სს „RMG Copper-ზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2371
2017 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 25 თებერვლის №13/136 ბრძანებით სს „RMG Copper-ზე“ (ს/კ: 225358341) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და მადნეულის ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალურ საბადოზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო- სპილენძის მადნებისა და ოქროსშემცველი მეორადი კვარციტების) ოდენობა განსაზღვროს 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში: სპილენძი – 43682,9928 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაორი მთელი ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა მეათიათასედი) ტონის ოდენობით, ოქრო – 3156,293298 (სამი ათას ას ორმოცდათექვსმეტი მთელი ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი მემილიონედი) კილოგრამის ოდენობით;
ბ) ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში (სპილენძი – 43682,9928 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოთხმოცდაორი მთელი ცხრა ათას ცხრაას ოცდარვა მეათიათასედი) ტონის ოდენობით, ოქრო – 3156,293298 (სამი ათას ას ორმოცდათექვსმეტი მთელი ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი მემილიონედი) კილოგრამი), ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ლიცენზიის მოქმედების ვადის (2041 წლის 16 აპრილი) ბოლომდე. წარსადგენი ინფორმაციისა და მონაცემების უტყუარობაზე პასუხისმგებელია ლიცენზიის მფლობელი;
გ) დამატებით სალიცენზიო პირობად განსაზღვროს ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება 2018 წლის 28 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები (ან მათი დაფინანსება) 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი