საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს აიერლანდ უსს („გილიადი“) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№610
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №610

2016 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს აიერლანდ უსს („გილიადი“) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოსა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს აიერლანდ უსს („გილიადი“) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ არ საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                           გ. კვირიკაშვილი