საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №817
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „თერჯოლა-კარიერს“ (ს/კ: №204546811) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება შპს „თერჯოლა-კარიერის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დადგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის − 27732.6 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, №67.01.49.084 და №67.08.34.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის გადახდის უზრუნველყოფა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე დამატებით, №67.08.34.048 და №67.08.34.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაცვლის პირობად განისაზღვროს ამავე მიწის ნაკვეთებზე წიაღით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი


ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 25.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №817. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023682.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, №817, 25.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023682 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3666315/