ან ხარჯები დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტასთან და სხვ.
31. ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსების მიზნით მიღებული ფულადი სახსრები კლასიფიცირდება როგორც ფულადი სახსრების ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და ეს ფაქტი უნდა გამჟღავნდეს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
32. ფასიანი ქაღალდები და სესხები კომერციული ან სავაჭრო საქმიანობისათვის, განიხილება იმ სასაქონლო მარაგის მსგავსად, რომელიც გამიზნულია გასაყიდად და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობასთნ დაკავშირებული ფულადი სახსრებით ოპერაციები კლასიფიცირდება როგორც საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული/გასული ფულადი სახსრები.
33. ფულადი სახსრების მეშვეობით სესხის დაფარვისას პროცენტის ელემენტი კლასიფიცირდება საოპერაციო საქმიანობად ან საინვესტიციო საქმიანობად, ხოლო სესხის ძირითადი ნაწილის დაფარვა განიხილება როგორც საფინანსო საქმიანობა.
34. საანგარიშგებო პერიოდში გადახდილი პროცენტების მთლიანი თანხა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში აისახება იმისდა მიუხედავად, აღიარებულია ისინი როგორც ხარჯები ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში თუ კაპიტალიზებულია როგორც აქტივის თვითღირებულების ნაწილი.
35. გადახდილი და მიღებული დივიდენდები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც საოპერაციო ფულადი სახსრების ნაკადები, რადგან ისინი მონაწილეობენ წმინდა ნამეტის და დეფიციტის განსაზღვრაში, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის მომხმარებლებმა შეძლონ განსაზღვრონ ერთეულის შესაძლებლობა საოპერაციო ფულადი სახსრების ნაკადებიდან დივიდენდების გადახდასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, გადახდილი და მიღებული დივიდენდები ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფინანსური და საინვესტიციო ფულადი სახსრების ნაკადები, რადგან ისინი წარმოადგენენ ფინანსური რესურსების მოზიდვის დანახარჯებს ან ინვესტიციების უკუგებას.
36. სხვა ერთეულებზე უსასყიდლოდ გადასაცემად მშენებლობისთვის გაწეული ფულადი ხარჯები ან აქტივების შეძენა მათი საოპერაციო იჯარით გაცემის მიზნით ან/და შემდეგ მათი გაყიდვის მიზნით, განიხილება როგორც ფულადი სახსრების ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან.
37. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება მიმდინარე, კაპიტალური და კაპიტალში შენატანის მიხედვით ფულადი ხარჯების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მოცემული ხარჯები განიხილება როგორც საოპერაციო საქმიანობის ფულადი სახსრების ნაკადების ნაწილი და ეს ფაქტი უნდა გამჟღავნდეს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
38. მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები აისახება ცალკე და კლასიფიცირდება როგორც საოპერაციო საქმიანობიდან წარმოქმილი ფულადი სახსრების ნაკადები.
39. საოპერაციო საქმიანობიდან შემოსავლებსა და საოპერაციო საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით განისაზღვრება წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის საქმიანობის შეფასების მთავარ მაჩვენებელს, ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის მასშტაბის დასადგენად.
40. წმინდა ფულადი სახსრების ნაკადები აგრეთვე გვიჩვენებს ერთეულის უნარს, შეინარჩუნოს ფუნქციონირების შესაძლებლობა, მოახდინოს ვალდებულებების გასტუმრება, დივიდენდების ან ანალოგიური გადახდების განაწილება და განახორციელოს ინვესტიციები დაფინანსების გარე წყაროების გამოყენების გარეშე.
41. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად ფულადი სახსრების ნაკადების ძირითადი კატეგორიები შეესაბამება არაფინანსური აქტივების შესყიდვებთან/გაყიდვებთან დაკავშირებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრულ შემდეგ მუხლებს:
ა) ძირითადი აქტივების;
ბ) სტრატეგიული მარაგების;
გ) ფასეულობების;
დ) არაწარმოებული აქტივების.
42. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად ფულადი სახსრების ნაკადების ძირითადი კატეგორიების ანგარიშგებაში წარმოდგენა ხდება მთლიან საფუძველზე.
43. საინვესტიციო საქმიანობიდან ფულადი სახსრების ნაკადები ცალკე უნდა იქნეს წარდგენილი, რათა განისაზღვროს ფულადი სახსრების თუ რა მოცულობა იყო მიმართული იმ რესურსებში, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს ერთეულის მიერ მომსახურების გაწევას. საინვესტიციო საქმიანობად ჩაითვლება მხოლოდ ის ფულადი ხარჯი, რომელიც აღიარებულ იქნა აქტივად ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადებია:
ა) ძირითადი აქტივების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები. მათ შორის, სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებზე გაწეული კაპიტალიზებული დანახარჯები და საკუთარი წარმოების ძირითადი აქტივები;
ბ) ძირითადი აქტივების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები;
გ) ძირითად აქტივებთან, არამატერიალურ და სხვა გრძელვადიან აქტივებთან დაკავშირებული ფულადი ავანსები მიღებული/გაცემული სხვა ერთეულებიდან/ერთეულებზე;
44. ფულადი სახსრების მთლიანი ნაკადები, რომლებიც წარმოიშობა კონტროლირებულ ერთეულებსა და სხვა ერთეულებზე კონტროლის აღებასთან ან დაკარგვასთან დაკავშირებით, უნდა კლასიფიცირდეს შესაბამისად როგორც საოპერაციო, საინვესტიციო ან ფინანსური საქმიანობიდან წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადები.
45. როდესაც მეკავშირე ან კონტროლირებულ ერთეულებში ინვესტიციების ბუღალტრული აღრიცხვისათვის გამოიყენება კაპიტალ-მეთოდი ან დანახარჯ-მეთოდი, ინვესტორმა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ფულადი სახსრების ნაკადები მასსა (ინვესტორსა) და ინვესტირებულ ერთეულს შორის (დივიდენდების, სხვა განაწილებების და ავანსების მიმართ).
46. ერთეულმა, რომელიც ერთობლივად კონტროლირებულ ეკონომიკურ ერთეულში თავისი წილის ანგარიშგებას წარადგენს პროპორციული კონსოლიდაციის გზით, თავისი კონსოლიდირებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში უნდა ჩართოს ერთობლივად კონტროლირებული ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადები, თვისი წილის პროპორციულად. ერთულმა, რომელიც მოცემული წილობრივი თანხების წარდგენას ახორციელებს კაპიტალ– მეთოდით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში უნდა შეიტანოს ა) ფულადი სახსრების ნაკადები დაკავშირებული მის ინვესტიციებთან ერთობლივად კონტროლირებულ ერთეულში და ბ) განაწილებები და სხვა გადახდები ან შემოსავლები ამ ერთეულს და მის მიერ კონტროლირებულ ერთეულებს შორის.
47. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად ფულადი სახსრების ნაკადების კატეგორიების შესაბამისი არაფინანსური აქტივების გაყიდვის და არაფინანსური აქტივების შესყიდვის შედეგად ფულადი სახსრების ნაკადებს შორის სხვაობა წარმოადგენს წმინდა ფულად სახსრებს არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან.
48. საოპერაციო საქმიანობიდან წმინდა ფულად სახსრებს და არაფინანსურ აქტივებში განთავსებული ინვესტიციებიდან წმინდა ფულად სახსრებს შორის დადებითი სხვაობა წარმოადგენს ფულადი სახსრების პროფიციტს, უარყოფითი სხვაობა – დეფიციტს.
49. ფინანსურ საქმიანობაში აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე განხორციელებული ოპერაციების (გარდა დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების) შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების ნაკადები.
50. ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადების ძირითადი კატეგორიების მიხედვით ფინანსური აქტივების მიღების და ვალდებულებების წარმოქმნის ანგარიშგებაში წარდგენა ხდება წმინდა საფუძველზე.
51. საფინანსო საქმიანობიდან წარმოქმნილი ფულადი სახსრები წარდგენილი უნდა იყოს ცალკე, ერთეულის კაპიტალის ფორმირებაში მონაწილეთა მომავალი ფულადი სახსრების ნაკადების მიმართ მოთხოვნებზე სათანადო პროგნოზის გასაკეთებლად. საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადებია:
ა) ფულადი შემოსავლები, მიღებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან, სესხებიდან, თამასუქებიდან, ობლიგაციებიდან, გირაოებიდან და სხვა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხებიდან;
ბ) სხების დასაფარად გამოყოფილი ფულადი სახსრები;
გ) საკუთარი კაპიტალის ან სხვა ერთეულების ვალის ინსტრუმენტების გაყიდვის/შეძენის და ერთობლივ საქმიანობაში წილობრივი მონაწილეობის მიზნით წარმოქმნილი შემოსავლები და ხარჯები;
დ) დეპოზიტური თანხებით ფულადი სახსრების ნაკადები სალაროში, ხაზინის ანგარიშებზე და ორგანიზაციის ანგარიშებზე ბანკში;
ე) მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარის ვალდებულებების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები და სხვ.
52. ანგარიშგების თარიღისთვის ფულადი სახსრების საკასო ნაშთი, რომლის გამოყენებაც შეზღუდულია ან რეგულირდება გარეშე პირობებით, ბალანსში წმინდა საფუძველზე მიეთითება გამოცალკევებით.
53. ხაზინის ანგარიშების და ბანკში ორგანიზაციის ანგარიშების გაუვლელად ფულადი სახსრების ნაკადები მესამე პირების მიერ განხორციელებული გადახდებით, ხარჯების გასაწევად, აქტივების შესაძენად და ვალდებულებების დასაფარად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში აისახება გამოცალკავებით.
54. საოპერაციო, საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობით წარმოქმნილი შემდეგი ფულადი სახსრების ნაკადები შეიძლება წარდგენილ იქნეს ნეტო საფუძველზე:
ა) გადამხდელების ან ბენეფიციარების სახელით მიღებული და გაცემული ფულადი სახსრები, როდესაც ფულადი სახსრების ნაკადები ასახავს უფრო მეტად სხვა პირების, ვიდრე ერთეულების საქმიანობას და რომელთა შედეგად მიღებული ფულადი სახსრების ნაშთები კონტროლდება ანგარიშვალდებული ერთეულების მიერ. ამგვარი ფულადი შემოსავლები და ხარჯებია:
ა.ა) გადასახადების შეგროვება ერთი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსათვის, რომელშიც არ შედის ის გადასახადები, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს მიერ საკუთარი სარგებლობისათვის, გადასახადების გადანაწილების წესებიდან გამომდინარე;
ა.ბ) ფონდები კლიენტებისათვის სატრასტო და საინვესტიციო ერთეულების მიერ; და
ა.გ) ქონების მესაკუთრის სახელზე მიღებული და გადახდილი საიჯარო ქირა. და
ბ) ფულადი სახსრების მიღება და გაცემა იმ მუხლების მიხედვით, რომელთათვის დამახასიათებელია სწრაფი ბრუნვა, თანხების დიდი ოდენობა და განაღდების მოკლე ვადები. ასეთი ფულადი შემოსავლები და ხარჯებია საავანსო გადახდა და დაფარვა განხორციელებული:
ბ.ა) ინვესტიციის შეძენის ან გაყიდვისას; და
ბ.ბ) სხვა მოკლევადიანი სესხები.
მუხლი 22. კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგება
1. კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდში ორგანიზაციის კაპიტალის ზრდას/კლებას. კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთების შედარების გზით წარდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის კაპიტალის ზრდაზე/კლებაზე მოქმედი ფაქტორების გასაანალიზებლად.
2. ერთეულმა კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთები;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური შედეგი;
გ) აქტივების/ვალდებულებების გადაფასების შედეგები;
დ) კურსთაშორის სხვაობები;
ე) ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები;
3. ორ საანგარიშგებო თარიღს (საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს) შორის ერთეულის კაპიტალის ცვლილებები გვიჩვენებს წმინდა ღირებულების და საკუთარი კაპიტალის ზრდას ან შემცირებას საანგარიშგებო პერიოდში.
მუხლი 23. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება
1. წინამდებარე მუხლი გამოიყენება ყველა იმ სახელმწიფო ერთეულისათვის, რომელიც ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას და მათი დამტკიცებული ბიუჯეტები საჯაროდ ხელმისაწვდომია. იგი მოითხოვს, ბიუჯეტის შესრულების შედეგად წარმოქმნილი გეგმური და ფაქტობრივი თანხების შედარებას და ჩართვას ფინანსურ ანგარიშგებებში, ასევე, არსებითი განსხვავებების მიზეზების ასახვას განმარტებით შენიშვნებში. აღნიშნულ თავში გათვალისწინებული მოთხოვნები ზრდის ანგარიშვალდებულებას და უფრო გამჭვირვალეს ხდის ერთეულების ფინანსურ ანგარიშგებას.
2. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება წარდგენილი უნდა იყოს მრავალსვეტიანი ფორმატის სახით, სადაც ცალ-ცალკე სვეტებში მიეთითება შემოსულობების და გადასახდელების დამტკიცებული წლიური ბიუჯეტი, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლები, ასევე, ამ მაჩვენებლების ფაქტიური შესრულება, ფაქტიური შესრულების გადახრები დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. დამტკიცებული და საბოლოო(დაზუსტებული) ბიუჯეტის თანხების, ასევე ფაქტობრივი თანხების შედარების ფინანსური ანგარიშგების ცალკე კომპონენტად წარდგენა, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის განსაზღვრავს, იყო თუ არა რესურსები მიღებული და გამოყენებული დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.
4. ფინანსურ ანგარიშგებაში გადახრების თავიდან აცილების მიზნით, ბიუჯეტზე ინფორმაცია აგრერირდება ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული შემოსულობების და გადასახდელების კატეგორიების შესაბამისად.
5. დამტკიცებული ბიუჯეტი ასახავს ერთი საბიუჯეტო პერიოდის მანძილზე მოსალოდნელ შემოსულობებს, რომლებიც ეფუძნება მიმდინარე გეგმებსა და საბიუჯეტო პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელ ეკონომიკურ გარემოს, და გადასახდელებს, რომლებიც დამტკიცებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. დამტკიცებული ბიუჯეტი განსხვავდება მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროგნოზის, გეგმის ან ორივეს კომბინაციით.
6. საბოლოო(დაზუსტებული) ბიუჯეტი მოიცავს საბიუჯეტო პერიოდში ერთეულის ან ღონისძიების დასაფინანსებლად თავდაპირველად გამოყოფილი თანხების ყველა ნებადართულ ცვლილებას ან შესწორებას.
7. ბიუჯეტის შესრულების ასახვისათვის გამოყენებული ტერმინი „ფაქტობრივი“ ან „ფაქტიური“ თანხა გამოიყენება საკასო თანხების მნიშვნელობით.
8. ერთეულმა უნდა წარადგინოს ბიუჯეტის გეგმიური თანხების ფაქტობრივ თანხებთან შედარება ფინანსური ანგარიშგების ცალკე კომპონენტად. ბიუჯეტის გეგმური და ფაქტობრივი თანხების შედარება უნდა მოიცავდეს:
ა) დამტკიცებული და საბოლოო(დაზუსტებული) ბიუჯეტის თანხებს;
ბ) ფაქტობრივი თანხების შედარებას;
გ) არსებით განსხვავებებს ბიუჯეტის გეგმურ თანხებსა, და ფაქტობრივ თანხებს შორის განმარტებითი შენიშვნების სახით.
9. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძველია დარიცხვის მეთოდი, ხოლო ბიუჯეტი მზადდება საკასო მეთოდის შესაბამისად. აღნიშნული თავის მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტი - ბიუჯეტის გეგმიური და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება - მომზადებულია ბიუჯეტის შედგენის (საკასო) მეთოდით და ცალკე სვეტში მიეთითება დარიცხვის ინფორმაცია.
10. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით, საჭიროა დამტკიცებულ ბიუჯეტებში ჩართული დეტალური ფინანსური ინფორმაციის წინამდებარე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად აგრეგირება. ამგვარი აგრეგირება აუცილებელია ზედმეტი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად, ან საკანონმდებლო ან ხელისუფლების სხვა ორგანოების ზედამხედველობის მნიშვნელოვანი დონეების წარმოსაჩენად. აგრეგირების დონის განსაზღვრა (განწერის და თანრიგის მიხედვით) პროფესიონალურ განსჯას მოითხოვს. ასევე ორგანიზაციას უფლება აქვს აგრეგირების დონე თავად განსაზღვრონ და აღნიშნული გაამჟღავნონ განმარტებით შენიშვნებში.
11. დამატებითი საბიუჯეტო ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ფინანსური ანგარიშგებისაგან განსხვავებულ დოკუმენტებში და ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა მიეთითოს ამგვარი დოკუმენტების წყაროები.
12. ერთეულმა უნდა განმარტოს, დამტკიცებულ და საბოლოო(დაზუსტებული) ბიუჯეტებს შორის განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტის შიგნით მომხდარი გადანაწილებების შედეგია, თუ სხვა ფაქტორების:
ა) ფინანსურ ანგარიშგებაში ახსნა-განმარტებითი შენიშვნებით; ან
ბ) ანგარიშში, რომელიც გამოიცა ფინანსური ანგარიშგების თარიღამდე, თარიღით ან მასთან ერთად და ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებით შენიშვნებში კეთდება მითითებები ასეთ ანგარიშებზე.
13. საბოლოო(დაზუსტებული) ბიუჯეტი დამტკიცებული ბიუჯეტის განახლების მიზნით საკანონმდებლო აქტებით დამტკიცებულ ყველა ცვლილებას მოიცავს. აღნიშნული მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო ერთეული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ან ცალკე მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა ფინანსური ანგარიშგების თარიღამდე, თარიღით, ან მასთან ერთად, უნდა მიუთითოს განმარტების სახით დამტკიცებულ და საბოლოო(დაზუსტებულ) ბიუჯეტებს შორის მომხდარი ცვლილებების შესახებ. ასეთი განმარტებითი შენიშვნები შეიძლება ჩართული იყოს ბიუჯეტის ფაქტობრივი შედეგების ანგარიშებში, იმისათვის რომ გაკეთდეს ანგარიში ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მაშინ, როდესაც ეს განმარტებითი შენიშვნები კეთდება ცალკეულ ანგარიშებში და არა ფინანსურ ანგარიშგებაში, ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში კეთდება მითითებები ასეთ ანგარიშებზე.
14. ბიუჯეტის გეგმური და ფაქტობრივი თანხების ყველა შედარება წარდგენილი უნდა იყოს ბიუჯეტთან შედარების მეთოდით.
15. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს დამტკიცებულ ბიუჯეტში გამოყენებული ბიუჯეტის შედგენის მეთოდი და საბიუჯეტო კლასიფიკაციის საფუძვლები, რომელიც გამოიყენება დამტკიცებული ბიუჯეტების მომზადებისა და წარდგენისათვის და მომხმარებლებს, ბიუჯეტში და ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას შორის, არსებული კავშირების უკეთ გაგების საშუალებას აძლევს.
16. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს დამტკიცებული ბიუჯეტის პერიოდი.
17. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა მოახდინოს დამტკიცებულ ბიუჯეტში შეტანილი ყველა ერთეულის იდენტიფიცირება.
18. რადგან ფინანსური ანგარიშგება და ბიუჯეტი არ მზადდება შედარების მეთოდით, უშუალოდ ბიუჯეტის გეგმიური და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებაში, ფაქტობრივი თანხები, უნდა შეედაროს ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილ ფაქტობრივ თანხებს (წმინდა ფულად ნაკადებს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობებიდან) და ცალკე უნდა მოხდეს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდში, დროში და ერთეულებში განსხვავებების იდენტიფიცირება.
19. შედარების მეთოდთან შესაბამისობაში იდენტიფიცირებულ ფაქტობრივ თანხებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებულ ფაქტობრივ თანხებს შორის განსხვავებები შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებში განსხვავებები;
ბ) დროში განსხვავებები, როდესაც საბიუჯეტო პერიოდი განსხვავდება ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული საანგარიშგებო პერიოდისაგან; და
გ) ერთეულებში განსხვავებები, როდესაც ბიუჯეტში გამოტოვებულია ის პროგრამები და ერთეულები, რომლებიც იმ ერთეულის ნაწილია, რომლისთვისაც მზადდება ფინანსური ანგარიშგება;
დ) განსხვავებები ფინანსური ანგარიშგების და ბიუჯეტის წარდგენისათვის გამოყენებულ კლასიფიკაციის სტრუქტურაში და ფორმატებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
20. წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წინა პერიოდთან მიმართებაში შედარებითი ინფორმაციის განმარტებით შენიშვნებში ასახვა არ მოითხოვება.
მუხლი 24. ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები
1. ანგარიშგების თარიღის შემდეგ მომხდარი მოვლენები არის ის მოვლენები, რომლებიც წარმოიქმნება ანგარიშგების თარიღსა და ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღს შორის.
2. ანგარიშგებაში ზუსტად უნდა მიეთითოს ანგარიშგების მომზადების და დამტკიცების თარიღები.
3. ანგარიშგების მომზადების თარიღად ითვლება მასზე მთავარი ბუღალტრის (ბუღალტრის) ხელმოწერის თარიღი, ხოლო დამტკიცების თარიღად - ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარდგენის მიზნით, ხელმძღვანელის ან ანგარიშის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ანგარიშგებაზე ხელმოწერის თარიღი.
4. წინამდებარე მუხლის მიზანია, განსაზღვროს:
ა) როდის უნდა მოახდინოს ერთეულმა თავისი ფინანსური ანგარიშგების კორექტირება, ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენების გამო; და
ბ) განმარტებითი შენიშვნები, ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენების შესახებ.
5. ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები შეიძლება იყოს მაკორექტირებელი ან არამაკორექტირებელი. მოვლენები, რომლებზეც ერთეულს გააჩნია მტკიცებულებები ანგარიშგების თარიღისათვის პირობების არსებობაზე, განიხილება ანგარიშგების თარიღის შემდგომ მაკორექტირებელ მოვლენებად, ხოლო მოვლენები, რომლებიც მიგვანიშნებს ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილ პირობებზე, – ანგარიშგების თარიღის შემდგომ არამაკორექტირებელ მოვლენებად.
6. მაკონტროლებელი ერთეულის მიერ კონსოლიდირებული ანგარიშგების დამტკიცებამდე, ანგარიშგების თარიღის შემდგომ მაკორექტირებელ და არამაკორექტირებელ მოვლენებზე განმარტებები კეთდება მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები მოხდა (ა) კონტროლირებული ერთეულის ნამეტის ან დეფიციტის შესახებ გამოცხადების შემდეგ; (ბ) კონტროლირებული ერთეულის მიერ ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების შემდეგ, ან (გ) ეკონომიკური ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ.
7. ანგარიშგების თარიღსა და დამტკიცების თარიღს შორის მონაკვეთში, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. მოითხოვება თუ არა ეკონომიკური ერთეულის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განზრახვის აღიარება მაკორექტირებელი მოვლენის სახით, დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: ა) იძლევა თუ არა ისინი უფრო მეტ ინფორმაციას, ანგარიშგების თარიღისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ და ბ) არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი შესრულებადია და შესრულებული იქნება. ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების განზრახვების გამოცხადებას არ მოჰყვება მაკორექტირებელი მოვლენების აღიარება და ეს მოვლენები ასახვას ჰპოვებს განმარტებით შენიშვნებში, არამაკორექტირებელი მოვლენების სახით.
8. ანგარიშგების თარიღის შემდგომი მაკორექტირებელი მოვლენები ერთეულისაგან საჭიროებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული თანხების კორექტირებას, ან ისეთი მუხლების აღიარებას, რომლებიც მანამდე არ იყო აღიარებული. ასეთი მოვლენებია:
ა) ანგარიშგების თარიღის შემდეგ სასამართლო დავის გადაწყვეტა, რაც ადასტურებს, რომ ერთეულს ანგარიშგების თარიღისათვის უკვე ჰქონდა მიმდინარე ვალდებულება. ერთეული ასწორებს სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ უკვე აღიარებულ ანარიცხებს, ან აღიარებს ახალ ანარიცხებს. ერთეულის მიერ პირობითი აქტივი/ვალდებულება არ აისახება, თუ სასამართლო დავის გადაწყვეტა ააშკარავებს დამატებით მტკიცებულებას, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ბ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც მიუთითებს, რომ ანგარიშგების თარიღისათვის აქტივი გაუფასურებული იყო, ან მანამდე, ამ აქტივის გაუფასურების გამო, საჭიროებს აღიარებული ზარალის თანხის კორექტირებას. ასეთი ინფორმაციებია:
ბ.ა) მყიდველი ერთეულის გაკოტრება ანგარიშგების თარიღის შემდეგ ადასტურებს, რომ ანგარიშგების თარიღისათვის უკვე არსებობდა ზარალი მოთხოვნების ანგარიშზე და ერთეულს ესაჭიროება მოთხოვნების ანგარიშის საბალანსო ღირებულების კორექტირება;
ბ.ბ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ მატერიალური მარაგების გაყიდვამ შესაძლოა მოგვცეს მტკიცებულება მათ ნეტო სარეალიზაციო ღირებულებაზე, ანგარიშგების თარიღისათვის;
გ) ანგარიშგების თარიღამდე შეძენილი აქტივების თვითღირებულების ან გაყიდული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დადგენა ანგარიშგების თარიღის შემდეგ;
დ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, შემოსავლის განაწილების შესახებ შეთანხმებისთანახმად, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სხვა სახელმწიფო ერთეულს უნდა გაუნაწილდეს;
ე) პერსონალისთვის გადასახდელი საპრემიო გადახდების ოდენობის განსაზღვრა, საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული სამუშაოსათვის, თუ ერთეულს ანგარიშგების თარიღისათვის გააჩნდა ასეთი გადახდების შესრულების ვალდებულება პირდაპირი ან ირიბი ფორმით, რომელიც გამომდინარეობს ანგარიშგების თარიღამდე მომხდარი მოვლენებიდან;
ვ) თაღლითობის ან შეცდომების აღმოჩენა, რომელიც ადასტურებს, რომ ფინანსური ანგარიშგება არასწორი იყო.
9. ერთეულმა ფინანსურ ანგარიშგებაში არ უნდა მოახდინოს აღიარებული თანხების კორექტირება, ანგარიშგების თარიღის შემდგომი არამაკორექტირებელი მოვლენების ასახვის მიზნით.
10. თუ დივიდენდების ან მესაკუთრეებისთვის მსგავსი განაწილებების გამოცხადება ერთეულის მიერ ხდება ანგარიშგების თარიღის შემდეგ დამტკიცების თარიღამდე, ერთეული ანგარიშგების თარიღისათვის ამ დივიდენდებს არ აღიარებს ვალდებულების სახით. რადგან ამ დროისათვის არანაირი ვალდებულება არ არსებობს. ასეთი დივიდენდების ასახვა უნდა მოხდეს განმარტებით შენიშვნებში.
11. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგება არ უნდა მოამზადოს ფუნქციონირებადობის (უწყვეტობის) საფუძველზე, თუ ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირები ან მმართველი ორგანო განსაზღვრავენ, რომ ანგარიშგების თარიღის შემდეგ: (ა) განზრახულია ერთეულის ლიკვიდაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა, ან (ბ) ასეთი ქმედების რეალური ალტერნატივა არ არსებობს.
12. ფუნქციონირებადობის შეფასებისას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელმა პირებმა და/ან მმართველმა ორგანომ უნდა განიხილონ სხვადასხვა ფაქტორები. ასეთ ფაქტორთა ფართო სპექტრი მოიცავს ერთეულის მიმდინარე და მოსალოდნელ შედეგებს, ორგანიზაციული ერთეულების ნებისმიერ გამოცხადებულ თუ პოტენციურად შესაძლებელ რესტრუქტურიზაციას, მთავრობის მხრიდან დაფინანსების გაგრძელების ალბათობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების პოტენციურ წყაროებს არსებულის ჩასანაცვლებლად.
13. განმარტებითი შენიშვნები უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ფინანსური ანგარიშგება მომზადებული არ არის ფუნქციონირებადი ერთეულის დაშვების საფუძველზე, როდესაც ფინანსური ანგარიშგების მომზადება არ ხდება ფუნქციონირებადობის (უწყვეტობის) საფუძველზე, ამ გარემოების შესახებ აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტებები იმ საფუძველთან ერთად, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ფინანსური ანგარიშგების მომზადება და იმ მიზეზის მითითებით, თუ რატომ არ არის მიჩნეული ერთეული ფუნქციონირებად ერთეულად;
ბ) ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის ცნობილია ის არსებითი განუსაზღვრელობები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეჭვი გამოიწვიოს ერთეულის უნარზე, გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ფუნქციონირებადმა ერთეულმა. ანგარიშგების თარიღის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა მოვლენებმა ან პირობებმა, რომლებიც ასეთი განუსაზღვრელობების განმარტებას.
14. ანგარიშგების თარიღის შემდეგ გამოცხადებული რესტრუქტურიზაცია შეიძლება აკმაყოფილებდეს მაკორექტირებელი ან არამაკორექტირებელი მოვლენის განმარტებას იმის გათვალისწინებით, ერთეულის რომელიმე შემადგენელი ნაწილის გაყიდვა (ლიკვიდაცია) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თუ არა ერთეულის უნარს, გააგრძელოს მოქმედება, როგორც ფუნქციონირებადმა ერთეულმა. თუ მაკონტროლირებელი ან სხვა ერთეული უფლებამოსილია ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებაში შეიტანოს შესწორებები მისი დამტკიცების შემდეგ, ერთეული ვალდებულია ამ გარემოების შესახებ გააკეთოს განმარტება.
15. თუ ერთეული ანგარიშგების თარიღის შემდეგ, მაგრამ ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღამდე, იღებს ინფორმაციას ანგარიშგების თარიღისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ, მან ახალი ინფორმაციის საფუძველზე უნდა განაახლოს განმარტებითი შენიშვნები, რომლებიც ამ პირობებს ეხება.
16. თუ ანგარიშგების თარიღის შემდგომი არამაკორექტირებელი მოვლენები იმდენად არსებითია, რომ განმარტებების არქონამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების მიერ სათანადო შეფასებების გაკეთებისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაზე, ერთეულმა ანგარიშგების თარიღის შემდგომი არამაკორექტირებელი მოვლენების თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიისათვის აუცილებლად უნდა განმარტოს ა) მოვლენის ხასიათი; და ბ) მისი ფინანსური შედეგის წინასწარი შეფასება ან განცხადება, რომ ასეთი წინასწარი შეფასების გაკეთება შეუძლებელია.
17. განმარტებებში აისახება შემდეგი არამაკორექტირებელი მოვლენები:
ა) ქონების ღირებულების უჩვეულოდ მკვეთრი შემცირება, რომელიც მის რეალურ ღირებულებას შეეხო, როდესაც ეს შემცირება არ არის დაკავშირებული ქონების მდგომარეობასთან ანგარიშგების თარიღისათვის, მაგრამ გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ წარმოიქმნა;
ბ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ ერთეული იღებს გადაწყვეტილებას მომავალში, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, საზოგადოების მომსახურების პროგრამის მონაწილეებზე (რომელსაც იგი მართავს), გასცეს/გაავრცელოს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი და ეს დამატებითი სარგებელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთეულზე;
გ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ ძირითადი კონტროლირებული ერთეულის შეძენა ან გაყიდვა, ან ერთეულის მიმდინარე საქმიანობის მთლიანად ან მისი უდიდესი ნაწილის სხვა ერთეულისთვის გადაცემა;
დ) ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროგრამის ან საქმიანობის შეწყვეტის გეგმის შესახებ განცხადება, აქტივების გაყიდვა ან შეწყვეტილ პროგრამასა თუ საქმიანობასთან მიმართებაში არსებული ვალდებულებების დაფარვა, ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც ავალდებულებს გაყიდოს ასეთი აქტივები ან დაფაროს ასეთი ვალდებულებები;
ე) აქტივების მნიშვნელოვანი შესყიდვის ან გაყიდვის ფაქტები;
ვ) ანგარიშგების თარიღის შემდეგ ძირითადი საწარმოო მოწყობილობების ხანძრის მიერ განადგურება;
ზ) უმთავრესი რესტრუქტურიზაციის გამოცხადება ან დაწყება;
თ) ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც ერთეულებისა თუ ინდივიდუალური პირებისათვის, პროგრამის ნაწილის სახით, მოახდენს გაცემული სესხებისაგან მათ განთავისუფლებას;
ი) უჩვეულოდ დიდი ცვლილებები აქტივის ფასებში ან ვალუტის გაცვლის კურსებში ანგარიშგების თარიღის შემდეგ;
კ) ისეთი ერთეულების შემთხვევაში, რომლებიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის ან მისი ეკვივალენტის გადახდას, საგადასახადო განაკვეთებში ან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ანგარიშგების თარიღის შემდეგ ძალაში შესული ან გამოცხადებული ცვლილებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიმდინარე და გადავადებულ საგადასახადო აქტივებსა და ვალდებულებებზე;
ლ) მნიშვნელოვანი ვალდებულებების ან პირობითი ვალდებულებების აღება, მათ შორის, მნიშვნელოვანი გარანტიების შექმნის გზით ანგარიშგების თარიღის შემდეგ;
მ) მნიშვნელოვანი სასამართლო დავის დაწყება, რომელიც მხოლოდ ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენებიდან წარმოიშვა.
მუხლი 25. ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული განმარტებითი შენიშვნები
1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რომ დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ორგანიზაციის მდგომარეობის და საქმიანობის შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.
2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგების, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის გარდა დამატებით ინფორმაციას. განმარტებით შენიშვნებში მოცემულია ამ ანგარიშგებებში წარმოდგენილი მუხლების ტექსტური აღწერილობა ან მათ შესახებ დეზაგრეგირებული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ მუხლების შესახებ, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.
3. განმარტებითი შენიშვნები შესაძლებელია მოიცავდეს ბიუჯეტის შესახებ დეტალურ მონაცემებს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საქმიანობის შედეგების მაჩვენებლებზე, დასახული პრიორიტეტების და ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამების და ღონისძიებების შედეგების აღწერას, ასევე, ინფორმაციას პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შესრულების შესახებ.
4. ორგანიზაციას მოეთხოვება ფინანსურ ანგარიშგებას თან დაურთოს ინფორმაცია სამართლებრივ, მარეგულირებელ და სხვა გარე ნორმებთან შესაბამისობის შესახებ. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებებში არ არის მოცემული შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია, უნდა მიეთითოს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს ასეთი სახის ინფორმაციას.
5. ორგანიზაციამ განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასკვნა იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარად წარმოადგენს ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსურ შედეგებს და ფულადი სახსრების ნაკადებს;
ბ) დასტური იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შესაბამისობაშია წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნებთან, გარდა იმ მოთხოვნისა/მოთხოვნებისა, საიდანაც გადახვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო უტყუარი ფინანსური ანგარიშგება;
გ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მოთხოვნიდან მოხდა გადახვევა, როგორია გადახვევის ბუნება, სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერის ჩათვლით, მიზეზი, რის გამოც ამ წესის მოთხოვნით აღრიცხვა იქნებოდა შეცდომაში შემყვანი, და სანაცვლოდ დადგენილი პროცედურის აღწერა;
დ) ინსტრუქციიდან გადახვევის ფინანსური ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის აქტივებზე, ვალდებულებებზე, კაპიტალზე, ფულადი სახსრების ნაკადებზე - აღნიშნული პერიოდის განმავლობაში (ან მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნულის გაანგარიშება შეუძლებელია);
ე) დასტური იმისა, რომ ხარჯები გაწეულია ასიგნებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. თუ შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები აღემატება გეგმიურს (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ასევე, თუ დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობა აღემატება 30% ან/და დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა აღემატება 15%-ს - შეუსაბამობის მიზეზებზე ინფორმაცია.
6. როდესაც მითითებულია ამ ინსტრუქციის რომელიმე მოთხოვნიდან გადახვევის აუცილებლობაზე, გაითვალისწინება შემდეგი საკითხები:
ა) მოთხოვნის მიზანი და, აგრეთვე, მიზეზი, თუ რატომ არის ეს მიზანი მიუღწევადი, ან რატომაა იგი შეუსაბამო ამ კონკრეტულ გარემოებაში; და
ბ) რითი განსხვავდება ორგანიზაციაში შექმნილი გარემოება იმ ორგანიზაციებში შექმნილი მდგომარეობისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს.
7. ფინანსური ანგარიშგების შედგენისას, ფუნქციონირებადობის (უწყვეტობის) პრინციპიდან გადახვევა უნდა აისახოს განმარტებით შენიშვნებში მიზეზების მითითებით, თუ რატომ არ გამოიყენება ეს პრინციპი.
8. კონსოლიდაციას დაქვემდებული ერთეულების (მათ შორის, დროებით კონტროლირებული ერთეულის, რომლის კონტროლის ვადა არ აღემატება შეძენიდან თორმეტ თვეს და მასზე კონტროლი ხორციელდება მისი რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, სახაზინო კოდების დროებით განკარგვა, ასევე, ეკონომიკურ ერთეულში შემავალი სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებული საქმიანობების განმახორციელებელი ერთეულების (მათ შორის, სახელმწიფო კომერციული საწარმოების) შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს განმარტებით შენიშვნებში. ასეთი დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას ემსახურება.
9. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა აისახოს:
ა) მნიშვნელოვანი კონტროლირებული ერთეულების ჩამონათვალი;
ბ) ისეთი კონტროლირებული ერთეულების კრებსითი ფინანსური ინფორმაცია, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, აქტივების, ვალდებულებების, ნამეტისა და დეფიციტის ჯამური თანხების ჩათვლით, რომლებიც არ არის კონსოლიდირებული;
გ) იმ კონტროლირებული ერთეულის სახელწოდება, სადაც მაკონტროლებელი ერთეული ფლობს საკუთრების წილის და/ან ხმის უფლების 50%-ს ან ნაკლებს, იმ განმარტებასთან ერთად, თუ რა სახით ხორციელდება კონტროლი.;
დ) მიზეზები, რის გამოც საკუთრების წილის ან ხმის უფლების, ან პოტენციური ხმის უფლების 50%-ზე მეტის ფლობა არ გამოხატავს კონტროლს;
ე) კონტროლირებული ერთეულის ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო თარიღი, როდესაც ამგვარი ფინანსური ანგარიშგება გამოიყენება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესადგენად და მისი ანგარიშგების თარიღი ან საანგარიშგებო პერიოდი განსხვავდება მაკონტროლებელი ერთეულის ფინანსური ანგარიშგების ანგარიშგების თარიღისაგან ან საანგარიშგებო პერიოდისაგან, ასევე განსხვავებული ანგარიშგების თარიღის ან საანგარიშგებო პერიოდის გამოყენების მიზეზები; და
ვ) კონტროლირებული ერთეულების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვების (მათ შორის, რომლებიც გამოწვეულია სასესხო შეთანხმებებით ან მარეგულირებელი მოთხოვნებით) ხასიათი და ფარგლები, გადასცენ ფულადი სახსრები მაკონტროლებელ ერთეულს ფულადი დივიდენდების ან განაწილების მსგავსი ფორმების სახით, ასევე დააბრუნოს სესხი, ან გადაიხადოს ავანსები.
10. როდესაც მაკონტროლებელი ერთეული იყენებს კონსოლიდირებისგან განთავისუფლების უფლებას, განმარტებით შენიშვნებში უნდა მიუთითოს:
ა) ფაქტი, რომ ეს არის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და რომ გამოყენებულია კონსოლიდირებისგან გათავისუფლების უფლება; იმ ერთეულის სახელწოდება, ვისი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაც შედგენილია საჯარო გამოყენებისათვის და იმ ქვეყნის იურისდიქცია, სადაც ერთეული ფუნქციონირებს (როდესაც ეს უკანასკნელი განსხვავდება მაკონტროლებელი ერთეულის იურისდიქციისაგან); და მისამართი, სადაც შეიძლება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მოპოვება;
ბ) კონტროლირებული, ერთობლივად კონტროლირებული და მეკავშირე ერთეულების აღრიცხვის მეთოდის აღწერა.
11. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკურ ერთეულში შემავალ ერთეულებს შორის არსებული ყველა ნაშთი და განხორციელებული ოპერაცია არ არის გამორიცხული, ორგანიზაციას მოეთხოვება განმარტებით შენიშვნებში დააფიქსიროს ეს ფაქტი.
12. ორგანიზაციამ საანგარიშგებო პერიოდში კონტროლირებულ ერთეულებსა და სხვა ერთეულებზე კონტროლის აღებასთან და დაკარგვასთნ დაკავშირებით, ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში აგრეგირებულად უნდა ასახოს ასევე შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გადახდილი ან მიღებული მთლიანი ანაზღაურების შესახებ;
ბ) ფულადი სახსრებით (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტებით) ანაზღაურებული ნაწილის შესახებ;
გ) ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) ოდენობის შესახებ კონტროლირებულ ერთეულში ან სხვა ერთეულში, რომელზეც აიღო კონტროლი ან დაკარგა; და
დ) იმ კონტროლირებული ერთეულის ან სხვა ერთეულის ფულადი სახსრებისაგან (მათ შორის, ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტებისაგან) განსხვავებული აქტივების და ვალდებულებების შესახებ, დაჯამებული ძირითადი კატეგორიების მიხედვით, რომელზეც აიღო კონტროლი ან დაკარგა.
13. იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია ვერ ახდენს საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში გაწეული ხარჯების გამიჯვნას მიმდინარედ, კაპიტალურად ან კაპიტალში შენატანებად და მას შესაბამისად, განიხილავს როგორც საოპერაციო საქმიანობის ფულადი სახსრების ნაკადების ნაწილს, ეს ფაქტი უნდა გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების ნაწილში.
14. ორგანიზაციამ, ხელმძღვანელობის დასაბუთებულ კომენტართან ერთად, ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა ასახოს ფულადი სახსრებისა (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) ის მნიშვნელოვანი ნაშთები, რომლებიც ეკუთვნის ორგანიზაციას, მაგრამ მათი გამოყენება არ შეუძლია.
15. ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობისა და ლიკვიდობის დასადგენად, მნიშვნელოვანია შემდეგი სახის ინფორმაციის გამჟღავნება განმარტებით შენიშვნებში:
ა) გამოუყენებელი ნასესხები თანხების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალი საოპერაციო საქმიანობისათვის და კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულებების დასაფარად, ამ საშუალებების გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვის მითითებით;
ბ) პროპორციული კონსოლიდაციის მეთოდის გამოყენებით ასახულ, ერთობლივ საქმიანობაში წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებულ საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ნაკადების აგრეგირებული თანხების შესახებ; და
გ) შეზღუდული ფულადი ნაშთების მოცულობისა და შემადგენლობის შესახებ.
16. ორგანიზაცია ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში წარადგენს დეტალურ ინფორმაციას შემოსავლების შესახებ, მათ შორის:
ა) დარიცხული და საკასო შესრულებით მიღებული შემოსავლების შესახებ;
ბ) საბაზრო და არასაბაზრო (უსასყიდლოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებით) წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურების შესახებ;
გ) არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახდები და ტრანსფერები, სანქციები, ჯარიმები, საურავები) და გაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ.
17. განმარტებით შენიშვნებში ერთეულმა უნდა ასახოს სააღრიცხვო შეფასებაში მომხდარი ისეთი ცვლილების შინაარსი და მოცულობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მიმდინარე პერიოდზე ან მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენენ მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე ამ ცვლილების გავლენის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში, უნდა ასახოს თავად ეს ფაქტი.
18. წინა საანგარიშგებო პერიოდის არსებითი შეცდომების რეტროსპექტულად გასწორებისას, ორგანიზაციამ განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს:
ა) წინა საანგარიშგებო პერიოდის შეცდომის ხასიათი;
ბ) შესაძლებლობის ფარგლებში, თითოეული წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის შესწორების თანხის მოცულობა ფინანსური ანგარიშგების თითოეული შესაბამისი მუხლისათვის;
გ) კორექტირების თანხა წინა წარმოდგენილი საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისთვის;
დ) თუ კონკრეტული წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის შეუძლებელია რეტროსპექტული გადაანგარიშება, გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია ამ პირობის არსებობა, ამასთანავე, აღწერა იმისა, თუ როგორ და როდიდან მოხდა შეცდომის გასწორება.
19. შეცდომების გასწორებასთან დაკავშირებით, განმარტებითი შენიშვნების გამეორება შემდგომი საანგარიშგებო პერიოდების ფინანსურ ანგარიშგებებში არ ხდება.
20. ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) შემადგენლობას. ასევე, ნებისმიერი ცვლილების გავლენა ფულადი სახსრებისა (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) კომპონენტების დადგენის პოლიტიკაში, როგორიცაა ცვლილება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციაში, რომლებიც ადრე განიხილებოდა ერთეულის საინვესტიციო პორტფელის ნაწილად.
21. ორგანიზაციამ განმარტებით შენიშვნებში უნდა წარადგინოს საკურსო სხვაობები, გარდა ფინანსური ინსტრუმენტების სამართლიანი ღირებულებით შეფასებისას წარმოქმნილი და აღიარებული საკურსო სხვაობებისა.
22. სამუშაო და საანგარიშგებო ვალუტებთან დაკავშირებით, განმარტებით შენიშვნებში დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია შემდეგი:
ა) როდესაც საანგარიშგებო ვალუტა განსხვავდება სამუშაო ვალუტისაგან, ეს ფაქტი სამუშაო ვალუტასთან და განსხვავებული საანგარიშგებო ვალუტის გამოყენების მიზეზებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განმარტებით შენიშვნებში;
ბ) როდესაც ანგარიშმგები ორგანიზაციის, ან მნიშვნელოვანი უცხოური ერთეულის სამუშაო ვალუტა იცვლება, ეს ფაქტი სამუშაო ვალუტის შეცვლის მიზეზთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განმარტებით შენიშვნებში;
გ) როდესაც ორგანიზაციას სხვა ვალუტაში გადაჰყავს მხოლოდ შერჩეული მუხლები, ან სხვა ვალუტაში კონვერტაციას ახდენს ფინანსური ანგარიშგების ყველა მუხლის საბოლოო სავალუტო კურსით გადაანგარიშების გზით, ასეთ შემთხვევებში საჭიროა განმარტებითი შენიშვნების წარმოდგენა.
23. როდესაც ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშგებას, ან სხვა ფინანსურ ინფორმაციას სამუშაო ან საანგარიშგებო ვალუტებისაგან განსხვავებულ ვალუტაში წარადგენს, მან:
ა) ნათლად უნდა მოახდინოს ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება როგორც დამატებითი ინფორმაციის;
ბ) უნდა წარმოადგინოს ვალუტა, რომელშიც წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია;
გ) წარმოადგინოს ერთეულის სამუშაო ვალუტა და გადაანგარიშების მეთოდი, რომელიც გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრისათვის.
24. ფინანსურ ანგარიშგებას განმარტებით შენიშვნებში უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია ფიზიკური ცვეთის, შემთხვევითი დაზიანების ან მორალური ცვეთის შედეგად აქტივების ღირებულების შემცირებაზე, ძირითადი კაპიტალის მოხმარების სახით, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - მომსახურების სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე.
25. ფინანსურ ანგარიშგებას განმარტებით შენიშვნებში მიეთითება პროცენტებთან დაკავშირებით გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის თაობაზე. ასევე, გამოცალკავებით მიეთითება რენტაზე.
თავი VI
ფინანსური აქტივები
მუხლი 26. ფინანსური აქტივების და მოთხოვნების არსი, კლასიფიკაცია და ანგარიშთა გეგმა
1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სააღრიცხვო სისტემაში, ფინანსური აქტივები მოიცავს ფულად სახსრებს, ფინანსურ მოთხოვნებს და აქტივებზე/საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნებს.
2. მოთხოვნა წარმოადგენს აქტივს, თუ ის როგორც ღირებულების დაგროვების საშუალება, უზრუნველყოფს მისი მფლობელისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღებას.
3. მოთხოვნის წარმოქმნისას, დებიტორს (აქტივის მეორე მხარეს), იმავდროულად, მოცემული აქტივის ღირებულების ტოლი ვალდებულება წარმოექმნება.
4. დეპოზიტების სახით რიცხული ფინანსური აქტივების მთლიანი ფინანსური ღირებულება ტოლია დეპოზიტების სახით რიცხული მთლიანი ფინანსური ვალდებულების. შედეგად დეპოზიტების წმინდა ფინანსური ღირებულება ნულის ტოლია.
5. სახელმწიფო ერთეულის მიერ ფინანსური აქტივის და ფინანსური ვალდებულების ურთიერთჩათვლა და შედეგად ფინანსურ ანგარიშგებაში წმინდა თანხის ასახვა შესაძლებელია:
ა) თუ სახელმწიფო ერთეული მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილია განახორციელოს აღიარებული თანხების ჩათვლა;
ბ) თუ გადაწყვეტილია ნეტო-საფუძველზე ანგარიშსწორება ან ერთდროულად აქტივის რეალიზება და ვალდებულების დაფარვა.
6. მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე შეზღუდვა გათვალისწინებულია შემოსავლების საკასო შესრულების შემთხვევაში, რომლის დროსაც წარმოიქმნება ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება და წინამდებარე წესის მიხედვით, ამ შემთხვევაში დასაშვებია ფულადი სახსრების სახით რიცხული ფინანსური აქტივით ვალდებულების დაფარვა (ურთიერთგადაფარვა).
7. დონორების დაფინანსებით ან დეპოზიტების სახით მიღებული ფულადი სახსრები აღირიცხება შესაბამისად, მიზნობრივი გრანტის სახით „სხვა ანგარიშებზე ხაზინაში“ ან დეპოზიტების ანგარიშებზე, უცხოური ან ეროვნული ვალუტის მიხედვით.
8. ავანსად გადახდილი სახსრების ღირებულება წარმოადგენს ახლად შექმნილი ფინანსური მოთხოვნის ღირებულებას, მიუხედავად იმისა, გადახდები არის თუ არა განხორცილებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის „დებიტორული დავალიანების“ მუხლიდან. ასეთი ავანსების სამომავლო ეკონომიკური სარგებელი გულისხმობს აქტივების ან მომსახურების მიღებას და განიხილება არაფულად მუხლებად.
9. დეპოზიტებსა და სესხებზე მისაღები პროცენტები განიხილება როგორც დებიტორული დავალიანება.
10. ბუღალტრულ ანგარიშებზე 1100–1500 აღირიცხება „ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების“ საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსური აქტივები, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, ამ ინსტრუქციით კლასიფიცირდება მოკლევადიან და გრძელვადიან ფინანსურ აქტივებად და მოთხოვნებად.
11. ანგარიში – „ფულადი სახსრები“ (1100-1200) – მოიცავს: ნაღდ ფულს სალაროში ეროვნულ ვალუტაში (1110), ნაღდ ფულს სალაროში უცხოურ ვალუტაში (1120), მიმდინარე ანგარიშს ბანკში (1210), სხვა ანგარიშებს ბანკში (1220), „მიმდინარე ანგარიშს არასაბიუჯეტო სახსრებისათვის ხაზინაში“ (1230), ანგარიშს მიზნობრივი გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისათვის (1240), ანგარიშს საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის (1250), დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1260), დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში (1270), ხაზინის სავალუტო ანგარიშს (1280) და სხვა ანგარიშებს ხაზინაში (1290).
12. ანგარიშზე – „ნაღდი ფული სალაროში ეროვნულ ვალუტაში“ (1110) – აღირიცხება სალაროში არსებული ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში.
13. ანგარიშზე – „ნაღდი ფული სალაროში უცხოურ ვალუტაში“ (1120) – აღირიცხება სალაროში არსებული ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
14. ანგარიშზე – „მიმდინარე ანგარიში ბანკში “ (1210) – მოიცავს: „მიმდინარე ანგარიშს ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ (1211) და „მიმდინარე ანგარიშს ბანკში უცხოურ ვალუტაში (1212).“
15. ანგარიშზე – „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ (1211) – აღირიცხება ორგანიზაციის არასაბიუჯეტო საქმიანობასთან და საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები ბანკში, ეროვნულ ვალუტაში.“
16. ანგარიშზე – „მიმდინარე ანგარიში ბანკში უცხოურ ვალუტაში“ (1212) – აღირიცხება ორგანიზაციის არასაბიუჯეტო საქმიანობასთან და საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები ბანკში, უცხოურ ვალუტაში.“
17. ანგარიშზე – „სხვა ანგარიშები ბანკში“ (1220) – აღირიცხება საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები კომერციულ ბანკში.
18. ანგარიშზე – „მიმდინარე ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებისათვის“ (1230) – აღირიცხება ორგანიზაციის არასაბიუჯეტო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები ხაზინაში, ეროვნულ ვალუტაში.
19. ანგარიშზე – „ანგარიში მიზნობრივი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსებისათვის“ (1240) – აღირიცხება ფინანსთ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მიზნობრივ გრანტებთან და მიზნობრივ დაფინანსებსთან დაკავშირებული ფულადი სახსრები.
20. ანგარიშზე – „საბიუჯეტო სახსრები ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის“ (1250) – აღირიცხება ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად მიღებული ფულადი სახსრები ხაზინაში.
21. ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1260) – აღირიცხება ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში.
22. ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში“ (1270) – აღირიცხება ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში.
23. ანგარიშზე – „ხაზინის სავალუტო ანგარიში“ (1280) – აღირიცხება ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრები უცხოურ ვალუტაში.
24. ანგარიში – „სხვა ანგარიშები ხაზინაში“ (1290) – მოიცავს: გადასახადების სახაზინო ანგარიშს (1291) და სხვადასხვა ანგარიშებს ხაზინაში(1292).
25. ანგარიშზე – „გადასახადების სახაზინო ანგარიშს“ (1291) – აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საგადასახდო შემოსავლებიდან მიღებული თანხები.
26. ანგარიშზე – „სხვადასხვა ანგარიშები ხაზინაში“ (1292) – აღირიცხება ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ნებისმიერი სხვა სახსრები, რომელთა აღრიცხვა არ არის გათვალისწინებული ხაზინაში გახსნილი ანგარიშების ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.
27. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები“ (1300) – მოიცავს: ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა (1310), მოკლევადიანი სესხებს (1320), აქციებს და სხვა კაპიტალს (1330), წარმოებული ფინანსურ ინსტრუმენტებს (1340), სხვა მოკლევადიანი დებიტორულ დავალიანებებს (1350), საგადასახადო აქტივებს (1360) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან ფინანსურ აქტივებს (1370).
28. ანგარიშზე – „ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა“ (1310) – აღირიცხება აქციების გარდა ყველა სხვა სახის მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდი.
29. ანგარიში – „მოკლევადიანი სესხები“ (1320) – მოიცავს : მოკლევადიან საბიუჯეტო სესხებს (1321) და მოკლევადიან სესხებს არასაბიუჯეტო სახსრებით (1322).
30. ანგარიშზე – „მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხები“ (1321) – აღირიცხება ბიუჯეტიდან ორგანიზაციის ასიგნებების ფარგლებში გაცემული მოკლევადიანი სესხები, რომელთა გაცემა და კონტროლი ხორციელდება საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად. სესხის გაცემასთან, სესხის მიზნობრივი გამოყენების კონტროლთან და სესხის დაფარვის შესრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საბიუჯეტო კოდექსის“ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
31. ანგარიშზე – „მოკლევადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით“ (1322) – აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კრედიტორი პირდაპირ აძლევს დებიტორს არასაბიუჯეტო სახსრებს და აქტივის მოწმობის სახით ღებულობს არამიმოქცევად დოკუმენტს.
32. ანგარიშზე – „აქციები და სხვა კაპიტალი“ (1330) – აღირიცხება სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი აქციები და სხვა კაპიტალი.
33. ანგარიშზე – „წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები“ (1340) – აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი ინსტრუმენტები, რომლებიც წარმოქმნილია სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზაზე (ფორვარდული ტიპის კონტრაქტები, სვოპის ჩათვლით და ოფციონური კონტრაქტები).
34. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები“ (1350) – მოიცავს: საბიუჯეტო სესხებზე დარიცხულ პროცენტებს (1351), არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხულ პროცენტებს (1352), დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხულ პროცენტებს (1353), მოთხოვნებს დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით (1354), მოთხოვნებს ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით (1355), მოთხოვნებს ფულადი სახსრების დანაკლისებით (1356).
35. ანგარიშზე – „საბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები“ (1351) – აღირიცხება საბიუჯეტო სესხებიდან მისაღები პროცენტები.
36. ანგარიშზე – „არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები“ (1352) – აღირიცხება სესხებიდან (გარდა საბიუჯეტო სესხებისა) მისაღები პროცენტები.
37. ანგარიშზე – „დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხული პროცენტები“ (1353) – აღირიცხება დეპოზიტებიდან, აქციებიდან გარდა ფასიანი ქაღალდებისა, პროცენტიანი ობლიგაციებიდან და დებიტორული დავალიანებებიდან მისაღები პროცენტები.
38. ანგარიშზე – „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ (1354) – აღირიცხება გადასახადებთან და საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა შემოსავლებთან (საწესდებო კაპიტალში მონაწილეობიდან მიღებული ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის, ფასიანი ქაღალდებიდან) დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.
39. ანგარიშზე – „მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით“ (1355) – აღირიცხება მოკლევადიანი მოთხოვნები ფულად სახსრებზე, რომლებიც წარმოიქმნება აქტივების მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად.
40. ანგარიშზე – „მოთხოვნები ფულადი სახსრების დანაკლისებით“ (1356) – აღირიცხება მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ან სხვა ფიზიკურ/იურიდიულ პირთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული ფულადი სახსრების (მათ შორის, ფულადი სახსრების ეკვივალენტების) დანაკლისის თანხებზე.
41. ანგარიში – „საგადასახადო აქტივები“ (1360) მოიცავს: საშემოსავლო გადასახადს (1361), მოგების გადასახადს (1362), ქონების გადასახადს (1363), დამატებული ღირებულების გადასახადს (1364), აქციზის გადასახადს (1365), იმპორტის გადასახადს (1366) და სხვა გადასახადებს (1367).
42. ანგარიშზე – „საშემოსავლო გადასახადი“ (1361) – აღირიცხება საშემოსავლოს ხარჯების და აქტივებით ოპერაციების შედეგად საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო აქტივი.
43. ანგარიშზე – „მოგების გადასახადი“ (1362) – აღირიცხება მოგების მიმდინარე გადასახადები, რომლებიც გაიანგარიშება გასული წლის მონაცემების საფუძველზე და გადაიხდება საანგარიშგებო წლის განმავლობაში.
44. ანგარიშზე – „ქონების გადასახადი“ (1363) – აღირიცხება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გადახდილი ქონების გადასახადი.
45. ანგარიშზე – „დამატებული ღირებულების გადასახადი“ (1364) – აღირიცხება საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.
46. ანგარიშზე – „აქციზის გადასახადი“ (1365) – აღირიცხება საქონელზე და მომსახურებზე ან საქონლისა და მომსახურების ვიწრო ჯგუფზე გადახდილი აქციზი.
47. ანგარიშზე – „იმპორტის გადასახადი“ (1366) – აღირიცხება საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთისას წარმოქმნილი გადახდილი გადასახადი.
48. ანგარიშზე – „სხვა გადასახადები“ (1367) – აღირიცხება გადასახადები, რომლიც განსხვავდება ზემოთ მოცემული გადასახადებისაგან. ასევე აღირიცხება ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები, გაუქმებული გადასახადების საგადასახადო დავალიანებები და ისეთი გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, რომელთა საგადასახადო ბაზის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ასევე, გადასახადის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე დარიცხული ის ჯარიმები, სანქციები, საურავები და პროცენტები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტული სახეობის გადასახადზე შეუძლებელია.
49. ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი ფინანსური აქტივები“ (1370) – აღირიცხება სხვადასხვა სახის ფინანსური აქტივები, რომელთა ასახვა არ არის გათვალისწინებული მოკლევადიანი ფინანსური აქტივების ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების შესაბამის ანგარიშებზე.
50. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები“ (1400) – მოიცავს: მოთხოვნებს ბარტერით (1410), მოთხოვნებს სადაზღვევო კომპანიების მიმართ (1420), მოთხოვნებს წინასწარი გადახდებით (1430), მოთხოვნებს არაფინანსური აქტივების დანაკლისებით (1440), ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნებს (1450), მომუშავეების მიმართ მოთხოვნებს (1460), მოთხოვნებს წინასწარ გადახდილი გადასახდელებით (1470) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან მოთხოვნებს (1480).
51. ანგარიშზე – „მოთხოვნები ბარტერით“ (1410) – აღირიცხება აქტივების ბარტერით მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოთხოვნები.
52. ანგარიშზე – „მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ“ (1420) – აღირიცხება სადაზღვევო მოვლენების დადგომით წარმოქმნილი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ.
53. ანგარიში - „მოთხოვნები წინასწარი გადახდებით“ (1430) - მოიცავს: მოთხოვნებს საქონლისა და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1431) და მოთხოვნებს არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1432).
54. ანგარიშზე – „მოთხოვნები საქონლისა და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით“ (1431) – აღირიცხება მოთხოვნების წარმოქმნა ყველა იმ წინასწარ გადახდილ მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოქმნილია ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან გაწეულ წინასწარ გადახდებზე.
55. ანგარიშზე – „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით “ (1432) – აღირიცხება აქტივების მისაღებად ავანსად გაცემული სახსრები.
56. ანგარიშზე – „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ (1440) – აღირიცხება მოთხოვნები ორგანიზაციის მომუშავეთა ან სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა ბრალეულობით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული არაფინანსური აქტივების დანაკლისის თანხებზე.
57. ანგარიში – „ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები“ (1450) მოიცავს: ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნებს ავანსად გაცემული თანხებით (1451) და ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნებს სხვა თანხებით(1452).
58. ანგარიშზე – „ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები ავანსად გაცემული თანხებით“ (1451) – აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები, რომელიც წარმოიქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურნეო ოპერაციის მოხდენამდე წინასწარ გადახდილი სახსრებით.
59. ანგარიშზე – „ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები სხვა თანხებით“(1452) - აღირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიმართ წარმოქმნილი სხვა მოთხოვნები, გარდა ანგარიშვალდებულ პირებზე ავანსად გაცემული თანხებით წარმოქმნილი მოთხოვნებისა.
60. ანგარიში – „მომუშავეების მიმართ მოთხოვნები“ (1460) მოიცავს: მოთხოვნებს მივლინებით ქვეყნის შიგნით (1461), მოთხოვნებს მივლინებით ქვეყნის გარეთ (1462) და მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიან მოთხოვნებს (1463).
61. ანგარიშზე – „მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის შიგნით“ (1461) – აღირიცხება მომუშავეების ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებული მოკლევადიანი მოთხოვნები.
62. ანგარიშზე – „მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის გარეთ“ (1462) – აღირიცხება მომუშავეების ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებული მოკლევადიანი მოთხოვნები.
63. ანგარიშზე – „მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები“ (1463) – აღირიცხება მომუშავეების მიმართ ყველა სხვა მოკლევადიანი მოთხოვნა, რომელიც არ აისახება მომუშავეების მიმართ მოკლევადიანი მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებზე.
64. ანგარიშზე – „მოთხოვნები წინასწარ გადახდილი გადასახდელებით“ (1470) – აღირიცხება წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა არაფინანსური აქტივებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახდელებით წაროქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.
65. ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები“ (1480) – აღირიცხება სხვადასხვა სახის მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებზე, ასევე, ადრე განხორციელებულ ოპერაციებში შეტანილი ცვლილებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი მოთხოვნები.
66. ანგარიში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები“ (1500) მოიცავს: გრძელვადიან სესხებს (1510), აქციებს და სხვა კაპიტალს (1520), სხვა გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს (1530) და სხვა გრძელვადიან მოთხოვნებს (1540).
67. ანგარიში – „გრძელვადიანი სესხები“ (1510) მოიცავს: გრძელვადიან საბიუჯეტო სესხებს. (1511) და გრძელვადიან სესხებს არასაბიუჯეტო სახსრებით (1512).
68. ანგარიშზე – „გრძელვადიანი საბიუჯეტო სესხები“ (1511) – აღირიცხება საბიუჯეტო სესხების გაცემით წარმოქმნილი გრძელვადიანი ფინანსური აქტივები.
69. ანგარიშზე – „გრძელვადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით“ (1512) – აღირიცხება არასაბიუჯეტო სახსრებით სესხების გაცემის შემთხვევაში წარმოქმნილი გრძელვადიანი ფინანსური აქტივები.
70. ანგარიშზე – „აქციები და სხვა კაპიტალი“ (1520) – აღირიცხება სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი აქციები და სხვა კაპიტალი.
71. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები“ (1530) – აღირიცხება სესხების გარდა სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები.
72. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები“ (1540) – აღირიცხება მოთხოვნათა კატეგორიები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელს აღემატება.
მუხლი 27. ფინანსური აქტივებით და მოთხოვნებით ოპერაციები და სხვა მოვლენები
1. ფინანსური აქტივების ზრდის ოპერაციებია ფინანსური აქტივების წარმოქმნა, ხოლო შემცირების ოპერაციებია – ფინანსური აქტივების გასვლა.
2. ფინანსური აქტივის კონკრეტული კატეგორიის ოპერაციათა შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც მთლიანი მიღება და მთლიანი გასვლა.
3. როდესაც ერთი და იმავე სახის ფინანსური ინსტრუმენტი წარმოადგენს როგორც აქტივს, ასევე ვალდებულებას, აქტივებით ოპერაციები წარმოდგენილი უნდა იყოს ვალდებულებებით განხორციელებული ოპერაციებისაგან განცალკევებით.
4. ოპერაციები, რომლებიც ცვლიან ფინანსური აქტივის კატეგორიას, არ ერთიანდებიან იმ ოპერაციებთან, რომლებიც განაპირობებენ ამავე კატეგორიის ვალდებულებათა ცვლილებას.
5. დეპოზიტებსა და სესხებზე მისაღები პროცენტები კლასიფიცირდება, შესაბამისად, როგორც ფინანსური აქტივები და მოთხოვნები.
6. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ მიღება აღირიცხება ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან სხვა შემოსავლების (6400) ანგარიშების კრედიტში.
7. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების (7600) ან სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების (7822) ანგარიშის დებეტსა და ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში;
8. ოპერაციები ოქროთი და სამახსოვრო მონეტებით, რომლებიც არ მონაწილეობენ ბრუნვაში როგორც გადახდის კანონიერი საშუალებები, განიხილება როგორც არაფინანსური აქტივებით ოპერაციები და არა როგორც ფინანსური აქტივებით ოპერაციები.
9. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა აისახება საბიუჯეტო სესხების/სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით (1321/1322/1511/1512) შესაბამისი ანგარიშების დებეტში ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
10. გრძელვადიანი სესხი მცირდება მიმდინარე წელს მისაღები თანხებით და აღირიცხება მოკლევადიანი სესხების (1320) ანგარიშების დებეტში გრძელვადიანი სესხების (1510) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
11. სესხის გაცემის წელს საბიუჯეტო სესხის დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტში და სესხების (1320/1511) ანგარიშების კრედიტში.
12. საბიუჯეტო სესხის მომდევნო წლებში დაფარვის შემთხვევაში, ორგანიზაციის ანგარიშზე დაბრუნებული სესხის თანხა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და სესხების (1320/1511) ანგარიშის კრედიტში. ამასთან, ბიუჯეტის წინაშე სესხის თანხებით ვალდებულების წარმოქმნის ოპერაცია აისახება წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის დებეტში, ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულების (3245) ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო ვალდებულების შემცირება – ფულადი სახსრების (1100-1200) ან ფინანსური აქტივების (1320/1511) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების ანგარიშის დებეტში.
13. საჯარო კორპორაციის ან მსგავსი სამართლებრივი ფორმის მქონე პირის მიერ აქტივების ნაწილის გაყიდვა და მიღებული შემოსავლების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა ზემდგომი სახელმწიფო ერთეულისთვის, განიხილება სახელმწიფო ერთეულის მიერ აქციებისა და სხვა კაპიტალის გაყიდვად. ბროკერების საკომისიო და პრივატიზაციასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები წარმოადგენს ხარჯვით ოპერაციებს ისევე, როგორც ფინანსური აქტივის შეძენისას ან გასვლისას საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
14. მოთხოვნის წარმოშობა აქტივების რეალიზაციის შედეგად, რომელიც არ წარმოადგენს ორგანიზაციის საკუთრებას, აისახება მოთხოვნის შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებების (3245) ანგარიშის კრედიტში, ხოლო დაფარვა აისახება 3245 ანგარიშის დებეტსა და მოთხოვნის შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
15. მოთხოვნების დარიცხვა სადაზღვევო კომპანიების მიმართ ხდება მაშინ, როდესაც აღნიშნული მოთხოვნის წარმომქმნელ სადაზღვევო შემთხვევას აქვს ადგილი და სადაზღვევო კომპანიების მიერ არის აღიარებული.
16. სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების წარმოშობა აისახება 1350 ანგარიშის დებეტში და სხვა შემოსავლების (6000) ან ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) ანგარიშების დებეტსა და სხვა დებიტორული დავალიანებების ანგარიშების კრედიტში.
17. მიწოდებიდან და მომსახურებიდან მოთხოვნების წარმოშობისას დებეტდება 1355/1410 შესაბამისი ანგარიშები და კრედიტდება სხვა შემოსავლების ან აქტივების შესაბამისი ანგარიშები. მოთხოვნების დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200), სხვა ფინანსური აქტივების (1310-1340) ან არაფინანსური აქტივების (1600/2000) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და 1355/1410 ანგარიშების კრედიტში.
18. დღგ-ის გადამხდელი ორგანიზაციისათვის, არასაბიუჯეტო საქმიანობის ნაწილში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შეძენის ღირებულება, აღირიცხება აქტივების ან სამუშაოების (მომსახურების) შესაბამისი ანგარიშების დებეტში (გადახდილი დღგ-ის გამოკლებით) და 1364 ანგარიშის დებეტში (გადახდილი დღგ-ის თანხით), ფულადი სახსრების (1100-1200) ან სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების (3200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. გადასახდელი დღგ-ისა და გადახდილი დღგ-ის თანხების ერთმანეთთან შედარება აისახება 3242 ანგარიშის დებეტსა და 1364 ანგარიშის კრედიტში. გადასახდელი დღგ-ის მეტობის შემთხვევაში, სხვაობის თანხები მიიმართება ბიუჯეტში და აისახება 3242 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო გადახდილი დღგ-ის მეტობის შემთხვევაში წარმოიშობა საგადასახადო აქტივი.
19. ორგანიზაციისათვის, რომელიც არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, შეძენილ აქტივებზე, ნედლეულსა და მასალებზე, პროდუქციასა და საქონელზე, სხვა აქტივებსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ ცალკე არ გამოიყოფა და შედის შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებაში.
20. მოგების მიმდინარე გადასახადების თანხების აღრიცხვა აისახება 1362 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. წლის ბოლოს გადასახდელი მოგების გადასახადი აღიარდება საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშის დებეტსა და 3241 ანგარიშის კრედიტში. ამასთან, გადახდილი და გადასახდელი მოგების გადასახადის თანხების შედარების შედეგი აისახება 3241 ანგარიშის დებეტსა და 1362 ანგარიშის კრედიტში. გადასახდელი მოგების გადასახადის მეტობის შემთხვევაში სხვაობის თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში და აისახება 3241 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო წინასწარ გადახდილი მოგების მიმდინარე გადასახადების მეტობის შემთხვევაში წარმოიშობა საგადასახადო აქტივი.
21. საგადასახადო აქტივის წარმოშობა ზედმეტად ან შეცდომით გადასახადების/გადასახდელების გადახდისას აისახება 1367 ანგარიშის დებეტსა და ხარჯების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში (გარდა საშემოსავლო გადასახადის) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხით. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საშემოსავლო გადასახადი აისახება მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების (1463) ანგარიშის დებეტსა და ხარჯების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში და 1367 ანგარიშის დებეტსა და მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების 1463 ანგარიშის კრედიტში.
22. მოთხოვნები დანაკლისებით (1356/1440) შესაბამისი ანგარიშების დებეტში აღირიცხება დანაკლისის თანხები შესაბამისი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. დანაკლისზე (დატაცების, დანაკარგების, განადგურების და სხვა მიზეზებით) მოკვლეული მასალების სამოქალაქო სარჩელის წარსადგენად საგამოძიებო ორგანოებზე გადაცემის შემთხვევაში, დანაკლისის თანხები ზუსტდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუ დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მოხდება დამნაშავის მიერ მისი დაფარვა, (1356/1440) ანგარიშებზე არსებული თანხები ხელმძღვანელის განკარგულებით, ჩამოიწერება არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
23. ფინანსური აქტივების წარმოქმნა აისახება 1370/1520/1530/1540 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების ან შემოსავლების (6000) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო დაფარვა აისახება 1370/1520/1530/1540 ანგარიშის კრედიტში და ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშების დებეტში. იმ შემთხვევაში, თუ ფულადი სახსრების მიღება არ ხდება, ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება ხარჯების (7000) ან აქტივების შესაბამისი ანგარიშის დებეტში, 1370/1520/1530/1540 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
24. პირობითი აქტივის ფინანსურ აქტივად აღიარების შემთხვევაში, ოპერაცია აღრიცხვაში აისახება როგორც ფინანსური აქტივების ზრდა დებეტში და შემოსავალი კრედიტში.
25. ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოკლევადიანი მოთხოვნა აღირიცხება 1450 შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში, ხოლო ანგარიშვალდებული პირის მიერ დახარჯული ან მობრუნებული თანხები აისახება არაფინანსური აქტივების/ხარჯების ან ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და 1450 შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
26. მოთხოვნები წინასწარი გადახდებით წარმოიშობა მისაღები აქტივების ან მომსახურების ღირებულების თანხების ავანსად (წინასწარ) გადარიცხვის შემთხვევაში და ოპერაცია აისახება ანგარიშზე მოთხოვნები წინასწარი გადახდებით (1430) შესაბამისი ანგარიშების დებეტში და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო მოთხოვნების დაფარვა აისახება 1430 შესაბამისი ანგარიშის კრედიტში და არაფინანსური აქტივების (1600/2000) ან ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშების დებეტში. იმ შემთხვევაში, თუ ავანსად გაცემული თანხების შედეგად აქტივების ან მომსახურების მოწოდება ვერ ხორციელდება, აღნიშნული თანხები რეკლასიფიცირდება ფულად სახსრებზე მოთხოვნებად და აღირიცხება 1355 ანგარიშის დებეტში 1430 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
27. მივლინებული პირების მიმართ მოკლევადიანი მოთხოვნების წარმოშობა მივლინების თანხების ავანსად გაცემის შემთხვევაში აღირიცხება მოთხოვნები მივლინებით (1461/1462) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. მოთხოვნის დაფარვა აისახება 1461/1462 ანგარიშების კრედიტში, მივლინების (7220) ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. მივლინების დარიცხულ ხარჯებზე ავანსად გაცემული თანხების მეტობის შემთხვევაში, მოთხოვნის დაფარვა აღირიცხება ფულადი სახსრების (1100-1200) ანგარიშების დებეტში და 1461/1462 ანგარიშების კრედიტში – სხვაობის თანხით. ავანსად გაცემულ თანხებზე მივლინების დარიცხული ხარჯების მეტობის შემთხვევაში, სხვაობის თანხით ხდება ვალდებულების აღიარება.
28. მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების წარმოშობა აღირიცხება 1463 ანგარიშის დებეტში და ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში, ხოლო მოთხოვნების დაფარვა აისახება ფინანსური აქტივების (1000) ან ვალდებულების (3200) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და 1463 ანგარიშის კრედიტში.
29. წინასწარგადახდილი სხვა გადასახდელებით მოკლევადიანი მოთხოვნების წარმოშობა აღირიცხება 1470 ანგარიშის დებეტში და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო მოთხოვნების დაფარვა აისახება 1470 შესაბამისი ანგარიშის კრედიტში და ფინანსური აქტივების (1000), არაფინანსური აქტივების (2000) ან ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშების დებეტში.
30. სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნების წარმოშობა აღირიცხება 1480 ანგარიშის დებეტში და შემოსავლების (6000) ან ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო მოთხოვნების შემცირება აისახება არაფინანსური აქტივების (1600-2000) ან ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და 1480 ანგარიშის კრედიტში.
31. დებიტორის გაკოტრების შემთხვევაში ან დებიტორული დავალიანებების თანხები, რომლებზედაც ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია, რომელთა ამოღებაზეც სასამართლომ უარი განაცხადა ან რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, ჩამოიწრება ხელმძღვანელის ბრძანებით და აისახება არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშზე (8200). ამავე დროს, უიმედო დებიტორული დავალიანების თანხები (გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოწერილი დებიტორული დავალიანებებისა) აღირიცხება საცნობარო მუხლში – გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება – 03. ვალის ღირებულების ნაწილის ცალმხრივი ჩამოწერა იგივენაირად განიხილება, მაგრამ ვალი შემცირებული თანხის ოდენობით ბალანსზე რჩება.
32. იმ შემთხვევაში, თუკი ჩამოწერილი დებიტორული დავალიანება შემდგომ პერიოდებში მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურდება, მოხდება დებიტორული დავალიანების აღდგენა. წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების აღდგენა აისახება სხვა ფინანსური აქტივების და სხვა მოთხოვნების (1300, 1400, 1500) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და არასაოპერაციო შემოსავლების (8100) ანგარიშის კრედიტში.
33. დებიტორული დავალიანების პატიება აღრიცხვაში აისახება როგორც კაპიტალური გრანტის ხარჯი ან როგორც სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები. ვალის პატიების შედეგს წარმოადგენს ფინანსური აქტივების შემცირება და კაპიტალის ღირებულების შემცირება. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის მეორე მხარეს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მთავრობა/საერთაშორისო ორგანიზაცია ან რომელიმე ერთეული, სახელმწიფო ერთეულის შემადგენლობიდან, მაშინ ასეთი ოპერაცია განიხილება როგორც ხარჯი კაპიტალური გრანტის სახით. თუ ოპერაციის მეორე მხარეს წარმოადგენს სხვა ნებისმიერი ტიპის ერთეული, მაშინ ეს ოპერაცია აღირიცხება როგორც სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები.
34. სხვა მოვლენების შედეგად ფინანსური აქტივების მოცულობის ან ღირებულების ცვლილება განისაზღვრება როგორც არასაოპერაციო შემოსავლები/არასაოპერაციო ხარჯები და აისახება შესაბამის ანგარიშებზე.
მუხლი 28. ფინანსური აქტივების და მოთხოვნების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. ოპერაციები ფინანსური აქტივებით აისახება მაშინ, როდესაც აქტივზე საკუთრების უფლება იცვლება, აქტივი წარმოიშობა ან განიცდის ლიკვიდაციას, ან როდესაც ინსტრუმენტის თანხობრივი ოდენობა იზრდება ან კლებულობს.
2. დრო, როდესაც ოპერაცია მოიცავს არსებული ფინანსური აქტივის გაცვლას ან ფინანსური აქტივის წარმოშობას ან გაუქმებას, დგება მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ხელმოწერილია ან კრედიტორი დებიტორს უხდის თანხას ან გადასცემს სხვა რომელიმე ფინანსურ აქტივს.
3. დეპოზიტური თანხები აღრიცხვაში აისახება ანგარიშებზე თანხების განთავსების მომენტში და აღირიცხება როგორც ფინანსური აქტივის (ფულადი სახსრების), ასევე ფინანსური ვალდებულების (ვალდებულებები დეპოზიტებით) სახით.
4. ოპერაციები ფინანსური აქტივების მრავალი კატეგორიის მიხედვით (ფასიანი ქაღალდები, სესხები, ვალუტა და დეპოზიტები), აღრიცხვაში აისახება აქტივებზე საკუთრების უფლების მოპოვების მომენტში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ოპერაცია ფინანსური აქტივებით მოიცავს არაფინანსური აქტივის გადაცემას, აქტივის ასახვის მომენტი განისაზღვრება არაფინანსური კომპონენტის მიხედვით. ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას იმ არაფინანსურ აქტივებზე, რომლებიც ფინანსური ოპერაციების შემადგენელი კომპონენტებია.
6. ფინანსური აქტივების მიღების ან გასვლის ღირებულებას წარმოადგენს მათი გაცვლის ღირებულება.
7. ფინანსური აქტივების და მოთხოვნების ღირებულება კრედიტორის მიერ დებიტორისათვის ავანსად გაცემული ფინანსური და არაფინანსური აქტივების ღირებულებით განისაზღვრება.
8. პროცენტის მოთხოვნად აღიარება ხდება გადახდის ვადის დადგომისას.
9. ოპერაციათა განხორციელებისას მომსახურების შედეგად მიღებული/გაწეული საფასური, მოსაკრებლები, საკომისიოები და მსგავსი შემოსულობები/გადახდები ამ ოპერაციებზე გამოირიცხება ფინანსური აქტივების და მოთხოვნების ოპერაციებისგან და განიხილება როგორც შემოსავლების/ხარჯების ოპერაციები.
10. თუ ფინანსური აქტივებით ოპერაციები მოიცავს მომსახურებისთვის დარიცხულ არაპირდაპირ მოსაკრებლებს და შეუძლებელია ასეთი მომსახურების ელემენტის შეფასება, ოპერაციის მთლიანი ღირებულება განიხილება როგორც ოპერაცია ფინანსური აქტივებით.
11. ფინანსურ აქტივებს, რომლებიც ცალსახად ფულადი ფორმითაა დენომინირებული (ფულადი სახსრები და დეპოზიტები), არ გააჩნიათ გაზომვის ფიზიკური ერთეულები, რომლებთანაც შესაძლებელი იქნებოდა ფასების დაკავშირება, რაოდენობრივი გაზომვის შესაბამისი ერთეული თვითონ ფულადი ერთეულია, რის გამოც ერთი ერთეულის ფასი ყოველთვის ერთის ტოლია.
12. დეპოზიტის ღირებულებას ეროვნულ ვალუტაში, მისი ნომინალური ღირებულება წარმოადგენს (თანხა, რომელიც დეპოზიტის ლიკვიდაციისას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დებიტორმა უნდა გადაუხადოს კრედიტორს).
13. ფინანსური იჯარის შედეგად წარმოქმნილი სესხის საწყის ღირებულებას წარმოადგენს იჯარით გაცემული არაფინანსური აქტივის ღირებულება.
14. საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების ღირებულებას წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ღირებულება.
თავი VII
ფინანსური ვალდებულებები და სხვა კრედიტორული დავალიანებები
მუხლი 29. ფინანსური ვალდებულებების და სხვა კრედიტორული დავალიანებების არსი, კლასიფიკაცია და ანგარიშთა გეგმა
1. ფინანსური ვალდებულება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებას ფულის ან ნებისმიერი სხვა ფინანსური აქტივების გადახდაზე და სხვა სუბიექტთან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლაზე.
2. სახელშეკრულებო უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ფინანსური აქტივების გადაცემას, არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს.
3. ფინანსური ვალდებულება წარმოადგენს ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის მოვალეობას იმ ერთეულებისათვის, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნების მფლობელები არიან.
4. ვალდებულების წარმოქმნისას მეორე მხარეს, იმავდროულად, მოცემული ვალდებულების ღირებულების ტოლი მოთხოვნა წარმოექმნება.
5. სესხებზე გადასახდელი პროცენტები განიხილება როგორც კრედიტორული დავალიანება.
6. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ერთეული წარმოადგენს სხვა ერთეულის აგენტს, მის საბანკო ანგარიშებზე ან მისი სახელით ხაზინის ანგარიშებზე დეპონირებული ფულადი სახსრები, აღიარდება როგორც სახელმწიფო ერთეულის ფინანსური ვალდებულება, ასევე ფინანსური აქტივი ფულადი სახსრების სახით.
7. ფინანსური ვალდებულებების სხვა კრედიტორული დავალიანებების ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა შეესაბამება საბიუჯეტო კლასიფიკაციას და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სააღრიცხვო სისტემაში „ფინანსური აქტივები და ვალდებულებები და მათზე ოპერაციების“ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულებები კლასიფიცირდება მოკლევადიან და გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებად და სხვა კრედიტორულ დავალიანებებად.
8. ვალდებულებები, რომლებთანაც დაკავშირებულია მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის გასვლა არაფულადი აქტივების ან მომსახურების სახით, წარმოადგენს არაფულად მუხლებს.
9. ბუღალტრულ ანგარიშებზე 3100–3200 აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად განსაზღვრული ის ვალდებულებები, რომელთა დაფარვა გათვალისწინებულია არა უგვიანეს ერთი წლისა ანგარიშგების თარიღიდან და რომლებიც ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, ამ ინსტრუქციით, კლასიფიცირდება მოკლევადიან ფინანსურ ვალდებულებებად და სხვა კრედიტორულ დავალიანებებად.
10. ანგარიში – „მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები“ (3100) მოიცავს: ვალდებულებებს დეპოზიტებით (3110), ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა (3120), ვალდებულებულებებს მოკლევადიანი სესხებით (3130), ვალდებულებებს აქციებით და სხვა კაპიტალით (3140) და წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს (3150).
11. ანგარიშზე – „ვალდებულებები დეპოზიტებით“ (3110) – აღირიცხება ორგანიზაციების მოკლევადიანი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტების მიღებასთან. ამავე ანგარიშზე აღირიცხება წინა წლებში გამოუყენებელი სახსრების დაბრუნებიდან მიღებული თანხები, ასევე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული გაურკვეელი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება შესაბამისი დანიშნულებით.
12. ანგარიშზე – „ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა“ (3120) – აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც ადასტურებენ სახელმწიფო ერთეულების ვალდებულების არსებობას და რომელთა დაფარვა ხორციელდება ფულადი სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტების ან ეკონომიკური ღირებულების მქონე რომელიმე სხვა აქტივების გადაცემით.
13. ანგარიში – „ვალდებულებები მოკლევადიანი სესხებით“ (3130) მოიცავს: მოკლევადიან ვალდებულებებს საბიუჯეტო სესხებით (3131) და მოკლევადიან სასესხო ვალდებულებებს არასაბიუჯეტო სახსრებით (3132). აღნიშნულ ანგარიშზე აისახება სხვადასხვა სახის მოკლევადიანი სესხები და კრედიტები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზაციიდან რესურსების გადინებასთან. ამავე ანგარიშზე აღირიცხება გრძელვადიანი სესხების მიმდინარე ნაწილიც (მათ შორის, ფინანსური ლიზინგის).
14. ანგარიშზე – „მოკლევადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით“ (3131) – აღირიცხება საბიუჯეტო სესხებით წარმოქმნილი ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
15. ანგარიშზე – „მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით“ (3132) – აღირიცხება არასაბიუჯეტო სახსრებით წარმოქმნილი სასესხო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადა ერთ წელზე ნაკლებია.
16. ანგარიშზე – „ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით“ (3140) – აღირიცხება აქციების და კაპიტალის გამოშვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.
17. ანგარიშზე – „წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები“ (3150) – აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც წარმოქმნილია სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზაზე (ფორვარდული ტიპის კონტრაქტები, სვოპის ჩათვლით, და ოფციონური კონტრაქტები და სხვ.).
18. ანგარიში „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები“ მოიცავს: საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხულ ვალდებულებებს (3210), არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხულ ვალდებულებებს (3220), ვალდებულებებს ბარტერით (3230), საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებებს (3240), მომუშავეებთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს (3250), ვალდებულებებს დეპონენტების მიმართ (3260), სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3270) და სხვა მოკლევადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3280).
19. ანგარიშზე – „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ (3210) – აღირიცხება საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.
20. ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ (3220) – აღირიცხება არაფინანსური აქტივების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.
21. ანგარიშზე – „ვალდებულებები ბარტერით“ (3230) – აღირიცხება ბარტერით მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.
22. ანგარიში – „საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები (3240) მოიცავს: გადასახდელ მოგების გადასახადს (3241), გადასახდელ დღგ-ის (3242), გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს (3243), გადასახდელ სხვა გადასახდელებს (3244), ბიუჯეტის წინაშე დარიცხულ ვალდებულებებს (3245), გადასახდელ ქონების გადასახადს (3246), გადასახდელ აქციზს (3247) და გადასახდელ იმპორტის გადასახადს (3248).
23. ანგარიშზე – „გადასახდელი მოგების გადასახადი“ (3241) – აღირიცხება ორგანიზაციის მიერ არასაბიუჯეტო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების გადასახადი.
24. ანგარიშზე – „გადასახდელი დღგ“ (3242) – აღირიცხება არასაბიუჯეტო საქმიანობის შედეგად საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების რეალიზაციისათვის, ასევე საქონლის დასაბეგრ იმპორტზე გადასახდელი დღგ-ის გადასახადი.
25. ანგარიშზე – „გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი“ (3243) – აღირიცხება ხარჯების და აქტივებით ოპერაციების შედეგად საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულება.
26. ანგარიშზე – „გადასახდელი სხვა გადასახდელები“ (3244) – აღირიცხება ბიუჯეტში გადასახდელი სხვა თანხები, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ზემოაღნიშნულ ანგარიშებზე.
27. ანგარიშზე – „ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებები“ (3245) – აღირიცხება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ერთეულების ფინანსური აქტივებითა და მოთხოვნებით წარმოქმნილი ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე.
28. ანგარიშზე - „გადასახდელი ქონების გადასახადი“ (3246) – აღირიცხება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გადახადელი ქონების გადასახადი.
29. ანგარიშზე – „გადასახდელი აქციზის გადასახადი“ (3247) – აღირიცხება საქონელზე და მომსახურებზე ან საქონლისა და მომსახურების ვიწრო ჯგუფზე გადასახდელი აქციზი.
30. ანგარიშზე – „გადასახდელი იმპორტის გადასახადი“ (3248) – აღირიცხება გადასახადი, რომელის გადახდაც ხდება საქონლის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთის დროს.
31. ანგარიში – „მომუშავეეთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ (3250) მოიცავს: შტატით მომუშავეთათვის დარიცხულ ხელფასებს (3251), შტატგარეშე მომუშავეთათვის დარიცხულ ხელფასებს (3252), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის შიგნით (3253), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის გარეთ (3254), დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3255), დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3256), ვალდებულებებს ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხებით (3257), გადასახდელ სტიპენდიებს (3258) და სოციალური დაზღვევის ანარიცხებს (3259).
32. ანგარიშზე – „შტატით მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები“ (3251) – აღირიცხება დამქირავებლის მიერ შტატით გათვალისწინებული მომუშავეებისათვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გასაცემი თანხები.
33. ანგარიშზე – „შტატგარეშე მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები“ (3252) – აღირიცხება დამქირავებლის მიერ შტატგარეშე მომუშავეებისათვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად ფულადი ან სასაქონლო ფორმით გასაცემი თანხები.
34. ანგარიშზე – „ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის შიგნით“ (3253) – აღირიცხება მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებული პირების მიმართ.
35. ანგარიშზე – „ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის გარეთ“ (3254) – აღირიცხება მივლინებებთან დაკავშირებით ორგანიზაციის დავალიანებები საზღვარგარეთ მივლინებული პირების მიმართ.
36. ანგარიშზე – „დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3255) – აღირიცხება მომუშავეებისათვის ფულადი ფორმით სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.
37. ანგარიშზე – „დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3256) – აღირიცხება მომუშავეებისათვის სასაქონლო ფორმით სოციალური დახმარებების გადახდაზე წარმოქმნილი ვალდებულებები.
38. ანგარიშზე – „ვალდებულებები ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხებით“ (3257) – აღირიცხება მომუშავეებისათვის ხელფასის გაცემისას დაკავებული თანხები.
39. ანგარიშზე – „გადასახდელი სტიპენდიები“ (3258) – აღირიცხება სასწავლო დაწესებულებათა ვალდებულებები სტიპენდიანტების წინაშე.
40. ანგარიშზე – „სოციალური დაზღვევის ანარიცხები“ (3259) – აღირიცხება მომუშავეების სოციალური დაზღვევისათვის ანარიცხები, რომელიც გადაიხდება სადაზღვევო სქემების არსებობისას.
41. ანგარიშზე – „ვალდებულებები დეპონენტების მიმართ“ (3260) – აღირიცხება ორგანიზაციის სალაროდან დადგენილ ვადებში მომუშავეებზე და სხვა პირებზე გაუცემელი, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე /ხაზინის ანგარიშებზე დეპონირებული ხელფასები და სხვა გადასახდელები.
42. ანგარიში – „სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3270) მოიცავს: ფულადი ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3271) და სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3272).
43. ანგარიშზე – „ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3271) – აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის სოციალური დახმარების მუხლით განსაზღვრული ხარჯებით წარმოქნილი ვალდებულებები.
44. ანგარიშზე – „სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3272) – აღირიცხება ამ მუხლის 34-ე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები სასაქონლო ფორმით.
45. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3280) მოიცავს: წინასწარ მიღებულ საიჯარო ქირას (3281), წინასწარ მიღებულ სხვა შემოსავლებს (3282), დარიცხულ გადასახდელ რენტას (3283), დარიცხულ გადასახდელ პროცენტებს (3284), გადასახდელ დივიდენდებს (3285), სხვა დარიცხულ მოკლევადიან ვალდებულებებს (3286) და მოკლევადიან ანარიცხებს (3287).
46. ანგარიშზე – „წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა“ (3281) – აღირიცხება მომავალი პერიოდის შემოსავლების სახით მიღებული საიჯარო ქირა.
47. ანგარიშზე – „წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლები“ (3282) – აღირიცხება საიჯარო ქირის გარდა, მომავალი პერიოდის სხვა შემოსავლების სახით მიღებული ავანსები.
48. ანგარიშზე – „დარიცხული გადასახდელი რენტა“ (3283) – აღირიცხება მიწის, წიაღისეული აქტივების და სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი (არაწარმოებული) აქტივების იჯარის შედეგად გადასახდელი რენტა.
49. ანგარიშზე – „დარიცხული გადასახდელი პროცენტები“ (3284) – აღირიცხება მიღებულ სესხებზე დარიცხული გადასახდელი პროცენტები.
50. ანგარიშზე - „გადასახდელი დივიდენდები“ (3285) - აღირიცხება მოგების განაწილების ვალდებულება კაპიტალში ინვესტირებული წილის პროპორციულად.
51. ანგარიშზე – „სხვა დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები“ (3286) – აღირიცხება დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზე.
52. ანგარიშზე – „მოკლევადიანი ანარიცხები“ (3287) – აღირიცხება გრძელვადიანი ანარიცხების მიმდინარე ნაწილი.
53. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები” აისახება „ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების“ საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებები, რომელთა დაფარვა მოსალოდნელია ანგარიშგების თარიღიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
54. ანგარიში „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები” (3300) მოიცავს: გრძელვადიან ვალდებულებებს სესხებით (3310), სხვა გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებს (3320) და გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3330).
55. ანგარიში „გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით“ (3310) მოიცავს: გრძელვადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით (3311) და გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით (3312). აღნიშნულ ანგარიშზე აისახება სხვადასხვა სახის გრძელვადიანი სესხები და კრედიტები, რომელთა დაფარვით მოსალოდნელია ორგანიზაციიდან ფულადი რესურესების გადინება. ამავე ანგარიშზე აისახება ფინანსური ლიზინგის პირობით მოიჯარის მიერ აქტივის იჯარით აღების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულება.
56. ანგარიშზე „გრძელვადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით“ (3311) – აღირიცხება საბიუჯეტო სესხებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები.
57. ანგარიშზე – „გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით“ (3312) –აღირიცხება არასაბიუჯეტო სახსრებით წარმოქმნილი გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები.
58. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები“ (3320) – აღირიცხება სესხების გარდა სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები.
59. ანგარიში – „გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3330) მოიცავს: საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3331), არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3332), სხვა გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (3333) და გრძელვადიან ანარიცხებს (3334).
60. ანგარიშზე – „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3331)– აღირიცხება საქონლის და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები.
61. ანგარიშზე – „არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3332)– აღირიცხება არაფინანსური აქტივების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები.
62. ანგარიშზე – „სხვა გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ (3333) – აღირიცხება გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების სხვა ანგარიშებზე.
63. ანგარიშზე – „გრძელვადიანი ანარიცხები“ (3334) – აღირიცხება ვადით ან თანხით განუსაზღვრელი ვალდებულებები, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ანარიცხებად აღიარების კრიტერიუმებს.
მუხლი 30. ფინანსური ვალდებულებებით და სხვა კრედიტორული დავალიანებებით ოპერაციები და სხვა მოვლენები
1. ფინანსური ვალდებულებების ზრდის ოპერაციებია ვალდებულებების წარმოქმნა, ხოლო ფინანსური ვალდებულებების შემცირების ოპერაციებია ვალდებულებების დაფარვა, ლიკვიდიაცია ან გაუქმება.
2. ფინანსური ვალდებულების კონკრეტული კატეგორიის ოპერაციათა შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც მთლიანი წარმოქმნა და მთლიანი დაფარვა.
3. როდესაც ერთი და იმავე სახის ინსტრუმენტი წარმოადგენს როგორც ფინანსურ ვალდებულებას, ასევე ფინანსურ აქტივს, არ ხდება მათი ურთიერთგადაფარვა. ფინანსური ვალდებულებით ოპერაციები წარმოდგენილი უნდა იყოს ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებისაგან განცალკევებით.
4. სახელმწიფო ერთეულის მიერ ფინანსური ვალდებულების და ფინანსური აქტივის ურთიერთჩათვლა და შედეგად ფინანსურ ანგარიშგებაში წმინდა თანხის ასახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ:
ა) თუ სახელმწიფო ერთეული მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილია განახორციელოს აღიარებული თანხების ჩათვლა;
ბ) გადაწყვეტილია ნეტო-საფუძველზე ანგარიშსწორება ან ერთდროულად აქტივის რეალიზება და ვალდებულების დაფარვა.
5. ფინანსური ვალდებულებების და სხვა კრედიტორული დავალიანებების წარმოქმნა/დაფარვა აისახება ფინანსური ვალდებულებების/სხვა კრედიტორული დავალიანებების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში/დებეტში სხვა ანგარიშების დებეტთან/კრედიტთან კორესპონდენციით.
6. პირობითი ვალდებულების ვალდებულებად აღიარების შემთხვევაში, ოპერაცია აღრიცხვაში აისახება როგორც ხარჯი დებეტში და ვალდებულების ზრდა კრედიტში.
7. დეპოზიტური თანხების დეპოზიტორისათვის დაბრუნების შემთხვევაში, დეპოზიტებით წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა აისახება დეპოზიტების სახით რიცხული ფინანსური ვალდებულების ანგარიშის დებეტში და აქტივების ანგარიშის კრედიტში.
8. დეპოზიტური თანხების ბიუჯეტში მიმართვის შემთხვევაში, დეპოზიტების სახით წარმოქმნილი ვალდებულება რეკლასიფიცირდება ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებად, ხოლო თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა აისახება ვალდებულების ანგარიშის დებეტში და დეპოზიტების სახით რიცხული ფინანსური აქტივების ანგარიშის კრედიტში.
9. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სესხის აღება აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტში, ვალდებულებები სესხებით (3130/3310) ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო დაფარვა – ვალდებულებები სესხებით (3130/3310) ანგარიშის დებეტში, ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
10. ფინანსური იჯარის (ლიზინგის) გზით აქტივის მიღებისას, ადგილი აქვს მეიჯარედან მოიჯარეზე საკუთრების უფლების გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად იჯარით გადაცემული აქტივი მეიჯარის საკუთრებად რჩება. საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა რისკი და სარგებელი გადადის მოიჯარეზე და განიხილება როგორც მოიჯარის მიერ ვალდებულების აღება – სესხის არაპირდაპირი გზით ფორმირება და აღრიცხვაში აისახება სესხის აღების ოპერაციების სახით.
11. კორპორაციების მიერ გამოშვებული აქციები და სხვა კაპიტალი, ემიტენტი ერთეულის ვალდებულებებად განიხილება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ მფლობელებს მოცემული კორპორაციის მიმართ არ გააჩნიათ ფიქსირებული ან წინასწარ დადგენილი ფულადი მოთხოვნები.
12. მოწოდებიდან და მომსახურებიდან ვალდებულებების წარმოშობისას დებეტდება ხარჯების ან არაფინანსური და ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშები და კრედიტდება 3210/3220 ანგარიში. ვალდებულებების დაფარვის მონეტარული ოპერაცია აისახება 3210/3220 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
13. მიმდინარე წლის მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებული და დარიცხული მოგების გადასახადი აღირიცხება საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალის (5210) ანგარიშის დებეტსა და 3241 ანგარიშის კრედიტში. ამავდროულად, დებეტდება 3241 ანგარიში, 1362 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. გადასახდელი მოგების გადასახადის მეტობის შემთხვევაში, სხვაობის თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში და ბუღალტრული ოპერაცია აისახება 3241 ანგარიშის დებეტში და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო წინასწარგადახდილი მოგების გადასახადების მეტობის შემთხვევაში, წარმოიშობა საგასახადო აქტივი.
14. დღგ-ის გადამხდელი ორგანიზაციისათვის, არასაბიუჯეტო საქმიანობის ნაწილში რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გაყიდული საქონლისა და მომსახურებისა (6420) (დღგ-ის გამოკლებით) და გადასახდელი დღგ-ის (3242) (დღგ-ის თანხით) ანგარიშების კრედიტში. გადასახდელი დღგ-ისა და გადახდილი დღგ-ის თანხების ერთმანეთთან შედარება აისახება 3242 ანგარიშის დებეტსა და 1364 ანგარიშის კრედიტში. გადასახდელი დღგ-ის მეტობის შემთხვევაში, სხვაობის თანხები მიიმართება ბიუჯეტში და ოპერაცია აისახება 3242 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ხოლო გადახდილი დღგ-ის მეტობის შემთხვევაში წარმოიშობა საგადასახადო აქტივი.
15. ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების წარმოშობა კანონმდებლობით დადგენილი ყველა სახის გადასახადის (გარდა 3241; 3242; 3243; 3247; 3248 ანგარიშებზე აღრიცხული გადასახადებისა), ჯარიმების, მოსაკრებლების, საკომისიოების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების თანხებით, აღირიცხება სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების (7821) ანგარიშის დებეტსა და 3244 ანგარიშის კრედიტში, ხოლო გადახდა, 3244 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
16. წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრებით, შემოსავლებით და სხვა თანხების მიღებით ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების წარმოქმნა აღირიცხება 3245 ანგარიშის კრედიტში და წმინდა ღირებულების/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში, ხოლო ვალდებულების დაფარვა – 3245 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) ან აქტივების (1300-1400) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
17. ხელფასის დარიცხვა და გაცემა აისახება დარიცხვის და გაცემის შესაბამისი თვის ბუღალტრულ ანგარიშგებაში.
18. ხელფასის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს: ორგანიზაციის ბრძანებები მომუშავეთა მიღების, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ, დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და სპეციალური ტექნიკური საშუალება) და შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
19. გადასახდელი ხელფასების, სტიპენდიების და მივლინებებთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობისას დებეტდება ხარჯების შესაბამისი ანგარიშები და კრედიტდება 3251, 3252, 3253/3254, 3258 ანგარიშები. ვალდებულებების დაფარვა აისახება 3251, 3252, 3253/3254, 3258 ანგარიშების დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200), აქტივების (ვალდებულებების არამონეტარული ოპერაციით დაფარვის შემთხვევაში) ან არასაოპერაციო შემოსავლების (8100) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში (ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით კრედიტორული დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში).
20. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა წარმოებს ანაზღაურების გაცემის მომენტში, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის (3243) ანგარიშის კრედიტში და „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ (3200) შესაბამისი ანგარიშის დებეტში. ბიუჯეტში გადარიცხული საშემოსავლო გადასახადი აისახება 3243 ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
21. სოციალური დახმარებებით ვალდებულებების წარმოქმნა აისახება სოციალური დახმარების (7720) ან დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარების (7730) ანგარიშის დებეტსა და ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით ვალდებულებების (3271/3272) ან დამქირავებლის მიერ ფულადი და სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით ვალდებულებების (3255/3256) კრედიტთან კორესპონდენციით.
22. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების დარიცხვა წარმოებს საავადმყოფო ფურცლების (შრომისუუნარობის ფურცლების) საფუძველზე, რომლებიც გაიცემა დადგენილი წესით. საავადმყოფო ფურცლები იკერება ცალკე საქაღალდეში და ინომრება ქრონოლოგიური წესით წლის დასაწყისიდან. ყოველ ფურცელზე ისმება იმ უწყისის ნომერი, რომლითაც მოხდა დარიცხვა.
23. ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან შვებულებაში წასვლის ან გათავისუფლებისას წარმოებს შესაბამისი გაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, როცა მომუშავის შვებულებაში წასვლასთან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ანგარიშსწორებანი ხელფასით არ ემთხვევა საერთო ანგარიშსწორების პერიოდს, მაშინ ანგარიშსწორებათაშორის პერიოდში გაცემა წარმოებს საგადასახდელო უწყისით. ამ გაანგარიშებათა მიხედვით დარიცხული და გაცემული თანხები ჩაირთვება მიმდინარე თვის საანგარიშსწორებო უწყისებში.
24. ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხები აღირიცხება 3251, 3252 ან 3258 ანგარიშის დებეტში და 3257 ანგარიშის კრედიტში, ხოლო გადარიცხვისას – დებეტდება 3257 ანგარიში და კრედიტდება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშები.
25. დეპონენტების მიმართ ვალდებულებების დარიცხვა აისახება 3251, 3252, 3258 ან 3286 ანგარიშების დებეტსა და 3260 ანგარიშის კრედიტში. გაცემული სადეპონენტო დავალიანების თანხებზე დებეტდება 3260 ანგარიში და კრედიტდება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშები.
26. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის – შრომის ანაზღაურების (გარდა საჯარო მოსამსახურისათვის, რომელსაც შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით), სოციალური უზრუნველყოფის და სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების მუხლიდან გასაწევი ხარჯების ნაღდი ანგარიშსწორებით ასანაზღაურებლად, გაცემის ვადის გასვლის შემდეგ, საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისებში იმ პირების გვარების გასწვრივ, რომლებსაც მიუღებელი დარჩათ თანხები, მოლარე ვალდებულია დასვას შტამპი ან გააკეთოს ხელით აღნიშვნა „დეპონირებულია“ და შეადგინოს დეპონირებული თანხების რეესტრი. დეპონირებული თანხები, ხელფასის გაცემის ვადის გასვლიდან მეორე დღეს ბრუნდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და განთავსდება დეპოზიტების სახით ან ბარდება მომსახურე ბანკს, რომელზეც დგება სალაროს გასავლის ორდერი. დეპონირებული თანხები აღირიცხება ვალდებულებები დეპონენტების მიმართ (3260) ანგარიშის კრედიტში შესაბამისი ვალდებულებების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით. ამავდროულად, აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) ანგარიშების დებეტში, შესაბამისი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
27. წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა და სხვა შემოსავლები აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და 3281 ან 3282 ანგარიშების კრედიტში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება აისახება 3281 ან 3282 ანგარიშის დებეტსა და შემოსავლების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
28. გადასახდელი რენტის, პროცენტების და სხვა ვალდებულებების დარიცხვა აისახება ხარჯების შესაბამისი ანგარიშების დებეტში, 3283, 3284 ან 3286 ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. ვალდებულებების დაფარვა აისახება 3283, 3284 ან 3286 ანგარიშების დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200), აქტივების (ვალდებულებების არამონეტარული ოპერაციით დაფარვის შემთხვევაში) ან არასაოპერაციო შემოსავლების (8100) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
29. დივიდენდების სახით გადასახდელი ვალდებულების წარქმოქმნა აღირიცხება საკუთარი კაპიტალის შესაბამის ანგარიშის დებეტსა და გადასახდელი დივიდენდების (3285) ანგარიშის კრედიტში, ხოლო დაფარვა – გადასახდელი დივიდენდების (3285) ანგარიშის დებეტსა და ფულადი სახსრების (1100-1200) ანგარიშის კრედიტში.
30. კრედიტორული დავალიანებების ჩამოწერა ხდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით და აისახება კრედიტორული დავალიანებების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და არასაოპერაციო შემოსავლების (8100) ანგარიშის კრედიტში (გარდა ურთიერთშეთანხმებით ჩამოწერილი კრედიტორული დავალიენებებისა).
31. მომსახურების უსასყიდლოდ მიღება აისახება ხარჯების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და ვალდებულების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში, ამავდროულად ვალდებულების ანგარიშის დებეტსა და გრანტების (6300) ან სხვა შემოსავლების (6400) ანგარიშების კრედიტში (ვალდებულების დაფარვა უსასყიდლოდ).
32. კრედიტორული დავალიანებების პატიება კრედიტორსა და დებიტორს შორის ურთიერთშეთანხმებით, აღრიცხვაში აისახება როგორც დებიტორისათვის კრედიტორის მიერ უზრუნველყოფილი კაპიტალური გრანტი ან ტრანსფერი. ვალის პატიების შედეგს წარმოადგენს ვალდებულებების შემცირება და კაპიტალის ღირებულების ზრდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის მეორე მხარეს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მთავრობა/საერთაშორისო ორგანიზაცია ან რომელიმე ერთეული, სხვა სახელმწიფო ერთეულის შემადგენლობიდან, მაშინ ასეთი ოპერაცია განიხილება როგორც შემოსავალი კაპიტალური გრანტის სახით. თუ ოპერაციის მეორე მხარეს წარმოადგენს სხვა ნებისმიერი ტიპის ერთეული, მაშინ ეს ოპერაცია აღირიცხება როგორც ნებაყოფილობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა.
33. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ერთეულები იძლევიან გარანტიას სხვა ერთეულების მიერ აღებულ სავალო ვალდებულებებზე, აღირიცხება როგორც ამ სახელმწიფო ერთეულის ვალდებულება კრედიტორის მიმართ, ხოლო თავდაპირველი დებიტორის ვალდებულება უქმდება. ვალის აღიარებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კრედიტორი იყენებს სახელშეკრულებო პირობებს, რომლითაც უფლება აქვს მოითხოვოს გარანტია, ხოლო სახელმწიფო ერთეული თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ იღებს სავალო ვალდებულებას, როგორც ძირითადი მევალე ან დებიტორი.
34. სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებით ძირითადი და საპროცენტო გადახდების ოპერაციების გარდა, ორგანიზაციამ შეიძლება განახორციელოს სხვა ოპერაციები: სხვა ერთეულების ვალის აღება საკუთარ თავზე, სხვა ერთეულების სახელით გადახდების განხორციელება, ვალის გადავადება, ვალის პატიება, ვალის გაუქმება და ფინანსური იჯარა, რომელთა აღრიცხვის და ანგარიშგების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მოთხოვნები.
35. სახელმწიფო ერთეულის მიერ სხვა ერთეულების ვალის აღიარება ან სხვა ერთეულებზე ვალის გადაცემა აღრიცხვაში აისახება არაფინანსური აქტივების მსგავსად.
36. საბალანსო მუხლში ნაზარდი ჯამით აღრიცხული ვალდებულებებიდან საანგარიშო წლის დასაწყისისთვის არსებული ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებაში განიმარტება როგორც „ვადაგადაცილებული დავალიანებები” და ინფორმაცია ამ სახის ვალდებულებების მოცულობაზე აისახება საცნობარო მუხლში, ვადაგადაცილებული დავალიანებების 09 ანგარიშზე.
მუხლი 31. ფინანსური ვალდებულებების და სხვა კრედიტორული დავალიანებების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. ოპერაციები ფინანსური ვალდებულებებით აისახება მაშინ, როდესაც ფინანსური ვალდებულების თანხობრივი ოდენობა იზრდება ან კლებულობს.
2. ფინანსური ვალდებულების და სხვა კრედიტორული დავალიანებების დაფარვის აღრიცხვაში ასახვა ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის, კრედიტორის მიერ მოთხოვნის ანულირების, კრედიტორის გაკოტრების და ა.შ. შემთხვევაში.
3. იმ შემთხვევაში, როცა ოპერაცია ფინანსური ვალდებულებით მოიცავს არაფინანსური აქტივის მიღებას, ვალდებულების წარმოქმნა აღრიცხვაში აისახება არაფინანსური აქტივის მიღების მომენტში.
4. ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნის ან დაფარვის ღირებულებას წარმოადგენს მათი გაცვლის ღირებულება.
5. დეპოზიტის ღირებულებას ეროვნულ ვალუტაში მისი ნომინალური ღირებულება წარმოადგენს (თანხა, რომელიც დეპოზიტის ლიკვიდაციისას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დებიტორმა უნდა გადაუხადოს კრედიტორს).
6. მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების და სხვა კრედიტორული დავალიანებების ღირებულება დებიტორის მიერ კრედიტორისათვის გადაცემული ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებით განისაზღვრება.
7. ორგანიზაციები მოგების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის და სხვა გადასახადელების თანხების გაანგარიშების და გადახდის დროს ხელმძღვანელობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
8. თუ ოპერაციები ფინანსური ვალდებულებებით მოიცავს მომსახურებისთვის დარიცხულ არაპირდაპირ მოსაკრებლებს და შეუძლებელია ასეთი მომსახურების ელემენტის შეფასება, ოპერაციის მთლიანი ღირებულება განხილული უნდა იქნეს როგორც ოპერაცია ფინანსური ვალდებულებებით.
9. ფინანსური იჯარის შედეგად წარმოქმნილი სესხის საწყის ღირებულებას წარმოადგენს იჯარით მიღებული არაფინანსური აქტივის ღირებულება.
10. საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების ღირებულებას წარმოადგენს მიღებული საქონლის ან მომსახურების ღირებულება.
თავი VIII
ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
მუხლი 32. განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) იურიდიული ვალდებულება – რომელიც წარმოიშობა ხელშეკრულების (მისი აშკარა ან ნაგულისხმევი პირობებით); კანონმდებლობის ან კანონის სხვა მოქმედების საფუძველზე.
ბ) კონსტრუქციული მოვალეობა – არის ის მოვალეობა, რომელიც გამომდინარეობს ერთეულის ქმედებებისაგან, როდესაც:
ბ.ა) წარსული პრაქტიკის დამკვიდრებული მაგალითით, გამოცემული ნორმების ან საფუძვლიანი განსაკუთრებული მიმდინარე განაცხადით, ერთეულმა მიუთითა სხვა მხარეებს რომ იგი თავის თავზე აიღებდა გარკვეულ პასუხისმგებლობას; და
ბ.ბ) ამის შედეგად, ერთეულმა შექმნა მართებული მოლოდინი სხვა მხარეების მხრიდან, რომ იგი შეასრულებს აღებულ პასუხისმგებლობას.
გ) მომავალში შესასრულებელი ხელშეკრულებები – ის ხელშეკრულებებია, რომელთა შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ შეუსრულებია მასზე დაკისრებული ვალდებულებები, ან მათ ორივემ შეასრულა იგი ნაწილობრივ თანაბრად.
დ) მავალდებულებელი მოვლენა არის ის მოვლენა, რომელიც ქმნის იურიდიულ ან კონსტრუქციულ ვალდებულებას, რომელსაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ერთეულს არ გააჩნია ამ ვალდებულების დაფარვის რეალური ალტერნატივა.
ე) პირობითი აქტივი – არის ის შესაძლო აქტივი, რომელიც წარმოიქმნება წარსული მოვლენებისაგან და რომლის არსებობაც დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ადგილი ექნება ან არ ექნება ერთ ან უფრო მეტ მოვლენას, რომლებიც ერთეულის სრული კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.
ვ) პირობითი ვალდებულება არის:
ვ.ა) შესაძლო ვალდებულება, რომელიც წარმოიქმნება წარსული მოვლენებისაგან და რომლის არსებობაც დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ან არ ექნება ერთ ან უფრო მეტ განუსაზღვრელ მომავალ მოვლენას, რომლებიც ერთეულის სრული კონტროლის ქვეშ არ იმყოფება; ან
ვ.ბ) ამჟამინდელი ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს წარსული მოვლენებისაგან, მაგრამ არ არის აღიარებული, ვინადან:
ვ.ბ.ა) ნაკლებად სავარუდოა, რომ ვალდებულებების დასაფარად საჭირო გახდება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატერებელი რესურსების გადინება; ან
ვ.ბ.ბ) ვერ ხერხდება ვალდებულებათა თანხის შეფასება საფუძვლიანად და საიმედოდ;
ზ) რესტრუქტურიზაცია – არის პროგრამა, რომელიც დაგეგმილია და კონტროლდება ხელმძღვანელობის მიერ და არსებითად ცვლის ან
ზ.ა) ერთეულის საქმიანობის მოქმედების სფეროს; ან
ზ.ბ) მეთოდს, რომლითაც ხორციელდება აღნიშნული საქმიანობები.
თ) საუკეთესო შეფასება - „საუკეთესო შეფასება“ ეხება დისკონტირებული ღირებულების თანხას, როდესაც ფულის დროითი ღირებულების გავლენა არსებითია.
ი) წამგებიანი ხელშეკრულება - აქტივების ან მომსახურებების გაცვლის ისეთი ხელშეკრულებაა, რომელშიც ვალდებლებათა შესასრულებლად საჭირო გარდაუვალი ხარჯები აღემატება ხელშეკრულებით მისაღებ ეკონომიკურ სარგებელს ან მომსახურების პოტენციალს.
მუხლი 33. ანარიცხების, პირობითი ვალდებულებების და პირობითი აქტივების არსი
1. აღნიშნული თავი განსაზღვრავს ანარიცხებს, პირობით ვალდებულებებს, პირობითი აქტივებს და წარმოადგენს გარემოებებს, რომლებშიც უნდა მოხდეს ანარიცხების აღიარება, მათი შეფასება და მათ შესახებ ინფორმაციის განმარტებით შენიშვნებში წარდგენა, ასევე პირობითი ვალდებულებებისა და პირობითი აქტივების შესახებ გარკვეული სახის ინფორმაციის ასახვას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
2. აღნიშნული თავის მოქმედების სფეროდან გამოირიცხება:
ა) ის ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები, რომლებიც წარმოიქმნება ერთეულის მიერ უზრუნველყოფილი სოციალური დახმარებებისაგან, რისთვისაც ეს ერთეული პირდაპირ ამ დახმარებების სანაცვლოდ არ მიიღებს საზღაურს დახმარებების მიმღებთაგან, რომელიც დაახლოებით უტოლდება უზრუნველყოფილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას;
ბ)ის ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები, რომლებიც მომავალში შესასრულებელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულება წამგებიანი;
გ) ის ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები, რომლებიც წარმოიქმნება საშემოსავლო, მოგების ან სხვა გადასახადებთან დაკავშირებით; და
დ) ის ანარიცხები, პირობითი ვალდებულებების და პირობითი აქტივებისა, რომლებიც წარმოიქმნება დაქირავებულ მომუშავეთა შეღავათებისაგან, გარდა რესტრუქტურიზაციის შედეგად მომუშავეთა სამსახურიდან დათხოვნის დროს ანაზღაურებული შეღავათებისა.
ე) სპეციფიკური ტიპის ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები ან პირობით აქტივები, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო ხელშეკრულებებს, იჯარას (გარდა ისეთი საოპერაციო იჯარის ხელშეკრულებებისა, რომლებიც წამგებიანია); დასაქმებულთა დახმარებებს;
ვ) ანარიცხი, რომელიც უკავშირდება შემოსავლის აღიარებას;
ზ) ცვეთის, აქტივების გაუფასურებისა და საეჭვო ვალების ანარიცხები, რადგან აღნიშნული წარმოადგენს საბალანსო ღირებულების ცვლილებას.
3. ამ ინსტრუქციის შესაბამისად ანარიცხების კაპიტალიზაცია არ მოითხოვება.
4. აღნიშნული თავის მიზნებიდან გამომდინარე, „სოციალური დახმარებები“ ეხება საქონელს, მომსახურებას და სხვა დახმარებებს, რომლებიც სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად არის უზრუნველყოფილი. ასეთი დახმარებები მოიცავს:
ა) საზოგადოების უზრუნველყოფას ჯანდაცვის, განათლების, განსახლების, სატრანსპორტო და სხვა სოციალური მომსახურებით.
ბ) დახმარებების გადახდას ოჯახებისათვის, ასაკოვანი ადამიანებისათვის, უმწეო და დაუსაქმებელთათვის, ვეტერანებისა და სხვებისათვის.
5. სოციალური პოლიტიკით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო საქონელი და მომსახურება, მრავალ დემოგრაფიულ და სოციალურ პირობებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მათთან დაკავშირებული ვალდებულების თანხის წინასწარ განსაზღვრა ძნელია და აქტუალურ შეფასებას მოითხოვს.
6. სოციალური დახმარებებიდან წარმოშობილი ანარიცხი ან წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენა აღნიშნული თავის მოქმედების სფეროდან გამოირიცხება, თუ სახელმწიფო ერთეული, რომელიც ახორციელებს დახმარებით უზრუნველყოფას, პირდაპირ ამ დახმარებების სანაცვლოდ არ მიიღებს საზღაურს დახმარებების მიმღებთაგან, რომელიც დაახლოებით უტოლდება უზრუნველყოფილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას.
7. ერთეულის გადაწყვეტელიების საფუძველზე ამგვარი ვალდებულებების ანარიცხის აღიარება აისახება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, აღიარებისა და შეფასების საფუძვლების მითითებით.
8. ანარიცხები განსხვავებულია კრედიტორული დავალიანებისაგან, ვინაიდან ანარიცხების დასაფარად საჭირო მომავალი დანახარჯების გაწევის დრო და თანხა განუსაზღვრელია. ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული და მათი არსებობა დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ადგილი ექნება ან არ ექნება ერთ ან მეტ განუსაზღვრელ მოვლენას, რომლებიც მთლიანად არ ექვემდებარება ერთეულის კონტროლს, წარმოადგენს პირობითი აქტივებს და პირობით ვალდებულებებს.
9. ანარიცხები წარმოადგენს ვალდებულებებს, ვინაიდან ისინი ასახავენ მიმდინარე მოვალეობას და მოსალოდნელია, რომ მათ დასაფარად საჭირო გახდება ეკონომიკური სარგებლისა და მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გადინება.
10. პირობით ვალდებულებები არ აღიარდება ვალდებულებებად, ვინაიდან ისინი წარმოადგენს:
ა) პოტენციურ ვალდებულებებს, რადგან ჯერ კიდევ გასარკვევია - აქვს თუ არა ერთეულს მიმდინარე მოვალეობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლა; ან
ბ) მიმდინარე ვალდებულებებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს ინსტრუქციით განსაზღვრულ აღიარების კრიტერიუმებს (მოსალოდნელი არ არის, რომ მოცემული ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების ერთეულიდან გასვლა, ან შეუძლებელია ვალდებულების თანხის საკმარისად საიმედოდ შეფასება).
11. ანარიცხები აღიარდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) ერთეულს გააჩნია მიმდინარე მოვალეობა (იურიდიული ან კონსტრუქციული) წარსული მოვლენის შედეგად;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალეობის დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლა; და
გ) შესაძლებელია მოვალეობის თანხის საიმედოდ შეფასება.
12. წარსული მოვლენის შედეგად მიმდინარე მოვალეობის არსებობა დასტურდება არსებული ფაქტების გათვალისწინებით, რომ საანგარიშგებო თარიღისათვის მიმდინარე მოვალეობის არსებობა უფრო მეტად არის მოსალოდნელი, ვიდრე არ არსებობა და ეს უნდა დასტურდებოდეს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულებით, რომლის საფუძველზეც:
ა) ერთეული აღიარებს ანარიცხს, თუ საანგარიშო თარიღისათვის მიმდინარე მოვალეობის არსებობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არარსებობა (და თუ დაკმაყოფილებულია აღიარების კრიტერიუმები); და
ბ) ერთეული განმარტებით შენიშვნებში ასახავს პირობით ვალდებულებას, როდესაც საანგარიშგებო თარიღისათვის მიმდინარე მოვალეობის არარსებობა უფრო მოსალოდნელია და ერთეულიდან ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების მატარებელი რესურსების გასვლა შორეულ მომავალში არ არის მოსალოდნელი.
13. წარსული მოვლენა, რომელიც მიმდინარე მოვალეობას იწვევს, წარმოადგენს მავალდებულებელ მოვლენას და ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც:
ა) მოვალეობის შესრულება მოითხოვება კანონმდებლობით; ან
ბ) კონსტრუქციული მოვალეობის შემთხვევაში, როდესაც რაიმე მოვლენის (რომელიც შეიძლება იყოს ერთეულის ესა თუ ის ქმედება) შედეგად სხვა მხარეებს წარმოექმნებათ ერთეულის მიერ მოვალეობის შესრულების სამართლიანი მოლოდინი).
14. ფინანსური ანგარიშგება ეხება ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას საანგარიშო პერიოდის ბოლოს და არა მის შესაძლო მდგომარეობას მომავალში. შესაბამისად ანგარიშგებაში აისახება მხოლოდ საანგარიშგებო თარიღისათვის არსებული ვალდებულებები და არა ანარიცხები იმ დანახარჯებისათვის, რომლის გაწევაც საჭიროა ერთეულის მომავალი საქმიანობისათვის.
15. ანარიცხებად აღიარდება მხოლოდ ის მოვალეობები, რომლებიც წარმოიქმნება წარსული მოვლენების შედეგად და არსებობს ერთეულის მომავალი ქმედებებისაგან (ანუ მომავალში ერთეულის საქმიანობის წარმართვის) დამოუკიდებლად.
16. მოვალეობა ყოველთვის გულისხმობს მეორე მხარეს, რომლის წინაშეც არსებობს ვალდებულება. თუმცა აუცილებელი არ არის იმ მხარის იდენტიფიცირება, რომლის მიმართაც არსებობს ვალდებულება.
17. მოვლენა, რომელიც მოხდენისთანავე არ წარმოქმნის მოვალეობას, შესაძლოა მოგვიანებით წარმოქმნას იგი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების, ან იმის გამო, რომ ერთეულის ქმედება წარმოქმნის კონსტრუქციულ მოვალეობას.
18. ვალდებულება აკმაყოფილებს აღიარების კრიტერიუმებს თუ არსებობს, როგორც მიმდინარე მოვალეობა, ისე მოცემული მოვალეობის დაფარვის მიზნით ეკონომიკური სარგებელის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების ერთეულიდან გასვლის ალბათობა. როდესაც არსებობს ვალდებულებების ჯგუფი, მათ დასაფარად ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების ერთეულიდან გასვლის ალბათობა განისაზღვრება მთლიანად მოვალეობათა არსებული ჯგუფისათვის და აღიარდება ანარიცხებად.
19. მოვალეობის საიმედოდ შეფასებისათვის გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ერთეულს შეუძლია განსაზღვროს მოსალოდნელი შედეგების დიაპაზონი და გამოიყენოს ანარიცხების აღიარებისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მოვალეობის საიმედოდ შეფასება და აღიარება, ასეთი ვალდებულება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში აისახება, როგორც პირობითი ვალდებულება.
20. პირობითი ვალდებულება არ აღიარდება საბალანსო მუხლად და აისახება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების ერთეულიდან გასვლა მოსალოდნელია შორეულ მომავალში.
21. ერთეულს როდესაც გააჩნია მოვალეობის შესრულების სოლიდარული პასუხისმგებლობა, მოვალეობის ის ნაწილი, რომლის დაფარვაც მოსალოდნელია სხვა მხარეების მიერ, მიიჩნევა პირობით ვალდებულებად.
22. პირობითი ვალდებულებების შეფასება უნდა მოხდეს განუწყვეტლივ ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლის ალბათობის განსაზღვრის მიზნით, რადგან შესაძლოა პირობები არ განვითარდეს ისე, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. თუ მოსალოდნელია, რომ პირობითი ვალდებულების სახით ასახული მოვალეობის შესასრულებლად, საჭირო გახდება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლა, უნდა მოხდეს ანარიცხის აღიარება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც მოხდა ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლის ალბათობის შეცვლა (გარდა იმ იშვიათი შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია საიმედოდ შეფასება).
23. პირობითი აქტივები წარმოიქმნება დაუგეგმავი ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად, რომლებიც:
ა) ერთეულის სრულ კონტროლს არ ექვემდებარება
ბ) წარმოქმნის ერთეულში ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლის შესაძლებლობას.
24. პირობითი აქტივები ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება, რადგან იგი გამოიწვევს იმ შემოსავლის აღიარებას, რომლის მიღების ალბათობა ძალიან მცირეა და შესაძლოა არასოდეს მოხდეს.
25. პირობითი აქტივები არ აღიარდება საბალანსო მუხლად და აისახება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, როდესაც მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა.
26. პირობითი აქტივების შეფასება უნდა მოხდეს განუწყვეტლივ იმისათვის, რომ მოვლენების განვითარება სათანადოდ აისახო ფინანსურ ანგარიშგებაში. თუ ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა ეჭვს აღარ იწვევს და აქტივის ღირებულებითი შეფასება შესაძლებელია საიმედოდ, მოცემული აქტივის და მასთან დაკავშირებული შემოსავლის აღიარება მოხდება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელშიც მოხდა აღნიშნული ცვლილება.
მუხლი 34. ანარიცხების შეფასება
1. ანარიცხად აღიარებული თანხა უნდა წარმოადგენდეს იმ დანახარჯების საუკეთესო შეფასებას, რომელიც საჭიროა მიმდინარე მოვალეობის შესასრულებლად საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
2. მიმდინარე მოვალეობის შესასრულებელი დანახარჯების საუკეთესო შეფასებას წარმოადგენს თანხის ის ოდენობა, რომელსაც ერთეული გადაიხდიდა მოვალეობის შესასრულებლად, ან სხვა მხარისათვის გადასაცემად საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს.
3. შედეგებისა და ფინანსური ეფექტის შეფასება ხორციელდება ერთეულის ხელმძღვანელობის განსჯის საფუძველზე, რომელიც ემყარება მსგავსი ოპერაციებიდან მიღებულ გამოცდილებას და ზოგიერთ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშებს. გათვალისწინებული მტკიცებულებები მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ მომხდარი მოვლენებისაგან მიღებულ დამატებით მტკიცებულებას.
4. ანარიცხად ასაღიარებელ თანხასთან დაკავსირებული განუსაზღვრელობებისადმი, არსებობს განსხვავებული სახის მიდგომა. როდესაც შესაფასებელი ანარიცხი მოიცავს მუხლების დიდ რაოდენობას, მოვალეობა ფასდება ყველა შესაძლო შედეგისა და მათი ალბათობების შეწონვით. შესაბამისად, ანარიცხის ოდენობა განსხვავებული იქნება და დამოკიდებული თანხის დაკარგვის ალბათობაზე პროცენტულად.
5. ცალკეული ვალდებულების შეფასებისას, ყველაზე მოსალოდნელი შედეგი შესაძლოა წარმოადგენდეს ვალდებულების საუკეთესო შეფასებას. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ერთეული განიხილავს სხვა შესაძლო შედეგებს. თუ სხვა შესაძლო შედეგები, უმეტესწილად, მეტია ან მცირეა ყველაზე მოსალოდნელ შედეგზე, საუკეთესო შეფასება იქნება უმეტესი ან უმცირესი თანხა.
6. ანარიცხის შეფასება ხდება დაბეგვრამდე.
7. ანარიცხის თანხის საუკეთესო შეფასების მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნეს ის რისკები და განუსაზღვრელობა, რომლებიც მუდმივად თან ახლავს ბევრ მოვლენასა და გარემოებას.
8. რისკის კორექტირების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს ის თანხა, რომლითაც შეფასებულია ვალდებულება. განუსაზღვრელობის პირობებში გადაწყვეტილების მღება საჭიროებს პროფესიულ განსჯას, რომ არ მოხდეს აქტივებისა და შემოსავლის გადაჭარბებულად, ან დანახარჯებისა და ვალდებულებების შემცირებულად შეფასება რადგან, განუსაზღვრელობის ფაქტორი არ ამართლებს ჭარბი ანარიცხების შექმნას ან ვალდებულებების განზრახ გაზრდას.
9. განუსაზღვრელობა, რომელიც თან ახლავს ანარიცხთან დაკავშირებული დანახარჯების თანხას, განმარტებით შენიშვნებში აისახება.
10. ფულის დროითი ღირებულების გამო, ანარიცხების თანხა უნდა წარმოადგენდეს იმ დანახარჯების მიმდინარე ღირებულებას, რომლებიც მოსალოდნელია, რომ მოვალეობის შესასრულებლად იქნება საჭირო. ამ მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს ანარიცხების დისკონტირება.
11. როდესაც ანარიცხის დისკონტირება ხდება რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი მიმდინარე ღირებულება გაიზრდება ყოველ წელს, რადგან ანარიცხი უახლოვდება დაფარვის დროს. ამასთან, დროის გასვლის შედეგად დისკონტირებული თანხის ზრდა პერიოდის განმავლობაში უნდა აისახოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
12. დისკონტის განაკვეთი (ან განაკვეთები) უნდა წარმოადგენდეს დაბეგვრამდე არსებულ განაკვეთს (ან განაკვეთებს), რომელშიც გათვალისწინებულია ფულის დროითი ღირებულების მიმდინარე საბაზრო შეფასებისა და მოცემული ვალდებულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური რისკი. დისკონტის განაკვეთი (განაკვეთები) არ უნდა ასახავდეს იმ რისკებს, რომელთათვისაც მომავალი ფულადი სახსრების მოძრაობის შეფასებები იქნა კორექტირებული.
13. მომავალი მოვლენები (ინფლაციის განაკვეთების ცვლილება, კონკრეტული ფასთა ცვალებადობა ან ტექნოლოგიური ცვლილებები), რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ იმ თანხის ოდენობაზე, რომელიც საჭიროა ვალდებულების დასაფარად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ანარიცხებში, ინდექსირების გზით, თუ არსებობს მათი მოხდენის საკმარისი ობიექტური მტკიცებულება.
14. არსებული ვალდებულების შეფასებისას, მხედველობაში მიიღება შესაძლო ახალი კანონმდებლობის გავლენა, რომელიც შესაძლოა შეეხოს მთავრობის ან საჯარო სექტორის ინდივიდუალური ერთეულის არსებული ვალდებულების თანხას, თუ არსებობს საკმარისი ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ კანონის დამტკიცება აუცილებლად მოხდება. ყველა ცალკეულ შემთხვევაში. საჭიროა არსებობდეს იმის მტკიცებულება: ა) თუ რა მოთხოვნებს შეიცავს ახალი კანონმდებლობა და ბ) ნამდვილად შევა ძალაში კანონი თუ არა და აღსრულდება თუ არა სათანადოდ.
15. ანარიცხების შეფასებისას, აქტივების მოსალოდნელი გასვლის შედეგად მიღებული მოგება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუნდაც აქტივების გასვლა მჭიდროდ იყოს დაკავშირებული იმ მოვლენასთან, რომელმაც გამოიწვია ანარიცხების შექმნა. სანაცვლოდ, აქტივების მოსალოდნელი გასვლის შედეგად მისაღები მოგება ერთეულმა უნდა აღიაროს აქტივების გასვლასთან დაკავშირებით წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.
16. როდესაც მოსალოდნელია, რომ ანარიცხების დაფარვის დანახარჯებს (სადაზღვევო ხელშეკრულებების, ზარალის ანაზღაურების საგარანტიო შეთანხმების, მიმწოდებლის გარანტიების მეშვეობით და სხვ.) ნაწილობრივ ან მთლიანად აანაზღაურებს სხვა მხარე, ერთეულისთვის ანაზღაურების ან პირდაპირი გადახდის გზით, ანაზღაურება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა აღიარდეს, როდესაც ფაქტობრივად ეჭვგარეშეა ანაზღაურების მიღება ერთეულის მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში. ანაზღაურება უნდა განიხილებოდეს ცალკე აქტივად. ამასთან, აღიარებული ანაზღაურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ანარიცხების ოდენობას.
17. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთეული ვალდებული არ არის დაფაროს მოცემული დანახარჯები მესამე მხარის მიერ მათი გადაუხდელობის დროს, ერთეულს არ წარმოექმნება აღნიშნული ხარჯების დაფარვის ვალდებულება და ისინი ანარიცხებში არ აისახება.
18. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ანარიცხებთან დაკავშირებული დანახარჯები შესაძლოა აღირიცხოს ანაზღაურების აღიარებული თანხის გამოკლებით.
19. ანარიცხები უნდა გადაისინჯოს ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს და შესწორდეს მიმდინარე საუკეთესო შეფასების გათვალისწინების მიზნით. თუ მოსალოდნელი აღარ არის, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლა, უნდა მოხდეს ანარიცხების უკუგატარება.
20. დისკონტირების გამოყენებისას, ანარიცხის საბალანსო ღირებულება იზრდება თითოეულ პერიოდში, რათა მოხდეს დროის ფაქტორის გათვალისწინება. ამასთან, ანარიცხების თანხის ეს ზრდა აღიარდება საპროცენტო ხარჯის სახით.
21. ანარიცხი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ დანახარჯებისათვის, რომელთათვისაც თავდაპირველად იქნა აღიარებული ანარიცხი.
22. თუ ერთეულს დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც წამგებიანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე მოვალეობა (ანაზღაურებების გამოკლებით) უნდა აღიარდეს და შეფასდეს როგორც ანარიცხი.
23. წამგებიანი ხელშეკრულება ისეთი ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით მოვალეობების შესასრულებლად გარდაუვალი დანახარჯები აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელს ან მომსახურების პოტენციალს. შესაბამისად, მიმდინარე მოვალეობა ანაზღაურებების გამოკლებით აღიარდება ანარიცხად.
24. ხელშეკრულების მიხედვით, გარდაუვალი დანახარჯი არის ხელშეკრულებიდან გასვლის უმცირესი წმინდა დანახარჯი, რომელიც არის უმცირესი თანხა ხელშეკრულების შესრულებისათვის საჭირო დანახარჯებსა და ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ნებისმიერ კომპენსაციასა და ჯარიმებს შორის.
25. ანარიცხების აღიარების ჩანაწერები არ ვრცელდება გაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებულ ისეთ ხელშეკრულებებზე, რომლებიც შესაძლოა შეწყდეს მეორე მხარისადმი კომპენსაციის გადახდის გარეშე. სხვა ტიპის ხელშეკრულებებით განსაზღვრულია ხელშეკრულების თითოეული მხარის უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, როდესაც მოვლენების შედეგად ასეთი ხელშეკრულება წამგებიანი ხდება, ამგვარ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ვალდებულება, რომელიც უნდა აღიარდეს ანარიცხის სახით.
26. წამგებიანი კონტრაქტისათვის ცალკე ანარიცხების შექმნამდე ერთეული აღიარებს ხელშეკრულების შესრულებისათვის გამოყენებული აქტივების გაუფასურების ზარალს.
27. ანარიცხების აღიარების მიზნებისათვის, რესტრუქტურიზაციად განიხილება შემდეგი:
ა) საქმიანობის ან მომსახურების წილის გაყიდვა ან შეწყვეტა;
ბ) ფილიალის დახურვა, ან სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა რომელიმე ქვეყანაში ან რეგიონში, ან საქმიანობის გადატანა ერთი რეგიონიდან მეორეში;
გ) მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებები (მენეჯერული პოზიციის გაუქმება და სხვ.);
დ) ფუნდამენტური რეორგანიზაცია, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს ერთეულის საოპერაციო საქმიანობის ხასიათსა და მიმართულებაზე.
28. რესტრუქტურიზაციაზე დანახარჯების ანარიცხების სახით აღიარება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანარიცხების აღიარების ზოგადი კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია.
29. რესტრუქტურიზაციის კონსტრუქციული ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთეულს:
ა) აქვს რესტრუქტურიზაციის დეტალური ოფიციალური გეგმა, რომელშიც განსაზღვრულია:
ა.ა) რესტრუქტურიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობა/ფუნქციონირებადი ერთეული და საქმიანობის/ფუნქციონირებადი ერთეულის ნაწილი;
ა.ბ) ძირითადი ადგილმდებარეობა, რომელზეც გავლენას ახდენს რესტრუქტურიზაცია;
ა.გ) ადგილმდებარეობა, ფუნქციები და იმ მომუშავეთა მიახლოებითი რაოდენობა, რომლებსაც მიეცემათ კომპენსაცია მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში;
ა.დ) გასაწევი დანახარჯები; და
ა. ე) მოცემული გეგმის განხორციელების დრო;
ბ) იმ პირებისათვის, რომლებზეც რესტრუქტურიზაცია გავლენას ახდენს, შექმნილი აქვს რესტრუქტურუზაციის გატარების სამართლიანი მოლოდინი გეგმის განხორციელების დაწყებით ან მისი ძირითადი მახასიათებლების გამოცხადებით.
30. მთავრობის ან ინდივიდუალური ერთეულის მიერ რესტრუქტურიზაციის გეგმის განხორციელების დაწყების დასაბუთებას წარმოადგენს:
ა) რესტრუქტურზაციის გეგმის ძირითადი მახასიათებლების საჯაროდ გამოცხადება - რესტრუქტურიზაციის კონსტრუქციული მოვალეობაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გაკეთდება ისეთი გზით და ისე საკმარისად დეტალურად (ანუ განსაზღვრავს გეგმის ძირითად მახასიათებლებს), რომ იგი წარმოქმნის სხვა მხარეთა (მომხმარებლების, მომწოდებლების და მომუშავეების ან მათი წარმომადგენლების) მთავრობის ან ერთეულის მიერ რესტრუქტურიზაციის განხორციელებისადმი სამართლიან მოლოდინს;
ბ) აქტივების გაყიდვა ან გადაცემა;
გ) იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ან კლიენტებისათვის მომსახურების ალტერნატიული წყაროების დაფუძნება.
31. კონსტრუქციული მოვალეობის წარმოშობის მიზნით, გეგმის განხორციელების დაწყება შეძლებისდაგვარად, უმოკლეს პერიოდში უნდა განისაზღვროს, ხოლო დასრულება – ისეთ ვადაში, რომ საეჭვო იყოს მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. თუ მოსალოდნელია, რომ ადგილი ექნება რესტრუქტურიზაციის დაწყების მნიშვნელოვან შეფერხებას, ან რესტრუქტურიზაციის განხორციელებას დასჭირდება გაუმართლებლად დიდი პერიოდი, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გეგმით არ წარმოიქმნება სხვა მხარის სამართლიანი მოლოდინი იმის შესახებ, რომ მთავრობას ან ინდივიდუალურ ერთეულს აღებული აქვს რესტრუქტურიზაციის განხორციელების პასუხისმგებლობა, რადგან აღნიშნული პერიოდი იძლევა შემუშავებული გეგმის შეცვლის შესაძლებლობას.
32. ერთეულის ხელმძღვანელობის ან მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა საანგარიშგებო თარიღამდე, არ წარმოქმნის კონსტრუქციულ მოვალეობას საანგარიშგებო თარიღამდე, თუ ერთეულმა საანგარიშგებო თარიღამდე არ:
ა) დაიწყო რესტრუქტურიზაციის გეგმის განხორციელება; ან
ბ) განუცხადა რესტრუქტურიზაციის გეგმის მთავარი მახასიათებლები იმ პირებს, რომლებზეც გავლენას ახდენს რესტრუქტურიზაცია, ისეთი კონკრეტული გზით, რომ მათ წარმოეშვათ სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ ერთეული მომავალში განახორციელებს რესტრუქტურიზაციას.
33. თუ ერთეული იწყებს რესტრუქტურიზაციის გეგმის განხორციელებას ან მთავარ მახასიათებლებს აცნობს იმ მხარეებს, რომლებზეც იგი გავლენას ახდენს მხოლოდ საანგარიშგებო თარიღის შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს ინფორმაციის ასახვა განმარტებით შენიშვნებში, თუ რესტრუქტურიზაცია არსებით ხასიათს ატარებს და მისი გაუმჟღავნებლობა გავლენას იქონიებს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაზე.
34. როდესაც ერთეულს მოვალეობა წარმოექმნება წარსული მოვლენებისა და ერთეულის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთობლიობის (მომუშავეთა წარმომადგენლებთან სამუშაოდან დათხოვნის კომპენსაციასთან დაკავშირებით ან ოპერაციის გაყიდვის ან უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ შემსყიდველებთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების) შედეგად, მმართველი ორგანოს ან დირექტორთა საბჭოს წევრების მიერ საკითხების დამტკიცება და სხვა მხარეების ინფორმირება წარმოადგენს რესტრუქტურიზაციის კონსტრუქციული მოვალეობის აღიარების საფუძველს, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია რესტრუქტურიზაციის კონსტრუქციულ მოვალეობებად აღიარების კრიტერიუმები.
35. საქმიანობის გაყიდვის ან უსასყიდლოდ გადაცემის შედეგად ვალდებულება არ წარმოიქმნება, სანამ ერთეული ვალდებული არ იქნება გაყიდოს ან ტრანსფერით გადასცეს ოპერაცია, ანუ სანამ არ არსებობს მავალდებულებელი ხელშეკრულება.
36. ერთეულმა რომც მიიღოს საქმიანობის გაყიდვის გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოაცხადოს ამის შესახებ, იგი გაყიდვის ვალდებულებას მანამ არ იღებს, სანამ არ იქნება იდენტიფიცირებული საქმიანობის შემსყიდველი და არ დაიდება რეალიზაციის ხელშეკრულება. რეალიზაციის ხელშეკრულების დადებამდე ერთეულს შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და იძულებული იქნება აირჩიოს ქმედებების სხვა მიმართულება, თუ იგი ვერ მოძებნის მყიდველს ერთეულისათვის მისაღები პირობებით. როდესაც გაყიდვა წარმოადგენს მხოლოდ რესტრუქტურიზაციის ნაწილს, შესაძლოა კონსტრუქციული მოვალეობა წარმოიქმნას რესტრუქტურიზაციის სხვა ნაწილებისთვისაც მანამ, სანამ არსებობს გაყიდვაზე მავალდებულებელი ხელშეკრულება.
37. რესტრუქტურიზაცია, რომელიც მოიცავს საქმიანობის გადაცემას ერთი კონტროლირებადი ერთეულიდან მეორეზე (ასევე, ოპერაციების გადაცემას უფასოდ ან ნომინალური ღირებულებით), ხორციელდება მთავრობის განკარგულებით და არ გულისხმობს მავალდებულებელ ხელშეკრულებებს. ვალდებულება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სახეზეა გადაცემის მავალდებულებელი ხელშეკრულება. მაშინაც კი, როდესაც მოცემულ ტრანსფერებს შედეგად არ მოსდევს ანარიცხების აღიარება, დაგეგმილი ოპერაცია შესაძლოა აისახოს განმარტებით შენიშვნებში.
38. რესტრუქტურიზაციის ანარიცხი უნდა მოიცავდეს მხოლოდ რესტრუქტურიზაციის შედეგად წარმოქმნილ პირდაპირ დანახარჯებს, რომლებიც:
ა) აუცილებლად დაკავშირებულია რესტრუქტურიზაციასთან; და
ბ) დაკავშირებული არ არის ერთეულის მიმდინარე საქმიანობასთან.
რესტრუქტურიზაციის ანარიცხი არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა:
ა) თანამშრომელთა გადამზადების ან ტერიტორიულად ახალ სამუშაო ადგილზე გადაყვანის ხარჯები;
ბ) მარკეტინგის ხარჯები; ან
გ) ინვესტიციები ახალ სისტემებში და გასაღების ახალ ქსელებში.
39. აღნიშნული ხარჯები დაკავშირებულია მომავალი საქმიანობის წარმართვასთან და არ წარმოადგენს რესტრუქტურიზაციის ვალდებულებებს საანგარიშგებო თარიღისათვის. ამგვარი ხარჯების აღიარება ხდება იმავე საფუძველზე, რომელიც გამოიყენება რესტრუქტურიზაციისაგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი ხარჯების აღიარებისათვის.
40. აქტივების მოსალოდნელი გასვლის შედეგად მიღებული მოგება, რესტრუქტურიზაციის ანარიცხების შეფასებისას, მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც აქტივების რეალიზაცია მიჩნეულ იქნეს რესტრუქტურიზაციის ნაწილად.
მუხლი 35. ანარიცხების, პირობითი ვალდებულებების და პირობითი აქტივების
განმარტებითი შენიშვნები
1. ერთეულმა ანარიცხების თითოეული კლასისათვის განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) საბალანსო ღირებულება მოცემული პერიოდის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ბ) მოცემულ პერიოდში დამატებით შექმნილი ანარიცხები, მათ შორის, არსებული ანარიცხების ზრდა;
გ) მოცემული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული თანხები (ანუ მოცემული პერიოდის განმავლობაში დარიცხული და ანარიცხებიდან გამოქვითული თანხები);
დ) მიმდინარე პერიოდში გამოუყენებელი უკუგატარებული თანხები; და
ე) მოცემული პერიოდის განმავლობაში დროის გასვლის შედეგად დისკონტირებული თანხის ზრდა და დისკონტის განაკვეთის ნებისმიერი ცვლილება. ამასთან, წინა წლების შესადარისი ინფორმაცია არ მოითხოვება.
2. ანარიცხების თითოეული კლასისათვის ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოვალეობის არსის მოკლე აღწერა და შედეგად ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის გასვლის მიახლოებითი დრო;
ბ) მითითება ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის გადინების მოცულობასა და პერიოდულობასთან დაკავშირებულ განუსაზღვრელობათა შესახებ. როდესაც საჭიროა ადეკვატური ინფორმაციის წარდგენა, ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ძირითადი დაშვებები; და
გ) ნებისმიერი მოსალოდნელი ანაზღაურების თანხა იმ აქტივის თანხის ოდენობის მითითებით, რომელიც აღიარდა მოსალოდნელი ანაზღაურებისათვის.
3. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ვალდებულების დასაფარად ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლა შორეულ მომავალშია მოსალოდნელი, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული პირობითი ვალდებულების თითოეული კლასისათვის ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს პირობითი ვალდებულების შინაარსის მოკლე აღწერა, ხოლო სადაც მიზანშეწონილია:
ა) მისი ფინანსური ეფექტი;
ბ) ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების გასვლის მოცულობასა და ვადასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობები; და
გ) ნებისმიერი ანაზღაურების შესაძლებლობა.
4. ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები უნდა დაჯგუფდეს შინაარსის მიხედვით იმის გათვალისწინებით, მსგავსია თუ არა მათი არსი იმისათვის, რომ მათი ერთად წარდგენის შემდეგ შესრულდეს ინსტრუქციის წინამდებარე თავით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. თუ ანარიცხებისა და პირობითი ვალდებულების წარმოქმნას განაპირობებს ერთი და იგივე მოვლენები, ერთეული განმარტებით შენიშვნებში მოთხოვნილ ინფორმაციას იმდაგვარად ასახავს, რომ წარმოაჩინოს ანარიცხსა და პირობით ვალდებულებას შორის კავშირი.
6. გარკვეული გარემოებების პირობებში, ერთეულს შეუძლია გამოიყენოს გარე შეფასება იმისათვის, რომ განსაზღვროს ანარიცხი. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა მოხდეს შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოსაყენებლად განმარტებით შენიშვნებში ასახვა.
7. როდესაც მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი რესურსების შემოსვლა, ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს საანგარიშგებო თარიღისათვის არსებული პირობითი აქტივების შინაარსის მოკლე აღწერა, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია - ინსტრუქციის წინამდებარე თავის შესაბამისად შეფასებული ფინანსური ეფექტიც.
8. ინფორმაციის განმარტების მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ პირობით აქტივებზე (როგორც გაცვლითი, ისე არაგაცვლითი ოპერაციებიდან), რომელთა მიხედვითაც არსებობს საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ერთეულს ექნება სარგებელი. პირობით აქტივებთან მიმართებით ინფორმაციის გამჟღავნების დროს თავიდან იქნას აცილებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ალბათობის გარშემო დამაბნეველი მითითებები. საქმიანობის ბუნების გამოაშკარავებასთან ერთად, უნდა მოხდეს პირობითი აქტივის გაზომვა და შესაბამისი შეფასების გაკეთება ფინანსურ ეფექტთან მიმართებით და მოსალოდნელი ფულადი სახსრების ნაკადების დროსთან დაკავშირებით. თუ არ არსებობს სარგებლის მიღების ალბათობა (სხვადასხვა პირობების თუ გარემოებების გამო), ერთეული არ ასახავს აღნიშნულ პირობით აქტივს განმარტებით შენიშვნებში.
9. თუ პირობით აქტივებთან და პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის ასახული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, პრაქტიკულად შეუძლებელობის გამო, ეს ფაქტი უნდა გამჟღავნდეს.
10. როდესაც ერთეულს დავა აქვს სხვა მხარეებთან ანარიცხის, პირობითი ვალდებულების ან პირობითი აქტივის თაობაზე და ინსტრუქციის წინამდებარე თავით განსაზღვრული ინფორმაციის განმარტებით შენიშვნებში ასახვამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს ერთეული, ასეთ შემთხვევებში, საჭირო არ არის ამ ინფორმაციის ასახვა, მაგრამ ერთეულმა უნდა ასახოს დავის ზოგადი შინაარსი ამ ფაქტთან ერთად, იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც ინფორმაცია არ აისახა განმარტებით შენიშვნებში.
11. ადრე წარმოქმნილი ანარიცხების მიმდინარე პერიოდში აღიარების შედეგი უნდა აისახოს როგორც კაპიტალის საწყისი ნაშთის კორექტირება. სასურველია, თუმცა არ მოითხოვება ერთეულების მიერ (ა) ყველაზე ადრინდელი პერიოდის კაპიტალის საწყისი ნაშთის კორექტირება და (ბ) შესადარისი ინფორმაციის ხელახლა წარმოდგენა. თუ შესადარისი ინფორმაცია არ არის ხელახლა წარმოდგენილი, უნდა გამჟღავნდეს ეს ფაქტი განმარტებით შენიშვნებში
თავი IX
იჯარა
მუხლი 36. განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება - იჯარით გაცემული აქტივის ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომლის რეალიზაციას მეიჯარე არ უზრუნველყოფს ან გარანტირებულია მხოლოდ მეიჯარესთან დაკავშირებული მხარის მიერ;
ბ) გარანტირებული ნარჩენი ღირებულება მოიჯარისათვის - ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებულია მოიჯარის ან მოიჯარესთან დაკავშირებული მხარის მიერ (გარანტიის თანხა წარმოადგენს მაქსიმალურ თანხას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, გადახდილი უნდა იქნეს);
გ) გარანტირებული ნარჩენი ღირებულება მეიჯარისათვის - ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებულია მეიჯარის ან მეიჯარისგან დამოუკიდებელი მხარის მიერ, რომელსაც გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, შეასრულოს გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავალი -სხვაობა მთლიან საიჯარო ინვესტიციასა და წმინდა საიჯარო ინვესტიციას შორის;
ე) ეკონომიკური მომსახურების ვადა - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია, რომ აქტივი ეკონომიკურ სარგებელს, ან მომსახურების პოტენციალს ან პროდუქციის ან ანალოგიური ერთეულების რაოდენობას, მოუტანს ერთ ან მეტ მომხმარებელს;
ვ) თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები - არის უშუალოდ იჯარის ხელშეკრულების პირობების განხილვასა და შეთანხმებასთან დაკავშირებით გაწეული დაგროვებადი დანახარჯები, გარდა მწარმოებელი ან დილერი მეიჯარეების დანახარჯებისა;
ზ) იჯარის ვადის დასაწყისი - თარიღი, რომლიდანაც მოიჯარეს შეუძლია გამოიყენოს საიჯარო აქტივი და ეს წარმოადგენს იჯარის თავდაპირველი აღიარების თარიღს;
თ) იჯარის დასაწყისი - საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღსა და მხარეების მიერ იჯარის ძირითად პირობებთან დაკავშირებული ვალდებულების აღების თარიღს შორის უფრო ადრინდელი და ამავე თარიღით კლასიფიცირდება საიჯარო ხელშეკრულება ფინანსური ან ჩვეულებრივი იჯარად და თუ ეს ფინანსური იჯარაა, მაშინ განისაზღვრება თანხა, რომელიც უნდა აღიარდეს იჯარის ვადის დასაწყისში;
ი) იჯარა - მხარეთა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად, მეიჯარე, საიჯარო გადასახდელის ან გადასახდელების სერიის მიღების მიზნით, მოიჯარეს გადასცემს აქტივის გამოყენების უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
კ) იჯარის ვადა - არის მოიჯარის მიერ იჯარით აღებული აქტივით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას ან გაუქმებას, იმ დამატებით დროის მონაკვეთთან ერთად, რომლის განმავლობაში მოიჯარეს, ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს გააგრძელოს აქტივის გამოყენება გარკვეული დამატებითი თანხის გადახდის ან გადაუხდელობის პირობით;
ლ) მთლიანი საიჯარო ინვესტიცია არის:
ლ.ა) ფინანსური იჯარისათვის მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური საიჯარო გადასახდელების თანხისა; და
ლ.ბ)მეიჯარის სასარგებლოდ დაგროვებადი ყველა არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულების ერთობლიობა;
მ) მოიჯარის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთი -საპროცენტო განაკვეთი, რომლის გადახდაც მოიჯარეს მოუწევდა ანალოგიური იჯარისათვის ან, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იჯარის დასაწყისში მოიჯარე გადაიხდიდა ამ აქტივის შესაძენად საჭირო ოდენობის სესხისათვის, იმავე პერიოდზე, ასეთივე უზრუნველყოფით;
ნ) მინიმალური საიჯარო გადასახდელები - ის გადასახდელებია, რომლის გადახდა მოეთხოვება ან შეიძლება მოეთხოვოს მოიჯარეს იჯარის ვადის გასვლამდე, მეიჯარისათვის ასანაზღაურებელი პირობითი საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების დანახარჯებისა და გადახდილი გადასახადების გამოკლებით, შემდეგ გადასახდელებთან ერთად:
ნ.ა) მოიჯარისათვის მოიჯარის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე პირის მიერ გარანტირებული თანხები;
ნ.ბ) მეიჯარისათვის ნებისმიერი ნარჩენი ღირებულება, რომელიც მისთვის გარანტირებულია:
ნ.ბ.ა) მოიჯარის მიერ;
ნ.ბ.ბ) მოიჯარესთან დაკავშირებული პირის მიერ; ან
ნ.ბ.გ) ნებისმიერი დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ, რომელსაც შეუძლია ამ გარანტიის ფინანსურად შესრულება.
ამასთან, თუ მოიჯარეს აქვს აქტივის გამოსყიდვის უფლება ისეთი ფასით, რომელიც მოსალოდნელია, რომ გაცილებით დაბალი იქნება აქტივის რეალურ ღირებულებაზე მისი გამოსყიდვის თარიღისათვის და იჯარის დასაწყისისათვის არსებობს გონივრული მოლოდინი ამ უფლების გამოყენებისა, მაშინ მინიმალური საიჯარო გადასახდელები მოიცავს იჯარის ვადის განმავლობაში გადასახდელ მინიმალურ თანხებს (გამოსყიდვის უფლების გამოყენების სავარაუდო თარიღამდე) და აქტივის გამოსასყიდ თანხას;
ო) პირობითი საიჯარო ქირა - საიჯარო გადასახდელების ის ნაწილია, რომლის სიდიდე მუდმივი არ არის, მაგრამ ეფუძნება სხვა ცვლად ფაქტორებს, ვიდრე დროის მსვლელობას, როგორც მომავალი გაყიდვების ხვედრითი წილი, მომავალი გამოყენების მოცულობა, მომავალი ფასების ინდექსი, მომავალი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი;
პ) საოპერაციო იჯარა - ისეთი ტიპის იჯარაა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურ იჯარად;
ჟ) სასარგებლო მომსახურების ვადა - არის საიჯარო ვადის დაწყებიდან დარჩენილი შეფასებული პერიოდი, რომელიც დამოკიდებული არ არის საიჯარო ვადაზე და რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია აქტივში განივთებული ეკონომიკური სარგებლის, ან მომსახურების პოტენციალის მიღება ერთეულის მიერ;
რ) საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი ის დისკონტირებული საპროცენტო განაკვეთია, რომელიც იჯარის დასაწყისში უზრუნველყოფს დისკონტირებულ ღირებულებათა ჯამის ტოლობას:
რ.ა) მინიმალური საიჯარო გადასახდელებისა და
რ.ბ) არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულების
რ.ბ.ა) იჯარით გაცემული აქტივის რეალური ღირებულებისა და
რ.ბ.ბ) მეიჯარის ნებისმიერი თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯების ჯამთან;
ს) ფინანსური იჯარა - გულისხმობს აქტივთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას მოიჯარეზე, საკუთრების უფლების გადაცემის მიუხედავად;
ტ) შეუქცევადი იჯარა - ისეთი ტიპის იჯარაა, რომლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ:
ტ.ა) გაუთვალისწინებელი მოვლენის შედეგად, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს იჯარასთან;
ტ.ბ) მეიჯარის ნებართვით;
ტ.გ) თუ მოიჯარე აპირებს იმავე აქტივის იჯარის განახლებას ან სხვა ანალოგიური აქტივის იჯარით აღებას იმავე მეიჯარისაგან;
ტ.დ) მოიჯარის მიერ დამატებითი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება თავიდანვე ითვალისწინებდა აღნიშნული თანხის გადახდას, იჯარის გაგრძელების შემთხვევაში;
უ) წმინდა საიჯარო ინვესტიცია - არის მთლიანი საიჯარო ინვესტიცია, დისკონტირებული საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთით.
მუხლი 37. ზოგადი დებულებები იჯარაზე
1. აღნიშნული თავი განსაზღვრავს მოიჯარეებისა და მეიჯარეებისათვის შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკას და ფინანსურ და საოპერაციო იჯარასთან დაკავშირებულ განმარტებით შენიშვნებს.
2. წინამდებარე თავი გამოიყენება ყველა სახის იჯარის აღრიცხვისათვის, გარდა:
ა) მინერალების, ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და სხვა არაკვლავწარმოებადი რესურსების ძიებისა და გამოყენების საიჯარო ხელშეკრულებებისა;
ბ) ისეთი ობიექტების სალიცენზიო შეთანხმებებისა, როგორიცაა მხატვრული კინოფილმები, ვიდეოჩანაწერები, წარმოდგენები, ხელნაწერები, პატენტები და საავტორო უფლება;
გ) საინვესტიციო ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებისა.
3. აღნიშნული თავი ვრცელდება იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ითვალისწინებს აქტივების გამოყენების უფლების გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აქტივების ექსპლუატაციისა და შენახვისას შესაძლოა მეიჯარეს მიერ საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევა. ამასთან წინამდებარე თავი არ ეხება მომსახურების ისეთ ხელშეკრულებებს, რომლებიც არ ითვალისწინებს აქტივების გამოყენების უფლების გადაცემას ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარიდან მეორისათვის.
4. საიჯარო ხელშეკრულება ან ვალდებულება შეიძლება ითვალისწინებდეს საიჯარო გადასახდელების კორექტირების პირობებს: ა) საიჯარო აქტივის მშენებლობის ან შეძენის ღირებულების, ან ბ) სხვა ისეთი ხარჯებისა და ღირებულებების შეცვლასთან დაკავშირებით, როგორიცაა ფასების საერთო დონე, ან იჯარის დაფინანსებასთან დაკავშირებული მეიჯარის დანახარჯები იჯარის დასაწყისსა და იჯარის ვადის დასაწყისს შორის პერიოდში და ჩაითვლება, რომ ნებისმიერ ასეთ ცვლილებას ადგილი ჰქონდა იჯარის დასაწყისში.
5. ისეთი საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს მოიჯარისათვის საკუთრების უფლების გადაცემას, ხელშეკრულებით განსაზღვრული სათანადო პირობების შესრულების შემთხვევაში, შესაძებელია განხილულ იქნეს გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებად.
6. იმ შემთხვევაში, თუ ერთეულს სახელმწიფოს გარანტიის საფუძველზე აქვს სესხი აღებული, მოიჯარესათვის დადგენილ მზარდ სასესხო საპროცენტო განაკვეთში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის გარანტიისა და სხვა დაკავშირებული გადასახდელები. ეს, ჩვეულებრივ, გამოიწვევს მზარდ სასესხო საპროცენტო განაკვეთზე უფრო მცირე განაკვეთის გამოყენებას.
38. იჯარის კლასიფიკაცია
1. წინამდებარე თავში გამოყენებული საიჯარო ურთიერთობების კლასიფიკაცია ეყრდნობა იმას, თუ როგორ არის განაწილებული იჯარით გაცემულ აქტივთან დაკავშირებული რისკები და ეკონომიკური სარგებელი მეიჯარესა და მოიჯარეს შორის. რისკის ქვეშ აქ იგულისხმება: აქტივის გამოუყენებლობის, მორალური ცვეთის გამო ზარალის მიღების შესაძლებლობა ან ეკონომიკური პირობების ცვლილებით გამოწვეული აქტივის გამოყენებით მიღებული შემოსავლის სიდიდის ცვლილება.
2. ფინანსურია იჯარა, თუ იგი ითვალისწინებს ფაქტობრივად აქტივის ფლობასთან დაკავშირებული ყველა რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას, ხოლო საოპერაციოა იჯარა, თუ იგი არ ითვალისწინებს ფაქტობრივად აქტივის ფლობასთან დაკავშირებული ყველა რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას, ამასთან განსაზღვრა იმისა იჯარა ფინანსურია თუ საოპერაციო, დამოკიდებულია გარიგების შინაარსზე და არა ხელშეკრულების იურიდიულ ფორმაზე.
3. ფინანსურ იჯარად კლასიფიცირებას ცალკე ან ერთობლივად განაპირობებს შემდეგი კრიტერიუმები, თუმცა სავალდებულო არ არის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა მას ფინანსური იჯარის კლასიფიკაცია მიენიჭოს:
ა) იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს გადაეცემა აქტივის საკუთრების უფლება იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ;
ბ) მოიჯარეს უფლება აქვს, აქტივი შეიძინოს ისეთი ფასით, რომელიც მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად დაბალი იქნება აქტივის რეალურ ღირებულებაზე, რომელიც აქტივს გააჩნია უფლების გამოყენების მომენტში;
გ) იჯარის ვადა მოიცავს აქტივის ეკონომიკური მომსახურების ვადის ძირითად ნაწილს, მაშინაც კი, როდესაც საკუთრების უფლების გადაცემა არ ხდება;
დ) იჯარის დასაწყისისათვის მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება შეადგენს მინიმუმ იჯარით გაცემული აქტივის პრაქტიკულად მთლიან რეალურ ღირებულებას;
ე) იჯარით გაცემულ აქტივებს აქვს სპეციფიკური შინაარსი და მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია მათი გამოყენება, არსებითი მოდიფიკაციის გარეშე;
ვ) იჯარით გაცემული აქტივების ჩანაცვლება სხვა აქტივით ადვილი არ არის.
4. გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვა გარემოებებთან ერთად განაპირობებს იჯარის კლასიფიკაციას ფინანსურ იჯარად, შემდეგია:
ა) თუ მოიჯარეს შეუძლია იჯარის შეწყვეტა, მას დაეკისრება ზარალი, რომელსაც მეიჯარე მიიღებს იჯარის გაუქმების შედეგად;
ბ) ნარჩენი რეალური ღირებულების მერყეობის შედეგად მიღებული მოგება ან ზარალი წილად ხვდება მოიჯარეს და;
გ) მოიჯარეს შეუძლია იჯარა მეორადი პერიოდით გააგრძელოს, საბაზრო საიჯარო გადასახდელზე მნიშვნელოვნად ნაკლები საიჯარო გადასახდელით.
5. იჯარის კლასიფიკაცია ხდება იჯარის დასაწყისში. თუ შემდეგ მოიჯარე და მეიჯარე გადაწყვეტენ საიჯარო პირობების შეცვლას, იჯარის განახლების გარეშე ისე, რომ ეს გამოიწვევს იჯარის სხვაგვარად კლასიფიკაციას, შეცვლილი პირობები ძალაში იქნებოდა შესული იჯარის დასაწყისში, გადასინჯული შეთანხმება განიხილება ახალ ხელშეკრულებად, მისი ვადის განმავლობაში. თუმცა, შეფასებებში მომხდარი ცვლილებები ან სხვა გარემოებების შეცვლა არ იწვევს იჯარის ხელახალ კლასიფიკაციას ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის.
6. როდესაც იჯარის ხელშეკრულება მოიცავს მიწისა და შენობა-ნაგებობის ელემენტებს, ერთეულმა, ამ თითოეული ელემენტის ფინანსურ თუ საოპერაციო იჯარად კლასიფიცირება უნდა მოახდინოს ცალ-ცალკე, მიწის განუსაზღვრელი ეკონომიკური მომსახურების ვადის გათვალისწინებით.
7. მიწასა და შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული იჯარის კლასიფიცირებისა და აღრიცხვის დროს, მინიმალური საიჯარო გადასახდელი (ხელშეკრულებამდე გადახდილი ნებისმიერი საერთო თანხის ჩათვლით) უნდა განაწილდეს მიწასა და შენობა-ნაგებობებს შორის იჯარის დასაწყისში, საიჯარო ქონების რეალურ ღირებულებაში მიწის ელემენტისა და შენობა-ნაგებობის ელემენტის პროპორციულად. თუ შეუძლებელია საიჯარო გადასახდელების საიმედოდ განაწილება ამ ორ ელემენტს შორის, მთლიანი იჯარა კლასიფიცირდება როგორც ფინანსური იჯარა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნათელია, რომ ორივე ელემენტი წარმოადგენს საოპერაციო იჯარას, რომლის დროსაც მთლიანი იჯარა კლასიფიცირდება საოპერაციო იჯარის სახით.
8. მიწისა და შენობა-ნაგებობის იჯარის დროს, რომელშიც მიწის ელემენტის თანხა, რომელიც თავდაპირველად აღიარებული იქნებოდა როგორც მიწის ელემენტი, არაარსებითია, მიწა და შენობა-ნაგებობის ელემენტი, კლასიფიკაციის მიზნით, შეიძლება განხილულ იქნეს ერთ ელემენტად და კლასიფიცირდეს ფინანსურ ან საოპერაციო იჯარად. ასეთ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ეკონომიკური მომსახურების ვადა განიხილება მთლიანი საიჯარო აქტივის ეკონომიკური მომსახურების ვადად.
9. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს შეთანხმებას, აქტივის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა, იჯარა შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ერთ ელემენტს კერძო სექტორის ერთეულთან გაფორმებულ მრავალასპექტიან შეთანხმებებს შორის, რაც შეიძლება გულისხმობდეს მშენებლობას, საკუთრების უფლებას, მართვას და/ან აქტივების გადაცემას.
10. იჯარის ვადის დასაწყისისათვის მოიჯარემ ფინანსური იჯარა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა აღიაროს როგორც აქტივები და ვალდებულებები საიჯარო აქტივის რეალური ღირებულების ტოლი თანხით ან, თუ მასზე ნაკლებია, მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულებით, რომლებიც გაანგარიშებულია იჯარის დასაწყისში. მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების გამოსაანგარიშებელი დისკონტირების განაკვეთი იქნება საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი, თუ მისი დადგენა შესაძლებელია; თუ არა, გამოყენებულ უნდა იქნეს მოიჯარის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთი. მოიჯარის ნებისმიერი თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯი დაემატება აქტივის სახით აღიარებულ თანხას.
11. ოპერაციებისა და სხვა მოვლენების ასახვა და წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ეყრდნობოდეს ოპერაციის ბუნებისა და ფინანსური არსის და არა მხოლოდ მისი სამართლებრივი ფორმის გარკვევას. ფინანსური იჯარის არსებობის დამადასტურებელი არსებითი ნიშანი არის, რომ მოიჯარეს გადაეცემა საიჯარო აქტივის გამოყენებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი მისი ეკონომიკური მომსახურების ვადის ძირითადი ნაწილის განმავლობაში, რათა აქტივის მიახლოებითი რეალური ღირებულების შესაბამისად, მან დაფაროს საიჯარო ვალდებულებები და სხვა დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.
12. თუ ასეთი ტიპის იჯარა ასახული არ არის მოიჯარის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთეულის ეკონომიკური რესურსები და ვალდებულებების სიდიდე შემცირებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ფინანსური იჯარისათვის დამახასიათებელია მოიჯარის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღიარდეს აქტივი და მომავალში დასაფარი საიჯარო გადასახდელის ვალდებულება. იჯარის ვადის დასაწყისისათვის, მოიჯარის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში იჯარასთან დაკავშირებული აქტივი და ვალდებულება უნდა აისახოს ერთი და იმავე თანხით, თუ მოიჯარის თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები დამატებული არ არის აღიარებული აქტივის თანხაზე.
13. ფინანსურ ანგარიშგებაში საიჯარო აქტივებთან დაკავშირებული ვალდებულებები აისახება იჯარით გაცემული აქტივებიდან მათი გამორიცხვით.
14. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში საიჯარო ვალდებულებები უნდა გაიმიჯნოს მოკლევადიან და გრძელვადიან საიჯარო ვალდებულებებად.
15. მინიმალური საიჯარო გადასახდელები უნდა განაწილდეს, დარიცხული ფინანსური ხარჯებისა და გადაუხდელი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად. ფინანსური ხარჯები იჯარის მთლიანი ვადის განმავლობაში, თითოეულ საანგარიშგებო პერიოდზე ისე უნდა განაწილდეს, რომ წარმოიქმნას მუდმივი პერიოდული საპროცენტო განაკვეთი, თითოეული საანგარიშგებო პერიოდის ვალდებულებების ნაშთის მიმართ. პირობითი საიჯარო გადასახდელები ხარჯად აღირიცხება იმ პერიოდში, როდესაც იქნა გაწეული.
16. ფინანსური იჯარა წარმოშობს ამორტიზებადი აქტივის ცვეთის ხარჯს, ასევე ფინანსურ ხარჯს ყოველ საანგარიშგებო პერიოდში. ამორტიზებადი საიჯარო აქტივების მიმართ მოიჯარის მიერ გატარებული ცვეთის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს საკუთარი ცვეთადი აქტივების მიმართ გამოყენებულ ცვეთის დარიცხვის პოლიტიკას, თუ არ არსებობს იმის გონივრული მოლოდინი, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე მიიღებს საკუთრების უფლებას, აქტივი მთლიანად უნდა ჩამოიწეროს, იჯარის ვადასა და მის სასარგებლო მომსახურების ვადას შორის უმცირესი პერიოდის განმავლობაში.
17. საიჯარო აქტივის ცვეთის ანარიცხებისა და ფინანსური ხარჯების შესაბამისი თანხების ჯამი, როგორც წესი, არ ემთხვევა მოცემული საანგარიშგებო პერიოდის საიჯარო გადასახდელების ვალდებულებას. ამიტომ, მიზანშეწონილი არ არის გადახდას დაქვემდებარებული საიჯარო გადასახდელების აღიარება ხარჯის სახით. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აქტივებისა და მათი შესაბამისი ვალდებულებების თანხები იჯარის ვადის დასაწყისის შემდგომ პერიოდში ერთმანეთის ტოლი აღმოჩნდეს.
18. იმის დასადგენად, გაუფასურდა თუ არა საიჯარო აქტივი, ერთეულმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 39. იჯარის სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნაგანმარტებითი შენიშვნები
1. მოიჯარეებმა ფინანსური იჯარის შესახებ უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) აქტივების თითოეული კლასისათვის საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ნეტო საბალანსო ღირებულება;
ბ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხის შეჯერება მათ დისკონტირებულ ღირებულებასთან;
გ) გარდა ამისა, ერთეულმა უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხისა და მათი დისკონტირებული ღირებულების შესახებ, თითოეული პერიოდისათვის:
გ.ა) არა უგვიანეს ერთი წლისა;
გ.ბ) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა;
გ.გ) ხუთი წლის შემდეგ;
დ) მიმდინარე პერიოდის ხარჯად აღიარებული პირობითი საიჯარო ქირა;
ე) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა ქვეიჯარის მიხედვით, რომელთა მიღება მოსალოდნელია შეუქცევადი ქვეიჯარებიდან საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს; და
ვ) მოიჯარის არსებითი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ჩამონათვალით:
ვ.ა)გადასახდელი პირობითი საიჯარო ქირის განსაზღვრის საფუძველი;
ვ.ბ) განახლების ან შესყიდვის უფლებების არსებობა და პირობები და მასშტაბების გაზრდის პირობები; და
ვ.გ) საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც ეხება ნამეტისა და სააქციო კაპიტალის შენატანების უკუგებას, დივიდენდებს, ანალოგიურ განაწილებებს, დამატებით ვალს და შემდგომ იჯარას.
2. საოპერაციო იჯარის დროს, საიჯარო გადასახდელები (ისეთი მომსახურების დანახარჯების გარდა, როგორიცაა დაზღვევა და ტექნიკური მომსახურება) საიჯარო ვადის განმავლობაში ხარჯად უნდა აღიარდეს წრფივი მეთოდის მიხედვით, თუ სხვა სისტემატური მეთოდი უფრო ტიპური არ იქნება სარგებლის გამომყენებლისათვის დროის ამ მონაკვეთში.
3. საოპერაციო იჯარის შესახებ მოიჯარეებმა უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა, რომელთა მიღება მოსალოდნელია შეუქცევადი საოპერაციო იჯარის მიხედვით შემდეგი პერიოდებისათვის:
ა.ა) არა უგვიანეს ერთი წლისა;
ა.ბ) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა;
ა.გ) ხუთი წლის შემდეგ;
ბ) მომავალი მინიმალური საქვეიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა, რომელთა მიღება მოსალოდნელია შეუქცევადი იჯარის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს; და
გ) მოცემული პერიოდის ხარჯებში აღიარებული საიჯარო და საქვეიჯარო გადასახდელები, მინიმალური საიჯარო გადასახდელების, პირობითი საიჯარო ქირისა და საქვეიჯარო გადასახდელების თანხების ცალკე გამოყოფით;
დ) მოიჯარის არსებითი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ჩამონათვალით:
დ.ა) გადასახდელი პირობითი საიჯარო ქირის განსაზღვრის საფუძველი;
დ.ბ) განახლების ან შესყიდვის უფლებების არსებობა და პირობები და მასშტაბების გაზრდის პირობები; და
დ.გ) საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც ეხება ნამეტისა და სააქციო კაპიტალის შენატანების უკუგებას დივიდენდებს ან ანალოგიურ განაწილებებს, დამატებით ვალს და შემდგომ იჯარას.
4. ფინანსური იჯარის შესახებ მეიჯარეებმა უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული მთლიანი საიჯარო ინვესტიციის შეჯერება, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებულ მისაღებ მინიმალურ საიჯარო გადასახდელების დისკონტირებულ ღირებულებასთან. ამასთან, ერთეულმა დამატებით უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია, მთლიანი საიჯარო ინვესტიციისა და მისაღები მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების შესახებ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, თითოეული შემდეგი პერიოდისათვის:
ა.ა) არა უგვიანეს ერთი წლისა;
ა.ბ) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა;
ა.გ) ხუთი წლის შემდეგ;
ბ) გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავალი;
გ) არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება, რომელიც ზრდის მეიჯარის სარგებელს;
დ) მინიმალური საიჯარო გადასახდელების ამოუღებელი მოთხოვნების აკუმულირებული შესწორება;
ე) ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში აღიარებული პირობითი საიჯარო ქირა; და
ვ) მეიჯარის არსებითი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერა.
5. საოპერაციო იჯარის დროს მეიჯარეებმა საიჯარო აქტივები უნდა წარადგინონ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, აქტივის ბუნების შესაბამისად.
6. საოპერაციო იჯარის პირობების განხილვისა და ხელშეკრულების მომზადების პროცესში, მეიჯარის მიერ გაწეული თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები უნდა დაემატოს საიჯარო აქტივის საბალანსო ღირებულებას და ხარჯად აღიარდეს იჯარის მთელი ვადის განმავლობაში იმავე მეთოდით, როგორც იჯარიდან შემოსავალი.
7. ცვეთადი საიჯარო აქტივების ცვეთის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს მეიჯარის მიერ ანალოგიური აქტივების მიმართ გამოყენებულ ჩვეულებრივ ცვეთის პოლიტიკას.
8. იმის დასადგენად, გაუფასურდა თუ არა საიჯარო აქტივი, ერთეულმა უნდა გამოიყენოს შესაბამისი გაუფასურების ტესტი, რომელიც მოცემულია საერთაშორისო და/ან ადგილობრივ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებში.
9. საოპერაციო იჯარის დროს მეიჯარეებმა უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელები, რომელთა მიღება მოსალოდნელია შეუქცევადი საოპერაციო იჯარის მიხედვით, მთლიანად და თითოეული შემდეგი პერიოდისათვის:
ა.ა) არა უგვიანეს ერთი წლისა;
ა.ბ) ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა;
ა.გ) ხუთი წლის შემდეგ;
ბ) საანგარიშგებო პერიოდში ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში აღიარებული მთლიანი პირობითი საიჯარო ქირა; და
გ) მეიჯარის მნიშვნელოვანი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერა.
მუხლი 40. იჯარით მიღებული შემოსავლების აღრიცხვა
1. ტერმინი “მწარმოებელი ან დილერი მეიჯარე“ ამ თავში ვრცელდება საჯარო სექტორის ყველა იმ ერთეულზე, რომელიც აწარმოებს აქტივებს ან ვაჭრობს აქტივებით და აგრეთვე ახორციელებს ასეთი აქტივების იჯარით გაცემას, მიუხედავად იჯარის, ვაჭრობის ან წარმოების მასშტაბებისა. ეს თავი აგრეთვე ადგენს იმ მოგებისა თუ ზარალის აღრიცხვის მეთოდებს, ისეთი მწარმოებელი ან დილერი მეიჯარისთვის, რომელიც წარმოიშობა აქტივების გადაცემისას.
2. საჯარო სექტორის ერთეულები შეიძლება მოგვევლინონ როგორც ფინანსური იჯარის გამცემი მეიჯარეები სხვადასხვა გარემოებებში, მათ შორის:
ა) საჯარო სექტორის ერთეული, რომელიც რეგულარულად ვაჭრობს აქტივებით;
ბ) მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური დანიშნულების მქონე ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია აქტივების შესყიდვებსა და ყველა დანარჩენი ერთეულის მომარაგებაზე.
3. ფინანსური იჯარის დროს მეიჯარეებმა აქტივი უნდა აღიარონ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში და წარმოადგინონ იგი დებიტორული დავალიანების სახით, წმინდა საიჯარო ინვესტიციების ტოლი თანხით.
4. მისაღები საიჯარო გადასახდელი მეიჯარის მიერ განიხილება როგორც ძირითადი თანხის დაფარვა და გარკვეული ფინანსური შემოსავლის მიღება, როდესაც მას აუნაზღაურდება და ეკონომიკური სარგებლის სახით დაუბრუნდება ჩადებული ინვესტიცია და მომსახურება.
5. მეიჯარის მიერ გაწეული თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები (საკომისიო, იურიდიული მოსაკრებელი და შიდა დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია იჯარის პირობების განხილვასა და შეთანხმებასთან) ფინანსური იჯარის დროს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მეიჯარეა მწარმოებელი ან დილერი, ჩაირთვება ფინანსური იჯარის მოთხოვნების თავდაპირველ შეფასებაში და ამცირებს იჯარის ვადაში აღიარებულ შემოსავალს, განსხვავებით საერთო ზედნადები ხარჯებისაგან, როგორიცაა მარკეტინგსა და გაყიდვებზე გაწეული ხარჯები.
6. საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია ისე, რომ თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები ავტომატურად ჩართულია ფინანსური იჯარიდან მოთხოვნებში და არ არსებობს მისი ცალკე ჩართვის აუცილებლობა.
7. იჯარის პირობების განხილვასა და შეთანხმებასთან დაკავშირებით, მეიჯარე მწარმოებლის ან დილერის მიერ გაწეული დანახარჯები გამორიცხულია თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯების განმარტებიდან. ამის შედეგად ისინი გამორიცხულია წმინდა საიჯარო ინვესტიციიდან და ხარჯად აღიარდება გაყიდვიდან მოგების აღიარებისთანავე, რომელიც ფინანსური იჯარის დროს, ჩვეულებრივ, ხდება იჯარის ვადის დასაწყისში.
8. ფინანსური შემოსავლის აღიარება უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ იჯარაში მეიჯარის წმინდა საიჯარო ინვესტიციების უკუგების მუდმივი პერიოდული განაკვეთის ამსახველ მოდელს.
9. მეიჯარის მიზანია ფინანსური შემოსავლის განაწილება სისტემატურ და რაციონალურ საფუძველზე, იჯარის მთელი ვადის განმავლობაში. საანგარიშგებო პერიოდის საიჯარო გადასახდელი, მომსახურების დანახარჯების გამორიცხვით, მიმართულია მთლიანი საიჯარო ინვესტიციის საპირისპიროდ, როგორც ძირითადი თანხის, ისე გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავლის შემცირებისაკენ.
10. მეიჯარის მთლიანი ინვესტიციის თანხის განსაზღვრისათვის გამოყენებული შეფასებითი არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება პერიოდულად უნდა გადაისინჯოს. თუ არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება შემცირებულია, უნდა გადაისინჯოს აგრეთვე იჯარის ვადაში შემოსავლის განაწილება და ნებისმიერი შემცირების დაგროვილი თანხები დაუყოვნებლივ აღიარდეს.
11. მწარმოებლებმა ან დილერმა მეიჯარეებმა გაყიდვიდან მიღებული მოგება ან ზარალი უნდა აღიარონ იმ პერიოდში, იმავე სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც ერთეული იყენებს გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას.
12. თუ გამოყენებულია ხელოვნურად შემცირებული საპროცენტო განაკვეთი, გაყიდვიდან მოგების ან ზარალის ოდენობა უნდა შეიზღუდოს იმ ზომამდე, რომელიც მისაღები იქნებოდა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენების დროს. მეიჯარე მწარმოებლის ან დილერის მიერ იჯარის პირობების განხილვისა და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯები, ხარჯის სახით, უნდა აღიარდეს გაყიდვიდან მოგების აღიარებისთანავე.
13. საჯარო სექტორის ერთეულები, რომლებიც აწარმოებენ ან ვაჭრობენ აქტივებით, ხშირად მომხმარებელს სთავაზობენ აქტივის შეძენის ან იჯარის ალტერნატივას. მწარმოებელი ან დილერი მეიჯარეების მიერ აქტივის ფინანსური იჯარით გადაცემის შედეგად წარმოიშობა ორი ტიპის შემოსავალი:
ა) მოგება ან ზარალი, რომელიც ეკვივალენტურია იმ მოგება-ზარალის თანხებისა, რომელიც მიღებული იქნება იჯარით გაცემული აქტივის ჩვეულებრივი გასაყიდი ფასებით გაყიდვის შედეგად და დამოკიდებულია მოცულობაზე ან სავაჭრო დათმობებზე; და
ბ) ფინანსური შემოსავალი იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
14. მეიჯარე მწარმოებლების ან დილერების მიერ განხორციელებული ფინანსური იჯარის დროს, იჯარის ვადის დასაწყისში აღიარებული გაყიდვიდან შემოსავალი არის აქტივის რეალური ღირებულება ან, თუ უფრო მცირეა, მეიჯარის სასარგებლოდ დაგროვილი მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება, გაანგარიშებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე. იჯარის ვადის დასაწყისში აღიარებადი გაყიდვის თვითღირებულება არის იჯარით გაცემული აქტივის თვითღირებულება ან მისი საბალანსო ღირებულება, თუ ისინი განსხვავებულია, არაგარანტირებული დისკონტირებული ნარჩენი ღირებულების გამოკლებით. სხვაობა გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალსა და გაყიდვის თვითღირებულებას შორის წარმოადგენს გაყიდვიდან მიღებულ მოგებას, ან ზარალს, რომელიც აღიარდება ერთეულის მიერ, ღია გაყიდვის პროცესების მიმართ გამოყენებული პოლიტიკის შესაბამისად.
15. თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები ხარჯის სახით აღიარდება იჯარის ვადის დასაწყისში, რადგან ეს ხარჯები, ძირითადად, დაკავშირებულია მწარმოებლის ან დილერის მიერ აქტივის გაყიდვიდან მოგების ან ზარალის მიღებასთან.
16. იჯარიდან მიღებული შემოსავალი უნდა აღიარდეს თანაბარზომიერად, წრფივი მეთოდით, იჯარის მთელი ვადის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სისტემატური საფუძველი უფრო დამახასიათებელია იმ დროის მონაკვეთისათვის, რომლის დროსაც იჯარით გაცემული აქტივის გამოყენებიდან მიღებული სარგებელი მცირდება.
17. მეიჯარე მწარმოებელი ან დილერი საოპერაციო იჯარის გაფორმებისას არ აღიარებს გაყიდვიდან მოგებას, რადგან იგი არ არის გაყიდვის ეკვივალენტური.
18. უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაცია გულისხმობს აქტივის გაყიდვას და იმავე აქტივის იჯარის გზით უკან დაბრუნებას. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, საიჯარო ქირა და აქტივის გასაყიდი ფასი ურთიერთდამოკიდებულია, რადგან ისინი განიხილება როგორც ერთიანი პაკეტი. აქტივის გაყიდვისა და მისი იჯარით უკან დაბრუნების ოპერაციის აღრიცხვის წესი დამოკიდებულია იჯარის ტიპზე.
19. თუ აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაცია წარმოადგენს ფინანსურ იჯარას, გაყიდვიდან ამონაგები თანხის არანაირი ნამეტი მის საბალანსო ღირებულებაზე არ შეიძლება გამყიდველ-მოიჯარის მიერ მაშინვე აღიარდეს შემოსავლის სახით. სანაცვლოდ, იგი აისახება გადავადებული შემოსავლების სახით და თანდათანობით ამორტიზდება იჯარის მთელი ვადის განმავლობაში.
20. თუ აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვა წარმოადგენს საოპერაციო იჯარას და აშკარაა, რომ ოპერაცია ეყრდნობა რეალურ ღირებულებას, მაშინ მოგებისა და ზარალის ნებისმიერი თანხა უნდა აღიარდეს დაუყოვნებლივ. თუ აქტივის გასაყიდი ფასი დაბალია მის რეალურ ღირებულებაზე, მაშინ ნებისმიერი მოგებისა და ზარალის თანხა მაშინვე უნდა აღიარდეს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ზარალის კომპენსაცია ხდება საბაზრო ფასზე დაბალი ღირებულების მქონე მომავალი საიჯარო გადასახდელებით. ამ დროს სხვაობა უნდა გადავადდეს და ამორტიზდებოდეს საიჯარო გადასახდელების პროპორციულად იმ ვადაში, რომელშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენება. თუ აქტივის გასაყიდი ფასი აღემატება მის რეალურ ღირებულებას, მათ შორის სხვაობის თანხა ასევე უნდა გადავადდეს და ამორტიზაცია განხორციელდეს იმ ვადაში, რომელშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენება.
21. საოპერაციო იჯარის დროს, თუ აქტივის რეალური ღირებულება უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციის მომენტისათვის ნაკლებია მის საბალანსო ღირებულებაზე, ზარალის თანხა, რომელიც აქტივის საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის ტოლია, დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს.
22. ფინანსური იჯარის დროს, აუცილებელი არ არის ამგვარი კორექტირება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც: ა) აქტივის ღირებულება გაუფასურებულია და ბ) აუცილებელია ანალოგიური გაუფასურების აღიარება უზრუნველყოფილი იყოს გაუფასურების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტებით, რომელსაც იყენებს ერთეული.
23. მოიჯარისა და მეიჯარისათვის განსაზღვრული განმარტებითი მოთხოვნები თანაბრად ეხება აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციებსაც. მნიშვნელოვანი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერის მოთხოვნა განაპირობებს ინფორმაციის გახსნას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნიკალური ან განსაკუთრებულიდებულებების, ან აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციებით გათვალისწინებული პირობების შესახებ.
თავი X
სავალუტო ოპერაციები
მუხლი 41 . განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) არაფულადი მუხლი - მუხლი, რომელიც არ არის ფულადი;
ბ) მიმდინარე (სპოტ) გაცვლითი კურსი - ვალუტის გაცვლითი კურსი დაუყოვნებელი მიწოდებისას;
გ) საანგარიშგებო ვალუტა - ვალუტა, რომელშიც ხდება ანგარიშგების წარდგენა;
დ) საბოლოო სავალუტო კურსი - ანგარიშგების თარიღისათვის არსებული სპოტ გაცვლითი კურსი;
ე) სავალუტო კურსი - ორი ვალუტის ერთიმეორეზე გაცვლის კოეფიციენტი;
ვ) საკურსო სხვაობა - სხვაობა, რომელიც მიიღება ერთი ვალუტის მოცემული რაოდენობის ერთეულების გადაანგარიშებისას სხვა ვალუტაში, სხვადასხვა გაცვლითი კურსის გამოყენებით;
ზ) სამუშაო ვალუტა - ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტა, რომელშიც ერთეული ეწევა საქმიანობას;
თ) უცხოური ერთეული - ერთეული, რომელიც არის კონტროლირებული ერთეული, მოკავშირე ერთეული, ერთობლივი საქმიანობა, ან ანგარიშმგები ერთეულის ფილიალი, რომლის საქმიანობაც დაფუძნებულია ან ხორციელდება ანგარიშმგები ერთეულის ქვეყნიდან ან ვალუტიდან განსხვავებულ ქვეყანაში ან ვალუტაში;
ი) უცხოური ვალუტა - ნებისმიერი ვალუტა, რომელიც განსხვავდება ერთეულის სამუშაო ვალუტისგან;
კ) ფულადი მუხლი - არსებული ვალუტის ერთეული, ასევე მისაღები ან გადასახდელი აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც გამოხატულია ვალუტის ერთეულის ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობით.
მუხლი 42. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა
1. ერთეულმა უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს ინსტრუქციის წინამდებარე თავით:
ა) უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებისა და არსებული ნაშთების ბუღალტრული აღრიცხვისათვის;
ბ) უცხოური ერთეულის ფინანსური შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის გადასაანგარიშებლად, რომელიც შედის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში; და
გ) ერთეულის ფინანსური შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის სამუშაო ვალუტიდან საანგარიშგებო ვალუტაში გადაანგარიშებისას.
2. ოპერაცია უცხოურ ვალუტაში წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც გამოსახულია უცხოურ ვალუტაში ან მოითხოვს დაფარვას უცხოურ ვალუტაში, მათ შორის ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადგილი აქვთ, როდესაც ერთეული:
ა) ყიდულობს ან ყიდის საქონელს ან მომსახურებას, რომლის ფასიც გამოსახულია უცხოურ ვალუტაში;
ბ) სესხულობს ან გაასესხებს სახსრებს, როდესაც მოთხოვნების და ვალდებულებების თანხები გამოსახულია უცხოურ ვალუტაში;
გ) სხვაგვარად იძენს ან ასხვისებს აქტივებს, იღებს ან ფარავს ვალდებულებას, რომელიც დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.
3. თავდაპირველი აღიარებისას, უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაცია უნდა ჩაიწეროს სამუშაო ვალუტაში, სამუშაო ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის ოპერაციის განხორციელების თარიღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით.
4. როდესაც უცხოური ვალუტის ოპერაციის შედეგად წარმოიქმნება ფულადი მუხლები და ოპერაციის თარიღსა და ანგარიშსწორების თარიღს შორის სავალუტო კურსი იცვლება, წარმოიქმნება საკურსო სხვაობა. როდესაც ოპერაციის ანგარიშსწორება ხდება იმავე სააღრიცხვო პერიოდში, რომელშიაც განხორციელდა ოპერაცია, მთელი საკურსო სხვაობა აღიარდება ამ პერიოდში, ხოლო როდესაც ოპერაციის ანგარიშსწორება ხდება მომდევნო სააღრიცხვო პერიოდში, საკურსო სხვაობა ანგარიშსწორების თარიღამდე განისაზღვრება თითოეული პერიოდის განმავლობაში, გაცვლითი კურსის ცვლილების შესაბამისად.
5. ოპერაციის თარიღი წარმოადგენს თარიღს, როდესაც პირველად შესრულდება ოპერაციის აღიარების კრიტერიუმები.
6. სამუშაო ვალუტა არის:
ა) ვალუტა:
ა.ა) რომელშიც მიიღება შემოსავლები;
ა.ბ) რომელიც ძირითადად ზემოქმედებას ახდენს საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასზე (ვალუტა, რომელშიც დგინდება და იხდება საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასი); და
ა.გ) იმ ქვეყნის, რომლის კონკურენტუნარიანობა და რეგულაციები ძირითადად განსაზღვრავენ მისი საქონლისა და მომსახურების სარეალიზაციო ფასებს.
ბ) ვალუტა, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს მუშახელზე, მასალებზე და საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა დანახარჯებზე (ვალუტა, რომელშიც გამოიხატება და გადაიხდება ასეთი დანახარჯები).
7. ერთეულის სამუშაო ვალუტას განსაზღვრავს ასევე შემდეგი ფაქტორები:
ა) ფინანსური საქმიანობიდან წარმოქმნილი სახსრების ვალუტა;
ბ) საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ასახვის ვალუტა.
8. როდესაც სამუშაო ვალუტის განმსაზღვრელი ინდიკატორები შერეულია და სამუშაო ვალუტა არ არის ნათლად გამოხატული, სამუშაო ვალუტის განსაზღვრა, რომელიც ყველაზე ზუსტად წარმოაჩენს საბაზისო ოპერაციების, მოვლენებისა და მდგომარეობის ეკონომიკურ შედეგებს, წარმოადგენს ხელმძღვანელობის განსჯის საგანს.
9. ერთეულის დადგენილი სამუშაო ვალუტა აღარ იცვლება, თუ არ მოხდა ცვლილება საბაზისო ოპერაციებში, მოვლენებსა და მდგომარეობაში.
10. როდესაც ერთეული ბუღალტრულ ჩანაწერებს აწარმოებს სამუშაო ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში, ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომენტისათვის ყველა თანხები გადაიანგარიშება სამუშაო ვალუტაში.
11. როდესაც ერთეულის სამუშაო ვალუტა იცვლება, სამუშაო ვალუტის ცვლილების შედეგი მხედველობაში მიიღება პერსპექტიულად - ერთეულმა ყველა მუხლის გადაანგარიშება უნდა მოახდინოს ახალ სამუშაო ვალუტაში ცვლილების თარიღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით.
12. იმ შემთხვევაში, თუ ერთეულის საანგარიშგებო ვალუტა განსხვავდება სამუშაო ვალუტისგან, მისი ფინანსური საქმიანობის შედეგები და ფინანსური მდგომარეობა გადაყვანილი უნდა იქნეს საანგარიშგებო ვალუტაში.
13. ნებისმიერი ერთეული - იქნება ეს დამოუკიდებელი ერთეული, ერთეული უცხოური ერთეულით (მაკონტროლებელი ერთეული), ან უცხოური ერთეული (კონტროლირებული ერთეული ან ფილიალი) - ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას უცხოური ვალუტის მუხლების სამუშაო ვალუტაში გადაანგარიშების შედეგებს ასახავს არასაოპერაციო შემოსავლებში/ხარჯებში.
14. ერთეულებს, რომლებიც ადგენენ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი ფინანსური ანგარიშგება ნებისმიერ ვალუტაში (ან ვალუტებში).
15. ეკონომიკური ერთეულის ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის მიზნებისათვის, საანგარიშგებო ვალუტად გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
16. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის მიზნით, ეკონომიკური ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა სამუშაო ვალუტის მქონე ერთეულების ფინანსური საქმიანობის შედეგები და ფინანსური მდგომარეობა უნდა იქნეს გადაანგარიშებული ერთიან საანგარიშგებო ვალუტაში, ანგარიშგების თარიღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
17. თითოეული საანგარიშგებო თარიღისათვის:
ა) ფულადი მუხლები უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშდება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული სავალუტო კურსის გამოყენებით;
ბ) არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია ისტორიული ღირებულების მიხედვით უცხოურ ვალუტაში, გადაანგარიშდება ოპერაციის განხორციელების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის გამოყენებით;
გ) არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით უცხოურ ვალუტაში, გადაანგარიშდება რეალური ღირებულების დადგენის თარიღისათვის არსებული გაცვლითი კურსით.
18. საანგარიშგებო თარიღისათვის გადაანგარიშებას ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფულადი მუხლები, რომელთა არსებითი მახასიათებელი არის უფლება მიიღო ან ვალდებულება, რომ შეასრულო ვალუტის ერთეულის ფიქსირებული ან განსაზღვრული ოდენობა.
19. უცხოურ ვალუტაში გამოსახული არაფულადი მუხლები, რომელთა მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს უფლების არქონა, მიიღო ან ვალდებულება, რომ შეასრულო ვალუტის ერთეულის ფიქსირებული ან განსაზღვრული ოდენობა, არ ექვემდებარება გადაანგარიშებას საანგარიშგებო თარიღისათვის, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) როდესაც არაფულადი მუხლების გადაანგარიშება ხდება ახალ სამუშაო ვალუტაში;
ბ) როდესაც ხდება უცხოური ერთეულის არაფულადი მუხლების ეკონომიკური ერთეულისთვის დადგენილ ერთიან საანგარიშგებო ვალუტაში გადაანგარიშება.
20. უცხოური ერთეულის ფინანსური შედეგების და ფინანსური მდგომარეობის ჩართვა ანგარიშმგები ერთეულის ფინანსურ შედეგებში და ფინანსურ მდგომარეობაში წარმოებს კონსოლიდაციის ჩვეულებრივი პროცედურებით, როგორიცაა ეკონომიკური ერთეულის ფარგლებში ნაშთებისა და ოპერაციების ამოთიშვა. ამასთან, ეკონომიკური ერთეულის შიგნით არსებული მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ფულადი აქტივი (ან ვალდებულება) არ შეიძლება ამოთიშულ იქნეს ეკონომიკური ერთეულის შიგნით არსებული შესაბამისი ვალდებულების (ან აქტივის) ხარჯზე სავალუტო რხევების შედეგების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩვენების გარეშე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფულადი მუხლი ა) ითვალისწინებს ვალდებულებას მოახდინოს ერთი ვალუტის მეორეში კონვერტაცია და ბ) ვალუტის ცვლილების შედეგად ანგარიშმგებ ერთეულს შეიძლება წილად ხვდეს ნამეტი ან დეფიციტი. ამგვარი საკურსო სხვაობა აისახება არასაოპერაციო შემოსავლებში/ხარჯებში.
21. უცხოური ერთეულის სამუშაო ვალუტის დადგენისათვის, ასევე იმის დასადგენად, არის თუ არა ანგარიშმგები ერთეულის და უცხოური ერთეულის სამუშაო ვალუტა ერთი და იგივე, მხედველობაში მიიღება წინამდებარე მუხლის მე-6-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტორებთან ერთად, შემდეგი დამატებითი ფაქტორები:
ა) წარმოადგენს თუ არა უცხოური ერთეულის საქმიანობა ანგარიშმგები ერთეულის გაფართოებულ ოპერაციებს, თუ ის ხორციელდება დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ხარისხით;
ბ) როგორი პროპორციის (მაღალი თუ დაბალი) არის უცხოური ერთეულის საქმიანობა ანგარიშმგებ ერთეულთან მიმართებით;
გ) პირდაპირ ზემოქმედებს თუ არა უცხოური ერთეულის საქმიანობის ფულადი სახსრების ნაკადი ანგარიშმგები ერთეულის ფულადი სახსრების ნაკადებზე და არის თუ არა ეს ფულადი სახსრები ადვილად ხელმისაწვდომი მისთვის გადასაცემად;
დ) არის თუ არა უცხოური ერთეულის საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები საკმარისი არსებული და ჩვეულებრივ მოსალოდნელი სავალდებულო ვალის მომსახურებისათვის ანგარიშმგები ერთეულის მიერ უზრუნველყოფილი ფულადი სახსრების გარეშე.
22. როდესაც საკურსო სხვაობები ეხება ისეთ უცხოურ ერთეულს, რომელიც ჩაირთვება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მაგრამ არ იმყოფება სრულ საკუთრებაში, გადაანგარიშების დროს წარმოქმნილი და დაგროვილი საკურსო სხვაობები, რომლებიც მიეკუთვნება უმცირესობის წილს, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარდება როგორც უმცირესობის წილი.
23. უცხოური ერთეულის ფინანსური შედეგების და ფინანსური მდგომარეობის ეკონომიკური ერთეულის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჩართვის მიზნით, ოპერაციების ღირებულება კონვერტირდება იმ თარიღისათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, როდესაც ამ ოპერაციებს ჰქონდათ ადგილი, ხოლო აქტივის/ვალდებულების/კაპიტალის ღირებულება კონვერტირდება ანგარიშგების შედგენის თარიღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
24. როდესაც უცხოური ერთეულის ფინანსური ანგარიშგების თარიღი განსხვავდება ანგარიშმგები ერთეულის ფინანსური ანგარიშგების თარიღისაგან, უცხოურ ერთეულს შეუძლია შეადგინოს დამატებითი ფინანსური ანგარიშგება ანგარიშმგები ერთეულის ფინანსური ანგარიშგების თარიღით. თუ ეს არ სრულდება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ანგარიშგების სხვა თარიღი იმ პირობით, რომ სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ა) სამ თვეს და ბ) რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ორ საანგარიშგებო თარიღს შორის განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციისა თუ სხვა მოვლენის შედეგები.
25. როდესაც ანგარიშმგები ერთეულისა და უცხოური ერთეულის საანგარიშგებო თარიღები განსხვავდება, უცხოური ერთეულის აქტივები და ვალდებულებები გადაანგარიშდება უცხოური ერთეულის საანგარიშგებო თარიღისათვის არსებული გაცვლითი კურსით.
26. უცხოური ერთეულის ფინანსური საქმიანობის შედეგები და ფინანსური მდგომარეობა, რომლის სამუშაო ვალუტა არის ჰიპერინფლაციური ეკონომიკის ვალუტა, გადაანგარიშდება განსხვავებულ საანგარიშგებო ვალუტაში შემდეგი პროცედურების გამოყენებით: ყველა თანხები (ე.ი. აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალის მუხლები, შემოსავალი და ხარჯები, შესადარისი მონაცემების ჩათვლით) გადაიყვანება ბოლოს წარდგენილი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშგების თარიღისათვის არსებული საბოლოო კურსით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თანხები გადაიყვანება არაჰიპერინფლაციური ეკონომიკის ვალუტაში, შესადარისი ინფორმაციის სახით იმ მონაცემების წარმოდგენით, რომლებიც წინა წლის შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი იყო როგორც მიმდინარე წლის მონაცემები (ე. ი. მონაცემები რომელებიც არ დაკორექტირებულა შემდგომი ფასების დონის ან გაცვლითი კურსის ცვლილებების შესაბამისად).
27. უცხოური ერთეულის ფინანსური საქმიანობის შედეგები და ფინანსური მდგომარეობა, რომლის სამუშაო ვალუტა არ წარმოადგენს ჰიპერინფლაციური ეკონომიკის ვალუტას, გადაანგარიშდება განსხვავებულ საანგარიშგებო ვალუტაში შემდეგი პროცედურების გამოყენებით:
ა) ფინანსური მდგომარეობის შესახებ თითოეულ ანგარიშგებაში წარმოდგენილი აქტივები და ვალდებულებები (შესადარისი მონაცემების ჩათვლით) გადაიყვანება ანგარიშგების თარიღისათვის არსებული საბოლოო გაცვლითი კურსით;
ბ) შემოსავლები და ხარჯები (შესადარისი მონაცემების ჩათვლით) თითოეული ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში გადაიყვანება ოპერაციის მოხდენის თარიღისათვის არსებული გაცვლითი კურსით;
გ) ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო ვალუტაში გადაყვანის შედეგად წარმოქმნილი ყველა საკურსო სხვაობა აღიარდება როგორც კაპიტალის ცვლილება, არასაოპერაციო შემოსავლის/ხარჯის სახით.
28-ე პუნქტით განსაზღვრული გადაანგარიშების დროს, საკურსო სხვაობები წარმოიქმნება:
ა) შემოსავლებისა და ხარჯების ოპერაციის მოხდენის თარიღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხოლო აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგების თარიღისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით გადაყვანის შედეგად;
ბ) კაპიტალის საწყისი ნაშთის გადაყვანისას ადრე გამოყენებული საბოლოო კურსისაგან განსხვავებული საბოლოო კურსით.
28. უცხოური ერთეულის გასვლის (უცხოურ ერთეულში ჩადებული კაპიტალის გაყიდვის, ლიკვიდაციის, დაბრუნების გზით, ან ასეთ ერთეულზე სრული ან ნაწილობრივი უარის თქმით) დროს საკურსო სხვაობების ჯამური ღირებულება, უნდა აისახოს არასაოპერაციო შემოსავალში/ხარჯში როდესაც მოხდება უცხოური ერთეულის გასვლის შედეგად მიღებული ნამეტის ან დეფიციტის აღიარება.
29. უცხოური ერთეულის გასვლისას, დივიდენდების გადახდა ან ანალოგიური განაწილება შეადგენს გასვლის ნაწილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს ინვესტიციების დაბრუნებას. ნაწილობრივი გასვლის შემთხვევაში, შეძენამდე მიღებული მოგებიდან გადახდილ დივიდენდებთან ან მსგავს გადახდებთან დაკავშირებით, ნამეტში და დეფიციტში შეიტანება დაგროვილი საკურსო სხვაობების მხოლოდ პროპორციული ნაწილი. უცხოური ერთეულის საბალანსო ღირებულების ჩამოწერა არ განიხილება ნაწილობრივ გასვლად. შესაბამისად, კაპიტალში ასახული გადავადებული საკურსო მოგების ან ზარალის არავითარი ნაწილი არ ექვემდებარება აღიარებას.
30. საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიქმნება ა) ფულადი მუხლების დაფარვისას, ან ბ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ან ფინანსურ ანგარიშგებაში ფულადი მუხლების თავდაპირველი აღიარებისას გამოყენებული კურსისაგან განსხვავებული კურსით გადაანგარიშებისას, აღიარებული უნდა იქნეს როგორც არასაოპერაციო შემოსავალი/ხარჯი იმ პერიოდში, რომელშიც ისინი წარმოიქმნებიან.
თავი XI
არაფინანსური აქტივები
მუხლი 43. არაფინანსური აქტივების არსი, კლასიფიკაცია და ანგარიშთა გეგმა
1. არაფინანსური აქტივები შეიძლება შეიქმნას წარმოების პროცესის შედეგად, იყოს ბუნებრივად წარმოქმნილი ან წარმოადგენდეს საზოგადოებრივი მოწყობის საგანს და ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, კლასიფიცირდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
2. არაფინანსური აქტივები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) ძირითადი აქტივები;
ბ) მატერიალური მარაგები;
გ) ფასეულობები;
დ) არაწარმოებული აქტივები.
3. ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის, არაფინანსური აქტივები წარმოდგენილია მოკლევადიანი და გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების სახით.
4. ძირითადი აქტივი წარმოადგენს წარმოებულ აქტივს, რომლის გამოყენება წარმოებისა და მომსახურების პროცესში ხდება ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ, ღირებულება 500 ლარი და მეტია და აკმაყოფილებს აქტივად აღიარებისათვის ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. ძირითადი აქტივები განიხილება გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებად.
6. საგნები, რომლებსაც ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი გააჩნია, მაგრამ არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისათვის, არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ძირითადი აქტივები.
7. ძირითადი აქტივების ბუღალტრული ანგარიშები განსაზღვრულია საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის დამატებით გამოყენებულია ანგარიში ,,სხვა დანარჩენი ძირითადი აქტივები’’ (2140), რომელიც მოიცავს შემდეგ ანგარიშებს: ,,დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი’’ (2141) – აღირიცხება ის აქტივები, რომელთა მშენებლობა ან სხვა ფორმით შექმნა დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა ან ორგანიზაციას საკუთრების უფლება არ აქვს მოპოვებული; „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება (2142) - აღირიცხება საოპერაციო იჯარის არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯები.
8. ანგარიშზე „გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“ (2200) - აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მცირეფასიანი აქტივები - ტექნიკა, ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა მცირეფასიანი აქტივები.
9. ანგარიშზე „მატერიალური მარაგები“ (1600) აღირიცხება „არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ და „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ შესაბამისად განსაზღვრული მატერიალური მარაგები, რომლებიც, ამ ინსტრუქციით, მოკლევადიან არაფინანსურ აქტივებად განიხილება.
10. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ შესაბამისად, ამ ინსტრუქციით მატერიალურ მარაგებად განსაზღვრული არაფინანსური აქტივები ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის აღირიცხება შემდეგ ანგარიშებზე:
ა) „ფულადი დოკუმენტები“ (1625) – ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული ფულადი დოკუმენტები. მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები (პირადობის მოწმობის ბლანკები, ანგარიშ- ფაქტურები და სხვა), ტალონები საწვავზე, ზეთზე, კვებაზე; საფოსტო მარკები; აქციზური მარკები და სხვა;
ბ) „სათადარიგო ნაწილები“ (1626) – მარაგები (მიუხედავად მათი ღირებულებისა), რომლებიც განკუთვნილია მანქანების (სამედიცინო, ელექტროგამომთვლელი და სხვ), მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების გაცვეთილი ნაწილების (ძრავები, საბურავები და სხვა) რემონტისათვის და მათ შესაცვლელად. ძვირადღირებული (500 ლარი და მეტი ღირებულების) დამხმარე ნაწილები, რომელთა გამოყენებას ორგანიზაცია აპირებს ერთ წელზე მეტი ვადით და მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი აქტივის რომელიმე კონკრეტულ ობიექტთან ერთად და გამოიყენება არარეგულარულად, აღიარდება და აღირიცხება ძირითად აქტივად და აქტივებად აღიარების საფუძველია, ამ აქტივების საშუალებით ორგანიზაციის მიერ მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მიღება სხვა აქტივებიდან, რაც შეიძლება არ მომხდარიყო ამ აქტივების გარეშე;
გ) „სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგები“ (1627) – სამეურნეო მასალები, საკანცელარიო ნივთები, საწვავი სამეურნეო საჭიროებისთვის, საწვავი და ზეთი მანქანა-დანადგარებისთვის, კვების პროდუქტები და სხვადასხვა მატერიალური მარაგები, რომლებიც არ აღირიცხება სხვა მატერიალური მარაგების (1620) შესაბამის ანგარიშებზე.
11. ფასეულობა წარმოადგენს მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე წარმოებულ აქტივს, რომელიც ინახება როგორც ღირებულების დაგროვების საშუალება და არ გამოიყენება როგორც წარმოების/მომსახურების პროცესში, ასევე მოხმარებისათვის.
12. საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული ფასეულობები, ამ ინსტრუქციით, განიხილება გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებად და კლასიფიცირდება ძვირფას ქვებად და ლითონებად, ხელოვნების ნიმუშებად და სხვა ფასეულობებად.
13. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ერთეულების მფლობელობაში არსებული მემკვიდრეობითი აქტივებისათვის დამახასიათებელია მათი მემკვიდრეობითი ფასეულობისაგან განსხვავებული მომსახურების პოტენციალი, ასეთი ფასეულობები განიხილება ძირითად აქტივებად და მათი აღიარება და შეფასება ძირითადი აქტივების ანალოგიურად ხდება.
14. არაწარმოებულ აქტივს წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ან სამართლებრივი თუ ბუღალტრული ოპერაციით შექმნილი აქტივი, რომლის მიმართაც შესაძლებელია საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული არ წარმოადგენს ეკონომიკურ აქტივს და არ განიხილება როგორც არაფინანსური აქტივი.
15. საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული არაწარმოებული აქტივები ამ ინსტრუქციით განიხილება გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებად და კლასიფიცირდება მიწად, წიაღისეულად, სხვა ბუნებრივ აქტივებად და არაწარმოებულ არამატერიალურ აქტივებად.
მუხლი 44. არაფინანსური აქტივებით ოპერაციები და სხვა მოვლენები
1. არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით აღირიცხება ყველა ოპერაცია და სხვა მოვლენა, რომელსაც გავლენა აქვს არაფინანსურ აქტივებზე და მისი ღირებულების/მოცულობის/შემადგენლობის ცვლილება შეუძლია:
ა) შესყიდვა/გაყიდვა, ბარტერი, ნატურით ან ტრანსფერით მიღება/გაცემა;
ბ) წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის ან გასაყიდად/გასასხვისებლად;
გ) არსებითი გაუმჯობესება;
დ) ძირითადი კაპიტალის მოხმარება;
ე) ღირებულებითი, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები.
2. ყველა ოპერაცია, რომელიც ზრდის ორგანიზაციის არაფინანსურ აქტივებს, არის მიღება. ყველა ოპერაცია, რომელიც ამცირებს ორგანიზაციის არაფინანსურ აქტივებს, გარდა ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა, არის გასვლა.
3. არაფინანსური აქტივების შეძენა აღირიცხება არაფინანსური აქტივების (1600-2000) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და ვალდებულებების ან მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
4. ძირითადი აქტივების მიღება (მშენებლობა, სხვა ფორმით შექმნა და სხვ.) ნაწილობრივი გადახდების შესაბამისად (საკუთრების უფლების მოპოვებამდე) ან კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნით (დასრულებამდე) აისახება დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის სახით. ეტაპობრივად ან შესრულებული სამუშაოს შესაბამისად გადასახდელი მიმდინარე გადახდების ოდენობა აღირიცხება დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის (2141) ანგარიშის დებეტსა და აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3220) ანგარიშის კრედიტში, ხოლო დასრულება – ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და 2141 ანგარიშის კრედიტში.
5. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხორციელდება საოჯახო მეურნეობათა ჯგუფების მიერ კოლექტიური მოხმარების მიზნით და მათი დასრულების შემდეგ, ასეთი ნაგებობის საკუთრების უფლება გადაეცემა სახელმწიფო ერთეულს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს მათ მოვლა-შენახვაზე, აქტივის სახით ნაგებობის მიღება სასაქონლო ფორმით კაპიტალური ტრანსფერის მიღებასთან ერთად, აისახება შენობა-ნაგებობების (2110) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და ნებაყოფლობითი ტრანსფერების, გარდა გრანტებისა (6440) ანგარიშის კრედიტში.
6. არაფინანსური აქტივების, გარდა მატერიალური მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა, არსებითი გაუმჯობესება – განახლება, რეკონსტრუქცია ან გაფართოება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოო სიმძლავრეს, ხარისხს ან ახანგრძლივებს არსებული ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად ფუნქციონირებენ როგორც არსებული აქტივის ნაწილები, განიხილება როგორც არაფინანსური აქტივების მიღება. აქტივების არსებითი გაუმჯობესება აღირიცხება როგორც აქტივის მიღების ოპერაცია (მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება ახალი აქტივის მიღება), აქტივების (2000) შესაბამისი ანგარიშების დებეტში, ვალდებულებების შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
7. არაფინანსური აქტივების (გარდა მატერიალური მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა) გაყიდვა:
ა) საბალანსო ღირებულებით აღირიცხება ფინანსური აქტივების და მოთხოვნების (1100-1500) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და არაფინანსური აქტივების (2000) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში;
ბ) საბალანსო ღირებულებას და გაყიდვის ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, ნამეტი/შემცირებული თანხა აისახება არაფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტში/კრედიტში და არასაოპერაციო შემოსავლების/არასაოპერაციო ხარჯების (8100/8200) ანგარიშის კრედიტში/დებეტში, აქტივები გაყიდვის ღირებულებით აისახება არაფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში და ფინანსური აქტივების და მოთხოვნების (1100-1500) შესაბამისი ანგარიშების დებეტში.“
8. არაფინანსური აქტივების გაყიდვის შედეგად ბიუჯეტთან ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, გადასახდელი თანხა აისახება ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებების (3245) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში და წმინდა ღირებულების/მოგება ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში, ხოლო ბიუჯეტში გადარიცხვისას - 3245 ანგარიშის დებეტში და აქტივების (ფულადი სახსრების ან მოთხოვნების) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
9. არაფინანსური აქტივების მოვლა-შენახვისა და მიმდინარე შეკეთებისათვის გამოყენებული საქონელი და მომსახურება წარმოადგენს მიმდინარე პერიოდის ხარჯებს და არ აისახება აქტივების შემადგენლობაში და აღირიცხება საქონლისა და მომსახურების ანგარიშის (7200) დებეტში, ვალდებულებების შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
10. არაფინანსური აქტივების უსასყიდლოდ მიღება აისახება არაფინანსური აქტივების (1600- 2000) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან სხვა შემოსავლების (6400) ანგარიშების კრედიტში.
11. არაფინანსური აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების (7600) ან სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების (7822) (გარდა მატერიალური მარაგებისა და მცირეფასიანი აქტივებისა) და ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
12. ბარტერის ოპერაციით არაფინანსური აქტივების მიღება აისახება არაფინანსური აქტივების (1600-2000) ანგარიშის დებეტში და ბარტერით წარმოქნილი ვალდებულების (3230) ანგარიშის კრედიტში. სანაცვლო აქტივის/მომსახურების გადაცემის შემთხვევაში, ოპერაცია აისახება ბარტერით წარმოქნილი ვალდებულების (3230) ანგარიშის დებეტსა და არაფინანსური აქტივების (1600-2000) ან შემოსავლების (6000) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
13. ბარტერის ოპერაციით არაფინანსური აქტივების გასვლა აისახება ბარტერით მოთხოვნების ანგარიშის (1410) დებეტში და არაფინანსური აქტივების (1600-2000) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. სანაცვლო აქტივის/მომსახურების მიღების შემთხვევაში, ოპერაცია აისახება არაფინანსური აქტივების (1600-2000) ან ხარჯების (7000) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და ბარტერით მოთხოვნების ანგარიშის (1410) კრედიტში.
14. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არაფინანსური აქტივის ღირებულება გასული არაფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულებაზე მეტია, მეტობით წარმოქნილი ვალდებულება აღირიცხება არაფინანსური აქტივის (1600-2000) ანგარიშის დებეტში და არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3220) ანგარიშის კრედიტში. ვალდებულების დაფარვა აისახება არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3220) დებეტსა და შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
15. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული არაფინანსური აქტივის ღირებულება გასული არაფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებია, სხვაობის თანხა აისახება მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და არაფინანსური აქტივის (1600-2000) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. მოთხოვნების დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით (1355) ანგარიშის კრედიტში.
16. თუ სხვაობის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ვალდებულება არ წარმოიშობა, სხვაობა აღიარდება სასაქონლო ფორმით მიღებულ შემოსავლად კაპიტალური გრანტის ან სხვა შემოსავლის სახით.
17. არაფინანსური აქტივების ჩამოწერა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. არაფინანსური აქტივების ჩამოწერა საბალანსო ღირებულებით აღირიცხება არასაოპერაციო ხარჯების (8200) ანგარიშის დებეტსა და არაფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
19. ფინანსური ლიზინგით შეძენილი არაფინანსური აქტივები (გარდა მატერიალური მარაგებისა და მცირეფასიანი აქტივებისა) აღირიცხება როგორც მომხმარებლის ან მოიჯარის მიერ შეძენილი და მფლობელობაში არსებული აქტივები (და არა მისი კანონიერი მფლობელის ან მეიჯარის მიერ). შეძენა აღირიცხება როგორც სესხის სახით კლასიფიცირებული ფინანსური ვალდებულების ხარჯზე შეძენილი აქტივები და მოიჯარის ბალანსში აისახება ძირითადი აქტივების (2000) ანგარიშების დებეტსა და ვალდებულებები სესხებით (3310/3130) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
20. ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარის შემთხვევაში ძირითადი აქტივები რჩება მეიჯარის ბალანსზე, ხოლო მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო გადასახდელები და მათზე გაწეული ხარჯები აისახება საქონლისა და მომსახურების (7200) ანგარიშის დებეტსა და საქონლისა და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3210) ანგარიშის კრედიტში, ხოლო არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები კაპიტალიზდება და აისახება 2142 ანგარიშის დებეტში, როგორც ორგანიზაციის ძირითადი აქტივი და 3220 ანგარიშის კრედიტში. ამასთან, ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯარით აღებული ძირითადი აქტივები აისახება საცნობარო მუხლში – საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები – 01.
21. ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს შიდა ოპერაციას, რომელიც ასახავს ძირითადი აქტივებისა და სხვა განსაზღვრული არაფინანსური აქტივების ღირებულების კლებას და აისახება თითოეული საანგარიშო წლის ბოლო სამუშაო დღეს ან განსაზღვრული მომენტისათვის –საჭიროების შემთხვევაში.
22. ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთისა და შემთხვევითი დაზიანების შედეგად, ერთეულის მფლობელობაში არსებული ძირითადი აქტივების ღირებულების შემცირებას, გარდა საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნის შემთხვევისა, როცა ძირითადი კაპიტალის მოხმარება, კაპიტალის წარმოების პროცესში გამოყენებულ ძირითად აქტივებთან არის დაკავშირებული.
23. ძირითადი კაპიტალის მოხმარება გაიანგარიშება ყველა სახის (კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისის გარდა) მატერიალურ და არამატერიალურ ძირითად აქტივთან მიმართებით (მ. შ. ფინანური ლიზინგით მიღებული), კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით, მიუხედავად იმისა, აქტივი არის თუ არა ექსპლუატაციაში.
24. ძირითადი კაპიტალის მოხმარება ითვალისწინებს ცხოველების და მცენარეების ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეულ შემთხვევით დანაკარგებს, აგრეთვე ცხოველების და მცენარეების ხანდაზმულობის გამო მათი ღირებულების შემცირებას. ამასთან, ძირითადი კაპიტალის მოხმარება არ მოიცავს ცხოველებისა თუ მცენარეების გაუთვალისწინებელ დანაკარგებს, რაც განპირობებულია ეპიდემიების გავრცელებით, დაბინძურებით, გვალვით, შიმშილობით თუ სხვა სახის სტიქიური უბედურებებით, ასევე, მოულოდნელი ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მიღებულ დანაკარგებს, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს არსებული ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა და არაწარმოებული აქტივების, როგორიცაა მიწა და ბუნებრივი ნედლეული, გამოფიტვისა თუ ხარისხობრივი გაუარესების პერიოდი. ეს მოვლენები აღირიცხება როგორც არასაოპერაციო ხარჯები.
25. სტრატეგიული მარაგების მიღება და გასვლა აისახება ძირითადი აქტივების შესაბამისად.
26. სხვა მატერიალური მარაგების მიღება ჩამოწერილი ძირითადი აქტივების დაშლის შედეგად, აღირიცხება სხვა მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების (6450) ანგარიშის კრედიტში.
27. დაუმთავრებელი წარმოების არსებობის პირობებში, ნედლეულისა და მასალების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სამუშაო ძალისა და სხვა გამოყენებული რესურსების ღირებულების ასახვის მიზნით, ოპერაციათა აღრიცხვა ხორციელდება განუწყვეტლივ, წარმოების პროცესის თანმიმდევრულად. ტექნოლოგიური პროცესების დასრულებამდე ან მომსახურების საბოლოო სახის მიღებამდე შუალედური პროდუქტი აღირიცხება 1622 ანგარიშის დებეტსა და ნედლეულისა და მასალების (1621) ან/და შესაბამისი კრედიტორული დავალიანებების ანგარიშის კრედიტში. ამასთან, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად იზრდება დაუმთავრებელი წარმოების ანგარიში. წარმოების დასრულების მომენტისთვის მზა პროდუქციის მიღების ოპერაცია აისახება მზა პროდუქციის (1623) ანგარიშის დებეტსა და დაუმთავრებელი წარმოების/მომსახურების (1622) ანგარიშის კრედიტში.
28. სხვა მატერიალური მარაგების გაყიდვა აღირიცხება ფულადი სახსრების (1100-1200), მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით (1355) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და შემოსავლების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. ამასთან, გაყიდული მატერიალური მარაგების საბალანსო ღირებულება აისახება როგორც ხარჯი და აღირიცხება 7290 ანგარიშის დებეტსა და სხვა მატერიალური მარაგების (1620) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
29. მატერიალური მარაგების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება სუბსიდიების (7500), გრანტების (7600), სოციალური უზრუნველყოფის (7700) და სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების (7821) ანგარიშების დებეტსა და მატერიალური მარაგების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
30. მატერიალური მარაგების საკუთარი მოხმარებისთვის გამოყენება აისახება საქონლისა და მომსახურების (7200) ანგარიშის დებეტსა და მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში – ექსპლუატაციაში გადაცემის დროს, ხოლო ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგები, საჭიროების შემთხვევაში (თუ ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია სააღრიცხვო პოლიტიკით), აისახება საცნობარო მუხლში.
31. მატერიალური მარაგები ექსპლუატაციიდან გასვლის შემთხვევაში ჩამოიწერება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
32. ფიზიკური გაუარესებით, ბუნებრივი შემთხვევითი დაზიანებითა თუ სხვა მიზეზებით, მატერიალური მარაგების მცირე მოცულობით დანაკარგები განიხილება როგორც მატერიალური მარაგების გასვლა და, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ხარჯებში აისახება იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური მარაგების გაფუჭების, დაზიანების ან სხვა სახით დანაკარგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.
33. მიწის არსებითი გაუმჯობესება განიხილება როგორც მიწის მიღება. ამასთან, მშენებლობის მიზნით ადგილის გასუფთავება და მომზადება არ კლასიფიცირდება მიწის გაუმჯობესებად.
34. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გვირაბებისა და სხვა ნაგებობების აშენება ითვლება ნაგებობების მიღებად და არა მიწის არსებით გაუმჯობესებად. აღნიშნული აქტივი გამოიყენება იმ მიწისაგან დამოუკიდებლად, რომლის მეშვეობითაც ხდება წიაღისეულის მოპოვება.
35. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ერთეული, როგორც წიაღისეული აქტივების მესაკუთრე, აქტივებს უთმობს ან იჯარით გადასცემს მეორე ერთეულს, რაც ამ უკანასკნელს უფლებას აძლევს ნაწილობრივი გადახდების, როიალტის, განხორციელების სანაცვლოდ აწარმოოს აქტივების მოპოვება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ასეთი შეთანხმება მიწის მესაკუთრის მიერ მოიჯარისათვის, რენტის ანაზღაურების სანაცვლოდ, მიწის გამოყენების უფლების გადაცემას წარმოადგენს, ხოლო მიღებული გადახდები მიეკუთვნება საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლების ოპერაციებს და არა აქტივების გასვლას.
36. არაფინანსური აქტივის ოპერაციები ყიდვით/გაყიდვით ან ბარტერით (გარდა სათადარიგო ნაწილების, სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების, ფულადი დოკუმენტების, გასაყიდად შეძენილი საქონლის), გავლენას არ ახდენს კაპიტალის ღირებულებაზე.
37. ოპერაციის გარეშე სხვა მოვლენების შედეგად არაფინანსური აქტივების მოცულობის ან ღირებულების ცვლილება განისაზღვრება როგორც არასაოპერაციო შემოსავლები და არასაოპერაციო ხარჯები და გადაიხურება წმინდა ღირებულებაზე/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალზე.
38. არაწარმოებული აქტივების, როგორც ბუნებრივად წარმოქმნილი ან სამართლებრივი თუ ბუღალტრული ქმედებებით შექმნილი აქტივების, ეკონომიკურ აქტივებად აღიარება/აღიარების შეწყვეტა ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება როგორც არასაოპერაციო შემოსავალი/ხარჯი და აღირიცხება არაწარმოებული აქტივების (2400) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და არასაოპერაციო შემოსავალის/ხარჯის (8100/8200) ანგარიშის კრედიტში.
39. ამოწურვა/გამოფიტვა გულისხმობს წიაღისეული აქტივების, არაკულტივირებული ბიოლოგიური რესურსების ან წყლის რესურსების ღირებულების შემცირებას მათი გარკვეული ნაწილის გამოყენების შედეგად. აღნიშნული აისახება არასაოპერაციო ხარჯების (8200) ანგარიშის დებეტსა და არაწარმოებული აქტივების (2400) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.
40. ცხოველებისა თუ მცენარეების გაუთვალისწინებელი დანაკარგები, რაც განპირობებულია ეპიდემიების გავრცელებით, დაბინძურებით, გვალვით, შიმშილობით თუ სხვა სახის სტიქიური უბედურებებით, ასევე, მოულოდნელი ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მიღებული დანაკარგები, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს არსებული ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა და არაწარმოებული აქტივების, როგორიცაა მიწა და ბუნებრივი ნედლეული, გამოფიტვისა თუ ხარისხობრივი გაუარესების პერიოდი, განიხილება როგორც სხვა მოვლენების შედეგად აქტივების ცვლილებები და აისახება როგორც არასაოპერაციო შემოსავალი/ხარჯი.
მუხლი 45. არაფინანსური აქტივების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. არაფინანსური აქტივებით ოპერაციები აღრიცხვაში აისახება მაშინ, როდესაც ხდება არაფინანსურ აქტივებზე საკუთრების უფლების მოპოვება ან დათმობა.
2. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია ამ მომენტის ზუსტად განსაზღვრა, ოპერაცია აღრიცხვაში აისახება მფლობელის ფიზიკური შეცვლის ან კონტროლის უფლების გადაცემის მომენტში.
3. არაფინანსური აქტივის მიღების აღრიცხვაში ასახვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნა ეს აქტივი მიღებული:
ა) თუ აქტივი მწარმოებელი ერთეულისგან არის მიღებული როგორც მზა პროდუქცია, მაშინ ასახვის მომენტი განისაზღვრება ისევე, როგორც არსებული აქტივის შესყიდვისას;
ბ) როდესაც სხვა ერთეული ახორციელებს აქტივების მშენებლობას წინასწარ შეთანხმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად და მშენებლობა გრძელდება ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი დროის განმავლობაში, საკუთრების უფლების გადაცემა ხდება სამუშაო პროცესის მიხედვით. თუ ხელშეკრულება არ აკონკრეტებს საკუთრების უფლების გადაცემის დროს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ეტაპობრივად ან შესრულებული სამუშაოს შესაბამისად განხორციელებული მიმდინარე გადახდების დრო;
გ) საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნის პირობებში, საკუთრების უფლებათა გადაცემა ოფიციალურად არ ხდება. მწარმოებელი ერთეული საკუთრებას ითვისებს თანდათანობით, წარმოების პროცესის მიხედვით ისე, რომ აქტივის მიღება ხდება წარმოების პროცესში ჩართული თითოეული ოპერაციის ასახვისას.
4. ფინანსური იჯარით მიღებული ან გასული არაფინანსური აქტივები მიღებულად ან გასულად ჩაითვლება და აღრიცხვაში აისახება მაშინ, როდესაც იჯარის ხელშეკრულება ხელმოწერილია და ხელშეკრულების პირობები შესრულებულია ან აქტივზე კონტროლი სხვა მფლობელზე სხვაგვარადაა გადაცემული.
5. არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული სხვა მოვლენების ასახვის დრო განისაზღვრება სხვა მოვლენების წარმოქმნის მომენტში.
6. ეკონომიკური მოვლენების შედეგად, არაფინანსური აქტივების თავდაპირველი ღირებულება განისაზღვრება პირვანდელი ან შეძენის ღირებულებით, რომელიც კორექტირებულია ყველა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რასაც მათი შესყიდვის, უსასყიდლოდ მიღების ან წარმოების/მომსახურების შემდეგ ჰქონდა ადგილი. ასეთი ცვლილებებია: არსებითი გაუმჯობესება, ძირითადი კაპიტალის მოხმარება, გადაფასება, ამოწურვა, გამოფიტვა, ხარისხის გაუარესება, გაუთვალისწინებელი დაძველება, შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები და სხვა დანაკარგები.
7. ძირითადი აქტივების მიღება აისახება ღირებულებით, რომელიც მოიცავს: შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟის და დადგმის დანახარჯებს, აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სხვა პირდაპირ დანახარჯებს, აგრეთვე უკან დაუბრუნებად გადასახადებს, მოსაკრებლებს, სხვა გადასახდელებს და საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა დანახარჯს.
8. სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, არაფინანსური აქტივები ფასდება რეალური ღირებულებით.
9. აქტივის შეძენასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯებია:
ა) აქტივისათვის ადგილმდებარეობის მომზადების ხარჯი;
ბ) აქტივის ადგილზე მიტანისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯები; გ) მონტაჟის და დემონტაჟის ხარჯი.
10. საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) შემფასებლების, ინჟინრების, არქიტექტორების, იურისტებისა და უძრავი ქონების გაყიდვის აგენტების მომსახურების ანაზღაურება;
ბ) გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საკუთრების უფლების გადაცემისას;
გ) აქტივების საპროექტო სამუშაოების ღირებულება, გარდა ტიპური დაპროექტების დანახარჯებისა, რომლის პროპორციულად გადანაწილებაც შეუძლებელია (აღნიშნული განიხილება არამატერიალურ ძირითად აქტივებად, თუ ის აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს).
11. ყველა იმ მოწყობილობის, დანადგარის, აპარატისა და ხელსაწყოს ღირებულება, რომლებიც ძირითადი აქტივების განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენს, ემატება ამ აქტივების ღირებულებას.
12. ადმინისტრაციული და სხვა საერთო ზედნადები ხარჯები არ მიეკუთვნება ძირითადი აქტივების ღირებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი პირდაპირაა დაკავშირებული აქტივის შეძენასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან.
13. მანქანა-დანადგარების გამოცდასთან დაკავშირებული ხარჯები არ მიეკუთვნება მათ ღირებულებას, თუკი ეს არ არის აუცილებელი აქტივის სამუშაო მზადყოფნაში მოყვანისათვის.
14. ძირითადი აქტივების გეგმური გამომუშავების მისაღწევად გაწეული თავდაპირველი საექსპლუატაციო გასავლები არ მიეკუთვნება აქტივების ღირებულებას და აღირიცხება ხარჯების სახით.
15. აქტივის შეძენასთან, წარმოებასთან ან მშენებლობასთან უშუალოდ დაკავშირებული სესხით სარგებლობის დანახარჯების ხარჯების სახით აღიარება სახელმწიფო ერთეულების მიერ ხდება მათი გაწევისთანავე.
16. ორგანიზაციების მიერ აქტივის შეძენასთან, წარმოებასთან ან მშენებლობასთან უშუალოდ დაკავშირებული სესხით სარგებლობის დანახარჯების კაპიტალიზაცია შესაძლებელია სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში. კაპიტალიზაცია აქტივის ღირებულების ნაწილის სახით იწყება მაშინ, როდესაც:
ა) აქტივზე გაწეულია პირველადი დანახარჯები;
ბ) გაწეულია სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული პირველადი დანახარჯები;
გ) დაწყებულია მოცემული აქტივის გამოსაყენებლად ან გასაყიდ მდგომარეობაში მოსაყვანად პირველადი სამუშაოები.
17. ორგანიზაციის მიერ აქტივის წარმოების შემთხვევაში, ნედლეულისა და მასალების, შრომითი და სხვა რესურსების უჩვეულოდ მაღალი (ზენორმატიული) დანახარჯები არ ემატება აქტივის საბალანსო ღირებულებას.
18. ორგანიზაციის მიერ შექმნილი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეძენილი აქტივის ანალოგიურად.
19. საძიებო სამუშაოების შედეგად მიღებული აქტივის ღირებულება არ განისაზღვრება მოძიების შედეგად ახლად აღმოჩენილი საბადოების ღირებულებით. იგი განისაზღვრება იმ რესურსების ღირებულებით, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში იქნა გამოყენებული საძიებო სამუშაოებში.
20. თუ ახალი გასართობი ჟანრის, ლიტერატურული და ხელოვნების ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა საკუთარი ხარჯებით ხორციელდება და მათი გამოყენების შედეგად მომავალში მისაღები სარგებლის მიმდინარე ღირებულების დადგენა შეუძლებელია, სხვა ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ორიგინალის მიღება წარმოების ღირებულებით უნდა შეფასდეს.
21. ძირითადი აქტივების თავდაპირველი ღირებულებით აღიარების შემდგომ, ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები, რაც იწვევს აქტივების არსებით გაუმჯობესებას, აღირიცხება როგორც ძირითადი აქტივების მიღება. ამასთან, არსებითი გაუმჯობესების ცალკე აქტივად იდენტიფიცირება არ ხდება, თითოეული ასეთი გაუმჯობესების ღირებულება ემატება მოცემული აქტივის არსებულ ღირებულებას.
22. აქტივის განახლება, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს გაანალიზებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს და არ არის ნაკარნახევი აქტივის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუმჯობესებს აქტივის საექსპლუატაციო თვისებებს, ზრდის მოცულობას და მწარმოებლურობას ან მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს აქტივის წინასწარ განსაზღვრულ სასარგებლო მომსახურების ვადას.
23. არსებით გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯები შესაძლებელია იყოს:
ა) შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით, ასევე მწარმოებლურობის ამაღლების მიზნით;
ბ) მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით;
გ) ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა ოპერაციული ხარჯების არსებითად შემცირების მიზნით.
24. ძირითადი აქტივების სამუშაო მდგომარეობაში შენახვის, მოვლის და მიმდინარე შეკეთებისთვის გაწეული დანახარჯები, რაც გავლენას არ ახდენს მათ საწარმოო სიმძლავრეზე, ხარისხზე, მომსახურების პოტენციალზე ან სასიცოცხლო ციკლზე, აღიარდება ხარჯებად.
25. ძირითადი აქტივების მოვლა-შენახვის და მიმდინარე შეკეთების დამახასიათებელი ნიშნებია:
ა) წარმოადგენენ ქმედებებს, რომელთა პერიოდული განხორციელებაც ევალებათ ძირითადი აქტივების მფლობელებს ან მომხმარებლებს, რათა შესაძლებელი იყოს ამგვარი აქტივების გამოყენება მათთვის განსაზღვრული სასარგებლო მომსახურების პერიოდის განმავლობაში;
ბ) არ ცვლიან ძირითად აქტივებს ან მათ საექსპლუატაციო თვისებებს, ინახავენ მუშა მდგომარეობაში, ან დაზიანების შემთხვევაში, აღადგენენ მათ საწყის მდგომარეობას.
26. აქტივად პირველადი ასახვის შემდგომ, ძირითადი აქტივი აღირიცხება მისი ნარჩენი (საბალანსო) ღირებულებით, რომელიც მიიღება ყველა იმ ცვლილების გათვალისწინებით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა მათი მიღების შემდეგ (მ.შ. ძირითადი კაპიტალის მოხმარება).
27. მატერიალური მარაგების მიღება აისახება ღირებულებით, რომელიც მოიცავს მათ შეძენასთან, წარმოებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.
28. მარაგების შეძენის დანახარჯები მოიცავს: მათი შეძენის ფასს, ყველა გადასახდელს დაუბრუნებადი გადასახადების ჩათვლით, სატრანსპორტო ხარჯებს, დამზადების ხარჯებს და ყველა იმ დანახარჯს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური მარაგების შეძენასთან.
29. შენახვის ხარჯები არ ჩაირთვება შეძენის დანახარჯების გაანგარიშებაში.
30. დაუმთავრებელი წარმოების ამოღების ღირებულების განსაზღვრა ხორციელდება წარმოების ღირებულების შესაბამისად, სადაც ყველა გამოყენებული რესურსი შეფასებულია საბალანსო ღირებულებით.
31. თუ მატერიალური მარაგების ცალკეულ ოპერაციათა შეფასება შეუძლებელია, მატერიალური მარაგების თვითღირებულების განსაზღვრისას ორგანიზაცია იყენებს მატერიალური მარაგების შეფასების მეთოდებიდან ერთ-ერთს:
ა) ინდივიდუალურად გაწეული დანახარჯების მიხედვით შეფასების მეთოდი;
ბ) ფიფო (FIFO) მეთოდი – პირველი შემოსული პირველი გადის;
გ) საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდი.
32. ფასეულობების ორგანიზებული ბაზრის არსებობის პირობებში, მათი ღირებულებითი შეფასება შეიძლება მოხდეს მიმდინარე საბაზრო ფასებით, აგენტების ყოველგვარი გასამრჯელოების ან საკომისიო გადასახდელების ჩათვლით. სხვა შემთხვევებში, ფასეულობები ფასდება იმ თანხით, რომლითაც ისინი დაზღვეულნი არიან ხანძრის, ქურდობის და სხვა რისკებისაგან.
33. არაწარმოებული აქტივების შეძენის ღირებულებითი შეფასება ხდება გადახდილ ფასზე აქტივების საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი დანახარჯის დამატებით.
34. არაწარმოებული აქტივების გაყიდვის შემთხვევაში, გასვლის შეფასება ხდება გაყიდვის ფასიდან სახელმწიფო ერთეულების მიერ აქტივების გასვლისას საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი ხარჯის გამოკლებით.
35. იმ შემთხვევაში, როდესაც მიწა შეძენილია შენობებთან, სხვა ნაგებობებთან და კულტივირებულ აქტივებთან ერთად, აღნიშნული აქტივები უნდა შეფასდეს და აღირიცხოს ცალ- ცალკე.
36. შეძენის ოპერაციის დროს თუ შეუძლებელია მიწის და მასზე განლაგებული სხვა აქტივის ღირებულების გამიჯნვა, ოპერაციის კლასიფიცირება უნდა მოხდეს იმ აქტივის მიხედვით, რომელიც უფრო მაღალი ღირებულების მქონე აქტივად არის მიჩნეული.
37. მიწა არაამორტიზირებადი აქტივია, გააჩნია შეუზღუდავი მომსახურების ვადა და, შესაბამისად, არ ხდება მისი ცვეთა.
38. მიწის ღირებულების ცვლილება არ ცვლის მასზე განლაგებული შენობების მომსახურების ვადის ხანგრძლივობას.
მუხლი 46. არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვა
1. არაფინანსური აქტივების სპეციალურ სათავსოებში შენახვის შემთხვევაში, სათავსო უნდა უზრუნველყოფდეს არაფინანსური აქტივების მოვლა-შენახვის პირობების დაცვას, ასევე, ინვენტარიზაციის ჩატარებას ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
2. სათავსოში არაფინანსური აქტივების შემოსვლისას, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი მომწოდებლის საბუთზე ან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს არაფინანსური აქტივების მიღებას.
3. აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, ძირითად აქტივებს, გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებსა და ფასეულობებს მიღებისას მიენიჭებათ საინვენტარო ნომრები, რომლებიც რჩებათ მოცემულ აქტივებს ორგანიზაციაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეული საინვენტარო ნომრის მიხედვით იხსნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით (ნორმატიული) დადგენილი საინვენტარო ბარათი, სადაც მიეთითება ბარათით განსაზღვრული რეკვიზიტები(მათი არსებობის შემთხვევაში). გარდა ამისა, ჩაიწერება ობიექტის (საგნის) მოკლე ინდივიდუალური დახასიათება. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი აქტივების, გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა და ფასეულობების შემადგენლობაში შედის ძვირფასი ლითონები, დამატებით მიეთითება იმ დეტალების ჩამონათვალი, რომელთა შემადგენლობაშიც არის ძვირფასი ლითონები, ასევე, დეტალების დასახელება და პასპორტში ნაჩვენები ლითონის მასა. ორგანიზაციის შიგნით აქტივების გადაადგილებისას კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. მატერიალური მარაგების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ბარათებზე, მატერიალური მარაგების თითოეული ჯგუფის (კატეგორიის) მიხედვით, დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ფასის, მიღების თარიღისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მითითებით.
5. არაფინანსური აქტივების მიღება და გასვლა ფორმდება შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებსაც ხელს აწერენ მიღებასა და გაცემაზე უფლებამოსილი პირები.
6. არაფინანსური აქტივების მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, კანონმდებლობის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. პასუხისმგებელი პირები აწარმოებენ ძირითადი აქტივების, გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა და ფასეულობების საინვენტარო სიებს.
7. პასუხისმგებელი პირების შეცვლისას ტარდება მათ პასუხისმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაცია, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
8. ქაღალდის ბუღალტერიის წარმოებისას, არაფინანსური აქტივების მოძრაობა აისახება კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფორმებში, ხოლო ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით ბუღალტერიის წარმოებისას – შესაბამის ელექტრონულ ფორმებში.
9. ბუღალტერია პასუხისმგებელია აღრიცხვასა და ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების მიღებისა და გასვლის ქრონოლოგიურ და თავისდროულ ასახვაზე.
თავი XII
შემოსავლები და ხარჯები
მუხლი 47. განმარტებები
წინამდებარე მუხლი მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) აქტივის კონტროლი – ხორციელდება მაშინ, როცა ერთეულს, მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისას, შეუძლია აქტივის გამოყენება ან მისგან სხვა ფორმით სარგებლის მიღება, ამასთან, შეუძლია გამორიცხოს ან სხვაგვარად დაარეგულიროს ამ სარგებელზე სხვათა ხელმისაწვდომობა;
ბ) გადასახადები სახელმწიფოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული კანონებისა და/ან სამართლებრივი ნორმების შესაბამისად ერთეულისთვის სავალდებულო სახით გადახდილი ან გადასახდელი ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი;
გ) საგადასახადო დანახარჯები წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობის საშეღავათო დებულებებს, რომლებიც გადასახადის ზოგიერთ გადამხდელს სთავაზობს ისეთ შეღავათებს, რომლებზეც სხვებს ხელი არ მიუწვდებათ;
დ) საგადასახადო სისტემით ანაზღაურებული ხარჯები – ის თანხები, რომლებიც ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომია იმის მიუხედავად, იხდიან თუ არა ისინი გადასახადებს;
ე) ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობები ისეთი შეთანხმებებია, რომლის მიხედვითაც ტრანსფერის მიმღებ ერთეულს მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი აქტივის მოხმარება დანიშნულებისამებრ მოეთხოვება ან მომავალი ეკონომიკური სარგებელი, ან მომსახურების პოტენციალი უნდა დაუბრუნდეს ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს;
ვ) ტრანსფერები წარმოადგენს მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლას არაგაცვლითი ოპერაციებიდან, გარდა გადასახადებისა;
ზ) ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივებზე დაწესებული შეზღუდვები – ისეთი შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც იზღუდება ან განისაზღვრება ტრანსფერით მიღებული /გადაცემული აქტივის გამოყენების მიზნობრიობა, მაგრამ თუ არ მოხდება აქტივის დანიშნულებისამებრ მოხმარება, არ მოითხოვს ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისთვის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის უკან დაბრუნებას;
თ) შეთანხმებები ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივებზე კანონის ან სამართლებრივი ნორმების ან/და სავალდებულო ხასიათის მქონე შეთანხმების პირობებია, რომელთა დაწესება ხდება ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივის გამოყენებაზე ანგარიშვალდებული ერთეულის გარეთ არსებული ერთეულების მიერ;
ი) ჯარიმები – კანონის ან სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად ერთეულების მიერ მიღებული ან მისაღები ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი.
მუხლი 48. საოპერაციო შემოსავლების არსი, კლასიფიკაცია და ანგარიშთა გეგმა
1. საოპერაციო შემოსავალი წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ოპერაციის შედეგად კაპიტალის ზრდას.
2. საოპერაციო შემოსავლების ანგარიშები მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული შემოსავლების სახეებს, ფულადი და სასაქონლო ფორმით.
3. სახელმწიფო ერთეულებისათვის საოპერაციო შემოსავლის ძირითადი წყაროებია: გადასახადები, გრანტები და სხვა შემოსავლები.
4. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის, ფულადი და სასაქონლო ფორმით მიღებული გრანტები და ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა აღირიცხება შემდეგ ანგარიშებზე:
ა) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით (ანგარიშები 6311; 6312) –აღირიცხება ფულადი ფორმით მიღებული მიმდინარე და კაპიტალური გრანტები:
ბ) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით (ანგარიშები 6321; 6322) – აღირიცხება სასაქონლო ფორმით მიღებული მიმდინარე და კაპიტალური გრანტები;
გ) მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა (ანგარიში 6441) – აღირიცხება მიმდინარე მიზნებისათვის მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა;
დ) კაპიტალური ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა (ანგარიში 6442) – აღირიცხება კაპიტალური მიზნებისათვის მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა.
მუხლი 49. საოპერაციო შემოსავლების აღრიცხვა
1. ორგანიზაციების მიერ საოპერაციო შემოსავლების აღრიცხვისათვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი. ამასთან, ფულადი ოპერაციებით მიღებული საოპერაციო შემოსავლების აღრიცხვისათვის, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევებისას, დასაშვებია საკასო მეთოდის გამოყენება.
2. საოპერაციო შემოსავლების წარმოშობა სააღრიცხვო ჩანაწერებში აისახება ფინანსური და არაფინასური აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტში, შემოსავლების (6000) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
3. მიზნობრივი გრანტის მიღება აისახება ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და გრანტების შესაბამისი ანგარიშის (6300) კრედიტში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიზნობრივი გრანტების ფარგლებში გაწეული საკასო ხარჯების ბიუჯეტის შესრულებაში ასახვის შემთხვევაში, უნდა აღიარდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება 1250 ანგარიშის დებეტსა და 4100 ანგარიშის კრედიტში. ამასთან, იმავე თანხით უნდა მოხდეს ფულადი სახსრების ანგარიშების კონვერსია 1240 ანგარიშის დებეტსა და 1250 ანგარიშის კრედიტში და გრანტის შემოსავლად აღიარების უკუგატარება გრანტების შესაბამისი ანგარიშის (6300) დებეტსა და ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.
4. სახელმწიფო ერთეულიდან აქტივის (გარდა მოკლევადიანი აქტივების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა) უსასყიდლოდ მიღების შემთხვევაში, საოპერაციო შემოსავალი აისახება კაპიტალური ტრანსფერის სახით, როგორც კაპიტალური გრანტი, ხოლო მოკლევადიანი აქტივების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების უსასყიდლოდ მიღება – როგორც მიმდინარე გრანტი.
5. სხვა ერთეულებიდან ან საოჯახო მეურნეობებიდან აქტივების უსასყიდლოდ მიღების შემთხვევაში, საოპერაციო შემოსავალი აისახება როგორც ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა.
6. საოპერაციო შემოსავლების ანგარიშები, შემოსავლების შინაარსიდან გამომდინარე, გადაიხურება კაპიტალის შესაბამის ანგარიშებზე (5100 ან 5210).
მუხლი 50. შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებიდან
1. წინამდებარე მუხლის მიზანია განსაზღვროს არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები.
2. მოცემული თავი განიხილავს იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინება საჭიროა არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების აღიარებისას და შეფასებისას.
3. წინამდებარე მუხლში განხილულია არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები, როგორებიცაა:
ა) გადასახადები; და
ბ) ტრანსფერები (ფულადი ან არაფულადი სახით), გრანტები, ვალის პატიება, ჯარიმები, მემკვიდრეობა, საჩუქრები, შემოწირულობები, ნატურალური ფორმით აქტივები, საქონლი და მომსახურება და მიღებული შეღავათიანი სესხები არასაბაზრო კომპონენტის ჩათვლით.
4. არაგაცვლით ოპერაციებად განიხილება ისეთი ოპერაციები, როდესაც ერთეული იღებს რესურსებს და სანაცვლოდ პირდაპირ არ იხდის, ან იხდის ნომინალურ საზღაურს.
5. როდესაც ოპერაცია წარმოადგენს გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციების კომბინაციას, აღრიცხვაში აისახება გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციების კომპონენტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ნათელი არ არის გაცვლითია ოპერაცია თუ არაგაცვლითი, ასევე, ერთეულების მიერ სავაჭრო ან რაოდენობრივი ფასდაკლებების მიღებისას, ან აქტივის კოტირებული ფასის სხვა სახის შემცირებებისას, ოპერაციის გაცვლითი თუ არაგაცვლითი ხასიათის დადგენისათვის გამოყენებული უნდა იქნეს პროფესიული მსჯელობა.
6. აგენტის მიერ მოკრებილი თანხები არ იწვევს აგენტის წმინდა აქტივებისა თუ შემოსავლის ზრდას, ვინაიდან აგენტის როლის შემსრულებელი ერთეული ვერ ახორციელებს კონტროლს მოკრებილი აქტივების გამოყენებაზე, ან მათგან სარგებლის სხვა სახით მიღებაზე.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთეულს არაგაცვლითი ოპერაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით უხდება გარკვეული ხარჯის გაწევა, შემოსავალი წარმოადგენს მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მთლიან შემოსვლას და რესურსების ნებისმიერი გადინების აღიარება ხდება ოპერაციაზე გაწეული დანახარჯის სახით.
8. თუ კანონები, სამართლებრივი ნორმები ან გარეშე მხარეებთან გაფორმებული მავალდებულებელი შეთანხმებები აწესებს მიმღების მიერ ტრანსფერით მიღებული აქტივების გამოყენების პირობებს, ეს პირობები განიხილება შეთანხმებებად. შეთანხმებების ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ერთეულს არ შეუძლია საკუთარ თავს დაუდოს შეთანხმება პირდაპირ ან მის მიერ კონტროლირებული ერთეულის მეშვეობით.
9. ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული შეთანხმებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც პირობები, ასევე შეზღუდვები. პირობებიც და შეზღუდვებიც ერთეულისაგან შეიძლება მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელი აქტივის კონკრეტული მიზნით (შედეგის მიღწევის მოვალეობით) გამოყენებას ან მოხმარებას მოითხოვდეს თავდაპირველი აღიარებისას. ამასთან, პირობები მოითხოვს, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მომავალი ეკონომიკური სარგებელი და მომსახურების პოტენციალი დაუბრუნდეს იმ ერთეულს, რომელმაც განახორციელა აქტივის ტრანსფერი (დაბრუნების მოვალეობა).
10. შეთანხმებები ძალაში შედის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პროცესების გამოყენებით. თუ კანონებში, სამართლებრივ ნორმებსა თუ სხვა მავალდებულებელ შეთანხმებებში გათვალისწინებული ესა თუ ის პირობა არ არის ძალაში შესული, იგი შეთანხმებად არ ჩაითვლება. ამასთან, შეთანხმებები კონსტრუქციულ მოვალეობას არ წარმოქმნის. ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობები ერთეულისაგან აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დანიშნულებისამებრ მოხმარებას, ან პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისათვის დაბრუნებას მოითხოვს. შესაბამისად, ამა თუ იმ პირობის თანახმად, აქტივზე თავდაპირველი კონტროლის მოპოვებისას, მიმღები იღებს მიმდინარე მოვალეობას, მომავალი ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი გადასცეს მესამე მხარეებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიმღებს არ შეუძლია რესურსების გადინების თავიდან აცილება, რადგან მან, მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსფერით მიღებული აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებელი და მომსახურების პოტენციალი მესამე მხარეებისთვის კონკრეტული საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას უნდა მოიხმაროს ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუბრუნოს ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს. მიმღები პირობას დაქვემდებარებული აქტივის თავდაპირველად აღიარებისას, ამავდროულად აღიარებს ვალდებულებასაც.
11. ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით, ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივი და სხვა მომავალი ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი პრაქტიკულად შეიძლება დაბრუნებულ იქნეს სხვა მიზნებისათვის ტრანსფერით გადასაცემი სხვა აქტივებიდან დასაბრუნებელი თანხის გამოქვითვით. ანგარიშვალდებული ერთეული მაინც აღიარებს მთლიან თანხებს თავის ფინანსურ ანგარიშგებაში – ერთეული აღიარებს აქტივების და ვალდებულებების შემცირებას აქტივების დაბრუნების შემთხვევაში, დარღვეული პირობის დებულებათა თანახმად და ასახავს ახალი ტრანსფერისთვის აქტივებს, ვალდებულებებს და/ან შემოსავალს.
12. ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივებზე დაწესებული შეზღუდვები არ მოითხოვს, რომ ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივი ან სხვა მომავალი ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალი, თუ არ მოხდება აქტივის დანიშნულებისამებრ მოხმარება, დაუბრუნდეს ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს. შესაბამისად, ისეთ აქტივზე კონტროლის მოპოვება, რომელიც შეზღუდვას ექვემდებარება, მიმღებს არ აკისრებს მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მესამე მხარეებისათვის გადაცემის მიმდინარე მოვალეობას აქტივზე თავდაპირველი კონტროლის მოპოვებისას. მიმღების მიერ შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის ან სხვა მხარის მიერ მიმღებისადმი ჯარიმის შეფარდების მოთხოვნა (საკითხის სასამართლოსთვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენით, ან შესაბამისი ადმინისტრაციული ზომის შეფარდებით – უფლებამოსილი პირის განკარგულებით, ან რაიმე სხვა გზით), შესაძლებელია დასრულდეს ერთეულისადმი განკარგულების მიცემით, რომ მან დააკმაყოფილოს შეზღუდვა, ან გადაიხადოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლის დარღვევისთვის გათვალისწინებული სასამართლოს ან სხვა სამართალდამცავი ორგანოსა თუ უფლებამოსილი ორგანოსადმი დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმა, რომელიც გამომდინარეობს შეზღუდვის დარღვევიდან.
13. იმისათვის რომ განისაზღვროს, ესა თუ ის შეთანხმება პირობას წარმოადგენს თუ შეზღუდვას, აუცილებელია შეთანხმების პირობების შინაარსის და არა მარტო მისი ფორმის გათვალისწინება.
14. იმის დასადგენად, თუ რამდენად არის აქტივის ან მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დაბრუნების მოთხოვნა უზრუნველყოფილი სამართლებრივი უფლებით და იქნება იგი თუ არა ტრანსფერის განმახორციელებლი ერთეულის მიერ ძალაში მოყვანილი, ერთეულმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
ა) თუ ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს ძალაში ვერ მოჰყავს აქტივის ან მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დაბრუნების მოთხოვნა, შეთანხმება არ შეესაბამება პირობის განსაზღვრებას და ჩაითვლება შეზღუდვად;
ბ) თუ ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულთან ადრინდელი გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი დარღვევის შემთხვევაში მას არასოდეს ძალაში არ მოჰყავს ტრანსფერით მიღებული /გადაცემული აქტივის ან სხვა მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დაბრუნების მოთხოვნა, მაშინ მიმღებმა ერთეულმა შეიძლება დაასკვნას, რომ შეთანხმებას აქვს პირობის ფორმა, მაგრამ თავისი შინაარსით მას არ შესაბამება და, ამდენად, წარმოადგენს შეზღუდვას.
გ) თუ ერთეულს ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულთან არ აკავშირებს რაიმე ადრინდელი გამოცდილება, ან წინათ არ დაურღვევია შეთანხმება, რომელიც ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს გადააწყვეტინებდა აქტივის ან სხვა მომავალი ეკონომიკური სარგებელის ან მომსახურების პოტენციალის დაბრუნებას და არც საპირისპიროს მტკიცებულება გააჩნია, მას შეუძლია ჩათვალოს, რომ ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეული ძალაში მოიყვანს შეთანხმებას და, შესაბამისად, ეს შეთანხმება დააკმაყოფილებს პირობის განსაზღვრებას.
15. პირობის განსაზღვრება ტრანსფერის მიმღებ ერთეულს კონკრეტული პირობების შესრულების მოვალეობას აკისრებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერის მიმღებ ერთეულს ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დანიშნულებისამებრ მოხმარება, ან ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისათვის დაბრუნება მოეთხოვება. პირობის განსაზღვრების დასაკმაყოფილებლად, პირობის შესრულების მოვალეობა ასეთად უნდა გვევლინებოდეს არა მხოლოდ ფორმით, არამედ თავისი შინაარსითაც და თვით ამ პირობის შედეგად უნდა იყოს მოთხოვნილი. შეთანხმების პირობამ, რომლის მიხედვითაც ერთეულს, ალტერნატივის გარეშე, კონკრეტული მოქმედების შესრულება მოეთხოვება, შეიძლება ერთეული იმ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ მოცემული პირობა თავისი შინაარსით არ წარმოადგენდეს არც პირობას და არც შეზღუდვას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთ შემთხვევებში თვით ტრანსფერის პირობები ტრანსფერის მიმღებ ერთეულს არ აკისრებს პირობების შესრულების მოვალეობას.
16. ვალდებულებად აღიარების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია არსებობდეს რესურსების გადინების ალბათობა, ასევე შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნილი იყოს კონკრეტული პირობების შესრულება და შესაძლებელი იყოს მათი შეფასება. შესაბამისად, პირობა უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ბუნება ან რაოდენობა, ან შესაძენი აქტივის ბუნება და საჭიროების შემთხვევაში, პირობების შესრულების პერიოდი. როდესაც შეთანხმება ითვალისწინებს აქტივის ღირებულების ეკვივალენტის პროპორციულ დაბრუნებას, თუ ერთეული ნაწილობრივ ასრულებს პირობის მოთხოვნებს და მაშინ, როდესაც დაბრუნების მოვალეობა ძალაშია შესული, თუ წარსულში ადგილი ჰქონდა პირობების შესრულების მნიშვნელოვან ჩავარდნებს, საჭიროა ტრანსფერის განმახორციელებელმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა პირმა პიროებების შესრულების პროცესზე აწარმოოს მუდმივი დაკვირვება.
17. როდესაც აქტივი ისეთი შეთანხმებით არის ტრანსფერით მიღებული/გადაცემული, რომ თუ ადგილი არ ექნება კონკრეტულ მოვლენას მომავალში, იგი დაუბრუნდება ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს დაბრუნების მოვალეობა კონკრეტული მოვლენის დადგომამდე არ წარმოიქმნება, რამდენადაც მოსალოდნელია შეთანხმების პირობის დარღვევა, ხოლო ვალდებულების აღიარება არ მოხდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ვალდებულების აღიარების კრიტერიუმები.
18. ტრანსფერის მიმღებმა მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, ასეთი ტრანსფერები თავიანთი შინაარსით ხომ არ ატარებს საავანსო შემოსულობების ხასიათს. საავანსო შემოსულობად განიხილება ისეთი რესურსები, რომლებიც მიღებულია მანამ, სანამ გადასახადით დასაბეგრი მოვლენა ან ტრანსფერის განხორციელების შესახებ შეთანხმება სავალდებულო ხასიათს შეიძენს. საავანსო შემოსულობები წარმოქმნის როგორც აქტივს, ასევე მიმდინარე მოვალეობას, ტრანსფერის განხორციელების შესახებ შეთანხმების სავალდებულოდ გახდომამდე.
19. ერთეული არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად წარმოქმნილ აქტივს აღიარებს მაშინ, როცა მოიპოვებს კონტროლს ისეთ რესურსებზე, რომლებიც აკმაყოფილებს აქტივის განსაზღვრებას და აღიარების კრიტერიუმებს. კრედიტორის მიერ ვალდებულების პატიების შემთხვევაში, აქტივის აღიარების ნაცვლად, ერთეული ამცირებს ვალდებულების საბალანსო ღირებულებას. სხვა შემთხვევებში აქტივზე კონტროლის მოპოვებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მოვალეობის წარმოქმნა, რომელიც ერთეულმა ვალდებულების სახით უნდა აღიაროს. მფლობელების შენატანები შემოსავალს არ წარმოქმნის, ამდენად, ოპერაციის ყოველი სახეობა გაანალიზდება და მფლობელების ნებისმიერი შენატანი ცალ-ცალკე აღირიცხება.
20. რესურსების შემოსვლა არაგაცვლითი ოპერაციებიდან, გარდა ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებისა, რომელიც აქტივის განსაზღვრებას აკმაყოფილებს, უნდა აღიარდეს აქტივად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სავარაუდოა აქტივთან დაკავშირებული მომავალი ეკონიმიკური სარგებელისა და მომსახურების პოტენციალის შემოდინება ერთეულში. და
ბ) შესაძლებელია აქტივის რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება.
21. აქტივის სარგებელზე გარეშე პირების ხელმისაწვდომობის გამორიცხვის ან რეგულირების უნარი კონტროლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს, რომელიც ერთეულის აქტივებს გამოარჩევს საზოგადოებრივი სარგებლობის ქონებისაგან, რომელზეც ხელი მიუწვდება და რომლითაც სარგებლობს ყველა ერთეული. ამასთან, მთავრობის მიერ ზოგიერთი საქმიანობის, მარეგულირებლის ფუნქციის განხორციელება თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ამგვარად რეგულირებული ობიექტები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მთავრობის აქტივის განსაზღვრებას ან ამ აქტივების მარეგულირებელი სამთავრობო ორგანოების საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.
22. ერთეულისათვის რესურსების ტრანსფერის განზრახვის შესახებ განცხადება თავისთავად საკმარისი არ არის იმის განსასაზღვრად, რომ რესურსები ექვემდებარება ტრანსფერის მიმღები ერთეულის კონტროლს. იმ შემთხვევაში, თუ რესურსების გადაცემამდე საჭიროა არსებობდეს შეთანხმება ტრანსფერის შესახებ, მიმღები ერთეული რესურსებს არ მიიჩნევს კონტროლს დაქვემდებარებულ რესურსებად, სანამ შეთანხმება სავალდებულო არ გახდება, რადგანაც მიმღები ერთეული ვერ გამორიცხავს და ვერც დაარეგულირებს ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის ხელმისაწვდომობას აღნიშნულ რესურსებზე. საჭიროა მიმღებმა ერთეულმა აქტივის აღიარებამდე უზრუნველყოს რესურსებზე კონტროლის საკუთარი სამართლებრივი უფლება, თუ ერთეულს არ გააჩნია სამართლებრივი უფლება რესურსებზე, იგი ვერ გამორიცხავს და ვერც დაარეგულირებს ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის ხელმისაწვდომობას აღნიშნულ რესურსებზე.
23. ერთეულების მიერ აქტივებზე კონტროლის მოპოვება ხორციელდება შესყიდვის, გადასახადით დასაბეგრი მოვლენის ან ტრანსფერის გზით. მომავალში მოსალოდნელი ოპერაციები ან მოვლენები, თავისთავად არ წარმოქმნის აქტივებს და, შესაბამისად, გადასახადის მოკრების განზრახვა, არ წარმოადგენს ისეთ წარსულ მოვლენას, რომელიც წარმოქმნის აქტივს გადასახადის გადამხდელისადმი მიმართული მოთხოვნის ფორმით.
24. რესურსების შემოსვლა სავარაუდოდ ითვლება მაშინ, როცა უფრო მოსალოდნელია, რომ შემოსვლას ექნება ადგილი ვიდრე არშემოსვლას. ერთეული ამ გადაწყვეტილებას იღებს რესურსების მსგავსი სახის ნაკადებთან მიმართებაში საკუთარ წარსულ გამოცდილებაზე და გადასახადის გადამხდელთან ან ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინზე დაყრდნობით. როდესაც ა) მთავრობა თანახმაა ტრანსფერით სახსრები გადასცეს საჯარო სექტორის ერთეულს (ანგარიშვალდებულ ერთეულს), ბ) შეთანხმება სავალდებულო ხასიათისაა და გ) მთავრობას გააჩნია შეთანხმებული რესურსების გადაცემის ისტორია, სავარაუდოა, რომ რესურსების შემოსვლას ადგილი ექნება, მიუხედავად იმისა, რომ სახსრების ტრანსფერი ანგარიშგების დღისათვის არ არის განხორციელებული.
25. არაგაცვლითი ოპერაციის დროს, ობიექტის ასახვა პირობით აქტივად განმარტებით შენიშვნებში გამართლებულია, თუ მას გააჩნია აქტივის არსებითი მახასიათებლები, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს აღიარების კრიტერიუმებს.
26. იმისათვის, რომ ოპერაცია მფლობელთა შენატანებად კლასიფიცირდეს, აუცილებელია განმარტებაში მოცემული მახასიათებლების დაკმაყოფილება. იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ოპერაცია მფლობელთა შენატანების განმარტებას, მხედველობაში მიიღება ოპერაციის შინაარსი და არა მისი ფორმა. თუ, ოპერაციის ფორმის მიუხედავად, იგი აშკარად სესხის ან სხვა რაიმე სახის ვალდებულების ან შემოსავლის შინაარსს ატარებს, ერთეული მას აღიარებს ასეთად და, თუ არსებითი ხასიათისაა, შესაბამის ინფორმაციას ასახავს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია წარმოდგენილია, როგორც მფლობელთა შენატანი, მაგრამ მიუთითებს, რომ ანგარიშვალდებული ერთეული ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს გადაუხდის ფიქსირებულ დივიდენდებს და ამასთან ერთად მომავალში განსაზღვრული დროისთვის დაუბრუნებს განხორციელებულ ინვესტიციას, მაშინ აღნიშნული ოპერაცია სესხად განიხილება.
27. მფლობელთა შენატანების მტკიცებულებას შესაძლოა წარმოადგენდეს, შემდეგი:
ა) შენატანის განმახორციელებელი მხარის ან ამ უკანასკნელის მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შენატანის გახორციელებამდე, ან მისი განხორციელებისას, ტრანსფერის (ან ასეთ ტრანსფერთა ჯგუფის) დანიშნულების ფორმალურად განსაზღვრა მიმღები ერთეულის შენატანებით ფორმირებული წმინდა აქტივების/კაპიტალის შემადგენელ ნაწილად;
ბ) შენატანებთან დაკავშირებული ფორმალური შეთანხმება, რომელიც ადგენს ან ზრდის უკვე არსებულ ფინანსურ დაინტერესებას მიმღები ერთეულის წმინდა აქტივებით/კაპიტალით, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, მოხდეს მისი ტრანსფერით გადაცემა ან გამოსყიდვა;
გ) შენატანებთან დაკავშირებით წილობრივი ინსტრუმენტების გამოცემა, რომლებიც შეიძლება გაიყიდოს, მოხდეს მათი ტრანსფერით გადაცემა ან გამოსყიდვა.
28. როდესაც აქტივის შეძენა ხდება ისეთი ოპერაციის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია გაცვლითი და არაგაცვლითი კომპონენტი, ერთეული აღიარებს როგორც გაცვლით, ისე არაგაცვლით კომპონენტს წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად. იმისათვის რომ განისაზღვროს, გააჩნია თუ არა ამა თუ იმ ოპერაციას იდენტიფიცირებადი გაცვლითი და არაგაცვლითი კომპონენტები, პროფესიული განსჯა გამოიყენება. თუ ცალკეული გაცვლითი და არაგაცვლითი კომპონენტების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია, ოპერაცია ჩაითვლება არაგაცვლით ოპერაციად.
29. არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად მიღებული აქტივის თავდაპირველი შეფასება უნდა მოხდეს მისი მიღების თარიღისათვის არსებული ღირებულებით.
30. აქტივად აღიარებული არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად მიღებული რესურსები უნდა აღიარდეს როგორც შემოსავალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამავე მიღებასთან მიმართებით ხდება ვალდებულების აღიარებაც.
31. როდესაც ერთეული ასრულებს აქტივად აღიარებული არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად მიღებულ რესურსებთან მიმართებით ვალდებულებად აღიარებულ მიმდინარე მოვალეობას, მან უნდა შეამციროს აღიარებული ვალდებულების საბალანსო ღირებულება და აღიაროს ამ შემცირების ტოლი თანხა შემოსავალში.
32. შემოსავლის აღიარების დრო პირობების ხასიათით და მათი შესრულებით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, თუ პირობის კონკრეტული მოთხოვნაა, ერთეულმა მესამე მხარეები საქონლით ან მომსახურებით უზრუნველყოს, ან აუთვისებელი სახსრები დაუბრუნოს ტრანსფერის განმახორციელებელ ერთეულს, შემოსავლის აღიარება მოხდება საქონლისა თუ მომსახურების მიწოდების შემდეგ.
33. არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავლის შეფასება ხდება ერთეულის მიერ აღიარებული წმინდა აქტივების ზრდის თანხით.
34. როდესაც ერთეული არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად აღიარებს აქტივს, იგი ასევე აღიარებს აქტივის თანხის ტოლ შემოსავალს, თუ არ არსებობს ვალდებულების აღიარების მოთხოვნა. ვალდებულების აღიარების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულების დასაფარად საჭირო თანხის შეფასება ხდება ანგარიშგების დღეს მიმდინარე მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო თანხის საუკეთესო შეფასებით და წმინდა აქტივების ზრდის თანხა, ასეთის არსებობისას, აღიარებული იქნება როგორც შემოსავალი. დასაბეგრი მოვლენის დადგომის, ან პირობის დაკმაყოფილების გამო ვალდებულების შემდგომი შემცირებისას, თანხა, რომლითაც შემცირდა ვალდებულება, აღიარებულ იქნება როგორც შემოსავალი.
35. მიმდინარე მოვალეობა წარმოადგენს კონკრეტული გზით ქმედების ან კონკრეტული პირობების შესრულების მოვალეობას და ნებისმიერ არაგაცვლით ოპერაციასთან მიმართებით შეიძლება წარმოქმნას ვალდებულება. მიმდინარე მოვალეობის დაკისრება შეიძლება მოხდეს კანონების, სამართლებრივი ნორმების ან სავალდებულო შეთანხმებების დებულებებით, რომლებიც ქმნის ტრანსფერის საფუძველს. ისინი ასევე შეიძლება აღმოცენდეს ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში (საავანსო შემოსულობების აღიარება და სხვ.).
36. არაგაცვლით ოპერაციებში გადასახადების ამოღება და საჯარო სექტორის ერთეულებისათვის აქტივების ტრანსფერით გადაცემა ხდება ძირითადად იმ კანონების, სამართლებრივი ნორმებისა თუ სხვა სავალდებულო შეთანხმებების თანახმად, რომლებიც აწესებს მოთხოვნებს, რომ ისინი კონკრეტული მიზნებისათვის იქნეს გამოყენებული. ასეთი არაგაცვლითი ოპერაციებია:
ა) გადასახადები, რომელთა გამოყენება კანონების ან სამართლებრივი ნორმების მიხედვით შეიძლება მხოლოდ კონკრეტული მიზნებისათვის;
ბ) სავალდებულო შეთანხმებებით დამტკიცებული ტრანსფერები, რომლებიც მოიცავს შემდეგ პირობებს:
ბ.ა) ცენტრალური მთავრობიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის;
ბ.ბ) მთავრობებიდან საჯარო სექტორის სხვა ერთეულებისათვის;
ბ.გ) კანონებისა თუ მარეგულირებელი აქტების თანახმად, სამუშაო ავტონომიის პირობებით, კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი სამთავრობო დაწესებულებებისათვის (სახელისუფლებო ორგანოებისთვის,რეგიონალური დეპარტამენტებისთვის, უფლებამოსილი ორგანოებისთვის და სხვ);
ბ.დ) დონორი სააგენტოებიდან მთავრობებისათვის ან საჯარო სექტორის სხვა ერთეულებისათვის;
37. საოპერაციო საქმიანობის მიმდინარეობისას, ანგარიშვალდებული ერთეულის მიერ გადასახადით დასაბეგრი მოვლენის დადგომამდე რესურსების მიღება აღიარდება როგორც ვალდებულება, რომლის თანხაც საავანსო შემოსულობის თანხის ტოლია. ვალდებულება აღიარებული იქნება გადასახადით დასაბეგრი მოვლენის დადგომამდე.
38. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებული ერთეული რესურსებს მიიღებს ტრანსფერის შესახებ სავალდებულო ხასიათის მქონე შეთანხმების არსებობამდე, იგი საავანსო შემოსულობისათვის აღიარებს ვალდებულებას მანამ, სანამ შეთანხმება სავალდებულო ხასიათს შეიძენს.
39. ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივის პირობები წარმოქმნის თავდაპირველი აღიარების მიმდინარე მოვალეობას, ვალდებულების აღიარების კრიტერიუმების შესაბამისად.
40. ვალდებულების სახით აღიარებული თანხა უნდა იყოს ანგარიშგების დღეს მიმდინარე მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო თანხის საუკეთესო შეფასება.
41. შეფასება ითვალისწინებს რისკებსა და განუსაზღვრელობებს, რომლებიც თან ახლავს იმ მოვლენებს, რომელებიც განაპირობებს ვალდებულების აღიარებას. თუ ფულის დროითი ღირებულება მნიშვნელოვანია, ვალდებულების შეფასება მოხდება იმ თანხის მიმდინარე ღირებულებით, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება მოვალეობის შესასრულებლად. ერთეულმა უნდა აღიაროს აქტივი გადასახადებთან მიმართებით, როდესაც ადგილი აქვს გადასახადით დასაბეგრ მოვლენას და დაკმაყოფილებულია აქტივის აღიარების კრიტერიუმები.
42. გადასახადებიდან წარმოქმნილი რესურსები აკმაყოფილებს აქტივის განსაზღვრებას, როცა ერთეული წარსული მოვლენის (გადასახადით დასაბეგრი მოვლენის) შედეგით აკონტროლებს რესურსებს და ამ რესურსებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მიღებას მოელის. გადასახადებიდან წარმოქმნილი რესურსები აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს, როდესაც სავარაუდოა, რომ ადგილი ექნება რესურსების შემოსვლას და რომ შესაძლებელი იქნება მათი რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება. რესურსების შემოსვლის ალბათობის ხარისხი, განისაზღვრება თავდაპირველი აღიარებისას ხელმისაწვდომი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც მოიცავს გადასახადით დასაბეგრი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას.
43. გადასახადებიდან შემოსავალი წარმოიქმნება მხოლოდ მთავრობისათვის, რომელიც გადასახადს აწესებს, და არა სხვა ერთეულებისათვის. თუ ერთეული გადასახადების მოკრებას ახორციელებს სხვა ერთეულის სახელით, იგი მოქმედებს, როგორც საგადასახადო აგენტი, შესაბამისად, იგი შემოსავალს არ აღიარებს მოკრებილი გადასახადებისათვის – ნაცვლად ამისა, ამ გადასახადებთან მიმართებით აქტივებს და შემოსავალს აღიარებენ ცალკეული სახელისუფლებო ორგანოები, რომლებმაც დააწესეს ეს გადასახადები.
44. სხვადასხვა ტიპის გადასახადებისთვის გადასახადებით დასაბეგრი მოვლენა განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
45. გადასახადებით დასაბეგრი მოვლენის დადგომამდე მიღებული გადასახადებისთვის რესურსების აღიარება ხდება აქტივისა და ვალდებულების სახით (საავანსო შემოსულობა), რადგანაც ა) მოვლენა, რომელიც წარმოქმნის ერთეულის უფლებას აღნიშნულ გადასახადებზე, არ დამდგარა და ბ) გადასახადებიდან შემოსავლის აღიარების კრიტერიუმები არ დაკმაყოფილებულა მიუხედავად იმისა, რომ ერთეულს უკვე მიღებული აქვს აღნიშნული რესურსები. გადასახადით დასაბეგრი მოვლენის დადგომისას, ვალდებულება მცირდება შემოსავლის აღიარებით.
46. საგადასახადო შემოსავლების დადგენა უნდა მოხდეს მთლიანი ოდენობით. მისი შემცირება არ უნდა მოხდეს საგადასახადო სისტემით ანაზღაურებული ხარჯებით.
47. საგადასახადო შემოსავალი არ უნდა გაიზარდოს საგადასახადო დანახარჯების ოდენობით.
48. ერთეულმა ტრანსფერებთან დაკავშირებით უნდა აღიაროს აქტივი იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერით მიღებული/გადაცემული რესურსები შეესაბამება აქტივის განსაზღვრებას და აკმაყოფილებს აქტივის აღიარების კრიტერიუმებს.
49. ტრანსფერი აკმაყოფილებს აქტივის განსაზღვრებას იმ შემთხვევაში, თუ ერთეული წარსული მოვლენის შედეგად (ტრანსფერი) ახორციელებს კონტროლს რესურსებზე და ამ რესურსებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მიღებას მოელის. ტრანსფერი აქტივად აღიარების კრიტერიუმებს იმ შემთხვევაში აკმაყოფილებს, თუ სავარაუდოა რესურსების შემოსვლა და შესაძლებელია მათი რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება.
50. კრედიტორის მიერ ვალდებულების პატიების დროს, თუ ადგილი აქვს წინათ უკვე აღიარებული ვალდებულების საბალანსო ღირებულების შემცირებას, ტრანსფერის შედეგად აქტივის აღიარების ნაცვლად, ერთეული ახდენს ვალდებულების საბალანსო ღირებულების შემცირებას.
51. ერთეული ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ რესურსებზე კონტროლს მოიპოვებს მაშინ, როდესაც რესურსები ერთეულს გადაეცა ან როცა ერთეულს ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის მიმართ გააჩნია სამართლებრივად ქმედითი მოთხოვნა. აქტივების, ვალდებულებებისა და/ან შემოსავლის აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოთხოვნა სამართლებრივად ქმედითია და ბ) ერთეულის შეფასებით სავარაუდოა, რომ მოხდეს რესურსების შემოსვლა. რესურსების შემოსვლამდე ერთეულს არ შეუძლია გამორიცხოს ან დაარეგულიროს მესამე მხარეების ხელმისაწვდომობა ტრანსფერისთვის განკუთვნილი რესურსებიდან მისაღებ სარგებელზე.
52. ისეთი რესურსების ტრანსფერი, რომლებიც აკმაყოფილებს მფლობელთა შენატანების განსაზღვრებას, შემოსავალს არ წარმოქმნის. ხელშეკრულებები, რომლებიც ა) კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ რესურსების უზრუნველმყოფი ერთეული უფლებამოსილია მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის განაწილებებზე მიმღები ერთეულის არსებობის მანძილზე ან, მიმღები ერთეულის ლიკვიდირების შემთხვევაში, აქტივების რაიმე სახით ვალდებულებებზე გადაჭარბების განაწილებაზე ან ბ) კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ რესურსების უზრუნველმყოფი ერთეული მიმღებ ერთეულში იძენს ფინანსურ ინტერესს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, გაიცვალოს, გადაცემულ ან გამოსყიდულ იქნეს, თავისი არსით წარმოადგენს შეთანხმებას მფლობელების მიერ შენატანის განხორციელების შესახებ.
53. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მიმღებ ერთეულს ეკისრება სანაცვლოდ მიახლოებით იმავე ღირებულების რესურსების უზრუნველყოფა, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს კონტრაქტს გაცვლითი ოპერაციის შესახებ.
54. ერთეული ახდენს ყველა იმ პირობის ანალიზს, რომლებიც ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულებებშია მოცემული, რათა განსაზღვროს, იღებს თუ არა იგი ვალდებულებას რესურსების ტრანსფერით მიღებისას.
55. ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების შეფასება ხდება მათი მიღებისას არსებული რეალური ღირებულებით (სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან საბალანსო ღირებულებით. ერთეულები აქტივების აღიარებისა და შეფასებისათვის შეიმუშავებენ ისეთ სააღრიცხვო პოლიტიკას, რომელიც შესაბამისობაშია წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნებთან.
56. ერთეულები ვალის პატიებასთან მიმართებით აღიარებენ შემოსავალს, როდესაც წინათ არსებული ვალი უკვე აღარ შეესაბამება ვალდებულების განსაზღვრებას ან აღარ აკმაყოფილებს ვალდებულებად აღიარების კრიტერიუმებს, თუკი ვალის პატიება არ შეესაბამება მფლობელთა შენატანების განსაზღვრებას.
57. მაკონტროლებელი ერთეულის მიერ ისეთი ვალის პატიების შემთხვევაში, რომელიც გააჩნია სრულ მფლობელობაში მყოფ კონტროლირებულ ერთეულს, ან მისი ვალდებულებების აღების შემთხვევაში, ოპერაცია შეიძლება წარმოადგენდეს მფლობელთა მიერ გაკეთებულ შენატანს.
58. ვალის პატიების შედეგად წარმოქმნილი შემოსავლის შეფასება ხდება ნაპატიები ვალის საბალანსო ღირებულებით.
59. ჯარიმები ფიზიკური პირის ან სხვა ერთეულის მიერ კანონისა თუ სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად სასამართლოს ან სხვა სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი და საჯარო სექტორის ერთეულის მიერ ფიზიკური პირის ან სხვა ერთეულისაგან მიღებული ან მისაღები ეკონომიკური სარგებელი ან მომსახურების პოტენციალია. უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც კანონდამრღვევად ითვლებიან. ასეთ შემთხვევებში, ფიზიკური პირი ჩვეულებრივ უფლებამოსილია გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა ან მიმართოს სასამართლოს ამ საკითხის გადასაწყვეტად. როდესაც მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის მიიღწევა ისეთი შეთანხმება, რომლის თანახმად, ნაცვლად სასამართლო პროცესისა, უნდა მოხდეს ჯარიმის გადახდა, აღნიშნული გადახდა ითვლება ჯარიმად.
60. ჯარიმის აღიარება ხდება შემოსავლის სახით, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები თანხა შეესაბამება აქტივის განსაზღვრებას და აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. როდესაც ერთეული ჯარიმის მოკრებას ახდენს აგენტის ამპლუაში, ჯარიმა არ წარმოადგენს მისი მომკრები ერთეულის შემოსავალს. ჯარიმებიდან წარმოქმნილი აქტივების შეფასება ხდება ერთეულში რესურსების შემოსვლის საუკეთესო შეფასებით.
61. მემკვიდრეობითი აქტი გარდაცვლილი პიროვნების ანდერძის დებულებათა თანახმად განხორციელებული ტრანსფერია. მემკვიდრეობითი აქტის შემთხვევაში მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელ რესუსებზე კონტროლის განმაპირობებელ წარსულ მოვლენას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ერთეულს გააჩნია სამართლებრივად ქმედითი მოთხოვნა, მემკვიდრეობის დამტოვებელი პირის გარდაცვალებასთან ან ანდერძის ოფიციალურად დამტკიცებული ასლის მიღებასთან დაკავშირებით.
62. მემკვიდრეობითი აქტები, რომლებიც აკმაყოფილებს აქტივის განსაზღვრებას, აღიარდება როგორც აქტივები და შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია ერთეულში მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა და აქტივების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება.
63. მემკვიდრეობით გადაცემული აქტივების ღირებულების დადგენა ხდება ისევე, როგორც გრანტებისა და შემოწირულობების შემთხვევაში. თუ გარდაცვლილის ქონება ექვემდებარება დაბეგვრას, საგადასახადო ორგანოს შესაძლოა უკვე დადგენილი ჰქონდეს ერთეულისათვის მემკვიდრეობით გადასაცემი აქტივების ღირებულება და იგი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ერთეულისთვის. მემკვიდრეობითი აქტების შეფასება ხდება მიღებული ან მისაღები რესურსების ღირებულებით.
64. საჩუქრები და შემოწირულობები აქტივების ნებაყოფლობითი ტრანსფერებია, რომლებიც მოიცავს ფულადი სახსრებისა და სხვა მონეტარული აქტივების, ასევე ნატურალური ფორმით საქონლისა და მომსახურების ტრანსფერს, რომლითაც ერთი ერთეული ჩვეულებრივ უზრუნველყოფს მეორე ერთეულს პირობების გარეშე. ტრანსფერის განმახორციელებელი შეიძლება იყოს ერთეული ან ინდივიდუალური პირი. ფულადი სახსრებისა და სხვა მონეტარული აქტივების, ასევე ნატურალური ფორმით საქონლის საჩუქრებად და შემოწირულობებად აღიარების შემთხვევაში, მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მატარებელ რესურსებზე კონტროლის განმაპირობებელ წარსულ მოვლენას ჩვეულებრივ, საჩუქრის ან შემოწირულობის მიღება წარმოადგენს.
65. საქონელი ნატურალური ფორმით არაგაცვლით ოპერაციაში ერთეულისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ მატერიალურ აქტივებს წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა ექვემდებარებოდეს გარკვეულ პირობებს.
66. საჩუქრები და შემოწირულობები (გარდა ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებისა) აღიარდება როგორც აქტივები და შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოა ერთეულში მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა და აქტივების ღირებულების საიმედოდ შეფასება. საჩუქრებისა და შემოწირულობების გაკეთება და შესაბამისი იურიდიული უფლების გადაცემა როდესაც ხდება ერთდროულად, ასეთ შემთხვევებში მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის ერთეულში შემოსვლა ეჭვგარეშეა.
67. ნატურალური ფორმით საქონლის აქტივებად აღიარება ხდება მაშინ, როდესაც საქონელი მიღებულია, ან იმ შემთხვევაში, თუ ამ საქონლის მიღებაზე არსებობს მავალდებულებელი შეთანხმება. თუ ნატურალური ფორმით საქონლის მიღება ხდება რაიმე თანმხლები პირობების გარეშე, შემოსავალი აღიარდება დაუყოვნებლივ, ხოლო თუ სახეზეა რაიმე თანმხლები პირობა, აღიარდება ვალდებულება, რომელიც პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მცირდება და ხდება შემოსავლის აღიარება.
68. საჩუქრების და შემოწირულობების, ნატურალური ფორმით საქონლის ჩათვლით, თავდაპირველი აღიარებისას შეფასება ხდება მათი მიღების თარიღისათვის არსებული ღირებულებით.
69. ერთეულს შეუძლია, მაგრამ არ მოეთხოვება, ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურება აღიაროს როგორც შემოსავალი და როგორც აქტივი.
70. ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებები ცალკეულ პირთა მიერ ერთეულისათვის არაგაცვლითი ოპერაციით გაწეული მომსახურებებია. ამ სახის მომსახურებები შეესაბამება აქტივის განსაზღვრებას, რადგანაც ერთეული ახორციელებს კონტროლს იმ რესურსზე, რომლიდანაც სავარაუდოა მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოსვლა ერთეულში. მეორე მხრივ, ასეთი აქტივების მოხმარება ხდება დაუყოვნებლივ და იმავე ღირებულების ოპერაცია ასევე აღიარდება ნატურალური ფორმით მომსახურების მოხმარების ასახვის მიზნით. ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებების მოხმარებისათვის ერთეულის მიერ გაწეული ხარჯები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აქტივის შექმნის მიზნით. ამ შემთხვევაში, აღიარებული თანხა შევა შექმნილი აქტივის თვითღირებულებაში.
71. ერთეულები, შეიძლება იყვნენ საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში არსებული ნებაყოფლობითი ან არანებაყოფლობითი პროექტების ფარგლებში ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებების მიმღებები. ასეთი მომსახურებებია:
ა) სხვა სახელმწიფო ორგანოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ტექნიკური დახმარება;
ბ) სამართალდარღვევისათვის ნასამართლევი პირების მიერ საჯარო სექტორის ამა თუ იმ ერთეულისათვის საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოს შესრულება;
გ) სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოების მიერ ასეთი სახის მომსახურების მიღება მოხალისეთა მხრიდან;
დ) საჯარო სკოლების მიერ მიღებული ნებაყოფლობითი მომსახურება მშობლების ან როგორც საბჭოს წევრების მხრიდან, როგორც მასწავლებლების დახმარება;
ე) ადგილობრივმა თვითმმართველობების მიერ მიღებული ნებაყოფლობითი მომსახურება მოხალისეთა მხრიდან.
72. ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურება შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს აქტივის განსაზღვრებას, რადგან გაწეულ მომსახურებებზე ერთეულის მიერ განხორციელებული კონტროლი არასაკმარისია. სხვა შემთხვევებში, ერთეული შეიძლება ახორციელებდეს კონტროლს ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებებზე, მაგრამ არ ჰქონდეს მათი საიმედოდ შეფასების შესაძლებლობა და ამდენად, ვერ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.
73. ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებების ღირებულების დადგენისას, ნატურალური ფორმით მიღებული მომსახურება ერთეულის მიერ შესაძლებელია შეფასდეს არაარსებითად, ვინაიდან ნატურალური ფორმით მომსახურებების გაწევა ხდება ისეთი პირების მიერ, რომლებსაც აკლიათ ან საერთოდ არ გააჩნიათ შესაბამისი გამოხდილება/კვალიფიკაცია და ამდენად, ეს მომსახურებები ძირეულად განსხვავდება იმ მომსახურებათაგან, რომლებსაც ერთეული მიიღებდა იმ შემთხვევაში, ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებები რომ არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
74. ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით არსებული მრავალი განუსაზღვრელობის (მათ შორის, მომსახურებებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის და ამ მომსახურებათა ღირებულების დადგენის) გამო, წინამდებარე ინსტრუქცია არ მოითხოვს ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებების აღიარებას, თუმცა სასურველია საანგარიშგებო პერიოდში ნატურალური ფორმით მიღებული მომსახურებების შინაარსის და ტიპის შესახებ ინფორმაციის განმარტებით შენიშვნებში ასახვა. ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნება მოითხოვება თუკი ეს მომსახურებები არსებითი ხასიათისაა. ამასთან, ზოგიერთი ერთეულისათვის მოხალისეთა მიერ გაწეული მომსახურებები შეიძლება დიდი მნიშვნელობის მქონე არ იყოს თანხობრივად, მაგრამ მნიშვნელოვანი იყოს თავისი შინაარსით.
75. ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებათა ამა თუ იმ ჯგუფთან მიმართებით სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას, საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება, მათ შორის ისეთი ფაქტორების, როგორიცაა ამ მომსახურებათა გავლენა ერთეულის ფინანსურ მდგომარეობაზე, საქმიანობის შედეგსა და ფულადი სახსრების ნაკადებზე. იმან, თუ რამდენადაა ერთეული დამოკიდებული ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებათა ამა თუ იმ ჯგუფზე მის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, შეიძლება გავლენა იქონიოს ერთეულის მიერ აქტივების აღიარებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაზე. ერთეულმა, რომელიც მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისას დამოკიდებულია ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებათა ამა თუ იმ ჯგუფზე, უფრო სავარაუდოა აღიაროს ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებები, რომლებიც აქტივის განსაზღვრებას შეესაბამება და აღიარებისათვის არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. იმის განსაზღვრისას, უნდა მოხდეს თუ არა ნატურალური ფორმით გაწეულ მომსახურებათა ამა თუ იმ ჯგუფის აღიარება, მხედველობაში მიიღება ასევე მსგავს გარემოში მოქმედ ანალოგიურ ერთეულთა საქმიანობა.
76. დაპირებები მიმღები ერთეულისთვის აქტივების ტრანსფერის გადაცემის შესახებ სამართლებრივად არაქმედითი შეთანხმებებია. დაპირებები არ შეესაბამება აქტივის განსაზღვრებას, რადგან მიმღებ ერთეულს არ შეუძლია ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულის ხელმისაწვდომობის გაკონტროლება მომავალ ეკონომიკურ სარგებელსა თუ მომსახურების პოტენციალზე, რომელიც დაპირებულ ობიექტშია განივთებული. ერთეულები არ აღიარებენ დაპირებულ ობიექტებს აქტივების ან შემოსავლის სახით. თუ შემდგომში ხდება დაპირებული ობიექტის გადაცემა მიმღები ერთეულისათვის, იგი აღიარდება როგორც საჩუქარი ან შემოწირულობა. წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, მიზანშეწონილობიდან გამოდინარე შესაძლებელია დაპირებების ასახვა განმარტებით შენიშვნებში, პირობითი აქტივების სახით.
77. შეღავათიანი სესხები წარმოადგენს ერთეულის მიერ საბაზრო პირობებზე დაბალი განაკვეთით მიღებულ სესხებს. სესხის დაფარვადი კომპონენტი, ისევე როგორც საპროცენტო გადახდები, წარმოადგენს გაცვლით ოპერაციას და მისი აღრიცხვა ხდება გაცვლითი ოპერაციების შესაბამისად. ერთეული მხედველობაში იღებს, წარმოადგენს თუ არა ოპერაციის ფასსა (სესხის თანხები) და თავდაპირველი აღიარებისას სესხის რეალურ ღირებულებას შორის არსებული რაიმე განსხვავება არაგაცვლით შემოსავალს, რომლის აღრიცხვაც უნდა მოხდეს წინამდებარე მუხლის თანახმად.
78. თუ ერთეული ოპერაციის ფასსა (სესხის თანხები) და თავდაპირველი აღიარებისას სესხის რეალურ ღირებულებას შორის არსებულ განსხვავებას არაგაცვლით შემოსავლად მიიჩნევს, იგი განსხვავების თანხას აღიარებს, როგორც შემოსავალს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მიმდინარე მოვალეობა (როდესაც ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივებზე მიმღების მხრიდან დაწესებული კონკრეტული პირობები იწვევს მიმდინარე მოვალეობის წარმოქმნას).
79. ერთეულმა ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა მოახდინოს შემდეგი სახის ინფორმაციის გამჟღავნება:
ა) არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის თანხა, რომლის აღიარებაც მოხდა მოცემული პერიოდის განმავლობაში მთავარი ჯგუფების მიხედვით ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გამოყოფით:
ა.ა) გადასახადები, გადასახადების მთავარი ჯგუფების გამოყოფით;
ა.ბ) ტრანსფერები, ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლის მთავარი ჯგუფების გამოყოფით;
ბ) არაგაცვლითი ოპერაციებიდან წარმოქმნილ შემოსავალთან დაკავშირებით აღიარებული მოთხოვნების თანხა;
გ) გარკვეულ პირობებს დაქვემდებარებული ტრანსფერით მიღებულ/გადაცემულ აქტივებთან დაკავშირებით აღიარებული ვალდებულებების თანხა;
გ.ა) ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობებს დაქვემდებარებული შეღავათიან სესხებთან დაკავშირებით აღიარებული ვალდებულებების თანხა;
დ) აღიარებული აქტივების თანხა, რომლებიც ექვემდებარება შეზღუდვებს და ამ შეზღუდვების შინაარსი;
ე) არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი წინასწარი შემოსულობების არსებობა და თანხების ოდენობა;
ვ) ნაპატიები ვალდებულებების თანხა.
80. ერთეული ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახოს:
ა) არაგაცვლითი ოპერაციებიდან წარმოქმნილი შემოსავლის აღიარებისთვის მიღებული სააღრიცხვო პოლიტიკა;
ბ) არაგაცვლითი ოპერაციებიდან წარმოქმნილი შემოსავლის ძირითადი ჯგუფებისათვის, შემომავალი რესურსების რეალური ღირებულებით შეფასების საფუძველი;
გ) საგადასახადო შემოსავლის ძირითადი ჯგუფებისათვის, რომელთა საიმედოდ შეფასებაც ერთეულს არ შეუძლია იმ პერიოდში, რომელშიც დადგა გადასახადით დასაბეგრი მოვლენა, ინფორმაცია გადასახადის ბუნების შესახებ; და
დ) მემკვიდრეობის, საჩუქრებისა და შემოწირულობების ძირითადი ჯგუფების ბუნება და ტიპი, ნატურალური ფორმით მიღებული საქონლის ძირითადი ჯგუფების ცალკე გამოყოფით.
81. ერთეულებმა უნდა მოახდინონ ინფორმაციის გამჟღავნება ნატურალური ფორმით მიღებული მომსახურების ძირითადი ჯგუფების ბუნებისა და ტიპის შესახებ, მათ შორის იმათ შესახებ, რომელთა აღიარებაც არ მომხდარა. თუ რამდენად არის ერთეული დამოკიდებული ნატურალური ფორმით მიღებული მომსახურების ამა თუ იმ ჯგუფზე, განსაზღვრავს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც უნდა მოხდეს ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით.
82. პირობები და შეზღუდვები აწესებს ლიმიტებს იმ აქტივების გამოყენებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ერთეულის საქმიანობაზე. ა) პირობებთან მიმართებაში აღიარებული ვალდებულებების თანხისა და ბ) შეზღუდვებს დაქვემდებარებული აქტივების თანხის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მომხმარებლებს ეხმარება იმის განსჯაში, თუ რამდენად შესწევს ერთეულს უნარი გამოიყენოს თავისი აქტივები საკუთარი შეხედულებისამებრ. ერთეულებმა მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოახდინონ ჯგუფების შესაბამისად.
83. ერთეულებს მოეთხოვებათ არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით არსებული წინასწარი შემოსულობების განმარტებით შენიშვნებში ასახვა. ასეთ ვალდებულებებს ახლავს იმის რისკი, რომ ერთეულს მოუხდება მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დათმობა იმ შემთხვევაში, თუ არ დადგა გადასახადით დასაბეგრი მოვლენა ან ტრანსფერის შესახებ შეთანხმებამ არ მიიღო სავალდებულო ხასიათი.
84. როდესაც ერთეულს არ შეუძლია წარმოქმნილი აქტივებისა და შემოსავლის საიმედოდ შეფასება გადასახადით დასაბეგრი მოვლენის დადგომიდან ერთი ან რამდენიმე საგადასახადო პერიოდის გასვლამდე, ასეთ შემთხვევებში ერთეული განმარტებით შენიშვნებში ასახავს საგადასახადო ოპერაციების იმ ძირითადი ჯგუფების ბუნების შესახებ, რომელთა საიმედოდ შეფასება და, შესაბამისად, აღიარებაც შეუძლებელია იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც დადგა გადასახადით დასაბეგრი მოვლენა.
85. ერთეულებს მათ მიერ მიღებული საჩუქრების, შემოწირულობებისა და მემკვიდრეობის ძირითადი ჯგუფების ტიპისა და ბუნების შესახებ ინფორმაციის განმარტებით შენიშვნებში ასახვა მოეთხოვებათ.
86. იმ შემთხვევაში, თუ ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურება შეესაბამება აქტივის განსაზღვრებას და აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს, ერთეულებმა შესაძლებელია აღიარონ ნატურალური ფორმით გაწეული მომსახურებები.
87. ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს ინფორმაცია ნატურალური ფორმით მიღებული ყველა მომსახურების ბუნებისა და ტიპის შესახებ მიუხედავად იმისა, ისინი აღიარებულია თუ არა.
მუხლი 51. საოპერაციო შემოსავლების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. სახელმწიფო ერთეულების მიერ საქონლის და მომსახურების უსასყიდლოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებით რეალიზაციის შედეგად მიღებული საოპერაციო შემოსავლები, რომელთა გამოყენებაც შეზღუდულია საბიუჯეტო კოდექსით, აღირიცხება, როგორც არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება, ხოლო არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული საოპერაციო შემოსავლების აღრიცხვა ხდება როგორც საბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციაზე ვრცელდება საბიუჯეტო შეზღუდვები და მის მიერ საბიუჯეტო სახსრებით გადახდაზე ვალდებულების აღების და გადახდის განხორციელების, ასევე მიღებული შემოსავლების თავისი მიზნებისთვის შენარჩუნების უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე შეზღუდვა გათვალისწინებულია საოპერაციო შემოსავლების საკასო შესრულების შემთხვევაში, როცა წარმოიშობა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება და წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვით, ამ შემთხვევაში დასაშვებია ფინანსური აქტივით ვალდებულების დაფარვა (ურთიერთგადაფარვა).
4. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის არაფულადი ფორმით მიღებული შემოსავლების გამოყენება დასაშვებია.
5. არასაბაზრო წესით საქონლისა და მომსახურების გაყიდვისას, როცა ხდება იმავდროულად ფულადი სახსრების მიღება, დასაშვებია საკასო მეთოდის გამოყენება.
6. დონორების დაფინანსებით მიღებული მიზნობრივი გრანტები წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციის საოპერაციო შემოსავლებს და მისი გამოყენება ორგანიზაციის მიზნებისთვის დასაშვებია და მიზნობრივი გრანტები ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში შემოსავლებად აღირიცხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
7. საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული ფულადი გრანტების და სხვა ნებაყოფლობითი ტრანსფერების, გარდა გრანტების აღრიცხვაში ასახვის დროის დადგენისას (მათი გამოყენებისათვის სხვადასხვა იურიდიული ძალის მრავალი განსხვავებული პირობის არსებობის შემთხვევაში) ხდება შეფასება იმისა, დაკმაყოფილებულია თუ არა კონკრეტული პირობები (განსაზღვრული მიზნებისათვის ხარჯების წინასწარი გაწევა ან შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სხვ.), რის მიხედვითაც გრანტის/სხვა ნებაყოფლობითი ტრანსფერების პოტენციურ მიმღებს გააჩნია კანონიერი მოთხოვნის უფლება. ეს არაგაცვლითი ოპერაციები აღრიცხვაში აისახება ყველა მოთხოვნის და პირობის შესრულებისას. სხვა შემთხვევებში, როცა ფულადი სახსრების მიმღებს არ გააჩნია დონორის მიმართ არანაირი მოთხოვნა, ორგანიზაციების მიერ მიზნობრივი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების, ნებაყოფილებითი ტრანსფერების, გარდა გრანტებისა მიღების აღრიცხვისთვის დასაშვებია საკასო მეთოდის გამოყენება.
8. საბიუჯეტო კლასიფიკაციის საფუძველზე, დეპოზიტები არ აღიარდება საოპერაციო შემოსავლებად. დეპოზიტების კლასიფიცირების მიზანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიღებული დეპოზიტები აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს და აღიარების შემთხვევაში, რამდენად სავალდებულოა შესაბამისი ფინანსური ვალდებულების აღიარება.
9. ზედმეტად ან შეცდომით მიღებული შემოსავლების დაბრუნება აისახება უარყოფით შემოსავლებად, მიუხედავად იმისა რომელ საანრიშგებო პერიოდში მოხდა მათი მიღება.
10. საპროცენტო შემოსავლის დარიცხვა ფინანსური აქტივის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება, მიუხედავად ამისა, შემოსავლის აღიარება ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დადგომისას. საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ხდება პროცენტის დარიცხვა, შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც სესხის ძირითადი თანხის გარკვეული პროცენტი, წინასწარ განსაზღვრული თანხის ოდენობა, ან ორივე ერთად. დებიტორსა და კრედიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება მოითხოვდეს დარიცხული პროცენტის მიღებას პერიოდული გადახდების სახით ან ხელშეკრულების დასრულებისას. შესაძლებელია, ასევე აღნიშნული ორი მეთოდის კომბინაციაც. დარიცხული პროცენტის გადაუხდელი თანხის ოდენობით იზრდება კრედიტორის მთლიანი მოთხოვნა დებიტორის მიმართ. ნებისმიერი პერიოდული თუ სხვა სახის გადახდები ამცირებს მთლიანი მოთხოვნის მოცულობას, მაგრამ ისინი შემოსავლების ოპერაციებს არ წარმოადგენენ.
11. დივიდენდები აღრიცხვაში აისახება იმ თარიღით, რომლისთვისაც გამოცხადებულია მათი მიღება ან თუ ასეთი თარიღი წინასწარ არ არის გამოცხადებული, იმ თარიღით, როდესაც მოხდება მათი მიღება.
12. ინვესტორი ინვესტიციიდან მიღებულ შემოსავალს აღიარებს იმ ოდენობით, რისი მიღების უფლებაც მას გააჩნია ინვესტირებული ერთეულის დაგროვილი ნამეტიდან განაწილებების სახით, რომლებიც წარმოიშობა შეძენის თარიღის შემდგომ. ასეთი ნამეტის ზევით მიღებული ან მისაღები უფლებამოსილება მიიჩნევა ინვესტიციის ამოღებად და აღიარდება როგორც ინვესტიციის ღირებულების შემცირება.
13. რენტა განუწყვეტლივ ერიცხება აქტივის მფლობელს ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, რენტის სახით შემოსავლის აღიარება ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დადგომისას. კონკრეტულ პერიოდში ასახული რენტა დაგროვილი რენტის ღირებულების ტოლია, რომელიც ექვემდებარება მიღებას მოცემულ პერიოდში და შეიძლება განსხვავდებოდეს რენტის იმ ოდენობისაგან, რომელიც მისაღებია ან რეალურად იქნება მიღებული პერიოდის განმავლობაში.
14. საქონლის გაყიდვები აღრიცხვაში აისახება საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. თუ საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი არ არის ცალსახად განსაზღვრული, ასახვა მოხდება მაშინ, როდესაც უფლებებისა და კონტროლის გადაცემა ფაქტობრივად განხორციელდება. მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციები ბუღალტრულად აღირიცხება მომსახურების გაწევის მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახის მომსახურება (საოპერაციო ლიზინგი, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და სხვ.) ატარებს უწყვეტ ხასიათს, აღირცხვაში აისახება გადახდის ვადის დადგომის მომენტში, თუ სააღრიცხვო პოლიტიკით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
15. სანქციები, ჯარიმები და საურავები აღრიცხვაში აისახება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ერთეული მოიპოვებს ფულადი სახსრების მოთხოვნის კანონიერ უფლებას, რაც შეიძლება მოხდეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისას, ან მაშინ, როდესაც დაგვიანებული გადახდა თუ სხვა დარღვევა ავტომატურად იწევევს სანქციისა და ჯარიმის დარიცხვას.
16. მომსახურებიდან შემოსავლები აისახება მომსახურების გაწევისას.
17. იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება ხორციელდება ერთზე მეტი პერიოდის განმავლობაში და ეკონომიკურ მოვლენებს ადგილი აქვს უწყვეტად, ოპერაციები ასეთი მომსახურებით უზრუნველყოფის მთელი პერიოდის განმავლობაში აისახება. თითოეული პერიოდისათვის მიკუთვნებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად აიღება მიწოდებული მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ან მოთხოვნილი გადახდები.
მუხლი 52. საოპერაციო ხარჯების არსი, კლასიფიკაცია და ანგარიშთა გეგმა
1. საოპერაციო ხარჯი წარმოადგენს ოპერაციის შედეგად კაპიტალის შემცირებას.
2. საოპერაციო ხარჯების იდენტიფიკაციას ეკონომიკური სახეების მიხედვით ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია, რომელიც ხარჯებს ეკონომიკური შინაარსის მიხედვით აჯგუფებს და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს.
3. საოპერაციო ხარჯების ბუღალტრულ ანგარიშებზე აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ხარჯები.
4. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის, დამატებით გამოყენებულია შემდეგი ანგარიშები:
ა) ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა (ანგარიში 7310) – აღირიცხება იმ ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის წინასწარ განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (ნორმატიული), ხოლო არამატერიალურ ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად, თუ ეს შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლიურად 10 პროცენტის ოდენობით;
ბ) მორალური ცვეთა და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები (ანგარიში 7320) – აღირიცხება ალტერნატიული საშუალებების გამოჩენისა და მიღწეული ტექნიკური პროგრესის შედეგად გამოწვეული ძირითადი აქტივების მორალური ცვეთა. ამასთან, აღნიშნული ანგარიში ძირითადი აქტივების შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეულ დანაკარგებსაც მოიცავს(სადაზღვევო და სხვა შემთხვევებს);
გ) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით (ანგარიშები 7611; 7621) – აღირიცხება ფულადი ფორმით გაცემული გრანტები;
დ) მიმდინარე/კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით (ანგარიშები 7621; 7622) – აღირიცხება სასაქონლო ფორმით გაცემული გრანტები.
მუხლი 53. საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა
1. სახელმწიფო ერთეულზე აქტივის (გარდა მოკლევადიანი აქტივების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა) უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში, საოპერაციო ხარჯი აისახება კაპიტალური ტრანსფერის სახით, როგორც კაპიტალური გრანტი, ხოლო მოკლევადიანი აქტივების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა – როგორც მიმდინარე გრანტი.
2. სხვა ერთეულებზე ან საოჯახო მეურნეობებზე აქტივების უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში, საოპერაციო ხარჯი აისახება სუბსიდიის, სოციალური დახმარების და სხვადასხვა ხარჯების შესაბამის კატეგორიაში.
3. ზედმეტად ან შეცდომით გაწეული ხარჯების მობრუნებები აისახება უარყოფით ხარჯად, მიუხედავად იმისა, რომელ საანრიშგებო პერიოდში მოხდა მათი გაწევა.
4. არაგაცვლითი ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების (სანქციები, ჯარიმები, ქონების კონფისკაცია და სხვ.) ასახვა ხორციელდება დროის განსაზღვრული მომენტისათვის, ფულადი სახსრების ვალდებულების კანონიერი უფლების მოპოვებისას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით/ ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების გამოქვეყნებით ან ხელშეკრულების პირობებით.
5. ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ცვეთის თანხა განიხილება არაფინანსური აქტივების შიდა ოპერაციად და აღიარდება ხარჯებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს თანხა შედის სხვა აქტივის თვითღირებულებაში.
6. საოპერაციო ხარჯების დარიცხვა აღირიცხება ხარჯების ანგარიშების დებეტში, შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
7. საოპერაციო ხარჯების ანგარიშები, ხარჯების შინაარსიდან გამომდინარე, გადაიხურება კაპიტალის შესაბამის (5100 ან 5210) ანგარიშებზე.
მუხლი 54. საოპერაციო ხარჯების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. ხარჯვითი ოპერაციებით ხორციელდება სახელმწიფო ერთეულების ორი ძირითადი ეკონომიკური ფუნქცია: საზოგადოების უზრუნველყოფა საქონლითა და მომსახურებით არასაბაზრო საწყისებზე და ტრანსფერული გადახდების გზით შემოსავლებისა და ქონების გადანაწილება.
2. საზოგადოების არასაბაზრო მომსახურებით და საქონლით უზრუნველყოფისას, სახელმწიფო ერთეულს შეუძლია:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს საქონლისა და მომსახურების წარმოება და გადანაწილება;
ბ) მესამე პირისაგან შეისყიდოს და გადაანაწილოს;
გ) საოჯახო მეურნეობებისათვის გადარიცხოს თანხები საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით.
3. ხარჯვითი ოპერაციის აღრიცხვაში ასახვის დრო დარიცხვის მეთოდით განისაზღვრება.
4. ხარჯის გაწევა შესაძლებელია ასიგნების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასიგნების ზევით ფაქტობრივი ხარჯის გაწევა დაუშვებელია გარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა.
5. საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა არ წარმოადგენს ხარჯვით ოპერაციას და აქტივებით ოპერაციად განიხილება.
6. ოპერაციების განხორციელებაზე ნებისმიერი გადასახდელი, მომსახურების საფასური, მოსაკრებლები, საკომისიოები და მსგავსი გადახდები, განიხილება როგორც ხარჯვითი ოპერაციები.
მუხლი 55. არასაოპერაციო შემოსავლების და არასაოპერაციო ხარჯების აღრიცხვა
1. აქტივების ან ვალდებულებების მოცულობის ან ღირებულების ცვლილება, რომლებიც ოპერაციის შედეგს არ წარმოადგენს, განიხილება არასაოპერაციო შემოსავლებად და არასაოპერაციო ხარჯებად.
2. არასაოპერაციო შემოსავლების (8100) ანგარიშზე, აღირიცხება აქტივისა და ვალდებულების ზრდა/კლება, რომელიც ოპერაციების შედეგად არ არის წარმოქმნილი.
3. არასაოპერაციო ხარჯების (8200) ანგარიშზე აღირიცხება აქტივისა და ვალდებულების კლება/ზრდა, რომელიც ოპერაციების შედეგად არ არის წარმოქმნილი.
4. აქტივების წმინდა ღირებულების სიდიდის დასადგენად, არასაოპერაციო შემოსავლების/არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშები, საქმიანობების შესაბამისად, გადაიხურება წმინდა ღირებულების (5100) ან საკუთარი კაპიტალის (5200) ანგარიშებზე.
5. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დადებითი სხვაობა აისახება არასაოპერაციო შემოსავლების (8100) ანგარიშის კრედიტში შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით, ხოლო უარყოფითი სხვაობა – არასაოპერაციო ხარჯების (8200) ანგარიშის დებეტში შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
მუხლი 56. არასაოპერაციო შემოსავლების და არასაოპერაციო ხარჯების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნობრივი ფონდებიდან ორგანიზაციის ვალდებულებების დაფარვა/აქტივის მიღება (დაფინანსებაში ასახვის გარეშე) ორგანიზაციის მიერ ანგარიშგებაში აისახება როგორც არასაოპერაციო შემოსავალი.
2. არასაოპერაციო შემოსავალი/არასაოპერაციო ხარჯი წარმოიშობა:
ა) ფასების დონისა და სტრუქტურის ცვლილებების შედეგად აქტივის ან ვალდებულების
ფულადი ღირებულების ცვლილების შედეგად იმის გათვალისწინებით, რომ აქტივი ან ვალდებულება რაოდენობრივად ან ხარისხობრივად არ შეცვლილა;
ბ) უცხოურ ვალუტაში შეფასებული აქტივებისა და ვალდებულებების შემთხვევაში –
ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად;
გ) არსებული ობიექტების ეკონომიკურ აქტივებად აღიარების ან აღიარების შეწყვეტის შედეგად;
დ) აქტივების სხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების შედეგად, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული სხვა სახის მოვლენებით:
დ.ა) რომლებიც ცვლიან არსებული ეკონომიკური აქტივების ოდენობას;
დ.ბ) რომელთა შედეგად ხდება იმ აქტივების ბალანსზე აყვანა ან ბალანსიდან მოხსნა, რომლებიც იყო აღმოჩენილი, შექმნილი, გაუქმებული, განადგურებული.
ე) აქტივების/ვალდებულებების რეკლასიფიცირების შედეგად, რაც შეიძლება განპირობებული იყოს აქტივის გამოყენების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლით.
3. ფარდობითი ფასების, ტექნოლოგიის შეცვლის ან სხვა მოვლენის გამო ობიექტის (რომლის არსებობაც ცნობილია, მაგრამ არ არის კლასიფიცირებული როგორც ეკონომიკური აქტივი), ეკონომიკურ აქტივად აღიარება, აქტივის ღირებულების ასახვისა და მისი ბალანსზე დამატების მიზნით, აისახება როგორც არასაოპერაციო შემოსავლები; არასაოპერაციო ხარჯების ასახვა ხდება მაშინ, როდესაც საჭიროა ეკონომიკური აქტივის ბალანსიდან ჩამოწერა, იმის გამო, რომ მას არ შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა ან მესაკუთრეს აღარ სურს ან უნარი არ შესწევს, რომ განახორციელოს საკუთრების უფლებები აღნიშნულ აქტივთან მიმართებით.
თავი XIII
დაფინანსება და კაპიტალი
მუხლი 57. დაფინასების აღრიცხვა
1. დაფინანსება ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის მიხედვით აღირიცხება ორ ანგარიშზე: ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება – (4100) და ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად – (4200).
2. ანგარიშზე – „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ (4100) – აღირიცხება ორგანიზაციისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრები (საბიუჯეტო სახსრები, კრედიტები და გრანტები). ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება აიასახება 1250 ანგარიშის დებეტსა და 4100 ანგარიშის კრედიტში.
3. ანგარიშზე – „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად“ (4200) – აღირიცხება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების თანხები. მიღებული დაფინანსების თანხები აიასახება 1250 ანგარიშის დებეტსა და 4200 ანგარიშის კრედიტში.
4. მიმდინარე წელს გადახდილი თანხების მობრუნება აისახება დაფინანსების (4000) შესაბამისი ანგარიშების დებეტში 1250 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
5. გასულ წლებში გადახდილი და გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრები აღირიცხება მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით ანგარიშის დებეტში და ხარჯების ან აქტივების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. ხოლო მობრუნებული თანხა ორგანიზაციის ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, აღირიცხება ფულადი სახსრების (1100-1200) ანგარიშის დებეტში და მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში; ამასთან ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების წარმოქმნა აისახება წმინდა ღირებულების/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში და 3245 ანგარიშის კრედიტში. ხოლო თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა აისახება 3245 ანგარიშის დებეტში და ფულადი სახსრების ანგარიშის (1100-1200) კრედიტში.
6. იმ შემთხვევაში, როცა დებიტორის მიერ მოხდება მობრუნებული თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა, (ორგანიზაციის სახაზინო ანგარიშზე განთავსების გარეშე), ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულების წარმოქმნა აღრიცხვაში აისახება წმინდა ღირებულების/საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის (5100/5210) ანგარიშის დებეტში და 3245 ანგარიშის კრედიტში, ხოლო ვალდებულების დაფარვა აისახება 3245 ანგარიშის დებეტსა და მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში.“
7. დაფინანსების ანგარიშები გადაიხურება წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშზე.
8. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება ასიგნებების ფარგლებში გაწეული საკასო ხარჯების შესაბამისი მოცულობით.
9. ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში მიღებული დაფინანსება ორგანიზაციების მიერ აღირიცხება საკასო მეთოდით.
10. მესამე პირის მიერ განხორციელებული გადახდები, ორგანიზაციის მიერ სააღრიცხვო ჩანაწერებში და ანგარიშგებაში აღიარდება, როგორც ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.
მუხლი 58. კაპიტალის აღრიცხვა
1. ორგანიზაციის საერთო საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება დამაბალანსებელი მუხლები – წმინდა ღირებულების (5100) და საკუთარი კაპიტალის (5200) ანგარიშები.
2. წმინდა ღირებულება/საკუთარი კაპიტალი შესაძლებელია იყოს დადებითი ან უარყოფითი.
3. ანგარიშზე ,,წმინდა ღირებულება“ (5100) – გადაიხურება ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების, შემოსავლების, ხარჯების, არასაოპერაციო შემოსავლების და არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშები (არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გარდა).
4. წმინდა ღირებულება წარმოადგენს დამაბალანსებელ მუხლს და ტოლია ყველა აქტივის (გარდა არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული აქტივებისა) მთლიან ღირებულებას გამოკლებული ყველა ვალდებულების (გარდა არასაბიუჯეტო საქმიანობით წარმოქმნილი ვალდებულებებისა) მთლიანი ღირებულება.
5. ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში, სახელმწიფო ერთეულზე საბიუჯეტო სახსრებით მიღებული აქტივების და წარმოქმნილი ვალდებულებების გადაცემა სამართალმემკვიდრის მიერ აღრიცხვაში აისახება გრანტის შემოსავლის/ხარჯის კრედიტში/დებეტში, თუ ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. საკუთარ კაპიტალში აისახება საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი: გაუნაწილებელი მოგება და დაუფარავი ზარალი.
7. ანგარიში ,,საკუთარი კაპიტალი“ (5200) მოიცავს: საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალს
(5210); გაუნაწილებელ მოგებას (5220) და დაუფარავ ზარალს (5230).
8. ანგარიში - „საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი“ (5210) წარმოადგენს დამაბალანსებელ მუხლს და ტოლია ყველა აქტივის (გარდა საბიუჯეტო საქმიანობით მიღებული აქტივებისა) მთლიან ღირებულებას გამოკლებული ყველა ვალდებულების (გარდა საბიუჯეტო საქმიანობით წარმოქმნილი ვალდებულებებისა) მთლიანი ღირებულება.
9. საანგარიშო წლის ბოლოს მოგება/ზარალის (5210) ანგარიშის ნაშთი გადაიტანება შესაბამისად, გაუნაწილებელი მოგების (5220) ან დაუფარავი ზარალის (5230) ანგარიშზე.
10. ანგარიშზე ,,გაუნაწილებელი მოგება“ (5220) – აღირიცხება გასულ წლებში მიღებული მოგების გაუნაწილებელი თანხები, აგრეთვე საანგარიშო წლის მოგების თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი. გაუნაწილებელი მოგების ზრდა აისახება საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშის (5210) დებეტში გაუნაწილებელი მოგების (5220) ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო გაუნაწილებელი მოგების გამოყენება – გაუნაწილებელი მოგების (5220) ანგარიშის დებეტში შესაბამის ანგარიშებთან კორესპონდენციით.
11. ანგარიშზე ,,დაუფარავი ზარალი“ (5230) – აღირიცხება გასული წლებისა და საანგარიშო წლის ზარალის თანხები. დაუფარავი ზარალის ზრდა აისახება 5230 ანგარიშის დებეტსა და საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშის (5210) კრედიტში, ხოლო ზარალის დაფარვა (ჩამოწერა) – შესაბამისი ანგარიშის დებეტსა და დაუფარავი ზარალის (5230) ანგარიშის კრედიტში.
თავი XlV
სახელმწიფო მმართველობის სექტორის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ფინანსურ ანგარიშგებაში
მუხლი 59. განმარტებები
წინამდებარე თავში მოცემული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:
ა) სახელმწიფო მმართველობის სექტორი (სმს) – მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა ორგანიზაციულ სტრუქტურას (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს, ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს).
ბ) სახელმწიფო კომერციული საწარმო (სკს) – აღნიშნავს ერთეულს, რომელსაც ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი გააჩნია:
ბ.ა) წარმოადგენს საკუთარი სახელით ხელშეკრულების დადების უფლებით აღჭურვილ ერთეულს;
ბ.ბ) საქმიანობის განხორციელებისათვის მინიჭებული აქვს ფინანსური და სამოქმედო უფლებამოსილება;
ბ.გ) ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ყიდის საქონელსა და მომსახურებას სხვა ერთეულებზე მოგებით, ან დანახარჯების სრულად ანაზღაურებით;
ბ.დ) მისი საქმიანობა დამოკიდებული არ არის სახელმწიფოს უწყვეტ დაფინანსებაზე (გარდა „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით განხორციელებული შესყიდვებისა);
ბ.ე) კონტროლდება საჯარო სექტორის ერთეულის მიერ.
მუხლი 60. სახელმწიფო მმართველობის სექტორის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების მიზანი
1. წინამდებარე თავის მიზანია, განსაზღვროს ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები, მთავრობისათვის ფინანსურ ანგარიშგებაში სახელმწიფო მმართველობის სექტორის (სმს) შესახებ, რომელიც გაზრდის ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშგებასა და ფინანსურ ანგარიშების სტატისტიკურ საფუძვლებს შორის ურთიერთკავშირის უკეთ გაგებას.
2. სმს-ის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მასში შემავალ მნიშვნელოვან კონტროლირებულ ერთეულებს და წინა საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ მათში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას. ასევე უნდა აისახოს განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა სმს-ში შემავალი ისეთი ერთეულის ამოღება, რომელიც ადრე შედიოდა სმს-ში.
3. ფინანსურ ანგარიშგებაში გამჟღავნებულ ინფორმაციასა და მთავრობის საქმიანობას შორის ურთიერთკავშირის აღქმადობისათვის ხდება მთლიანი სახელმწიფო დანახარჯების დეზაგრეგაცია და მათი დეტალიზაცია ხარჯების ეკონომიკური შინაარსის მიხედვით ან „ხარჯების და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის“ შესაბამისად.
4. ფინანსურ ანგარიშგებაში კონსოლიდირდება მხოლოდ მთვრობის მიერ კონტროლირებული ერთეულების შესახებ ინფორმაცია და სმს-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ ამ ერთეულების შესახებ.
5. წინამდებარე ინსტრუქციის და ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიზნები ზოგიერთ ასპექტში ერთმანეთისგან განსხვავდება. ინსტრუქციის თანახმად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიზნებს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ინფორმაციის მიღება და ერთეულის კონტროლს დაქვემდებარებული რესურსებისათვის ანგარიშვალდებულების გამჟღავნება. ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების მიზანია ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა ფისკალური პოლიტიკის შეფასებისა და ანალიზისათვის. მიუხედავად ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების ბუღალტრული ანგარიშგების ტერმინოლოგიით გადმოცემისა, ის მაინც განსხვავდება ფინანსური ანგარიშგების საბაზისო სისტემისაგან, რომლიდანაც ხდება სახელმწიფოს ფინანსების შესახებ სტატისტიკური მონაცემების უმეტესობის მიღება. ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლები და ფინანსური ანგარიშგება ოპერაციებსა და მოვლენებს ასახავს.
6. წინამდებარე თავი არ ითვალისწინებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში სმს-ის შესახებ მოცემული ინფორმაციისა და ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების შესაბამისად გამჟღავნებული ინფორმაციის შეჯერებას, მიუხედავად იმისა, რომ იყენებენ ოპერაციების და მოვლენების ასახვისათვის ერთი და იმავე მეთოდს.
7. ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის გამჟღავნება იძლევა შესაძლებლობას სწორად შეფასდეს:
ა) სმს-ის მიერ მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო საქმიანობის განსახორციელებლად გამოყოფილ რესურსები და ამ მომსახურების გაწევისას მთავრობათა საქმიანობის ფინანსური შედეგები;
ბ) სმს-ისა და კორპორაციების სექტორებს შორის კავშირებსა და იმ ზეგავლენაზე, რომელსაც თითოეული მათგანი ახდენს საქმიანობის მთლიან ფინანსურ შედეგზე.
8. ფინანსურ ანგარიშგებაში სმს-ის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებულ და გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებასა და ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების შესაბამისად მომზადებულ ანგარიშგებას, საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია შესაბამისობაში მოიყვანოს სტატისტიკურ ანგარიშებში მოცემულ ინფორმაციასთან.
9. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია ვრცელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, მთავრობა ასახავს ინფორმაციას მთლიანად სმს-ის თაობაზე და არა მის მიერ კონტროლირებულ ცალკეულ ერთეულებზე.
10. ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების თანახმად, სახელმწიფო მმართველობის სექტორი მოიცავს სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ძირითად საქმიანობებს. სმს-ის შესახებ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლებისთვის მიღებულ სმს-ის განმარტებას და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინტერპრეტაციას.
11. სახელმწიფო ფინანსური კორპორაციების (სფკ) სექტორი მოიცავს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ რეზიდენტ ფინანსურ კორპორაციებს, კვაზიკორპორაციებს და არაკომერიცულ ორგანიზაციებს, რომელთა უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური შუამდგომლობა და ბაზრისათვის ფინანსური მომსახურების გაწევა. ამავე სექტორს განეკუთვნება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბანკები, მათ შორის, ცენტრალური ბანკები და სხვა სამთავრობო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საბაზრო პრინციპებით ახორციელებენ.
12. სახელმწიფო არაფინანსური კორპორაციების (საფკ) სექტორი მოიცავს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ რეზიდენტ არაფინანსურ კორპორაციებს, კვაზიკორპორაციებს და არაკომერციულ დაწესებულებებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს ან ეწევიან არასაფინანსო მომსახურებას ბაზრისთვის. ამავე სექტორს განეკუთვნება ისეთი ერთეულები, როგორებიცაა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომუნალური და სხვა ერთეულები, რომლებიც ეწევიან პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვას.
მუხლი 61. სახელმწიფო მმართველობის სექტორის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების სააღრიცხვო პოლიტიკა
1. სმს-ის შესახებ ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისათვის მიღებულ სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობაში.
2. სმს-მა უნდა აღიაროს მის მიერ სფკ-ის და საფ-ის სექტორებში განხორციელებული ინვესტიცია აქტივის სახით და ანგარიშგებაში აღრიცხოს ინვესტიციები ობიექტების წმინდა აქტივების საბალანსო ღირებულებით.
3. ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ასახავს სმს-ის ზემოქმედებას მთლიან საჯარო სექტორზე. ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლები მოითხოვს, რომ სმს-ის ფინანსური ანგარიშგება მოიცავდეს აღნიშნული სექტორის ფარგლებს გარეთ არსებულ ერთეულებსაც, როგორც სხვა სექტორებში განხორციელებულ ინვესტიციას.
4. ფინანსურ ანგარიშგებაში სმს-ის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისას სმს-ში შემავალ ერთეულებს შორის განხორციელებული ოპერაციები და სალდოები წინამდებარე ინსტრუქციის თანახმად, გამოირიცხება. თუმცა, სმს-ისა და საჯარო სექტორის სხვა ერთეულებს შორის განხორციელებული ოპერაციებისა და სალდოების გამორიცხვა არ ხდება.
5. სახელმწიფო მმართველობის სექტორმა მის მიერ სფკ ან საფკ სექტორში შემავალ ერთეულებში განხორციელებული ინვესტიციები უნდა აღიაროს ამ ერთეულების წმინდა აქტივების საბალანსო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სმს-ზე გამჟღავნებული ინფორმაციის დეზაგრეგირებულად ასახვას, რომელიც წარმოადგენს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსურ ანგარიშგების ნაწილს. რადგან სმს წარმოადგენს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დეზაგრეგაციას, აღნიშნულ ორგანიზაციათა წმინდა აქტივების საბალანსო ღირებულების ცვლილებები აღიარდება, მთავრობის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების მსგავსად.
6. ფინანსური ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების მოთხოვნების შესაბამისად, ყველა აქტივი და ვალდებულება (გარდა სესხებისა) ყოველ ანგარიშგების თარიღისათვის გადაფასებული უნდა იქნეს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. წინამდებარე ინსტრუქცია აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისადმი ითვალისწინებს სხვადასხვა მოთხოვნებს. შესაბამისად, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება სმს-ის შესახებ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის გამჟღავნებისას, მათ შორის სფკ ან საფკ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების შეფასება, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ შეფასების მეთოდებისაგან, რომლებიც მიღებულია ანგარიშგების სტატისტიკური საფუძვლების მიერ.
მუხლი 62. სახელმწიფო მმართველობის სექტორის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების განმარტებითი შენიშვნები
1. სმს-თან მიმართებით გამჟღავნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, შემდეგ საკითხებს:
ა) აქტივებს მთავარი კლასების დეტალიზაციით, რომლებშიც საჯარო სექტორის სხვა ერთეულებში განხორციელებული ინვესტიციები ცალკეა ნაჩვენები;
ბ) ვალდებულებებს მთავარი კლასების დეტალიზაციით;
გ) წმინდა აქტივებს/კაპიტალს:
დ) მთლიან არასაოპერაციო შემოსავლებს და მთლიან არასაოპერაციო ხარჯებს და წმინდა აქტივებში/კაპიტალში პირდაპირ აღიარებული სხვა მუხლებს;
ე) შემოსავლებს მთავარი კლასების დეტალიზაციით;
ვ) ხარჯებს მთავარი კლასების დეტალიზაციით;
ზ) ფინანსური შედეგი;
თ) ფულადი სახსრების ნაკადებს საოპერაციო საქმიანობიდან დეტალიზაციით;
ი) ფულადი სახსრების ნაკადებს საინვესტიციო საქმიანობიდან; და
კ) ფულადი სახსრების ნაკადებს საფინანსო საქმიანობიდან.
2. სმს-ის შესახებ გამჟღავნებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ ინფორმაციას, აღნიშნული ფინანსური ანგარიშგების თითოეულ შესაბამის მუხლზე გაკეთებული კორექტირებული სიდიდეების მითითებით.
თავი XVI
საცნობარო მუხლები
მუხლი 63. საცნობარო მუხლების აღრიცხვა
1. იმ მუხლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მიეკუთვნება ბალანსს, მაგრამ არ აღირიცხება საბალანსო მუხლებად, შესაძლებელია საცნობარო მუხლებში აღრიცხვა.
2. საცნობარო მუხლში ,,საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები “ (01) – აღირიცხება ის ძირითადი აქტივები, რომლებიც მიღებულია იჯარით სხვა ორგანიზაციებისაგან, იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით. იჯარით აღებული აქტივების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მეიჯარეებისა და აქტივების თითოეული ობიექტის მიხედვით.
3. საცნობარო მუხლში „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები“ (02) – აღირიცხება ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად მიღებული სპეციალური მოწყობილობები და სხვ.), გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონებისა, რომლის აღრიცხვა, შენახვა, შეფასება და განკარგვის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. პასუხსაგებ შენახვაზე მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა ანალიზური აღრიცხვა რაოდენობრივ-თანხობრივად წარმოებს მესაკუთრე ორგანიზაციის, ფასეულობათა სახეების, ხარისხის და შენახვის ადგილების მიხედვით როგორც სახელშეკრულებო, ისე შეძენის ფასებით, ბუღალტრული აღრიცხვის დავთრებში.
4. საცნობარო მუხლში ,,გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება“ (03) – აღირიცხება გადახდისუუნარო დებიტორების (გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოწერილი დავალიანებისა) ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანებების დასაფარად მიღებული თანხები ჩამოიწერება მოცემული მუხლიდან და ექვემდებარება შესაბამის ანგარიშებზე აღრიცხვას. გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილ დავალიანებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის დავთარში დებიტორების რეკვიზიტების მითითებით.
5. საცნობარო მუხლში ,,ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში“ (04) – აღირიცხება ექსპლუატაციაში გადაცემული, ხარჯებში ასახული მატერიალური მარაგები, თუ ასეთი მატერიალური მარაგების აღრიცხვა ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკითაა განსაზღვრული.
6. საცნობარო მუხლში ,,პირობითი მოთხოვნები“ (05) – აღირიცხება ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვა მოთხოვნები.
7. საცნობარო მუხლში ,,პირობითი ვალდებულებები“ (06) – აღირიცხება ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია – აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების, რომლებიც წარმოიქმნება მთავრობასა და სხვა ერთეულებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ან სხვა სახით და სხვა ვალდებულებები.
8. საცნობარო მუხლში ,,საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა“ (07) – აღირიცხება დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ
9. საცნობარო მუხლში ,,ამორტიზებული ძირითადი აქტივები“ (08) – აღირიცხება სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები, საწყისი (ისტორიული) ღირებულების, არსებითი გაუმჯობესების, გადაფასების შედეგად განსაზღვრული ღირებულებების მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე.
10. საცნობარო მუხლში ,,ვადაგადაცილებული დავალიანებები“ (09) – აღირიცხება საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება.
11. საცნობარო მუხლში „ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“ (10) – აღირიცხება ექსპლუატაციაში გადაცემული, ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები, თუ ასეთი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვა ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკითაა განსაზღვრული.
12. საცნობარო მუხლში „განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება“ (11) – აღირიცხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორგანიზაციის მიერ სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარაგავად გადასაცემი მოძრავი ქონება (კანონმდებლობით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში).
13. საცნობარო მუხლში „საბანკო გარანტიები“ (12) – აისახება სახელწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული გარანტიები(ორგანიზაციის მიერ ავანსად განხორციელებული გადახდების დროს).
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
| |ბუღალტრული ანგარიშის |საბიუჯეტო კლასიფიკაციის |
|ანგარიშები |N |მუხლი |
|აქტივები |1100-2400 | |
|ფინანსური აქტივები და მოთხოვნები |1100-1500 |62 |
|მოკლევადიანი ფინანსური აქტივები |1100-1300 |62 |
|ფულადი სახსრები |1100-1200 |6212 |
|ნაღდი ფული სალაროში ეროვნულ ვალუტაში |1110 | |
|ნაღდი ფული სალაროში უცხოურ ვალუტაში |1120 | |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში |1210 | |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში |1211 | |
|მიმდინარე ანგარიში ბანკში უცხოურ ვალუტაში |1212 | |
|სხვა ანგარიშები ბანკში |1220 | |
|მიმდინარე ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებისათვის ხაზინაში |1230 | |
|ანგარიში მიზნობრივი გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისათვის |1240 | |
|ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის |1250 | |
|დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში |1260 | |
|დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში |1270 | |
|ხაზინის სავალუტო ანგარიში |1280 | |
|სხვა ანგარიშები ხაზინაში |1290 | |
|გადასახადების სახაზინო ანგარიში |1291 | |
|სხვადასხვა ანგარიშები ხაზინაში |1292 | |
| |
| | | |
|სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები |1300 | |
|ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა |1310 |6213 |
|მოკლევადიანი სესხები |1320 |6214 |
|მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხები |1321 | |
|მოკლევადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით |1322 | |
|აქციები და სხვა კაპიტალი |1330 |6215 |
|წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები |1340 |6217 |
|სხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები |1350 |6218 |
|საბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები |1351 | |
|არასაბიუჯეტო სესხებზე დარიცხული პროცენტები |1352 | |
|დეპოზიტებზე და სხვა ფინანსური აქტივებზე დარიცხული პროცენტები |1353 | |
|მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით |1354 | |
|მოთხოვნები ფულად სახსრებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით |1355 | |
|მოთხოვნები ფულადი სახსრების დანაკლისებით |1356 | |
|საგადასახადო აქტივები |1360 | |
|საშემოსავლო გადასახადი |1361 | |
|მოგების გადასახადი |1362 | |
|ქონების გადასახადი |1363 | |
|დამატებული ღირებულების გადასახადი |1364 | |
|აქციზის გადასახადი |1365 | |
|იმპორტის გადასახადი |1366 | |
|სხვა გადასახადები |1367 | |
|სხვა დანარჩენი მოკლევადიანი ფინანსური აქტივები |1370 | |
| |
|სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები |1400 | |
|მოთხოვნები ბარტერით |1410 | |
|მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიმართ |1420 | |
|მოთხოვნები წინასწარი გადახდებით |1430 | |
|მოთხოვნები საქონლის და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით |1431 | |
|მოთხოვნები არაფინანსური აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით |1432 | |
|მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით |1440 | |
|ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები |1450 | |
|ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები ავანსად გაცემული თანხებით |1451 | |
|ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოთხოვნები სხვა თანხებით |1452 | |
|მომუშავეების მიმართ მოთხოვნები |1460 | |
|მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის შიგნით |1461 | |
|მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის გარეთ |1462 | |
|მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები |1463 | |
|მოთხოვნები წინასწარ გადახდილი გადასახდელებით | 1470 | |
|სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები |1480 | |
| | |
|გრძელვადიანი ფინანსური აქტივები და მოთხოვნები |1500 | |
|გრძელვადიანი სესხები |1510 | |
|გრძელვადიანი საბიუჯეტო სესხები |1511 | |
|გრძელვადიანი სესხები არასაბიუჯეტო სახსრებით |1512 | |
|აქციები და სხვა კაპიტალი |1520 | |
|სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივები |1530 | |
|სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები |1540 | |
| | |
| | | |
|არაფინანსური აქტივები |1600-2000 | |
|მოკლევადიანი არაფინანსური აქტივები |1600 | |
|მატერიალური მარაგები |1600 |612 |
|სტრატეგიული მარაგები |1610 |6121 |
|სხვა მატერიალური მარაგები |1620 |6122 |
|ნედლეული და მასალები |1621 |61221 |
|დაუმთავრებელი წარმოება/მომსახურება |1622 |61222 |
|მზა პროდუქცია |1623 |61223 |
|შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი |1624 |61224 |
|ფულადი დოკუმენტები |1625 | |
|სათადარიგო ნაწილები |1626 | |
|სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგები |1627 | |
| | |
|გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები |2100-2400 | |
|ძირითადი აქტივები |2100 |611 |
|შენობა-ნაგებობები |2110 |6111 |
|საცხოვრებელი შენობები |2111 |61111 |
|არასაცხოვრებელი შენობები |2112 |61112 |
|საგზაო მაგისტრალები |2113 |61113 |
|ქუჩები |2114 |61114 |
|გზები |2115 |61115 |
|ხიდები |2116 |61116 |
|გვირაბები |2117 |61117 |
|გაყვანილობის სისტემები |2118 |61118-61119- |
| | |611110 |
|სხვა ნაგებობები |2119 |611111 |
|მანქანა-დანადგარები და ინვენტარი |2120 |6112 |
|სატრანსპორტო საშუალებები |2121 |61121 |
|სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარი |2122 |61122 |
|სხვა ძირითადი აქტივები |2130 |6113 |
|კულტივირებული აქტივები |2131 |61131 |
|არამატერიალური ძირითადი აქტივები |2132 |61132 |
|სხვა დანარჩენი ძირითადი აქტივები |2140 | |
|დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი |2141 | |
|საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება |2142 | |
| | |
|გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები |2200 |2 |
|ტექნიკა |2210 | |
|ინვენტარი |2220 | |
|მოწყობილობა |2230 | |
|სხვა მცირეფასიანი აქტივები |2240 | |
| | |
|ფასეულობები |2300 |613 |
|ძვირფასი ქვები და ლითონები |2310 | |
|ხელოვნების ნიმუშები |2320 | |
|სხვა ფასეულობები |2330 | |
| | |
|არაწარმოებული აქტივები |2400 |614 |
|მიწა |2410 |6141 |
|წიაღისეული |2420 |6142 |
|სხვა ბუნებრივი აქტივები |2430 |6143 |
|არაწარმოებული არამატერიალური აქტივები |2440 |6144 |
| | | |
|ვალდებულებები |3000 | |
|მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები |3100 |63 |
|ვალდებულებები დეპოზიტებით |3110 |6312 |
|ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა |3120 |6313 |
|ვალდებულებები მოკლევადიანი სესხებით |3130 |6314 |
|მოკლევადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით |3131 | |
|მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით |3132 | |
|ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით |3140 |6315 |
|წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები |3150 |6317 |
| | |
|სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები |3200 |6318 |
|საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები |3210 | |
|არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები |3220 | |
|ვალდებულებები ბარტერით |3230 | |
|საგადასახადო და ბიუჯეტის წინაშე სხვა ვალდებულებები |3240 | |
|გადასახდელი მოგების გადასახადი |3241 | |
|გადასახდელი დღგ |3242 | |
|გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი |3243 | |
|გადასახდელი სხვა გადასახდელები |3244 | |
|ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებები |3245 | |
|გადასახდელი ქონების გადასახდი |3246 | |
|გადასახდელი აქციზი |3247 | |
|გადასახდელი იმპორტის გადასახადი |3248 | |
|მომუშავეებთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები |3250 | |
|შტატით მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები |3251 | |
|შტატგარეშე მომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები |3252 | |
|ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის შიგნით |3253 | |
|ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის გარეთ |3254 | |
|დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3255 | |
|დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3256 | |
|ვალდებულებები ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხებით |3257 | |
|გადასახდელი სტიპენდიები |3258 | |
|სოციალური დაზღვევის ანარიცხები |3259 | |
|ვალდებულებები დეპონენტების მიმართ |3260 | |
|სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3270 | |
|ფულადი ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3271 | |
|სასქონლო ფორმით გაწეული სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები |3272 | |
|სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები |3280 | |
|წინასწარ მიღებული საიჯარო ქირა |3281 | |
|წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლები |3282 | |
|დარიცხული გადასახდელი რენტა |3283 | |
|დარიცხული გადასახდელი პროცენტები |3284 | |
|გადასახდელი დივიდენდები |3285 | |
|სხვა დარიცხული მოკლევადიანი ვალდებულებები |3286 | |
|მოკლევადიანი ანარიცხები |3287 | |
| | |
|გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები |3300 | |
|გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით |3310 | |
|გრძელვადიანი ვალდებულებები საბიუჯეტო სესხებით |3311 | |
|გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები არასაბიუჯეტო სახსრებით |3312 | |
|სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები |3320 | |
|გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები |3330 | |
|საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები |3331 | |
|არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიან კრედიტორული დავალიანებები |3332 | |
|სხვა გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები |3333 | |
|გრძელვადიანი ანარიცხები |3334 | |
| | |
| | | |
|დაფინანსება |4000 | |
|ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება |4100 | |
|ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება პენსიებისა და დახმარებების გასაცემად |4200 | |
| | |
| | | |
|კაპიტალი |5000 | |
|წმინდა ღირებულება |5100 | |
|საკუთარი კაპიტალი |5200 | |
|საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი |5210 | |
|გაუნაწილებელი მოგება |5220 | |
|დაუფარავი ზარალი |5230 | |
| | |
| | | |
|შემოსავლები |6000 | |
|გადასახადები |6100 |1 |
|საშემოსავლოს გადასახადი |6110 | |
|მოგების გადასახადი |6120 | |
|ქონების გადასახადი |6130 | |
|დღგ-ს გადასახადი |6140 | |
|აქციზის გადასახადი |6150 | |
|იმპორტის გადსახადი |6160 | |
|სხვა გადასახადები |6170 | |
|სოციალური შენატანები |6200 |11 |
|გრანტები |6300 |12 |
|გრანტები ფულადი ფორმით |6310 | |
|მიმდინარე გრანტები ფულადი ფორმით |6311 | |
|კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით |6312 | |
|გრანტები სასაქონლო ფორმით |6320 | |
|მიმდინარე გრანტები სასაქონლო ფორმით |6321 | |
|კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით |6322 | |
|სხვა შემოსავლები |6400 |14 |
|შემოსავლები საკუთრებიდან |6410 |141 |
|პროცენტები |6411 |1411 |
|დივიდენდები |6412 |1412 |
|კვაზი კორპორაციების შემოსავლიდან ამოღებული თანხები |6413 |1413 |
|ქონებასთან დაკავშირებული შემოსავალი, რომელიც სადაზღვევო პოლისის მფლობელებზე ვრცელდება |6414 |1414 |
|რენტა |6415 |1415 |
|საქონლისა და მომსახურების გაყიდვები |6420 |142 |
|საბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება |6421 |1421 |
|ადმინისტრაციული მოსაკრებლები |6422 |1422 |
|არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება |6423 |1423 |
|საქონლისა და მომსახურების პირობითი გაყიდვები |6424 |1424 |
|სანქციები ჯარიმები და საურავები |6430 |143 |
|ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა |6440 |144 |
|მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა |6441 | |
|კაპიტალური ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გარდა გრანტებისა |6442 | |
|სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები |6450 |145 |
| | |
| | | |
|ხარჯები |7000 |2 |
|მომუშავეთა ანაზღაურება |7100 |21 |
|ხელფასები |7110 |121 |
|ხელფასები ფულადი ფორმით |7111 |1211 |
|ხელფასები სასაქონლო ფორმით |7112 |1212 |
|სოციალური შენატანები |7120 |212 |
|საქონელი და მომსახურება |7200 |22 |
|შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება |7210 |221 |
|მივლინება |7220 |222 |
|ოფისის ხარჯები |7230 |223 |
|წარმომადგენლობითი ხარჯები |7240 |224 |
|კვებისა და სამედიცინო ხარჯები |7250 |225; 226 |
|კვების ხარჯები |7251 |225 |
|სამედიცინო ხარჯები |7252 |226 |
|რბილი ინვენტარისა და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები |7260 |227 |
|ტარნსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა- |7270 |228 |
|შენახვის ხარჯები | | |
|სამხედრი ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები |7280 |229 |
|სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |7290 |2210 |
|ძირითადი კაპიტალის მოხმარება |7300 |23 |
|ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა |7310 | |
|მორალური ცვეთა და შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები |7320 | |
|პროცენტი |7400 |24 |
|სუბსიდიები |7500 |25 |
|გრანტები |7600 |26 |
|გრანტები ფულადი ფორმით |7610 | |
|მიმდინარე გრანტები ფულადი ფორმით |7611 | |
|კაპიტალური გრანტები ფულადი ფორმით |7612 | |
|გრანტები სასაქონლო ფორმით |7620 | |
|მიმდინარე გრანტები სასაქონლო ფორმით |7621 | |
|კაპიტალური გრანტები სასაქონლო ფორმით |7622 | |
|სოციალური უზრუნველყოფა |7700 |27 |
|სოციალური დაზღვევა |7710 |271 |
|სოციალური დახმარება |7720 |272 |
|დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება |7730 |273 |
|სხვა ხარჯები |7800 |28 |
|ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები გარდა პროცენტისა |7810 |281 |
|სხვადასხვა ხარჯები |7820 |282 |
|სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები |7821 |2821 |
|სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები |7822 |2822 |
| | |
| | | |
|არასაოპერაციო შემოსავლები/არსაოპერაციო ხარჯები |8000 | |
|არასაოპერაციო შემოსავლები |8100 | |
|არასაოპერაციო ხარჯები |8200 | |
| | |
| |
| |
|საცნობარო მუხლები |
|საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები |01 | |
|პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები |02 | |
|გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება |03 | |
|ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში |04 | |
|პირობითი მოთხოვნები |05 | |
|პირობითი ვალდებულებები |06 | |
|საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა |07 | |
|ამორტიზებული ძირითადი აქტივები |08 | |
|ვადაგადაცილებული დავალიანებები |09 | |
|ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები |10 | |
|განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება |11 | |
|საბანკო გარანტიები |12 | |