სს „RMG Copper“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1366
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1366

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სს „RMG Copper“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტების საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 25 თებერვლის №13/136 ბრძანებით სს „RMG Copper“–ზე (ს/კ: 225358341) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების №1002121 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და „მადნეულის“ ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალურ საბადოს ბარიტის კუდსაცავზე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა განსაზღვროს: ოქრო – 1804,6912 კილოგრამის ოდენობით, ვერცხლი – 64900,344 კილოგრამის ოდენობით;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობად განსაზღვროს ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები (ან მისი დაფინანსება) 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი