საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2547
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020397
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2547

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა,  შპს „თარაზოს“ (ს/კ:  №405056424) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,  ქ. თბილისში, გლდანის მასივში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, №31 პოლიკლინიკის წინ (ნაკვეთი 13/027) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.12.013.038),  შპს „თარაზოს“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩის დასაწყისში (ნაკვეთი 22/126) მდებარე 339 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, საერთო ფართობით - 73,95 კვ.მ,  №2, საერთო ფართობით - 34,33 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 158,13 კვ.მ, აგრეთვე ნაგებობა №3 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.01.022.126) უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2.   ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული გაცვლის პირობებად განისაზღვროს:

ა) შპს „თარაზომ“ უარი განაცხადოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 ივლისის  №004057415 და 2015 წლის 10 სექტემბრის №005372115 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 75 153 (სამოცდათხუთმეტი  ათას ას ორმოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე;

ბ) შპს „თარაზომ“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოაწყოს სკვერი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, გლდანის მასივში, ავტომოყვარულთა ფედერაციის მიმდებარედ, 804 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.11.12.008.011).

3.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 27.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2547. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020397.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, №2547, 27.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020397 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3071633/