საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2735
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ფიზიკურ პირს, გიორგი მძელურს (პ/ნ 01024042454), საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში მდებარე 17049 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №84.20.47.045) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში მდებარე 5407 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №84.20.47.044), გიორგი მძელურის საკუთრებაში არსებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში მდებარე 12138 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №84.20.47.038) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში მდებარე 12760 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2 (ნანგრევი) (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №84.20.47.039) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ გიორგი მძელური უარს განაცხადებს სსიპ − ლევან სამხრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 23.09.2015 წ. №005642615 და 13.07.2015 წ. №004018715 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის − 1822 (ერთი ათას რვაას ოცდაორი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი