ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №233 5
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად შუქტექნიკური სისტემებით აღჭურვისა და ამ სისტემებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი და/ან მოზიდული სახსრებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 29.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2335. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020226.
- სად არის „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №2335, 29.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020226 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3040441/