„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2632
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 66 700 000 (სამოცდაექვსი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების, დამოუკიდებელი ჰიდრონაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი (საკოლექტორო) ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის, შესაბამისი დაგეგმვის, მართვის, საინჟინრო და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების, დაპროექტების, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის განხორციელების, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.