„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2468
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2468

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 49 500 000 (ორმოცდაცხრა მილიონ ხუთასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით;

ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისთვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა- მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებების ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის გადარიცხვა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2468. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020353.
სად არის „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2468, 19.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020353 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3063745/