„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2281
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2281

2017 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამებიდან: „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა“ (პროგრამული კოდი: 37 07 01) და „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ტექნიკური ექსპლუატაცია“ (პროგრამული კოდი: 37 07 02) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 31 700 000 (ოცდათერთმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი (საკოლექტორო) ქსელის რეაბილიტაციის, შესაბამისი საინჟინრო კვლევების, დაპროექტების, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის განხორციელების, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;

ბ) სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებებისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი